... (S-3077), XVIII ს.

383. [ჩ]ემი჻ მზე჻ ტახტსა჻ ზედა჻ ზის჻ მორჭმული჻ მღთისა჻ ნებითა჻ [სა]კრძალავი჻ და჻ უკადრი჻ ლაღი჻ არ჻ ვარგა჻ ვნებითა჻ არცარა჻ უმძიმს჻ ქაჯთაგან჻ არცა჻ გრძეულთა჻ გრძნებითა჻ მაზედა჻ შველა჻ რად჻ მინდა჻ რად჻ მეჭუ჻ რასაცა჻ თნებითა჻

384. რა჻ მოვა჻ ჩემთვის჻ განგება჻ ზეცით჻ მოსულნი჻ ზენანი჻ ღმერთი჻ იწადებს჻ მომივლენს჻ გულსა჻ საჴმილთა჻ ლხენანი჻ მაშინღა჻ მამხუდენ჻ მოკუდავსა჻ მზისა჻ ელვათა჻ ფენანი჻ უმის჻ ჟამისოდ჻ ცუდია჻ ჩემგან჻ მიდამო჻ რბენანი჻

385. მიდი჻ და჻ ჰკადრე჻ ტარიელს჻ პასუხი჻ ჩემგან჻ თხრობილი჻ მადლი჻ რად჻ უნდა჻ მეფეო჻ ხარ჻ რაზომ჻ გინდა჻ ლობილი჻ ვარ჻ მუცლიდგანვე჻ დედისად჻ თქუენად჻ სამონოდ჻ შობილი჻ ღმერთმან჻ მუნამდის჻ მიწად჻ მყოს჻ ვირ჻ მეფე჻ იყო჻ ცნობილი჻

386. გებრძანა჻ შეყრა჻ მწადიან჻ საყუარელისა჻ შენისა჻ ეგეა჻ მსგავსი჻ გულისა჻ ლობიერისა჻ თქუენისა჻ მუნა჻ მე჻ ჴმალი჻ არ჻ მიკვეთს჻ არცა჻ სიგრძელე჻ ენისა჻ მიჯობს჻ მოლოდნა჻ საქმისა჻ მის჻ განგებისა჻ ზენისა჻

387. ესეა჻ ჩემი჻ საწადი჻ და჻ ჩემი჻ მოსანდომარე჻ ინდოეთს჻ გნახო჻ მორჭმული჻ საჯდომთა჻ ზედა჻ მჯდომარე჻ გვერდსავე჻ გიჯდეს჻ მნათობი჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომარე჻ მებრძოლნი჻ შენი჻ მოგესრნენ჻ არვინ჻ ჩნდეს჻ მუნ჻ მეომარე჻

388. რა჻ გამისრულდენ჻ ესენი჻ ჩემნი჻ გულისა჻ ნებანი჻ მაშინღა჻ მივალ჻ არაბეთს჻ მამხუდეს჻ მის჻ მზისა჻ ხლებანი჻ ოდისაც჻ სწადდეს჻ დამივსნეს჻ ამა჻ ცეცხლისა჻ დებანი჻ სხვად჻ თქუენგან჻ არა჻ არ჻ მინდა჻ მძულან჻ რასაცა჻ თნებანი჻

389. რა჻ ფრიდონ჻ ჰკადრა჻ ტარიელს჻ ესე჻ სიტყვანი჻ ყმისანი჻ მან჻ ბრძანა჻ მაგას჻ არა჻ ვიქ჻ ამას჻ არ჻ უნდა჻ მისანი჻ ვითა჻ მან჻ ჰპოვა჻ მიზეზი჻ ჩემისა჻ სულთა჻ დგმისანი჻ ეგრევე჻ მანცა჻ სამისოდ჻ ნახოს჻ ძალ჻ გული჻ ძმისანი჻

390. მიდი჻ უთხარ჻ ჩემაგიერ჻ სიტყუა჻ ჩემგან჻ არ჻ ნათნები჻ მე჻ შენისა჻ გამზდელისა჻ უნახავად჻ არ჻ დავდგები჻ ვეჭუ჻ მრავალი჻ დამეჴოცოს჻ მონა჻ მისგან჻ საყუარლები჻ ვითხოვ჻ ხოლმე჻ შენდობასა჻ ეგეთიღა჻ მოვბრუნდები»჻

391. ესე჻ უთხრა჻ «ამისმეტსა჻ მოციქულობ჻ ნურას჻ ნუო჻ ხვალე჻ წასულა჻ არ჻ დავშალო჻ არცა჻ საქმე჻ გავათუო჻ მე჻ არ჻ მიზამს჻ არაბთ჻ მეფე჻ რომე჻ სიტყუა჻ გავაცრუო჻ ამოდ჻ ვსთხოვო჻ ქალი჻ მისი჻ შევეხვეწო჻ შევეგუო჻

392. უანბო჻ ფრიდონ჻ ავთანდილს჻ ტარიას჻ მოციქულობა჻ არ჻ დადგებისო჻ ცუდია჻ შენგან჻ ცდისაღა჻ მალობა჻ მას჻ დაუმძიმდა჻ მოედვა჻ გულსა჻ ცეცხლისა჻ ალობა჻ ასრე჻ ჩანს჻ რიდი჻ მეფეთა჻ და჻ პატრონისა჻ კრძალობა჻

393. ავთანდილ჻ მივა჻ მუჴლ჻ მოყრით჻ ტარიას჻ შესახვეწელად჻ ფერჴთა჻ ეხვევის჻ აკოცებს჻ აღარ჻ შეხედავს჻ ზეწელად჻ ეტყუის჻ კმა჻ რაცა჻ შევსცოდე჻ როსტანს჻ წლეულად჻ მე჻ წელად჻ კულა჻ ნუ჻ მიქ჻ ერდგულობასა჻ გამტეხლად჻ გამცა჻ მლეწელად჻

394. რასაცა჻ ლამი჻ არ჻ მოგცემს჻ მის჻ მღთისა჻ სამართალია჻ გამზრდელსა჻ ჩემსა჻ ვით჻ ვჰკადრო჻ მე჻ საქმე჻ სამუხთალია჻ მე჻ მისთვის჻ ჴელი჻ ვით჻ გავსძრა჻ ვინ჻ ჩემთვის჻ ფერ჻ ნამკრთალია჻ ვით჻ მოიჴმაროს჻ მონამა჻ პატრონსა჻ ზედა჻ ჴმალია჻

395. ეგე჻ საქმე჻ მე჻ და჻ ჩემსა჻ საყუარელსა჻ შეგვამდურვებს჻ ვაითუ჻ გაწყრეს჻ გაგულიზდეს჻ კუშტი჻ გულსა჻ შეაურვებს჻ ამბავსაცა჻ დამიძვირებს჻ ჭურეტისათვის჻ მამასურვებს჻ შენდობასა჻ ჴორციელი჻ კაცი჻ ვერა჻ დამიურვებს჻

396. ტარიელ჻ უთხრა჻ სიცილით჻ მან჻ მზემან჻ შუქთა჻ ფენამან჻ ჴელი჻ მოჰკიდა჻ ავთანდილს჻ ამართა჻ ააყენამან჻ მიყოო჻ კარგი჻ ყუელაი჻ მე჻ მართებანი჻ შენამან჻ მაგრამ჻ სჯობს჻ შენცა჻ გალხინოს჻ ჩემან჻ შენითა჻ ლხენამან჻

397. დია჻ მძულს჻ მეტი჻ მოყურისა჻ შიში჻ კრძალვა჻ და჻ რიდობა჻ მძულს჻ გაუწყვეტლად჻ კუშტობა჻ და჻ სულ჻ მძიმობა჻ რიდობა჻ თუ჻ მოყუარეა჻ გულისა჻ ქნას჻ ჩემზედ჻ მონაზრდილობა჻ თვარა჻ მე჻ ჩემად჻ იგ჻ მისად჻ დია჻ სჯობს჻ კიდის჻ კიდობა჻

398. მე჻ ვიცი჻ გული჻ საშენოდ჻ შენისა჻ საყუარელისა჻ არ჻ ეწყინების჻ სტუმრობა჻ შენისა჻ მე჻ შემყრელისა჻ რადმცა჻ რა჻ ვკადრე჻ მეფესა჻ თხრობა჻ რასაცა჻ ჭრელისა჻ ოდენ჻ ნახვისა჻ მათისა჻ ნახვა჻ მაქუ჻ სანატრელისა჻

399. ამას჻ ოდენ჻ მოვახსენებ჻ მუდარით჻ და჻ შეპოვნებით჻ რომე჻ მოგცეს჻ ქალი჻ მისი჻ მან჻ მისითა჻ მოგონებით჻ რათგან჻ ბოლოდ჻ შეყრავეა჻ სიშორესა჻ ვით჻ ეთნებით჻ დააშვენეთ჻ ერთმანერთი჻ თავ჻ თავისათ჻ ნუ჻ დასჭკნებით჻

400. რა჻ ავთანდილ჻ ტარიისგან჻ სცნა჻ წასულასა჻ არ჻ დაშლიდა჻ არა჻ ჰკადრა჻ შეცილება჻ საუბარსა჻ ზედა჻ რთვიდა჻ ფრიდონ჻ კაცსა჻ დარჩეულსა჻ სათანაოდ჻ გარდასთულიდა჻ თანა჻ წაჰყუა჻ განაღამცა჻ მათ჻ თანავე჻ გზასა჻ ვლიდა჻

ტარიელისაგან ქუაბსავე მისულა჻

401. ამა჻ საქმეს჻ დაფარულსა჻ ბრძენ჻ დიონოს჻ გააცხდება჻ ღმერთი჻ კარგსა჻ მოავლინებს჻ არ჻ ბოროტსა჻ არ჻ დაბადებს჻ ავსა჻ წამერთ჻ შეამოკლებს჻ კარგსა჻ ხან჻ გრძლად჻ გააკულადებს჻ თავსა჻ მისსა჻ უკეთესსა჻ უზაოდ჻ ჰყოფს჻ ააზადებს჻