... (S-3077), XVIII ს.

290. ზედა჻ მოატყდა჻ მჭურეტელი჻ გაჴდა჻ რადი჻ და჻ ზარები჻ ვერ჻ იჭირვიდეს჻ სარანგნი჻ მუნ჻ იყო჻ არ჻ სიწყნარები჻ იგი჻ რა჻ ნახა჻ მეფემან჻ საროსა჻ მგზავსი჻ ნარები჻ გაკრთომით჻ უთხრა჻ ჰე჻ მზეო჻ აქა჻ ვით჻ მოიგვარები჻

291. ვით჻ მზემან჻ მისნი჻ მჭურეტელნი჻ შექნა჻ თვალისა჻ მფახველად჻ მეფემან჻ ბრძანა჻ გამჴადა჻ ნახული჻ მე჻ უნახაველად჻ მღთისაგან჻ კიდე჻ ვინამცა჻ იყო჻ კაცი჻ ამის჻ მსახველად჻ მართებს჻ ამისთა჻ მიჯნურთა჻ ხელი჻ თუ჻ რბოდეს჻ ახ჻ ველად჻

292. გვერცა჻ დაისვა჻ ეუბნა჻ ტკბილითა჻ საუბარითა჻ მითხარო჻ ვ[ი]ნ჻ ხარ჻ ვისიხარ჻ მოსრული჻ ვისით჻ გვარითა჻ მან჻ არა჻ გასცა჻ პასუხი჻ პირითა჻ მზისა჻ დარითა჻ თავ჻ მოდრეკილი჻ დაღრეჯით჻ ქუე჻ ზის჻ ცნობითა჻ წყნარითა჻

293. არ჻ ისმენდა჻ მეფისასა჻ რასა჻ გინდა჻ უბრძანებდა჻ სხვაგან჻ იყო჻ გული჻ მისი჻ სხვასა჻ რასმე჻ იგონებდა჻ ვარდი჻ ერთად჻ შეეწება჻ მარგალიტსა჻ არ჻ აღებდა჻ მჭურეტნი჻ მისნი჻ გააკუირვნა჻ რასამცავინ჻ იაზრებდა჻

294. მეფე჻ ბრძანებს჻ რა჻ შევიგნათ჻ გული჻ ჩუენი჻ რათ჻ იხსნების჻ ამა჻ ორთა჻ კიდეგანი჻ აზრი჻ არა჻ არ჻ იქმნების჻ ან჻ ვისიმე჻ მიჯნურია჻ სიყუარული჻ ეგონების჻ მისგან჻ კიდე჻ არვისა჻ სცალს჻ ვეღარცავის჻ ეუბნების჻

295. გგონივარ჻ ვინმე჻ ვაჭარი჻ პატრონი჻ ქარავანისა჻ მევარ჻ სპასპეტი჻ მაღლისა჻ მეფისა჻ როსტევანისა჻ თავადი჻ სპისა჻ დიდისა჻ მათისა჻ შესაგვანისა჻ მაქვუ჻ პატრონობა჻ მრავლისა჻ საჭურჭლე჻ ზარადხანისა჻

296. შენ჻ გიცი჻ კარგი჻ მოყუარე჻ ერთგული჻ მისანდობელი჻ მათ჻ უზის჻ ერთი჻ ასული჻ მზე჻ ჴმელთა჻ მანათობელი჻ იგია჻ ჩემი჻ დამწველი჻ და჻ ჩემი჻ დამადნობელი჻ მან჻ გამამგზავნა჻ დავაგდე჻ პატრონი჻ მათი჻ მშობელი჻

297. რომე჻ შენ჻ ქალი჻ გყოლია჻ მე჻ ძებნად჻ მისვე჻ ქალისად჻ მივლია჻ ყოვლი჻ ქუეყანა჻ მის჻ მზისა჻ მონაცვალისად჻ მისთვის჻ გაჭრილი჻ მინახავს჻ წევს჻ ლომი჻ ფერ჻ ნამკრთალისად჻ გამცუდებელად჻ თავისად჻ მის჻ გულისა჻ და჻ ძალისად჻

298. ავთანდილ჻ ფატმანს჻ ყოველი჻ უთხრა჻ ამბავი჻ თავისა჻ ამბავი჻ ტარიელისა჻ შემოსვა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ უბრძანა჻ შენხარ჻ წამალი჻ ჯერ჻ შენგან჻ უნახავისა჻ ღონე჻ წამწმისა჻ ხშირისა჻ ყორნის჻ ფრთებ჻ ნაფუშავისა჻

299. მოდი჻ და჻ ფატმან჻ მეწვიე჻ ვეცადნეთ჻ მათსა჻ რგებასა჻ უშველოთ჻ იგი჻ მნათობი჻ ნუ჻ თუ჻ მიეცნენ჻ შვებასა჻ ვინცა჻ სცნობს჻ კაცი჻ ყოველი჻ ჩუენსა჻ დაიწყებს჻ ქებასა჻ ნუ჻ თუ჻ კულა჻ მიხუდენ჻ მიჯნურნი჻ ერთმანერთისა჻ ხლებასა჻

300. მამგვარე჻ ქაჯეთს჻ გავგზავნოთ჻ იგივე჻ მონა჻ გრძნეული჻ ქალსა჻ ვსცნობთ჻ ყოვლი჻ ამბავი჻ ჩოენგან჻ არის჻ ცნეული჻ მანცა჻ გვაცნობოს჻ მართალი჻ ვქმნათ჻ მისი჻ გამორჩეული჻ ღმერთმან჻ ქნას჻ ქაჯთა჻ სამეფო჻ მოგესმას჻ ჩუენგან჻ ძლეული჻

301. ფატმან჻ თქუა჻ ღმერთსა჻ დიდება჻ საქმენი჻ მამხვდეს჻ მორანი჻ მოჰგვარა჻ მონა჻ გრძნეული჻ შავი჻ მართ჻ ვითა჻ ყორანი჻ დღეს჻ რომე჻ მესმა჻ ამბავნი჻ უკუდავებისა჻ სწორანი჻ უბრძანა჻ ქაჯეთს჻ გაგზავნი჻ წა჻ გზანი჻ მისხენ჻ შორანი჻

302. აწ჻ გამოჩნდების჻ საჴრმობა჻ ჩემთვის჻ შენისა჻ გრძნებისა჻ ფიცხლავ჻ დამივსე჻ საჴმილი჻ შენ჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ გზნებისა჻ მას჻ მზესა჻ ჰკადრე჻ მიზეზი჻ მისისა჻ გაკურნებისა჻ მან჻ უთხრა჻ ხვალე჻ მოგართვა჻ ყოვლი჻ ამბავი჻ ნებისა჻

჻ წიგნი჻ ფატმანისა჻ ნესტან჻ დარეჯანის჻ წინაშე჻

303. ფატმან჻ სწერს჻ აჰა჻ მნათობო჻ სოფლისა჻ მზეო჻ ზენაო჻ შენთა჻ შორთ჻ მყოფთა჻ ყოველთა჻ დამწველო჻ ამაზრზენაო჻ სიტყუა჻ მჭევრო჻ და჻ წყლიანო჻ ტურფაო჻ ლამაზენაო჻ ბროლო჻ და჻ ლალო჻ ოროვე჻ კულავ჻ ერთგან჻ შენათხზენაო჻

304. თუცა჻ თუ჻ შენი჻ ამბავი჻ შენ჻ არა჻ მომასმენიე჻ მე჻ ეგრეცა჻ ვსცან჻ მართალი჻ მით჻ გულსა჻ მოვალხენიე჻ შენთვის჻ ჴელ჻ ქმნილსა჻ ტარიელს჻ ამბვითა჻ მოალხენიე჻ ორნივე჻ მიხუდეთ჻ წადილსა჻ იგი჻ ვარდობდეს჻ შენიე჻

305. [...]ტმანს჻ უთხრა჻ გამისრულდა჻ ჟამად჻ საქმე჻ საწადელი჻ დიდი჻ შენი჻ მოჭირვება჻ ჩემგან჻ არის჻ გარდუჴდელი჻ წავალ჻ დგომად჻ აღარა჻ მცალს჻ დრო჻ მოსულა჻ შარშანდელი჻ ფიცხლავ჻ ქაჯეთს჻ მოვიყუანო჻ მათი჻ მსობი჻ მაწყუეტელი჻

306. [...]ათუნმან჻ უთხრა჻ ჰე჻ ლომო჻ ცეცხლი჻ აწ჻ უფრო჻ ცხელდების჻ მოშორვებისა჻ ნათელსა჻ გული჻ ამისთვის჻ ბნელდების჻ ისწრაფე჻ ჩემი჻ ნუ჻ გაგვა჻ ხელია჻ ეგრეც჻ ხელდების჻ თუ჻ ქაჯნი჻ მოგესწრებიან჻ მუნ჻ მისულა჻ გაგიძნელდების჻

307. ყმამან჻ ფრიდონის჻ მონანი჻ უჴმნა჻ მასთანა჻ ხლებულნი჻ უბრძანა჻ მკუდარნი჻ აქამდის჻ ახლა჻ ვართ჻ დაცოცხლებულნი჻ რაცა჻ გვინდოდა჻ მისითა჻ სმენითა჻ გახარებულნი჻ ჩუენთა჻ მტერთანი჻ გიჩუენნე჻ წყლულნი჻ მით჻ ვაგლახებულნი჻

308. [...]დით჻ და჻ ფრიდონს჻ უანბეთ჻ ამბავი჻ არ჻ ნაცქაფავი჻ [...]ე჻ ვერ჻ ვნახე჻ და჻ ვისწრაფი჻ გზა჻ ჩემია჻ ნასწრაფავი჻ [...]ან჻ გააჴაფოს჻ ჴმა჻ ჴაფი჻ კულავ჻ უფრო჻ განსამჴაფავი჻ თქუენ჻ მოგცე჻ ლარი჻ ყუელაი჻ მე჻ ჩემი჻ ნაალაფავი჻