... (S-3077), XVIII ს.

480. ყოვლთა჻ სწორად჻ წყალობასა჻ ვითა჻ თოვლსა჻ მოათოვდეს჻ ობოლ–ქვრივნი჻ დაამდიდრნეს჻ და჻ გლახაკნი჻ არ჻ ითხოვდეს჻ ავთა჻ მქნელნი჻ დააშინეს჻ კრავთა჻ კრავსა჻ ვერა჻ სწოვდეს჻ შიგა჻ მათთა჻ საბრძანისთა჻ თხა჻ და჻ მგელი჻ ერთად჻ სძოვდეს჻

ხვარაზმთა მეფისაგან ტარიელის ავადყოფნის სმენა და შიგა ჩამოდგომა჻

481. ვა჻ საწუთროვო჻ მუხთალო჻ სიმუხთლისა჻ სენი჻ გჭირსა჻ უწინ჻ ცათა჻ აყუანილსა჻ ჩააგდებენ჻ დიდსა჻ ჭირსა჻ გააყუთლებ჻ ქარვის჻ ფერად჻ პირველ჻ ლალსა჻ განაჭვირსა჻ კარგად჻ ვერვინ჻ ვერა჻ ნახავს჻ ხანგრძლად჻ შენგან჻ დანაჭირსა჻

482. ესე჻ ამბავი჻ ნარჩომი჻ მათ჻ ლომთა჻ მორჭმით჻ მგონეთა჻ გალექსვა჻ აკლდა჻ ხვარაზმთა჻ მეტად჻ ვერ჻ მოვიგონეთა჻ ძნელია჻ პოვნა჻ გული჻ ჰკრთა჻ დავარდი჻ დავეღონეთა჻ კულავე჻ ვთქვი჻ ლექსი჻ გავმერთე჻ მოსმენით჻ გაიგონეთა჻

483. თუ჻ ბრძანოთ჻ აწევ჻ გავგზავნოთ჻ ყოველგნით჻ ლაშქრისა჻ მჴმობელი჻ ვიჴმოთ჻ ხვარაზმთა჻ ლაშქარი჻ მტერისა჻ დამამჴობელი჻ ომისა჻ მოწადინენი჻ ერთმანერთისა჻ მსწრობელი჻ ჩვენი჻ აბჯარნი჻ ზნე჻ სრული჻ უაზრო჻ დაუშრობელი჻

484. აწ჻ მეფე჻ ბრძანებს჻ გავგზავნოთყუელგან჻ წასვლა჻ სჯობს჻ კაცისა჻ ნურვინ჻ დადგების჻ მოვიდნენ჻ რაზმი჻ ვკრათ჻ მართ჻ მამაცისა჻ ნურას჻ დავარჩენთ჻ ავსწყუიტნეთ჻ ნაშობნი჻ მუნ჻ დიაცისა჻ ომ჻ გარდაჴდილნი჻ ვბრწინვიდეთ჻ ვართ჻ ვითამც჻ გინდიაცისა჻

485. აწ჻ უბრძანოთ჻ სპათა჻ ჩვენთა჻ შევჰყაროთ჻ და჻ გავემართნეთ჻ მივიდეთ჻ და჻ ამოვსწყვიტნეთ჻ თავნი჻ გმირთა჻ დავადარნეთ჻ ნუ჻ გაუშვებთ჻ ქალაქებსა჻ ციხეები჻ დავარღვივნეთ჻ ყოვლგნით჻ მცნობნი჻ გავგზავნენით჻ დავიწერეთ჻ გავაჩინეთ჻

486. წავიდა჻ ყუელგან჻ ბრძანება჻ ლაშქართა჻ ხვარაზმულისა჻ ლაშქრად჻ ჰინდოეთს჻ აწვევენ჻ გრძლად჻ ხანთა჻ დასაზმელისა჻ თქუენ჻ მოდით჻ გამოკაზმულნი჻ ვთქუა჻ ხშირად჻ სარაზმელისა჻ გულ჻ სისხლიანი჻ მებრძოლთა჻ ყოლ჻ არ჻ მოწყალე჻ მზმელისა჻

487. აღლუმი჻ ნახა჻ მეფემან჻ ლაშქართა჻ [...]ენ჻ მოსრულისა჻ ანგარიშ჻ მიუხდომელი჻ ჰინდოეთს჻ გამართულისა჻ დროშისა჻ მუნ჻ ანგარიში჻ იყო჻ ზრო჻ ამართულისა჻ ოცი჻ ათასი჻ დაწერეს჻ ალმისა჻ წარმართულისა჻

488. ცხენ჻ კაცისა჻ ანგარიში჻ ყოლა჻ ვერა჻ ვერ჻ გამიგია჻ შუბი჻ ოთხასი჻ ათასი჻ ბასრის჻ პირი჻ დაუგია჻ ჰინდოეთს჻ მივა჻ ჴელმწიფე჻ სისხლთა჻ ძებნა჻ გაუგია჻ საქმე჻ ყოვლი჻ მით჻ ძაბუნი჻ რათმე჻ დიდი჻ აუგია჻

489. მინდორს჻ გადგეს჻ ბარგი჻ მძიმე჻ ოთახნი჻ და჻ სხვა჻ კარავნი჻ ამაზედა჻ აიყარნეს჻ იგ჻ ლაშქარნი჻ უთვალავნი჻ რაზმი჻ აწყუეს჻ გაემართნეს჻ იყუნეს჻ ტევრნი჻ უამრავნი჻ ასრე჻ ფიცხლავ჻ წამოვიდნეს჻ არ჻ დადგების჻ უომარნი჻

490. წავიდეს჻ მზღვარი჻ დააგდეს჻ ხვარაზმთა჻ საჴელმწიფოსა჻ ჰინდოეთს჻ მიჰჴდეს჻ მივიდეს჻ არბევენ჻ ვით჻ სასწრაფოსა჻ ჰჴოცენ჻ კაცსა჻ და჻ დიაცსა჻ ტურფასა჻ საალაფოსა჻ ოჴრად჻ გაჰჴდიან჻ ქალაქსა჻ სამოთხესა჻ და჻ სამყოფოთა჻

჻ ესმა჻ ჰინდოთა჻ მეფესა჻ მოსულა჻ ხვარაზმელთა჻

491. აჰა჻ სოფელი჻ რათა჻ ჰგავს჻ სიტკბო჻ სოფლისა჻ წესია჻ ზოგთა჻ ტახტი჻ აქუთ჻ წესისა჻ და჻ მერმე჻ სამარეხია჻ ჭკნების჻ ყუავილი჻ ჴორცთანი჻ მბრუნავი჻ ეტლი჻ ესია჻ ანაზდად჻ შეუყუარდების჻ მიინდობს჻ ზესთა჻ ზესია჻

492. ესმა჻ ჰინდოთა჻ მეფესა჻ სენთაგან჻ დამძიმებულსა჻ ემატა჻ სევდა჻ სევდასა჻ აღარ჻ ნეტარძი჻ დაგულსა჻ ბრძანა჻ თუ჻ მიყო჻ სოფელმან჻ მისგან჻ არ჻ გახარებულსა჻ გამწარდა჻ სიტკბო჻ სოფლისა჻ მე჻ ასრე჻ გაგონებულსა჻

493. გააქცივეს჻ ამოსწყვიტნეს჻ ერთი჻ ორთა჻ ვერა჻ სჯობდეს჻ ვისცა჻ უნდა჻ იშოებდეს჻ სჭრიდეს჻ ჰჴოცდესალაფობდეს჻ ხვეწნა჻ იყო჻ მუდარობა჻ სიცოცხლესა჻ იაჯობდეს჻ ვინცა჻ ღონე჻ მოიძივის჻ დამალვასა჻ ვერა჻ სთმობდეს჻

494. გაიმარჯვა჻ ხვარაზმელთა჻ იქნა჻ მათი჻ გაგებული჻ იხარებს჻ მეფე჻ მორჭმული჻ გული჻ აქუს჻ გალომებული჻ იშოეს჻ მრავლად჻ ლაშქართა჻ კულავ჻ მივა჻ გამეხებული჻ ცხენი჻ ყუელია჻ ნაკაზმი჻ ალაფი჻ ალაღებული჻

495. ტარიელს჻ წინა჻ მივიდეს჻ ჰინდონი჻ ჴმალ჻ დალეწილნი჻ გაქცეულ჻ გაწბილებულნი჻ შიშითა჻ გარდახვეწილნი჻ აბჯარ჻ ახდილნი჻ დაცრცვილნი჻ ტან჻ სარო჻ შემოფრეწილნი჻ ცხენ჻ დადგომილნი჻ მტირალნი჻ დაგლეჯილ჻ პირ჻ დაფხრეწილნი჻

496. ტარიელ჻ იწვა჻ სენთაგან჻ დავარდნილ჻ გულ჻ დანაცემული჻ აწ჻ ახლა჻ გაჴდა჻ მართ჻ ასრე჻ ვით჻ გულსა჻ დანაცემული჻ რა჻ ესმა჻ ასრე჻ ეწყინა჻ ვითა჻ ასპიტთა჻ ცემული჻ ლხინი჻ მოსძულდა჻ არ჻ უჩნდა჻ ჩანგ჻ ბარბიდ჻ დანაცემული჻

497. მივიდეს჻ გარე჻ მოადგეს჻ ყუელგან჻ ციხეთა჻ გარეთა჻ ებრძვიან჻ ცეცხლსა჻ უდებენ჻ აოჴრებენ჻ არეთა჻ ჰჴოცდეს჻ სწვიდეს჻ და჻ არღვევდეს჻ ცრემლთა჻ ადენდეს჻ მწარეთა჻ აჯა჻ ვერ჻ გამოუღიან჻ არად჻ არ჻ მემუდარეთა჻