... (S-3077), XVIII ს.

345. ფრიდონ჻ უთხრა჻ შემიგია჻ გამიგია჻ ვიცი჻ მე჻ რა჻ მაგა჻ ცხენსა჻ ჩემეულსა჻ წამოასწრობს჻ კარგა჻ ვერა჻ [ო]დეს჻ მიძღვენ჻ არ჻ ვიცოდი჻ ქაჯეთს჻ გვინდა჻ ქაჯთა჻ მზერა჻ თვარა჻ ყოლა჻ არ჻ გიძღუნიდი჻ ჩემი჻ გითხრა჻ სიძუნწერა჻

346. [ფ]რიდონ჻ ლაღი჻ ამხანაგობს჻ საუბართა჻ ესოდენთა჻ [...]აზედა჻ გაიცინეს჻ მათ჻ წყლიანთა჻ სიტყუა჻ ბრძენთა჻ ერთმანერცა჻ ელაღობეს჻ ლაღობათა჻ მათთა჻ მშვენთა჻ გარდაჴდეს჻ და჻ დაეკაზმნეს჻ უკეთესთა჻ შესხდეს჻ ცხენთა჻

347. მათ჻ ერთმანერცა჻ მიუგეს჻ სიტყვები჻ არ჻ პირ჻ მკუეხები჻ დაასკუნეს჻ იგი჻ თათბირი჻ ტარიას჻ განაზრახები჻ გაიყუეს჻ კაცი჻ ასასი჻ ყუელაი჻ გმირთა჻ სახები჻ ცხენებსა჻ შესხდეს჻ აიღეს჻ მათ჻ მათი჻ ჩაბალახები჻

348. იგი჻ ჭაბუკი჻ შუქითა჻ ვნახე჻ მზისაცა჻ მეტითა჻ მათ჻ სამთა჻ შვიდნი჻ მნათობნი჻ ჰფარვენ჻ ნათლისა჻ სვეტითა჻ ტარიელ჻ შავსა჻ ზედა჻ ზის჻ ტანითა჻ მით჻ წერწეტითა჻ დალივნეს჻ მტერნი჻ ომითა჻ ვითა჻ მჭურეტელნი჻ ჭურეტითა჻

349. ჩემი჻ აწ჻ ესე჻ ნათქუამი჻ მათი჻ სახე჻ და჻ დარია჻ რა჻ ზედა჻ წვიმდენ჻ ღრუბელი჻ და჻ მათათა჻ აღტყდეს჻ ღვარია჻ მოვა჻ და჻ ჴმელთა჻ მოგრაგნის჻ ისმის჻ ზათქი჻ და჻ ზარია჻ მაგრამ჻ რა჻ ზღვათა჻ შეერთვის჻ მაშინ჻ ეგრეცა჻ წყნარია჻

350. თუცა჻ ფრიდონ჻ და჻ ავთანდილ჻ სიკეთე჻ მიუცთომნია჻ მაგრამ჻ ტარიას჻ შემბმელი჻ არვისგან჻ მოსანდომნია჻ მზე჻ მნათობთაცა჻ დაჰფარავს჻ არცაღა჻ ნათლად჻ ჴომნია჻ აწ჻ იყურებდით჻ მსმენელნო჻ გესმნენ჻ ფიცხელი჻ ომნია჻

351. სამთავე჻ სამად჻ გაიყუეს჻ თვითომან჻ თვითო჻ კარებ[...]჻ თანა჻ ჰყუა჻ კაცი჻ სამასი჻ ყუელაი჻ გმირთა჻ დარებ[...]჻ მას჻ ღამით჻ უყუეს჻ სადრნოა჻ უცრუო჻ ანაჩქარებ[...]჻ გათენდა჻ გაჩნდა჻ მიმართეს჻ თავის჻ თავ჻ ჰქონდა჻ ფარებ[...]჻

352. პირველ჻ ამოდ჻ მიდიოდეს჻ მგზავრთა჻ რათმე჻ მაგიერა[...]჻ მათ჻ შიგანთა჻ ვერა჻ უგრძნეს჻ ვერცა჻ დახუდეს჻ გულ჻ ჴმიერა[...]჻ გულსა჻ შიში჻ არა჻ ჰქონდათ჻ ამოდ჻ დგეს჻ და჻ ნებიერა[...]჻ მიდგეს჻ გარე჻ მუზარადნი჻ დაიხურეს჻ ჟამიერა[...]჻

჻ აქა჻ ომი჻ ქაჯეთის჻ ციხეზედა჻ სწრფად჻

353. ანაზდად჻ ცხენი჻ გაქუსლეს჻ მათრაჴმა჻ შექნა჻ წრიალი჻ რა჻ ნახეს჻ კარნი჻ გაახვეს჻ ქალაქით჻ გაჰჴდა჻ ზრიალი჻ სამთავე჻ სამგნით჻ მიმართეს჻ თავსა჻ მით჻ უყუეს჻ რიალი჻ იკრეს჻ ნობასა჻ ტაბლაკსა჻ შეიქნა჻ ბუკთა჻ ზრიალი჻

354. მაშინ჻ ქაჯეთს჻ მოიწია჻ უსაზომო჻ რისხვა჻ მღთის[...]჻ კრონოს჻ წყრომით჻ შემხედველმან჻ მოიშორა჻ სიტკბო჻ მზის[...]჻ მათკენ჻ რისხვით჻ გარდუბრუნდა჻ ბორბალი჻ და჻ სიმგურგულე჻ ცის[...]჻ ველნი჻ მკუდართა჻ ვერ჻ იტევდეს჻ გადიადა჻ ჯარი჻ მკუდრის[...]჻

355. კაცსა჻ უკრავად჻ დაბნედდის჻ ჴმა჻ ტარიელის჻ ხაფისა჻ აბჯარსა჻ ფრეწდის჻ გაცუდდა჻ სიმაგრე჻ ჯავშან჻ ქაფისა჻ სამგნითვე჻ კარსა჻ შესჯარნეს჻ ჭირი჻ არ჻ ნახეს჻ კაფისა჻ რა჻ ქალაქს჻ შეჰჴდეს჻ შეიქნა჻ სიხრაკე჻ ციხის჻ სწრაფისა჻

356. ავთანდილ჻ და჻ ლომი჻ ფრიდონ჻ შიგნით჻ ერთად჻ შეიყარნეს჻ მტერნი჻ სრულად჻ დაეჴოცნეს჻ სისხლი჻ მათნი჻ მოეღვარნეს჻ უყივლეს჻ და჻ ერთმანერთი჻ ნახეს჻ დიდად჻ გაეხარნეს჻ თქუეს჻ ტარიელ჻ რაიქმნაო჻ მისად჻ ჭურეტად჻ თვალნი჻ არნეს჻

357. ერთმანცა჻ არა჻ იცოდა჻ ვერა჻ სცნეს჻ ტარიელისა჻ ციხისა჻ კართა჻ მიმართეს჻ რიდი჻ არ჻ ჰქონდათ჻ მტერისა჻ მუნ჻ ნახეს჻ რიყე჻ აბჯრისა჻ ნალეწი჻ ჴმალთა჻ წვერისა჻ ათი჻ ათასი჻ ნობათი჻ უსულო჻ მგზავსი჻ მტვერისა჻

358. ციხისა჻ მცველი჻ ყუელაი჻ იდვა჻ მართ჻ ვითა჻ სნეული჻ თავით჻ ფეჴამდის჻ დაჭრილი჻ აბჯარი჻ მუნ჻ დახეული჻ ციხისა჻ კარი჻ გახმულნი჻ კართა჻ ნალეწი჻ სრეული჻ სცნეს჻ ნაქმარი჻ ტარიასი჻ თქუეს჻ არის჻ მისეული჻

359. გზანი჻ დახუდეს჻ მოკაზმული჻ შევიდნეს჻ და჻ გაძურეს჻ ხურელსა჻ ნახეს჻ მზისა჻ შესაყრელად჻ გამოეშვა჻ მთვარე჻ გველსა჻ მუზარადი჻ მოეჴადა჻ შვენის჻ აკურა჻ თმასა჻ ლელსა჻ მკერდი჻ მკერდსა჻ შეეწება჻ გარდაეჭდო჻ ყელი჻ ყელსა჻

360. ეხვეოდეს჻ ერთმანერთსა჻ აკოცეს჻ და჻ ცრემლნი჻ ღვარეს჻ ამას჻ ჰგვანდეს჻ ოდეს჻ ერთგან჻ მუშთარ჻ ზუალ჻ შეიყარეს჻ მზე჻ რა჻ ვარდთა჻ შემოადგეს჻ დაშვენდენ჻ და჻ შუნი჻ არნეს჻ აქანამდის჻ ჭირნახულთა჻ ამას჻ იქით჻ გაიხარნეს჻

361. მათ჻ ერთმანერთცა჻ აკოცეს჻ დგანან჻ ყელ჻ გარდაჭდობილნი჻ კულა჻ შეეწებნეს჻ ხშირ჻ ხშირად჻ ვარდნი჻ ბაგეთა჻ პობილნი჻ აწ჻ ესენიცა჻ გავიდნეს჻ შეკრფეს჻ სამნივე჻ ძმობილნი჻ მას჻ მზესა჻ მისცეს჻ სალამი჻ წადგეს჻ მართ჻ ვითა჻ ჴმობილნი჻

362. მზე჻ მოეგება჻ პირითა჻ ტურფითა჻ მოცინარითა჻ აკოცა჻ მისთა჻ მეშველთა჻ ლაღმან჻ ცნობითა჻ წყნარითა჻ მათ჻ დაბლად჻ მადლი჻ უბრძანა჻ სიტყუითა჻ მით჻ ნარნარითა჻ ორნივე჻ ერთათ჻ უბნობდენ჻ ტურფითა჻ საუბნარითა჻

363. ტარიელსაც჻ უსალამეს჻ მას჻ ალვისა჻ ნორჩსა჻ ვითხეს჻ მიულოცეს჻ გამარჯვება჻ ერთმანერთი჻ მოიკითხეს჻ არა჻ სჭირდა჻ არ჻ ინანეს჻ რომ჻ აბჯარი჻ არ჻ გაითხეს჻ თავნი჻ მათნი჻ გაალომეს჻ მათი჻ ბრძოლი჻ იშულეს჻ ითხეს჻