... (Q-779), XVIII ს.

528. ესეცა჻ უთხარ჻ ამბავი჻ ჩემი჻ არ჻ გაგეგონების უფრორე჻ წყნარად჻ გიამბობ჻ თუ჻ ჟამი჻ ჩუენ჻ გუექონების მან჻ მითხრა჻ ლხინი჻ საჩემო჻ მაგას არ შეეწონების დღედ჻ სიკუდილადმდის჻ სიცოცხლე჻ შენ჻ ჩემი჻ დაგემონების

529. მივედით჻ მისსა჻ ქალაქსა჻ ტურფასა჻ მაგრა჻ ცოტასა გამოეგებნეს჻ ლაშქარნი჻ ისხემდეს჻ მისთუინ ოტასა პირსა჻ იჴოკდეს჻ გაჰყრიდეს჻ ნახოკსა჻ ვით჻ ნაფოტასა ეხუეოდიან჻ ჰკოცნიდეს჻ ჴრმალსა჻ და჻ სალტეკოტასა

530. კულა჻ მოვეწონე჻ ვეტურფე჻ მე჻ მისი჻ გარდნაკიდარი შემასხემდიან჻ ქებასა჻ მზეო჻ ხარ჻ ჩუენთუის჻ იდარი მივედით჻ ვნახეთ჻ ქალაქი჻ მისი჻ ტურფა჻ და჻ მდიდარი ყუელასა჻ ტანსა჻ ემოსა჻ ზარქაში჻ განაზიდარი

შველა ტარიელისაგან ფრიდონისი და გამარჯვება მათი჻

531. მოსჯობდა჻ ომი჻ შეეძლო჻ ჴმარება჻ ცხენაბჯარისა დავჰკაზმეთ჻ ნავი჻ კატარღა჻ და჻ რიცხუი჻ სპათა჻ ჯარისა კაცი჻ ჴმდა჻ მისთა჻ მჭურეტთათუის჻ ღონემცა჻ ეაჯა჻ რისა აწ჻ გითხრა჻ ომი჻ მოყმისა჻ მებრძოლთა჻ დამსაჯარისა

532. მათი჻ მესმა჻ დაპირება჻ ჩაბალახთა჻ ჩამოხურვა ნავი჻ წინა჻ მომეგება჻ არა჻ ვიცი჻ იყო჻ თუ჻ რვა ფიცხლა჻ ზედა჻ შევეჯაჴე჻ მათ჻ დაიწყეს჻ ამოდ჻ ცურვა ქუსლი჻ შევეც჻ დავუქციე჻ დაიზახნეს჻ დიაცურ჻ ვა

533. კულა჻ სხუასა჻ მიველ჻ მოვჰკიდე჻ ჴელი჻ ნავისა჻ ბაგესა ზღუასა჻ დავანთქენ჻ დავჰხოცე჻ ომიმცა჻ რაღა჻ აგესა სხუანი჻ გამექცეს჻ მიმართეს჻ მათ჻ მათსა჻ საქულბაგესა ვინცა჻ მიჭურეტდის჻ უკუირდა჻ მაქებდეს჻ არ჻ მაძაგესა

534. ზღუა჻ გავიარეთ჻ გავედით჻ შემოგუიტიეს჻ ცხენია კულა჻ შევიბენით჻ შეიქნნეს჻ ომისა჻ სიმარცხენია მუნ჻ მომეწონა჻ ფრიდონის჻ სიქუელე სიმკიცხენია იბრძვის჻ ლომი჻ და჻ პირად჻ მზე჻ იგი჻ ალვისაც჻ ხენია

535. თუით჻ ორნივე჻ ბიძაძენი჻ მისნი჻ ჴმრლითა჻ ჩამოყარნა ჴელნი჻ წმიდად჻ დაეკუეთეს჻ იგი჻ ასრე჻ ასაპყარნა მოიტანნა჻ მხარდაკრულნი჻ ერთმან჻ ორნი჻ არ჻ დაყარნა მათნი჻ ყმანი჻ გაამტირლნა჻ მისნი჻ სპანი჻ ამაყარნა

536. მათნი჻ ლაშქარნი჻ გაგუექცეს჻ ვეცენით჻ გაცავფანტენით ფიცხლად჻ წაუღეთ჻ ქალაქი჻ არ჻ თავნი჻ გავაზანტენით ქუითა჻ დავლეწეთ჻ წუივები჻ ჩუენ჻ იგი჻ გავაანტენით მომკალით჻ ლარი჻ დავლიოთ჻ ან჻ აკიდებით჻ ან჻ ტენით

537. ფრიდონ჻ ნახნა჻ საჭურჭლენი჻ და჻ ბეჭედნი჻ მისნი჻ დასხნა თუით჻ ორნივე჻ ბიძის჻ ძენი჻ დაპყრობილნი჻ წამოასხნა მისთა჻ ნაცულად჻ სისხლნი჻ მათნი჻ მოღუარნა჻ და჻ ველთა჻ ასხნა ჩემი჻ თქუეს჻ თუ჻ ღ~თსა჻ მადლი჻ ვინ჻ ალვისა჻ ხენი჻ ასხნა

538. მივედით჻ მოქალაქეთა჻ ზარი჻ ჩნდა჻ რომე჻ ზმიდიან აჯათა჻ მქნელნი჻ მჭურეტელთა჻ გულსა჻ მუნ჻ დააბმიდიან მე჻ და჻ ნურადინს჻ ყუელანი჻ ქებასა჻ შეგუასხმიდიან გუითხრობდეს჻ მკლავთა჻ თქვენთაგან჻ ჯერთ჻ მათნი჻ სისხლნი჻ მიდიან

539. ლაშქარნი჻ ფრიდონს჻ მეფედ჻ და჻ მიხჴობდეს჻ მეფეთ მეფობით თუით჻ თავსა჻ მათსა჻ მონად჻ და჻ ჩემსა჻ ყუელასა჻ სეფობით დაღრეჯით჻ ვიყავ჻ ვერ჻ მპოვეს჻ ვეროდეს჻ ვარდის჻ მკრეფობით ჩემი჻ ვერ჻ ცნიან჻ ამბავი჻ მუნ჻ იყო჻ არ჻ იეფობით

ფრიდონისაგან ნესტან დარეჯანის ამბვის მბობა ტარიელისათვის჻

540. დღესა჻ ერთსა჻ მე჻ და჻ ფრიდონ჻ ნადირობას჻ გამოვედით ზღუასა჻ ზედა჻ წაწურვილსა჻ ქედსა჻ რასმე჻ გარდავდეგით ფრიდონ჻ მითხრა჻ გითხრობ჻ რასმე჻ ვთამაშობდით჻ ცხენსა჻ ვსხედით ერთი჻ რამე჻ საკუირველი჻ მე჻ ვნახეო჻ ამა჻ ქედით

541. მე჻ ვჰკითხევდი჻ ფრიდონ჻ მეტყუის჻ მართ჻ ამბავსა჻ ესოდენსა დღე჻ ერთ჻ მწადდა჻ ნადირობა჻ შევჯე჻ ამა჻ ჩემსა჻ ცხენსა ზღუათა჻ შიგან჻ იხუსა჻ ჰგუანდა჻ ჴმელთა჻ ზედა჻ შავარდენსა჻ აქა჻ ვდეგ჻ და჻ თუალს჻ უგებდი჻ ქორსა჻ იქით჻ განაფრენსა

542. ზოგჯერ჻ ზღუისკე჻ მივიხედნი჻ წავსდგომოდი჻ ამა჻ გორსა ზღუასა჻ შიგან჻ ცოტა჻ რამე჻ დავინახე჻ თუცა჻ შორსა ეგრე჻ ფიცხლად჻ სიარული჻ არას჻ ძალაქუ჻ მისსა჻ სწორსა ვერად჻ ვიცან჻ გავეკუირვე჻ გონებასა჻ ამად჻ ორსა

543. ვჰთქვი჻ რა჻ არის჻ რას჻ ვამსგავსო჻ მფრინველია჻ ანუ჻ მჴეცი ნავი჻ იყო჻ არ჻ ეფარა჻ სამოსელი჻ მრავალკეცი წინა჻ კაცნი჻ მოზიდვიდეს჻ თუალი჻ ამად჻ დავაცეცი მთუარე჻ უჯდა჻ კიდობანსა჻ ცა჻ მეშვიდე჻ მასცა჻ ვეცი

544. ამოძურნეს჻ ორნი჻ მონანი჻ შავნი჻ მართ჻ ვითა჻ ფისანი ქალი჻ გარდმოსვეს჻ სისხონი჻ ვნახენ჻ მისისა჻ თმისანი მას჻ რომე჻ ელვა჻ ჰკრთებოდა჻ ფერნიმცა჻ ჰგვანდეს჻ რისანი მან჻ გაანათლა჻ ქუეყანა჻ გაცუდდეს჻ შუქნი჻ მზისანი

აქა ტარიელისაგან თავის საყუარელისა ამბვის გაგონება჻