... (Q-779), XVIII ს.

545. სიხარულმან჻ ამაჩქარა჻ ამათრთოლა჻ დაცამლეწა იგი჻ ვარდი჻ შემიყუარდა჻ რომე჻ თოვლსა჻ ეახეწა დავაპირე჻ შეტევება჻ ვთქუი჻ წავიდე჻ მათკე჻ მე჻ წა ჩემსა჻ შავსა჻ სულიერი჻ რამცა჻ ვითა჻ გარდეხუეწა

546. ცხენი჻ გავქუსლე჻ იქმოდის჻ შამბი჻ ჴმასა჻ და჻ ხრიალსა ვეღარ჻ მივესწარ჻ გამესწრნეს჻ რაზომცა჻ ვსცემდი჻ წრტიალსა ზღუის჻ პირსა჻ მიველ჻ შევხედენ჻ ჩნდა჻ ოდენ჻ მზისა჻ ტიალსა გამშორვებოდეს჻ წამსლუოდეს჻ ამისთუის჻ დავეწვი჻ ალსა

547. ესე჻ მესმა჻ ფრიდონისგან჻ მომემატა჻ ცეცხლთა჻ სიცხე ცხენისაგან჻ გარდავიჭერ჻ თავი჻ სრულად჻ გავიკიცხე ჩემთა჻ ღაწუთა჻ დანადენი჻ მე჻ ჩემივე჻ სისხლი჻ ვიცხე უთხარ჻ მომკალ჻ უჩემოსა჻ ენახოსცა჻ ვისცა჻ ის჻ ხე

548. ესე჻ ჩემგან჻ გაუკვირდა჻ ფრიდონს჻ უცხოდ჻ ეუცხოა მაგრა჻ მეტად჻ შევებრალე჻ ტირილითა჻ მესათნოვა ვითა჻ შვილი჻ დამადუმა჻ მემუდარა჻ შემეპოა თუალთათ჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცრემლი჻ ცხელი჻ გარდმოთოა

549. ვაგლახ჻ მეო჻ რა჻ გიამბე჻ ფათერაკად჻ მცდარმან჻ შმაგად მოვახსენე჻ ნურა჻ გაგვა჻ ნუ჻ ინაღული჻ მაგას჻ მაგად იგი჻ მთუარე჻ ჩემი჻ იყო჻ მით჻ მედების჻ ცეცხლი჻ მდაგად აწ჻ გიამბობ჻ რათგან჻ თავი჻ გინდა჻ ჩემად჻ ამხანაგად

550. ფრიდონს჻ უთხარ჻ ყუელაკაი჻ ჩემი჻ თავსა჻ გარდასრული მან჻ მითხრა჻ თუ჻ რას჻ ვიტყოდი჻ მოცთომილი჻ გაბასრული შენ჻ მაღალი჻ ჰინდოთ჻ მეფე჻ ჩემსა჻ რადმე჻ ხარ჻ მოსრული საჴელმწიფო჻ საჯდომი჻ და჻ ტახტი჻ გმართებს჻ სრაცა჻ სრული

551. კულავაცა჻ მითხრა჻ ვისცა჻ ღ~თი჻ საროს჻ მორჩსა჻ ტანად჻ უხებს მას჻ ლახუარსამოაშორვებს჻ თუცა჻ პირველ჻ გულსა჻ უხებს იგი მოგუცემს჻ წყალობასა჻ მისსა჻ ზეცით჻ მოგუიქუხებს ჭირსა჻ ლხინად჻ გაგიცვალებს჻ არა჻ ოდეს჻ შეგვაწუხებს

552. წამოვედით჻ ნატირებნი჻ სრას჻ დავსხედით჻ თავისწინა ფრიდონს჻ უთხარ჻ ჩემი჻ შემწე჻ შენგან჻ კიდევ჻ არავინა ვითა჻ ღ~თნ჻ შენი჻ მსგავსი჻ სოფლად჻ არა჻ მოავლინა მაშა჻ რადგან჻ შეგემეცნე჻ ამის჻ მეტი჻ რად჻ რა჻ მინა

553. არ჻ ავი჻ გესვა჻ მოყვარე჻ ჟამი჻ თუ჻ მომხუდეს჻ ჟამისად ენა჻ გონება჻ მაჴმარე჻ გამოსარჩევლად჻ ამისად რა჻ მოვაგვარო჻ რა჻ მიჯობს჻ სალხენლად჻ ჩემად჻ და჻ მისად თუ჻ ვერას჻ ვარგებ჻ ვიქმნები჻ ვერდამყოვნელი჻ წამისად

554. მანმითხრა჻ ბედი჻ ღმრთისაგან჻ მიჯობსღა჻ ამას჻ რომელი მოსრულხარ჻ ჩემად჻ წყალობად჻ მეფე჻ ჰინდოეთს჻ მჯდომელი მემცა჻ რად჻ ვიყავ჻ ამისთუის჻ მადლისა჻ რასმე჻ მდომელი ერთი჻ ვარ჻ მონა჻ მონებად჻ წინაშე჻ თქუენსა჻ მდგომელი

555. ესე჻ ქალაქი჻ გზა჻ არის჻ ნავთა჻ ყოველგნით჻ მავალთა შემომკრეფელი჻ ამბავთა჻ უცხოთა჻ რათმე჻ მრავალთა აქა მოგესმის჻ წამალი჻ შენ჻ რომე჻ გწუავს჻ ალთა ნუთუ჻ ქნას჻ ღ~თნ჻ გარდასულა჻ ამაგა჻ ჭირთა჻ და჻ ვალთა

556. ჩუენ჻ გავგზავნნეთ჻ მენავენი჻ რომელთაცა჻ კულა჻ უვლია მოგუინახონ჻ იგი჻ მთუარე჻ ვისთუის჻ ჭირი჻ არ჻ გუაკლია მუნამდისცა჻ მოიჭირვე გონებამან჻ არ჻ დაგლია ყუელა჻ ჭირი჻ არ჻ ეგების჻ თუმცა჻ ლხინმან჻ არ჻ დასძლია

557. კაცნი჻ უჴმენ჻ მასვე჻ წამსა჻ ესე჻ საქმე჻ დავიურვეთ უბრძანა჻ თუ჻ ნავებითა჻ წადით჻ ზღუა ზღუა჻ მოიცურვეთ მოგუინახეთ჻ საყუარელსა჻ მისსა჻ მისთუის჻ მოვასურვეთ თავთა჻ ჭირი჻ უათასეთ჻ რადმც჻ უშვიდეთ჻ რადმცა჻ ურვეთ

558. აჩინნა჻ კაცნი჻ სადაცა჻ სადგურნი჻ ნავთა჻ სჩენოდეს უბრძანა჻ ძებნეთ჻ ყოველგან჻ რაცა჻ ვის჻ მისი჻ გსმენოდეს მოლოდნა჻ მიჩნდა჻ სალხინოდ჻ პატიჟნი჻ მორე჻ მლხენოდეს უმისოდ჻ ლხინი჻ მინახავს჻ ამა჻ დღისათვის჻ მრცხუენოდეს

559. ფრიდონ჻ საჯდომნი჻ დამიდგნა჻ ადგილსა჻ საბატონოსა მითხრა჻ თუ჻ მცდარ჻ ვარ჻ აქამდის჻ ვერ჻ მივხუდი჻ გასაგონოსა ხარ჻ დიდი჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ რა჻ ვით჻ ვინ჻ მოგაწონოსა ვინ჻ არის჻ კაცი჻ რომელმან჻ თავი჻ არ჻ დაგამონოსა

560. რას჻ ვაგრძელებდე჻ მოვიდეს჻ ყოვლგნით჻ ამბისა჻ მძებნელნი ცუდნი჻ და჻ ცუდთა჻ ადგილთა჻ თავისა჻ დამაშრობელნი ვერა჻ ვერ჻ ეცნა჻ ვერ჻ იყუნეს჻ ვერას჻ ამბისა჻ მცნობელნი მე჻ უფრო჻ მდინდეს჻ თუალთაგან჻ კულა჻ ცრემლი჻ შეუშრობელნი

561. ვთქვი რა჻ მქონდა჻ სახლსა჻ ჩემსა჻ სპათა჻ ვსჭურეტ჻ და჻ ვსუამ჻ იგია მე჻ ვიშვებ჻ და჻ იგი჻ ტყუედა჻ ზღუათა჻ შიგა჻ წამიგია კლდისაგანცა჻ უმაგრესსა჻ ესე჻ ვითა჻ გამიგია ჴრმალსა჻ ჴელსა჻ ვეღარას჻ ვჴდი჻ ცუდად჻ შიგან჻ რას჻ მიგია

562. მე჻ ფრიდონს჻ უთხარ჻ ესე჻ დღე჻ ვითა჻ მესაზაროების ამისად჻ მოწმად჻ ღ~თი჻ მყავს჻ სათქმელად჻ მეუცხოების უშენოდ჻ მყოფსა჻ ღამე჻ და჻ დღეცა჻ მესაღამოების დაჴსნილ჻ ვარ჻ ლხინსა჻ ყოველსა჻ მით჻ გული჻ ჭირსა჻ მოების

563. მაშა჻ მე჻ მისსა჻ ამბავსა჻ რადგან჻ აღარას჻ მოველი ვეღარ჻ ვიქნები჻ გამიშვი჻ ვარ჻ ფარმანისა჻ მთხოველი ფრიდონს჻ რა჻ ესმა჻ ატირდა჻ სისხლითა჻ მუნ჻ მორწყო჻ ველი მითხრა჻ თუ჻ ძმაო჻ დღესითგან჻ ცუდ჻ ჩემი჻ ლხინი჻ ყოველი

564. თუცა჻ დია჻ მოიჭირვეს჻ ვერცა჻ ეგრე჻ დამიჭირეს მისთა჻ სპათა჻ მუჴლმოყრილთა჻ თავი჻ მათი჻ ჩემკერძ჻ ირეს მეხუეოდეს჻ მაკოცებდეს჻ ატირდეს჻ და჻ ამატირეს ნუ჻ წახუალო჻ და჻ გაწამოთ჻ სიცოცხლეა჻ ჩუენი჻ ვირეს