... (Q-779), XVIII ს.

ამბავი ნურადინ ფრიდონისა ოდეს შემოეყარა჻

509. ღამით჻ მევლო჻ მოვიდოდი჻ ზღუისა჻ პირსა჻ აჩნდეს჻ ბაღნი ჰგუანდეს჻ ქალაქს჻ ვეახლენით჻ ცალკერძ჻ იყუნეს჻ კლდეთა჻ ნაღნი არ჻ მიამის჻ კაცთა჻ ნახვა჻ მიდაღვიდა჻ გულსა჻ დაღნი მუნ჻ გარდავჴე჻ მოსვენებად჻ დამხუდეს჻ რამე჻ ხენი჻ ლაღნი

510. ხეთა჻ ძირსა჻ მივიძინე჻ მათ჻ მონათა჻ ჭამეს჻ პური მერმე჻ ავდეგ჻ სევდიანი჻ მიღამებდა჻ გულსა჻ მური ვერა჻ მეცნა჻ ეგზომ჻ გრძელად჻ ვერ჻ ჭორი჻ ვერ჻ დასტური ველთა჻ ცრემლი჻ ასოვლებდა჻ თუალთა჻ ჩემთა჻ მონაწური

511. ზახილი჻ მესმა჻ შევხედენ჻ მოყმე჻ ამაყად჻ ყიოდა შემოირბევდა჻ ზღუის჻ პირპირ჻ მას჻ თურმე჻ წყლული჻ სტკიოდა ჴრმლისა჻ ნატეხი჻ დასურილი჻ აქუს჻ სისხლი჻ ჩამოსდიოდა მტერთა჻ ექადდა჻ წყრებოდა჻ იგინებოდა჻ ჩიოდა

512. ზედა჻ ჯდა჻ შავსა჻ ტაიჭსა჻ ესე჻ აწ჻ მე჻ მითქს჻ რომელი მართ჻ ვითა჻ ქარი჻ მოქროდა჻ გაფიცხებული჻ მწყრომელი მონა჻ მივსწივე჻ მისისა჻ შეყრისა჻ ვიყავუ მნდომელი შევსთუალე დადეგ჻ მიჩუენე჻ ლომსა჻ ვინ჻ გაწყენს჻ რომელი

513. მას჻ მონასა჻ არა჻ უთხრა჻ არცა჻ სიტყუა჻ მოუსმინა ფიცხლად჻ შევჯე჻ ჩავეგებე჻ მე჻ ჩაუსწარ჻ ჩავე჻ წინა უთხარ჻ დადეგ჻ გამიგონე჻ შენი჻ საქმე჻ მეცა჻ მინა შემომხედნა჻ მოვეწონე჻ სიარული჻ დაითმინა

514. გამიცადა჻ ღ~თსა჻ ჰკადრა჻ შენ჻ ასეთნი჻ ხენი჻ ვით჻ ხენ მერმე჻ მითხრა჻ მოგახსენებ჻ აწ჻ სიტყუანი჻ რომე჻ მკითხენ იგი჻ მტერნი჻ გამილომდეს჻ აქანამდისც჻ რომე჻ ვითხენ უკაზმავსა჻ მიღალატეს჻ საჭურველნი჻ ასრე჻ ვითხენ

515. მე჻ უთხარ჻ დადეგ჻ დაწყნარდი჻ გარდავჴდეთ჻ ძირსა჻ ხეთასა არ჻ შეუდრკების჻ ჭაბუკი჻ კარგი჻ მახუილთა჻ კუეთასა თანა჻ წამომყვა჻ წავედით჻ უტკბოსი჻ მამაძეთასა მე჻ გავეკუირვე჻ ჭურეტასა჻ მის჻ ყმისა჻ სინაზეთასა

516. ერთი჻ მონა჻ დასტაქარი჻ მყუა჻ და჻ წყლულნი჻ შეუხუივნა ისრის჻ პირნი჻ ამოუხუნა჻ დაკოდილნი჻ არ჻ ატკივნა მერე჻ ვჰკითხე჻ ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ მკლავმან჻ შენმან჻ ვისგან჻ ივნა საამბობლად჻ დამირიგდა჻ თავი჻ მისი჻ გაამჩივნა

517. პირველ჻ მითხრა჻ არა჻ ვიცი჻ რა჻ ხარ჻ ანუ჻ რას჻ გამსგავსო ანუ჻ ეგრე჻ რამ჻ დაგლია჻ ანუ჻ პირველ჻ რამ჻ გაგავსო რამან჻ შეგქმნა჻ მოყუითანოდ჻ ვარდ გიშერი჻ რომე჻ ჰრგავსო ღ~თნ჻ მისგან჻ ანთებული჻ სანთელიმცა჻ რად჻ დაგავსო

518. მულღაზანზარის჻ ქალაქი჻ ახლოს჻ მე჻ მაქუსო჻ რომელი ნურადინ ფრიდონ჻ სახელი჻ მეფე჻ ვარ჻ მუნა჻ მჯდომელი ესე჻ საზღუარი჻ ჩემია჻ სადა჻ ხარ჻ გარდამჴდომელი ცოტა჻ მაქუს჻ მაგრა჻ ყოველგნით჻ სიკეთე მიუთხრობელი

519. მამის჻ ძმა჻ და჻ მამაჩემი჻ პაპმან჻ ჩემმან჻ გაყუნა჻ ოდეს ზღუასა჻ შიგან჻ კუნძულია჻ ჩემად჻ წილად჻ მას჻ იტყოდეს თუით჻ ბიძასა჻ ჩემსა჻ მიხუდა჻ ვისთა჻ შვილთა჻ აწ჻ დამკოდეს მათკე჻ დარჩა჻ სანადიროარ჻ მივსცემდი჻ მამერჩოდეს

520. დღეს჻ გამოველ჻ ნადირობას჻ ზღუისა჻ პირსა჻ ვინადირე მუნა჻ გასულა჻ მომდომოდა჻ მით჻ მრეკალი჻ არ჻ ვაჴშირე სპათა჻ უთხარ჻ მომიცადეთ჻ მოვიდოდე჻ მეცა჻ ვირე ხუთთა჻ ოდენ჻ ბაზიერთა჻ მეტი჻ არა჻ დავიჭირე

521. ნავითა჻ გავე჻ ზღუისაგან჻ შტო჻ რამე჻ გამოვიდოდა არ჻ ამოვჰკრეფდი჻ გამყოფთა჻ ვთქუი჻ ჩემთა჻ რად჻ დავრიდო჻ და დამეძაბუნნეს჻ სიმრავლე჻ მე჻ მათი჻ არ჻ გამვიდოდა ვნადირობდი჻ და჻ ვიზახდი჻ ჴმა჻ ჩემი჻ არ჻ უდიოდა

522. მართლად჻ იჯავრეს჻ წუნობა჻ მათი჻ თუ჻ ესე჻ ჴმდა჻ ვითა გამომაპარნეს჻ ლაშქარნი჻ გზანი჻ შემიკრეს჻ ნავითა თვით჻ ბიძას ძენი჻ ჩემნიცა჻ შესხდეს჻ მათითა჻ თავითა ჩემთა჻ გაუჴდეს჻ ლაშქართა჻ ომად჻ მათითა჻ მკლავითა

523. მათი჻ მესმა჻ დავინახე჻ ზახილი჻ და჻ ჴრმალთა჻ ელვა ნავი჻ ვსთხოვე჻ მენავეთა჻ მით჻ ვიყივლე჻ მე჻ ერთხელ჻ ვა ზღუასა჻ შეველ჻ მომეგება჻ მეომარი჻ ვითა჻ ღელვა სწადდა჻ მაგრა჻ ვეღარა჻ ქნეს჻ ჩემი჻ ზედა჻ წამოკელვა

524. კულა჻ სხუანი჻ დიდნი჻ ლაშქარნი჻ უკანა჻ მომეწეოდეს იქით჻ და჻ აქათ჻ მომიჴდეს჻ ერთგნით჻ ვერ჻ მომერეოდეს არ჻ მომწურვოდეს჻ წინანი჻ ზურგით჻ მესროდეს჻ მე჻ ოდეს ჴრმალსა჻ მივენდევ჻ გამიტყდა჻ ისარნი჻ დამელეოდეს

525. მომეჯარნეს჻ ვეღარა჻ ვქენ჻ ნავით჻ ცხენი჻ გარდვიხლტუნვე ზღუა჻ ზღუა჻ ცურვით჻ წამოუველ჻ ჩემი჻ მჭურეტი჻ გავაცბუნვე თანა჻ მყოლი჻ ყუელაკანი჻ დამიჴოცნეს჻ დარჩა჻ მუნვე ვინმცა჻ მდევდა჻ ვერ჻ შემამხუდა჻ მიუბრუნდი჻ მივაბრუნვე

526. აწ჻ იგი჻ იქნას჻ რაღაცა჻ ენებოს჻ ღ~თისა჻ წადილსა ვეჭუ ჩემი჻ სისხლი჻ არ჻ შერჩეს჻ ძალი჻ შესწევდეს჻ ქადილსა ოჴრად჻ გაუჴდი჻ ყოფასა჻ მათ჻ საღამოსა჻ და჻ დილსა უჴმობ჻ ყვავთა჻ და჻ ყორანთა჻ მათ჻ ზედა჻ ვაქნევ჻ ხადილსა

527. ამა჻ ყმამან჻ შემიკუეთა჻ გული჻ მისკე჻ მიმიბრუნდა მოვაჴსენე჻ აჩქარება჻ შენი჻ ყოლა჻ არად჻ უნდა მეცა჻ თანა჻ წამოგყუები჻ დაიჴოცნენ჻ იგი჻ მუნ჻ და ჩუენ჻ ორთავე჻ მეომარი჻ განაღამცა჻ შეგუიძრწუნდა