... (H-743), XIX ს.

524. ქალაქი განვლეს მივიდეს პირსა დიდისა ზღვისასა მაშინ ფრიდონის ნახულსა ნასაჯდომევსა მზისასა მუნ დაადენდეს ნაკადსა სისხლისა ცრემლთა ტბისასა ფრიდონ უანბობს ანბავსა მის მნათობისა ტყვისასა

525. აქა მათ ორთა მონათა მზე მოიყვანეს ნავითა კბილ თეთრი ბაგე ბალახში სახედავითა შავითა ცხენი გავქუსლე გავაგე წაგვრა ხლმითა და მკლავითა შორს მნახეს ადრე გამექცეს ნავი მფრინველე ჰჩნდა ვითა

526. მოეხვივნეს ერთმანერთსა გაამრავლნეს ცრემლთა ღვრანი აკოცეს და გაუახლდეს მათ ორთავე მათნი წვანი გაიყარნეს გაუყრელნი ძმად ფიცნი და ვითა ძმანი ფრიდონ დადგა ყმა წავიდა შამხედველთა მკვლელი ტანი

წასვლა ავთანდილისაგან ფრიდონიდამ ნესტან დარეჯანის საძებრად

527. ყმა მიმავალი მიუბნობს მზგავსი მთვარისა სრულისა არს თინათინის გონება მისად სალხენად გულისა იტყვის მოგშორდი სიცრუვე ვა საწუთროსა კრულისა შენ გაქვს წამალი ჩემისა მამრთელებელი წყლულისა

528. რა სიცხე გულსა ნიადაგ მწვავს გმირსა სამსალებისა რად გული კლდისა ტინისა შემქნია სამ სალებისა არ შეუძლია ლახვარსა დარჩენა სამსა ლებისა შენ ხარ მიზეზი სოფლისა ასრე გასამსალებისა

529. ავთანდილ მარტო ზღვის პირსა მივა ოთხითა მონითა წამალსა ტარიელისსა ეძებს ყოვლითა ღონითა დღისით და ღამით მტირალი იღვრების ცრემლთა ფონითა ჩალად უჩნს ყოვლი ქვეყანა მისვე ჩალისა წონითა

530. სადაცა ნახნის ეუბნის მგზავრნი ზღვის პირსა რებულნი კითხის მის მზისა ამბავი დღენი ვლნა გაასებულნი ქედსა გარდადგა აქლემნი აუჩნდა ლარ კიდებულნი მოქარავნენი ზღვის პირსა დაყრით დგეს შეჭირვებულნი

531. მუნ ქარავანი ურიცხვი მოსდგმოდა ზღვისა კიდესა შეიჭირვებდეს ჭმუნვიდეს ვერცა დგეს ვერცა ვლიდესა ყმამან სალამი უბრძანა ქებასა შეასხმიდესა კითხეს ვაჭარნო თუ ვინ ხართ მათ საუბარი კიდესა

532. უსამ იყო ქარავნისა უხუცესი კაცი ბრძენი მოახსენა ხოტბა სრული დალოცა და უქნა ზნენი კადრეს მზეო სიცოცხლე და შენ ამოხე ჩვენი მლხენი ჩამოხე და მოგახსენოთ ამბავი და საქმე ჩვენი

533. გარდახდეს კადრეს ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი მამადის სჯულის მჭირავნი აროდეს გვისვამნ მაჭარნი ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი საქონელ სრულნი მდიდარნი არ ლარნი გვაქვან ნაჭარნი

534. ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე უშველეთ ენა მოეცა სიტყვისა გამომგებარე კითხეთ თუ ვინ ხარ ღარიბო რასა საქმისა მძებარე გვითხრა თუ შეხვალთ დაგხოცენ კიდე ცოცხალვარ მე ბარე

535. თქვა ქარავანი ეგვიპტით გამოვემართეთ ერითა ზღვასა შევედით ტვირთულნი ლარითა მრავალ ფერითა მუნ მეკობრეთა დაგვხოცეს ძელის სახნისი წვერითა ყველანი წახდა არ ვიცი აქა მოსრულვარ მე რითა

536. ლომო და მზეო ესეა მიზეზი აქა დგომისა დაბრუნდეთ გვეცემის ზიანი ას საზომისა შავიდეთ ვა თუ დაგვხოცნენ ძალი არა გვაქვს ომისა ვერ ვდგევართ ვერცა წასულვართ ღონე წაგვსვლია რჩომისა

537. ყმამან უთხრა ვინცა სჭმუნავს ცუდია და ცუდად სცთების რაცა მოვა საქმე ზენა მომავალი არ აგვცთების მე მივინდობ სისხლთა თქვენსა შემოვისხამ დაცამწვთების ვინცა გებრძვის ხრმალი ჩემი მბრძოლთა თქვენთა დააცვთების

538. მოქარავნენი აივსნენ სიხარულითა დიდითა თქვეს ყმა ვინმეა ჭაბუკი არ ჩვენებრვე რიდითა აქვს თავისაგან იმედი ვიყვნეთ გულითა მშვიდითა შევიდეს ჩასხდეს ხომალდსა გამართეს ზღვისა კიდითა

539. სიამოვნისა დარითა იარეს არ სიძნელითა მათი ბადრაგა ავთანდილ უძღვის გულითა ქველითა გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა მას ნავის ნავთა სალეწლად სახნისი ჰგია ძელითა

540. მოვიდეს და მოდიოდეს იზახდეს და ბუკსა კრესა შეუშინდა ქარავანი მათ ლაშქართა სიდიდესა ყმამან უთხრა ნუ იშიშვით თქვენ ამათსა სიალფესა ანუ დავხოც ამა ყველას ან სიკვდილი ჩემი დღესა

541. უგანგებოდ ვერას მიზმენ შეცამებნენ ხმელთა სპანი განგებაა არ დავრჩები ლახვარნია ჩემთვის მზანი ვერ მიხსნიან ვერ ციხენი ვერ მოყვასნი ვერცა ძმანი ვინცა იცის ესე ასრე ჩემებრვეა გულოვანი

542. თქვენ ვაჭარნი ჯაბანნი ხართ ომისაცა უმეცარნი შორს ისრითა არ დაგხოცნენ ჩაიხრჩენით თანა კარნი მარტო მნახეთ ვით შევიბა ვით ვიხმარნე ლომნი მკლავნი მეკობრესა ნავისანი სისხლნი ნახოთ მონაღვარნი