.... (H-1759), XIX ს.

296. აღარა ვიცი დამვიწყდეს, თუცა დიადი წელია გიამბო ჩემი ამბავი, განა რაზომცა ძნელია ცრუ და მუხთალი სოფელი, მიწყივ ავისა მქნელია მისთა ნაკვეთთა წინწალი, დამეცეს ხანგრძლად მწველია

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომ გამიჯნურდა

297. კულავ დაიწყო თქმა ანბისა მან რა ხანნი მოიტირა დღესა ერთსა მე და მეფე მოვიდოდით გვენადირა მიბრძანა თუ ქალი ვნახოთ ჴელი ჴელსა დამიჭირა მის ჟამისა მხსენებელი მე სულდგმული არ გვიკვირა

298. ბაღჩა ვნახე უტურფესი, ყოვლისავე სალხინოსა მფრინველთაგან ხმა ისმოდა, უამესი სირინოსა მრავლად იყო სარაჯები, ვარდის წყლისა აბანოსა კარსა ზედა მოფარვიდა, ფარდაგები ოქსინოსა

299. მეფემან აღხმა დურაჯთა, მითხრა მიტანად ქალისა გამოუხვენ და წავედით, ჩემად სადებლად ალისა მაშინ დავიწყე გარდახდა, მე საწუთროსა ვალისა ალმასისა ხამს ლახვარი, ლახვრად გულისა სალისა

300. ჰიცოდი სწადდა არვისგან, ნახვა მის მზისა დარისა მე გარე ვდეგ და მეფემან, შევლო ფარდაგი კარისა ვერას ვხედევდი ოდენ ჴმა, მესმოდა საუბარისა ასმათს უბრძანა გამოხმა, დურაჯთა ამილბარისა

301. ასმათ ფარდაგსა აზიდნა, გარეთ ვსდეგ მოფარდაგულსა ქალსა შევხვედე ლახვარი, მეცა ცნობასა და გულსა მოვიდა მივსცნე დურაჯნი, მთხოვა ცეცხლითა დაგულსა ვაი მე მას აქათ სახმილსა, დავუწვავ ნიადაგულსა

302. აწ წახდეს იგი ნათელნი, მზისაცა მოწუნარენი მისი ვერ გასძლო ხსენება, დაბნდა და სულთქნა მწარენი ყმა და ასმათი სტიროდეს, ჴმას სცემდეს იგი არენი ჭმუნვით თქვეს მკლავნი ცუდ ქმნილნი, ვაი გმირთ მემუქარენი

303. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია დიდხან ვერა თქვა სევდამან, გული შეუპყრა დარია დაჯდა და მწარედ სულთ ითქვნა, ცრემლი მიწათა გარია თქვა ჩემგან მისი ხსენება, ვაიმე რა დიდი ზარია

304. მიმდომი საწუთროსანი, მისთა ნივთთაგან რჩებიან იშვებენ მაგრა უმუხთლოდ, ბოლოდ ვერ მოურჩებიან ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან

305. დურაჯნი მთხოვეს გავიღე, სხვა ვერა გზაღა თავისა დავეცი დავბნდი წამიხდა, ძალი მხართა და მკლავისა რა სულად მოვე შემესმა, ხმა ტირილისა და ვისა აგრე მამრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა

306. შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა, ტურფითა საგებელითა ზედ დამტიროდეს მეფენი, ცრემლითა უშრობელითა პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა მუყრნი მოასხეს სენითა, მთქვეს გამაბელზებელითა

307. მე რა მნახა თვალ ახმული, მეფე ყელსა მამეხვია ცრემლით მითხრა შვილო შვილო, ცოცხალღა ხარ სიტყვა თქვია მე პასუხი ვერა გავე, ვითა შმაგი შევკრთი დია კულავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია

308. სრულნი მუყრნი და მულიმნი, მე გარეშემო მცვიდიან მათ ჴელთა ჰქონდა მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან მტერ დაცემული ვეგონე, არ ვიცი რას ჩმახვიდია სამ დღემდის ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან

309. აქიმნიცა იკვირვებდეს, ესე სენი რაგვარია სამკურნალო არა სჭირს რა, სევდა რამე შემოყრია ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცდარი წამერია დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია

310. სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი არცა მკვდარი მერმე ცნობა მამივიდა, მივხუდი რასმე მიუმხვდარი ვთქვი თუ ჰაი რაშიგან ვარ, მე სიცოცხლე გარდამხდარი თმობა ვსთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი

311. ვთქვი თუ ღ~თ ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითა აღმადგინე აქა ყოფა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე მანვე ქნა და მორევსჯობდი, გული წყლული გავიკურნე

312. მე წამოვედ მეფისაგან, კაცი დია მოვიდოდა ახარებდეს წამოჯდაო, დედოფალი გამორბოდა მეფე მორბის თავ შიშველი, არ იცოდა რას იქმოდა იგი ღ~თსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმობდა

313. იქით და აქათ მამისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია მე მოვახსენე პატრონო, გული აწ უფრო მრთელია ცხენსა შეჯდომა მამინდა, ვნახე წყალნი და ველია ცხენი მომგვარეს შეცავჯე, მეფე ჩემთანა მვლელია

314. გამოვედით მოვიარეთ, მაედანს და წყლისა პირსა ჩემსა მიველ დავაბრუნვე, მეფე მამყვა სახლთა ძირსა შინა მიველ უარ გავხდი, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა ვთქვი თუ მოვკჰვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა არას ღირსა