... (S-3077), XVIII ს.

252. თქუა჻ დიაცსა჻ ვინცა჻ უყუარს჻ გაექსუის჻ მისცემს჻ გულსა჻ აუგი჻ და჻ მოყივნება჻ არად჻ შესწონს჻ ყოლე჻ კრულსა჻ რაცა჻ იცის჻ გაუცხადებს჻ ხვაშიადსა჻ უთხრობს჻ სრულსა჻ მიჯობს჻ მივჰყუე჻ განაღ჻ რასმე჻ ვსცნობ჻ საქმესა჻ დამალულსა჻

253. კულა჻ იტყუის჻ ვერვინ჻ ვერას჻ იქს჻ თუ჻ ეტლი჻ არ჻ მოსთმინდები[...] მით჻ რაცა჻ მინდა჻ არა჻ მაქუს჻ თუ჻ მქონდეს჻ არ჻ მამინდები[...] ბინდის჻ გვარია჻ სოფელი჻ ესე჻ თურ჻ ამად჻ ბინდები[...] კოკასა჻ შიგან჻ რაცა჻ დგას჻ იგივე჻ წამოზდინდები[...]

წიგნი ავთანდილისა ფატმანთანა჻

254. მიუწერა჻ წიგნი჻ შენი჻ წავიკითხე჻ ჩემი჻ ქება჻ შენ჻ მამასწარ჻ თვარა჻ შენგან჻ მე჻ უფრო჻ მჭირს჻ ცეცხლთა჻ დება჻ შენცა჻ გინდა჻ მეცა჻ მინდა჻ გაუწყუეტლად჻ შენი჻ ხლება჻ შეყრა჻ არის჻ პირიანი჻ ორთავეა჻ რადგან჻ ნება჻

255. ფატმანისას჻ ვერ჻ მიანბობ჻ მოემატა჻ რა჻ სიამე჻ მიუწერა჻ კმარის჻ რაცა჻ უშენომან჻ ცრემლი჻ ვლამე჻ აწ჻ ვიქმნები჻ თავის჻ წინა჻ აქა჻ მპოვე჻ მარტო჻ მე჻ მამისწრაფე჻ შეყრა჻ შენი჻ რა჻ შეღამდეს჻ მოდი჻ ღამე჻

256. [...]ს჻ ღამითვე჻ საწვეველი჻ რა჻ მიართვეს჻ წიგნი჻ ყმასა჻ [...]მდა჻ და჻ წაცავიდა჻ სხვა჻ ემთხვივა჻ მონა჻ გზასა჻ [...]მას჻ ღამე჻ ნუ჻ მოხვალო჻ ვერა჻ მპოვებ჻ შენთვის჻ მზასა჻ მას჻ ეწყინა჻ არ჻ დაბრუნდა჻ თქუა჻ თუ჻ ჰგავსო჻ ეგე჻ რასა჻

257. წვეული჻ აღარ჻ დაბრუნდა჻ კულა჻ მზევე჻ უკუწვეულთა჻ ფატმან჻ ზის჻ წყენით჻ შევიდა჻ ავთანდილ჻ მარტო჻ ხევითა჻ დიაცსა჻ წყენა჻ შეატყო჻ ნახა჻ შესლვითა჻ შევითა჻ ვერ჻ დაირჩინა჻ შიშითა჻ და჻ მისითავე჻ თნევითა჻

258. ერდგან჻ სხდეს჻ და჻ დაიწყეს჻ კოცნა჻ ლაღობა჻ წყლიანი჻ შემოდგა჻ კარსა჻ ყმა჻ ვინმე჻ კეკლუცი჻ ტან჻ ნაკვთიანი჻ შემოვლო჻ ახლოს჻ შემოჰყვა჻ მონა჻ ჴმალ჻ დარაკიანი჻ შეჰკრთა჻ რა჻ ნახა჻ ავთანდილ჻ ჰგავსო჻ თუ჻ გზაა჻ კლდიანი჻

259. ფატმან჻ რა჻ ნახა჻ შეშინდა჻ ძრწის჻ და჻ მიეცა჻ ძრწოლასა჻ მან჻ გაკუირვებით჻ უჭურიტა჻ მათსა჻ ლაღობა჻ წოლასა჻ უთხრა჻ არ჻ გიშლი჻ დიაცო჻ ფერთა჻ მიდამო჻ კრთომას[...] გამითენდების჻ განანებ჻ მაგა჻ მოყმისა჻ ყოლას[...]

260. გამკიცხე჻ ბოზო჻ დიაცო჻ და჻ დამდევ჻ გასათრეველა[...] მაგრამ჻ სცნობ჻ ხვალე჻ პასუხსა჻ მაგა჻ საქმისა჻ მზღვეველად჻ [...]რ჻ შენთა჻ შვილთა჻ შენითა჻ კბილითა჻ დამაჭმეველა[...] დავშალო჻ წვერსა჻ ფუ჻ მიყავ჻ ხელიღა჻ ვრბოდე჻ მეველა[...]

261. ესე჻ თქუა჻ და჻ კაცმან჻ წვერთა჻ მოიზიდნა჻ გავლნა჻ კარნი჻ ფატმან჻ შექნა჻ თავსა჻ ცემა჻ ღაწუნი჻ ესხნეს჻ ნახოკარნი჻ ცრემლთა჻ მისთა჻ შეეყარნეს჻ წყაროსაებრ჻ ისმის჻ წკარნი჻ თქუა჻ დამქოლეთ჻ მოდით჻ ქვითა჻ მამადეგით჻ მამაყარნი჻

262. მოვჰკლა჻ მოთქუამს჻ აჰი჻ ქმარი჻ ამოვსწყუიტენ჻ წურილნი჻ შვილნ[...] აჰი჻ ვერ჻ ვჰყავ჻ საქონელი჻ უსახონი჻ თვალნი჻ თლილნ[...] გავეყარე჻ საყუარელთა჻ ვა჻ გამზრდელნი჻ ვა჻ გაზრდილნ[...] ბოლოდ჻ ვქენ჻ თავსა჻ ჩემსა჻ სიტყუანია჻ ჩემნი჻ წბილნ[...]

263. უბრძანა჻ რა჻ გჭირს჻ რას჻ იტყუი჻ რად჻ ხარო჻ აგრე჻ ვნებ[...] რას჻ დაგექადა჻ იგი჻ ყმა჻ რა჻ ნახა჻ შენგან჻ ვლებული჻ დადუმდი჻ მითხარ჻ ვინ჻ იყო჻ ანუ჻ რად჻ საქმე჻ რებუ[...] რომე჻ გეტყოდა჻ მესმოდა჻ ვიყავ჻ მეც჻ ცრემლითა჻ დენი[...]

264. დიაცმან჻ უთხრა჻ ჰე჻ ლომო჻ ზღვა჻ ვარ჻ ცრემლთა჻ დენი[...] ნურას჻ ნუ჻ მკითხავ჻ ამბავსა჻ ვერცარას჻ გითხრობ჻ ენით[...] [...]ჰჴოცენ჻ შვილნი჻ ჴელითა჻ მით჻ ვეღარ჻ აღარ჻ ლხენი[...] თავი჻ მოვიკალ჻ უთმინოდ჻ სიყუარულითა჻ შენი[...]

265. ესე჻ გუარ჻ დია჻ მიხუდეს჻ სიტყუა჻ მცირსა჻ ენა჻ მეტს[...] ხვაშიადსა჻ ვერას჻ მალავს჻ უჭკუოსა჻ და჻ შმაგსა჻ რეტს[...] ვაგლახითა჻ შეწიენით჻ გეტყუი჻ ყუელას჻ ჩემსა჻ მჭურეტს[...] მკურნელმანცა჻ ვერა჻ ჰკურნოს჻ თავისასა჻ სისხლსა჻ მხურეტს[...]

266. [....]ყუა჻ ადგა჻ და჻ წავედით჻ შევლენით჻ კა[...] უსენ჻ გაჰკვირდა჻ გაცაჰკრთა჻ რა჻ შუქ[...]ნი჻ თქუა჻ რა჻ მიჩუენე჻ რა჻ ვნახე჻ რანია჻ [...]ნი჻ თუ჻ ჴორციალი჻ არისმცა჻ თუალნიმცა჻ მრისხავს჻ მღთისან[...]

267. ვთქუი჻ თუ჻ არცა჻ მე჻ ვიცი჻ ამისი჻ კაცრიანობა჻ რაცა჻ არ჻ მითხრა჻ მისმეტი჻ მაქუს჻ არა჻ მეცნიარობა჻ მედაშენ჻ ვჰკითხოთ჻ ვინარის჻ ვისგან჻ სჭირს჻ ისი჻ ხელობა჻ ნუ჻ თუ჻ რა჻ გვითხრას჻ ვიაჯნეთ჻ ქნას჻ დიდი჻ ლობიარობა჻

268. შევედით჻ გუქონდა჻ ორთავე჻ კრძალვა჻ მისისა჻ კრძალვისა჻ ვკადრეთ჻ თუ჻ მზეო჻ საჴმილი჻ გვედების჻ შენგან჻ ალისა჻ გვითხარ჻ რა჻ არის჻ წამალი჻ მთვარისა჻ შუქ჻ ნამკრთალისა჻ რას჻ შეუქნიხარ჻ ზაფრანად჻ შენ჻ ფერად჻ მგზავსი჻ ლალისა჻

269. რაცა჻ ვჰკითხეთ჻ არა჻ ვიცი჻ ესმა჻ ანუ჻ არ჻ ესმენდა჻ ვარდი჻ ერთად჻ შეეწება჻ მარგალიტსა჻ არ჻ აჩენდა჻ გველნი჻ მოშლით჻ მოეკეცნეს჻ ბაღი჻ შეღმა჻ შერაშენდა჻ მზე჻ ვეშაპსა჻ დაებნელა჻ ზედა჻ რაცა჻ გაგეთენდა჻

270. ვერცა჻ დავჰყარეთ჻ პასუხი჻ ჩუენ჻ საუბრითა჻ ჩუენით[...] ვეფხი჻ ავაზა჻ პირ჻ ქუშად჻ ზის჻ წყრომა჻ ვერ჻ ვუგრძენით[...] კულავცა჻ ვაწყინეთ჻ ატირდა჻ მწარედ჻ ცრემლისა჻ დენით[...] არა჻ ვიცოდი჻ მიმიშვით჻ ეს჻ ოდენ჻ გვითხრა჻ ენით[...]