ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

372. “ქალი ადგა, წამოვიდა; მე ლახვართა გულსა მრიდეს; “ლხინმან ბნელი განმინათლა; დაშრტეს, რომე ცეცხლნი მწვიდეს; “შეველ, დავჯე ნადიმადვე, ჩემნი სწორნი სადა ჰსმიდეს; “მხიარულმან საბოძვარი გავეც, ზამი გაადიდეს”

წიგნი ტარიელისა ხატაელთა თანა მინაწერი და კაცის გაგზავნა.

373. გავგზავნე კაცი ხატაეთს და წიგნი ჩემმაგიერი, | რი; მივწერე: “მეფე ინდოთა არსმცა ღვთისაგან ძლიე- “მათი ერთგული გაძღების ყოველი სული მშიერი; “ვინცა ურჩ-ექმნას იქმნების თავისა არ მადლიერი.

374. “ჩვენო ძმაო და პატრონო, თქვენგან არ გავიმწარებით: “ესე რა ნახოთ ბრძანება, აქამცა მოიარებით; | რებით; “თქვენ თუ არ მოხვალთ, ჩვენ მოვალთ, ზედა არ მოგეპა- “სჯობს, რომე გვნახნე, თავისა სისხლთა ნუ ეზიარებით.»

375. “კაცნი გავგზავნე, მე გულსა მომეცი უფრო ლხინები! “დარბაზს ვიშვებდი, დამევსო ცეცხლი, წვად მოუთმინები; “მაშინ სოფელმან, საწუთრომ, მიუხვის, რაცა ვინები; “აწ ხელ-მქმნა, რომე საახლოდ მხეცთაცა მოვეწყინები.

376. “პირველ გაჭრისა პირება; მერმე დაწყნარდეს ცნობანი, – “ჩემთა სწორთაგან იყვნიან ჩემს წინა ნადიმობანი; “მაგრა დამშლიდეს ლხინთაგან სურვილთა დიადობანი; “ზოგჯერ შემცვიან სევდათა, ვთქვი საწუთროსა გმობანი!

377. “დღესა ერთსა საწოლს მოველ, მეფისა სრით წამოსრული, “ვჯე და მასვე ვიგონებდი, არ მიეცა თვალთა რული, “წიგნი მქონდა საიმედო, ამად ვიყავ მხიარული; “კარსა მცველმან მონა უხმო, უთხრა რამე დაფარული.

378. “მონააო ასმათისი,” საწოლს, ვუთხარ, შემოყვანა; “მოეწერა, გიბრძინებსო, ვისი მესვა გულსა დანა; “ლხინმან ბნელი განმინათლა, ამიფოლხვა ჯაჭვთა მანა; “წაველ, მონა წავიტანე, რამცა ვუთხარ ამისთანა!

379. “ბაღჩა შევლე, არა დამხვდა კაცი ჩემი მოუბარი; “ქალი წინა მომეგება მხიარული, მოცინარი; “მითხრა: “ვაშად ამოგიღე, არ გასვია გულსა ნარი; “მოდი, ნახე ვარდი შენი უფრჩქვნელი და დაუმჭნარი.”

380. “ამიგდო ქალმან ფარდაგი მძიმე თავისა ძალითა, “სადა დგა კუბო შემკული ბადახშითა და ლალითა; “შიგან სჯდა იგი პირითა, მზისაებრ ელვა-მკრთალითა; “მე შემომხედის ლამაზად მის მელნის ტბისა თვალითა.

381. “დიდ-ხან ვდეგ და არა მითხრა სიტყვა მისსა მონასურსა, “ოდენ ტკბილად შემომხედის ვითამცა რა შინაურსა; “ასმათ უხმო, მოიუბნეს, ქალი მოდგა, მითხრა ყურსა: “აწ წადიო, ვერას გითხრობს, “მე კვლავ მიმცა ალმან მურსა.

382. “ასმათ გამომყვა, წამოველ, ფარდაგი გამოვიარე; “ვთქვი: “საწუთროო, ვის წეღან გული დარმანთა მიარე, “მაშინ მოგეცა იმედი; ლხინი რად გამიზიარე? “გულმან გაყრისა სიძნელე კვლა უფრო დამიტიარე!”

383. “ასმათ ლხინსა მიქადებდა, ჩავიარეთ შიგან ბაღი; “მითხრა: “ეგრე წასვლისათვის ნუ გაჩნია გულსა დაღი, “სიმძიმილთა ერდო დაჰხშე, სიხარულის კარი აღი; “სირცხვილი აქვს საუბრისა, მერმე თავსა ჰკრძალავს ლაღი”.

384. “მე ვუთხარ: “დაო, შენგან ვეჭვ ამა გულისა წამალსა; “ზენაარ, სულთა ნუ გამყრი, ამბითა მშრეტდი ამ ალსა; “ჩემთანა წიგნსა ნუ გასწყვეტ შენ, ზედა-ზედა მავალსა; “თუ რას სცნობ ჩემთვის, არა ვეჭვ მე შენგან, არ დანამალსა”.

385. “შევჯე, წამოველ, მდიოდა ნაკადი ცრემლთა მილისა; “საწოლს შემოველ, ხელ-ქმნილსა ღონე არ მქონდა ძილისა. “ბროლი და ლალი შევიქმენ მე ულურჯესი ლილისა, “ღამე მერჩია, მეწადა არ გათენება დილისა.

386. “ხატავეთს მყოფნი მოვიდეს, – მათგან მოსვლისა დრონია – “სიტყვანი შემოეთვალნეს ლაღნი და უკადრონია: “არცა რა ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე უმაგრონია, “ვინ არის თქვენი ხელმწიფე, ჩემზედა რა პატრონია!’»

წიგნი ხატაველთა მეფისა ტარიელის წინაშე მოწერილი პასუხად

387. მოეწერა: “რამაზ მეფე წიგნსა გიწერ ტარიელსა; “გამიკვირდა, რა ეწერა წიგნსა, შენგან მონაწერსა: “რა გვარა თუ მანდა გეხმე, ვინ ვპატრონობ ბევრსა ერსა! “ამის მეტსა ნუღარ ვნახავ კვლავღა წიგნსა შენ მიერსა!”

388. “ვუბრძანე წვევა ლაშქართა, გავგზავნე მარზაპანია; “იგი ვარსკვლავთა ურიცხვი მოკრბეს ინდოთა სპანია, “შორით და ახლოთ ყველანი მართ ჩემკენ მონასხპანია; “ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე, კაპანია.

389. “ფიცხლა მოვიდეს, არ ექმნათ მათ შინა ხანდაზმულობა; “აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა, “სიჩაუქე და სიკეთე, კეკლუცად დარაზმულობა, “ტაიჭთა მათთა სიმალე, აბჯრისა ხვარაზმულობა.