ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

334. ასმათმან წყალი დაასხა, ცნობად მოვიდა ტარია, დიდს ხანს ვერა სთქვა, – სევდამან გული შეუკრა, დარია – დასჯდა და მწარედ სულ-ითქმნა, ცრემლი მიწასა გარია, სთქვა: “ჩემგან მისი ხსენება, ვამე, რა დიდი ზარია!

335. “მიმნდონი საწუთროსანი მისთა ნივთთაგან რჩებიან, “იშვებენ, მაგრამ უმუხთლოდ ბოლოდ ვერ მოურჩებიან; “ვაქებ ჭკუასა ბრძენთასა, რომელნი ეურჩებიან; “ისმენდი ჩემთა ამბავთა, თუ სულნი შეღამრჩებიან:

336. “დურაჯნი მთხოვნეს; გავიღე სხვა ვერა გზაღა თავისა, “დავეცი, დავბნდი, წამიხდა ძალი მხართა და მკლავისა; “რა სულად მოვე, შემესმა ხმა ტირილისა და ვისა; “გარე მომრტყმოდეს ჯალაბნი, ვითა ჩამსხდომნი ნავისა.

337. “შიგან ვწევ დიდთა დარბაზთა ტურფითა საგებელითა, “ზედ დამტიროდეს მეფენი ცრემლითა უშრობელითა, “პირსა იხოკდეს ხელითა, ღაწვისა გამპობელითა, “მუყრნი მოასხეს, სენითა მთქვეს გამაბელზებელითა.

338. “მე რა მნახა თვალ-ახმული, მეფე ყელსა მომეხვია, “ცრემლით მითხრა: “შვილო, შვილო, ცოცხალღა ხარ, სიტყვა “მე პასუხი ვერა გავეც, ვითა შმაგი, შევკრთი დია; | სთქვია!” “კვლავ დავეცი დაბნედილი, გულსა სისხლი გარდმეთხია.

339. “სრულნი მუყრნი და მულიმნი მე გარეშემო მცვიდიან; “მათ ხელთა ჰქონდათ მუსაფი, ყოველნი იკითხვიდიან; “მტერ-დაცემული ვეგონე, არ ვიცი, რას ჰჩმახვიდიან; “სამ დღემდინ ვიყავ უსულო, ცეცხლნი უშრეტნი მწვიდიან.

340. “აქიმნიცა იკვირვებდეს: “ესე სენი რა გვარია: “სამკურნალო არა სჭირს-რა, სევდა რამე შემოჰყრია;» “ზოგჯერ შმაგად წამოვიჭრი, სიტყვა მცდარი წამერია; “დედოფალი ზღვასა შეიქმს, მას რომ ცრემლი დაუღვრია.

341. “სამსა დღესა დარბაზს ვიყავ, არ ცოცხალი, არცა მკვდარი; “მერმე ცნობა მომივიდა, მივხვდი რასმე მიუმხვდარი; “ვთქვი, თუ: “ჰაი, რაშიგან ვარ, მე, სიცოცხლე-გარდამხდარი!” “თმობა ვთხოვე შემოქმედსა, ვჰკადრე სიტყვა სამუდარი:

342. “ვთქვი, თუ: “ღმერთო ნუ გამწირავ, აჯა ჩემი შეისმინე, “მომეც ძალი დათმობისა, ცოტად ვითმე აღმადგინე, “აქა ყოფნა გამამჟღავნებს, სახლსა ჩემსა მიმაწვინე!» “მანვე ჰქმნა და მორევჯობდი, გული წყლული გავარკინე.

343. “მე წამოვჯე... მეფისაგან კაცი დია მოვიდოდა, “ახარებდეს: “წამოჯდაო;” დედოფალი გამოჰრბოდა; “მეფე მოჰრბის თავ-შიშველი, არ იცოდა, რას იქმოდა; “იგი ღმერთსა ადიდებდა, სხვა ყველაი უჩუმოდა.

344. “იქით და აქათ მომისხდეს, მახვრიტეს სახვრეტელია; “მე მოვახსენე: “პატრონო, გული აწ უფრო მრთელია; “ცხენსა შეჯდომა მომინდა, ვნახნე წყალი და ველია;» “ცხენი მომგვარეს, შეცავსდჯე, მეფე ჩემთანა მსვლელია.

345. “გამოვედით, მოვიარეთ მოედანს და წყლისა პირსა; “ჩემსა მივე, დავაბრუნვე, მეფე მომყვა სახლთა ძირსა; “შინა მივე, უარ გავხე, სხვა დამერთო ჭირი ჭირსა; “ვთქვი თუ: “მოვკვდე, ბედი ჩემი ამის მეტსა რასღა ღირსა!”

346. “ზაფრანის ფერად შესცვალა ბროლი ცრემლისა ბანამან, “გული უფრორე დამიჭრა ათი ათასმან დანამან; “საწოლს მეკარე შემოდგა, მოლარე გაიყვანა მან; “ვთქვი თუ: “რა იცის ამბავი, ნეტარ ან იმან, ან ამან?”.

347. “მონააო ასმათისა,» “რა იცისო,» ვარქვი, “ჰკითხე;» “შემოვიდა, სააშიკო წიგნი მომცა, წავიკითხე; “გამიკვირდა, სხვად ვითამცა ვქმენ გულისა მწველთა სითხე! “მისგან ეჭვი არა მქონდა, სევდად მაწვა გულსა მით ხე.

348. “მე გამიკვირდა, სით უყვარ, ანუ ვით მკადრებს თხრობასა? “მიუყოლობა არ ვარგა, დამწამებს უზრახობასა, “ჩემგან იმედსა გარდასწყვეტს, მერმე დამიწყებს გმობასა, “დავწერე, რაცა პასუხად ჰმართებდა აშიკობასა.

349. “დღენი გამოხდეს და გული უფრორე დამწვეს მე ალთა, “ვეღარ ვუჭვრეტდი ლაშქართა, მინდორს თამაშად მავალთა; “დარბაზს ვერ მიველ, – მკურნალთა დამიწყეს მოსვლა მრავალთა, “მაშინ დავიწყე გარდახდა სოფლისა ლხინთა და ვალთა.

350. “მათ ვერა მარგეს, მე გულსა ბინდი დამეცა ბნელისა, “სხვამან ვეარავინ შემატყო დება ცეცხლისა ცხელისა; “სისხლი დამწამეს, მეფემან ჰბრძანა გახსნევა ხელისა; “გავიხსენ ფარვად პატიჟთა, არვისგან საეჭველისა.

351. “ხელ-გახსნილი, სევდიანი, საწოლს ვიყავ თავის წინა; “ჩემი მონა შემოვიდა, შევხედენ თუ, სთქვას, – რა მინა: “მონააო ასმათისი,» შემოყვანა, ვუთხარ, შინა; “გულსა შინა დავუზრახე, “რა მპოვაო, ანუ ვინა!

352. “მონამან წიგნი მომართვა, მე წავიკითხე ნებასა; “წიგნსა შევატყევ, ჰლამობდა მოსვლისა მოსწრაფებასა; “პასუხად ვწერდი: “ჟამია, მართალ-ხარ გაკვირვებასა: “მოხვალ, თუ მიხმობ, მე ნუ მეჭვ მოსვლისა დაზარებასა”.

353. “გულსა ვარქვი თუ: “ლახვარნი ეგე ვით დაგაღონებენ? “ამირბარი ვარ, ხელმწიფე, სრულათ ინდონი მმონებენ; “აზრად შეიქმენ, საქმესა ათასჯერ შეაწონებენ; “თუ შეიგებენ, მე მათთა არეთა არ მარონებენ”.