ვეფხის-ტყაოსანი, 1899 წ.

507. “მიბრძანა: “მიკვირს, რად მოხველ მშლელი პირისა მტკიცისა, “გამწირავი და მუხთალი, შენ, გამტეხელი ფიცისა, “მაგრა ნაცვალსა პატიჟსა მიგცემსო ზენა მი ცისა!” “ვჰკადრე: “რა გკადრო პასუხი მის ჩემგან მე უვიცისა?”

508. “ვთქვი: “პასუხსა ვერას გკადრებ, თუ არა ვცნობ მე მართალსა: “რა შეგცოდე, რა მიქნია უცნობოსა, ფერ-ნამკრთალსა”. “კვლავცა მითხრა: რას, გეუბნო მტყუანსა და შენ მუხთალსა! “დიაცურად რად მოვღორდი, მე დაუწვავ ამით ალსა.

509. “შენ არ იცი ხვარაზმშასი საქმროდ ჩემად მოყვანება?! “შენ ჯდომილხარ სავაზიროდ, შენი რთულა ამას ნება, “შენ გასტეხე ფიცი ჩემი, სიმტკიცე და იგი მცნება, – “ღმერთმან ჰქმნას და დაგაჩნიო ცუდად შენი ხელოვნება!

510. “გახსოვს, ოდეს ჰაჲ, ჰაჲჰზმიდი, ცრემლნი შენნი ველთა ჰბანდეს, “მკურნალნი და დასტაქარნი წამალსა-ყე მოგიტანდეს? “მამაცისა სიცრუვესა ნეტარ სხვანი რამცა ჰგვანდეს! “რადგან დამთმე, მეცა დაგთმობ, ვინძი უფრო დაზიანდეს!

511. “ამას ვბრძანებ: ვინცა გინდა ეპატრონოს ინდოეთსა, – “ეგრეც მე მაქვს პატრონობა, უგზოდ ვლიდენ, თუნდა გზეთსა! “ეგე აგრე არ იქმნების, წა, მომცთარხარ მოსაცეთსა; “აზრი შენნი შენვე გგვანან მტყუანსა და შენ აგეთსა!

512. “ცოცხალ-ვიყო, შენ ინდოეთს, ღმერთო, ხანი ვერა დაჰყო; “თუ ეცადო დაყოფასა, ხორცთა შენთა სული გაჰყო! “სხვა ჩემებრი ვერა ჰპოვო, ცათამდისცა ხელი აჰყო!”» ესე სიტყვა დაასრულა, ყმა ატირდა, სულ ჰთქმნა, აჰ ყო.

513. “სთქვა: “რა მესმა ესე მისგან, მეიმედა მეტის-მეტად, “კვლავ მიეცა თვალთა ძალი მის ნათლისა ეგრე ჭვრეტად; “აწ დავკარგე, რად არ გიკვირ, რად ცოცხალვარ, რად ვარ რეტად? “ვაჲ, სოფელო უხანოო, რად ჰზი სისხლთა ჩემთა ხვრეტად!

514. “შევხედენ, ვნახე სასთუნალ, მუსაფი გაშლით მდებარე, “ავიღე, ავდეგ მე ღმრთისა და მერმე მათი მქებარე, “ვკადრე თუ: “მზეო დაგიწვავ ჩემიცა დაწვი მზებარე; “რადგან არ მომკლავ, პასუხი ერთაი გკადრო მე ბარე:

515. “რომე გკადრებ, ესე სიტყვა აწ თუ ცუდად ნალიქნია, “ცამცა მრისხავს, მზისა შუქნი ყოლა ჩემთვის ნაშუქნია! “თუ მაღირსებ განკითხვასა, ავი არა არ მიქნია;” “მან მიბრძანა: “რაცა იცი, სთქვიო”, თავი დამიქნია.

516. “კვლავცა ვკადრე: “მე თუ, მზეო, შენთვის ფიცი გამეტეხოს, “ღმერთმან აწვე რისხვა მისი ზეცით ჩემთვის გაამეხოს! “ვისი გინდა უშენოსა, პირი მემზოს, ტანი მეხოს! “მაშა მაშინ როგორ დავრჩე, რა ლახვარი გულსა მეხოს!

517. “მე მეფეთა დარბაზს მიხმეს, შეჰქმნეს დიდი ვაზირობა, “მათ წინასვე დაეპირა იმა ყმისა შენი ქმრობა; “დამეშალა, ვერ დავშლიდი, დამრჩებოდა უმეცრობა, “თავსა ვუთხარ, – მიემოწმე, ჟამად გიჯობს გულ-მაგრობა.

518. “მემცა დაშლა ვითა ვკადრე, რადგან იგი ვერ მიმხვდარა; “არ თუ იცის ინდოეთი უპატრონოდ არ გამხდარა! “ერთი მე ვარ მემამულე, სხვასა ჰმართებს არად არა, “ვის მოიყვანს, არა ვიცი, ანუ იგი ვინ მომცდარა.

519. “ვთქვი, – ამითა ვეღარას ვიქმ, ღონე სხვა რა მოვიგვარო; “თავსა ვუთხარ, ნუ – მოგიცავ გონებაო მრავალ-გვარო! “მედვა გული მხეცისაებრ, ათასჯერცა მინდორს ვარო; “ვისმცა მივცე თავი შენი, შენვე რად მე არ წამგვარო?!

520. “სულთა ვყიდდი გულისათვის, კოშკი ამად გამებაზრა; “იგი წვიმა დარენელდა, რომე პირველ ვარდი აზრა; “ვნახე, ძოწსა მარგალიტი გარე ტურფად მოემაზრა; “მიბრძანა თუ: “ეგე საქმე მემცა მართლად რად მიაზრა?!

521. “არ დაგიჯერებ მე შენსა ღალატსა, ორგულობასა, “უარის ქმნასა ღმრთისასა, ამისთვის არ მადლობასა; “იაჯდი თავსა ჩემსა და მორჭმით ინდოეთს ფლობასა, “მე და შენ დავსხდეთ ხელმწიფედ, სჯობს ყოვლსა სიძე-სძლობასა!

522. “მე ლმობიერად მომიტკბა გამწყრალი, გამქისებული; “ანუ მზე იყო ქვეყანად, ან მთვარე პირ გავსებული; “ახლოს დამისვა, გამიტკბა, აქამდის არ ღირსებული, “მეუბნებოდა, დამივსო ცეცხლი, ამითა გზებული.

523. “მიბრძანა თუ: “გონიერი, ჰხამს, აროდეს არ აჩქარდეს, “რაცა სჯობდეს, მოაგვაროს, საწუთროსა დაუწყნარდეს, “თუ სასიძო არ მოუშვა, ვაჲ თუ მეფე გაგიმწარდეს, “შენ და იგი წაიკიდნეთ, ინდოეთი გარდაჰქარდეს;

524. “კვლავ თუ სიძე შემოუშვა, მე შემირთოს, იყოს ასდენ, “ერთმანერთსა გავეყარნეთ, ძოწეული გაგვიფლასდენ, “მათ მორჭმულთა მოივლინონ, ჩვენ პატიჟნი გაგვიასდენ, – “ეგე ამბად არ ეგების, რომე სპარსნი გაგვიხასდენ”.

525. “მე ვკადრე: “ღმერთმან აშოროს მას ყმასა შენი ქმარობა; “რა შემოვიდენ ინდოეთს, შევიგნა მათი გვარობა, “ვუჩვენო ჩემი ძალ-გული და ჩემი მეომარობა: “ასრე დავხოცნე, შეეძლოს აღარას არ სახმარობა”.

526. “მიბრძანა თუ: “ჰხამს დიაცი დიაცურად, საქმე-დედლად, “დიდსა სისხლსა ვერ შეგაქნევ, ვერ ვიქნები შუა-კედლად: “რა მოვიდეს, სიძე მოჰკალ, მისთა სპათა აუწყვედლად, – “ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად.