... (Q-261), XVII ს.

488. რამაზ: მეფე: შეპყრობილი: მას: წინაშე: მოვიყუანე: ტკბილად: ნახა: ჴელმწიფემან: ვითა: შვილი: სააკუანე: ორგული: და: მოღალატე: ნამსახურსა: დავაგუანე: ესე: არის: მამაცისა: მეტისმეტი: სიგულვანე:

489. მას: მეფესა: ხატაველსა: უმასპინძლა: უალერსა: ჟამიერად: უბრძანებდის: საუბარსა: მათსა: ფერსა: ცისკრად: მიჴმეს: მიბრძანებდეს: მე: სიტყუასა: ლმობიერსა: შეუნდობო: ხატაველსა: მას: აქამდის: შენამტერსა:

490. მე: ვჰკადრე: ღ~თი: ვინათგან: შეუნდობს: შეცოდებულსა: უყავით: თქუენცა: წყალობა: მას: ღონე: გაცუდებულსა: რამაზს: უბრძანე: იცოდი: გაგზავნით: შეწყალებულსა: მაგრა: ნუმც: გნახავთ: კულამცაღა: ჩვენს: წინა: გაწბილებულსა:

491. ხარაჯა: დასდვეს: შეჰკუეთეს: დრაჰკანი: ასჯერ: ასია: კულავ: ხატაური: ათასი: სხვა: სტავრა: სხვა: ატლასია: მერმე: ყუელაი: დამოსა: იგი: და: მისი: ხასია: შეწყალებული: გაგზავნა: უყო: რისხვისა: ფასია:

492. ხატაელმან: დაუმადლა: დადრკა: მდაბლად: ეთაყუანა: მოახსენა: ორგულობა: თქვენი: ღ~თნ: შემანანა: თუღა: ოდეს: შეღაგცოდო: მაშინ: მამკალ: მეცა: განა: წავიდა: და: ყუელაკაი: მისი: თანა: წაიტანა:

493. მოვიდა: კაცი: მეფისა: ცისკრობს: არ: დანაღამია: ებრძანა: შენგან: გაყრივარ: მას: აქათ: თვეო: სამია: მინდორს: მოკლული: ისრითა: ნადირი: არ: მიჭამია: არ: დამაშურალხარ: წავიდეთ: თუცა: დაშრომის: ჟამია:

494. შევეკაზმე: დარბაზს: მიველ: დამხვდა: ჯარი: ავაზისა: შავარდნითა: სავსე: იყო: სრულად: არე: დარბაზისა: მეფე: ქუე: ჯდა: შეკაზმული: შვენებითა: მგზავსი: მზისა: გაეხარნეს: მისვლა: ჩემი: ტურფისა: და: ლამაზისა:

495. იდუმალ: ცოლსა: ეუბნა: მართ: ჩემგან: უცოდნელია: ომით: მოსრული: ტარიელ: საჭურეტად: სასურველია: მან: გაანათლოს: მჭურეტელთა: გული: რაზომცა: ბნელია: რაცა: დაგვედრო: საქნელად: ქენ: არა: საზოზღნელია:

496. აწ: მითქუამს: საქმე: უშენო: შენცა: ცან: ესე: მცნებული: რადგან: ქალია: სამეფოდ: ჩემგანვე: სახელდებული: ვინცაღა: ნახავს: აწ: ნახოს: აჰა: დღე: ედემს: ხლებული: გვერდსა: დაისვი: ორნივე: სრას: დაგუხდით: მოვალ: შვებული:

497. მოვინადირეთ: მინდორი: ძირი: მთისა: და: გორისა: იყო: სიმრავლე: ძაღლისა: შავარდნისა: და: ქორისა: ადრე: დავბრუნდით: ვიარეთ: არ: ეჯი: გზისა: შორისა: აღარ: იბურთეს: დაშალეს: ქნეს: თამაშობის: ორისა:

498. ჩემთა: მჭურეტელთა: მოეცვა: ქალაქი: შუა: და: ბანი: ომგარდახდილსა: მშვენოდეს: მეანიანნი: კაბანი: ფერმიჴდილ: გვარად: ვშვენოდი: ვარდი: ცრემლითა: ნაბანი: ვინცა: მიჭურეტდის: ბნდებოდის: მათრლად: არს: არ: კატაბანი:

499. რიდენი: რომე: მეშოვნეს: ქალაქსა: ხატაველთასა: იგი: მეხვივნეს: მშვენოდეს: ვახელებ: გულსა: ხელთასა: მეფე: გარდაჴდა: დარბაზსა: შევედით: ჩემთა: მზრდელთასა: შევხედენ: დავჰკრთი: ელვასა: ღაწუთა: მზეებრ: ნათელთასა:

500. მას: მზესა: ტანსა: ემოსნეს: ნარინჯისფერნი: ჯუბანი: ზურგით: უთქს: ჯარი: ხადუმთა: დასდასად: უბანუბანი: სრულად: ნათლითა: აივსო: სახლი: შუკა: და: უბანი: მუნ: ვარდსა: შუა: შვენოდეს: ძოწმარგალიტნი: ტყუბანი:

501. ნაომარსა: დაკოდილსა: ჴელი: ყელსა: ჩამომება: დედოფალი: საჯდომთაგან: ადგა: წინა: მომეგება: ვითა: შვილი: გარდამკოცნა: ღაწვი: ვარდი: დამილება: მითხრა: ნუ: ეჭუ: ამას: იქით: თუღა: მტერი: შემოგება:

502. ახლოს: დამისვეს: ადგილსა: მუნ: სადა: მიამებოდა: პირისპირ: მიჯდა: იგი: მზე: გული: ვისთვისცა: კუდებოდა: მალვით: მიჭურეტდა: უჭურეტდი: სხვად: არად: მეგონებოდა: თვალნი: მოვსწყუიტნი: სიცოცხლე: ამითა: მეარებოდა:

503. შეიქმნა: სმა: და: პურობა: მსგზავსი: მათისა: ძალისა: სხვა: გახარება: ასეთი: არს: უნახავი: თვალისა: ჯამი: და: ჭიქა: ყუელაი: ფეროზისა: და: ლალისა: არვისი: ბრძანა: მეფემან: არცა: გაშუება: მთურალისა:

504. მე: მუნა: მყოფი: მივეცი: შვებასა: მეტისმეტასა: არ: შემომხედნის: შევხედნი: ცეცხლმან: დამიწყის: შრეტასა: კაცთა: კრძალვასა: ვაწვევდი: გულსა: შმაგსა: და: რეტასა: რა: უამ: არის: პირისპირ: საყუარელისა: ჭურეტასა:

505. დააგდეს: მღერა: მუტრიბთა: სულეთო: თავი: ხარიან: მიბრძანეს: შვილო: ტარიელ: ვით: გითხრათ: ვით: გვიხარიან: ნეტარძი: გვაქვსო: მებრძოლნი: მით: ჩვენნი: ვაგლახ: არიან მართალან: შენნი: მჭურეტელნი: არ: ცუდად: იმკუეხარიან:

506. აწ: თუცა: გმართებს: შემოსვა: ვის: მორჭმით: მოგივლენიან: არ: შეგმოსთ: სხვასა: კაბასა: არ: აგჴდით: ტურფად: გშვენიან: აწ: გქონდეს: ასი: საჭურჭლე: ვის: შუქნი: მოგიფენიან: თვით: შეიკერე: რაცა: გწადს: ჩვენგან: ნუღარა: გრცხვენიან:

507. მომართუნეს: ასნი: კლიტენი: ასთავე: საჭურჭლეთანი: თაყვანისვეც: და: დავლოცენ: დოვლანი: მათთა: სუეთანი: ადგეს: ორნივე: მაკოცეს: თვით: იგი: მზენი: მზეთანი: რა: გასცნეს: ზომნი: ვით: გითხრნე: ლაშქართა: სისავსეთანი: