... (S-5006), XVIII ს.

334. ჭმუნვა: შეექმნა: თქვენც: იცით: ჴელმწიფე: ნებიერია: მოგნახეს: გძებნეს: ყოველგან: მათ: რუკა: დაუწერია: ვერ: ნახეს: შენგან: ნახული: ვერცა: ყმა: ვერცა: ბერია: აწ: გამომგზავნა: რომელსა: ვერ: მზე: ჰგავს: ვერ: ეთერია:

335. მიბრძანა: მიცან: ამბავი: მის: მზისა: წარხდომილისა: მაშინ: ვარ: მქმნელი: საქმისა: მის: შენგან: მონდომილისა: სამ: წლამდის: მითხრა: დადენა: უმისოდ: ცრემლთა: მილისა: არ: გიკვირს: გავსძელ: ვერჭურეტა: მისისა: მე: ღიმილისა:

336. აქანამდის: მნახავიცა: კაცი: შენი: არ: მენახა: ქურდნი: ვნახენ: რომე: თქუენთვის: სიტყვა: რამე: გაემკვახა: მათრაჴითა: ჩამოგეგდო: ერთი: მკვდართა: დაგესახა: მათ: მასწავლეს: ძმა: რომელთა: სულმობრძავი: სამე: გლახა:

337. ტარიელსცა: აეხსენა: ომი: მათი: მაშინდელი: იტყვის: მახსოვს: ეგე: საქმე: თუცა: არის: ადრინდელი: ერთგან: გნახენ: ნადირობას: შენ: და: შენი: მე: გამზრდელი: მით: ვტიროდი: მამეგონა: მე: გლახ: ჩემი: წარმწყმედელი:

338. რას: მაქნევდით: რა: გინდოდა: ერთმანერთსა: რათა: ვჰგუანდით: თქუენ: მორჭმულნი: სთამაშობდით: ჩვენ: მტირალნი: ღაწუსა: ვბანდით: რა: მონანი: შესაპყრობლად: მომწიენით: გაგულვანდით: აწ: ვეჭუ: რომე: ჩემად: ნაცვლად: თანა: მკვდართა: მიიტანდით:

339. მოვიხედე: მომეწია: რა: პატრონი: შენი: ვნახე: ჴელმწიფობით: შემებრალნეს: ამად: ჴელი: არ: შევახე: თვალთა: წინა: გამოვექეც: მეტი: არა: შეუზრახე: ჩემი: ცხენი: უჩინოსა: ჰგავს: და: სხვასა: რას: ვასახე:

340. კაცმან: ვერ: ასწრას: თვალისა: დაფახვა: დაწამწამება: მას: გავექცევი: ვისგანცა: ჩემი: არას: ვსცნა: ამება: მათ: თურქთა: მიღმა: გამეგო: მე: არას: არ: შეწამება: ავად: შვენოდა: მორევნა: და: ჩემი: დათამამება:

341. აწ: ვაშად: მოხველ: მიამა: ნახვა: შენისა: პირისა: ტანად: სარო: და: პირად: მზე: მამაცად: მზგავსი: გმირისა: გარჯილ: ხარ: მაგრა: არა: ხარ: გარდაუჴდელი: ჭირისა: ძნელია: პოვნა: კაცისა: ღ~თივ: ზეცით: განაწირისა:

342. ავთანდილ: უთხრა: ვით: მაქებ: საქები: ბრძენთა: ენისა: მაგისად: ნაცვლად: რამც: ვიყავ: ღირსი: ქებისა: თქვენისა: სახე: ხარ: მზისა: ერთისა: ზეცით: მნათისა: ზენისა: რადგან: ვერ: შეგცულის: პატიჟი: ეგზომთა: ცრემლთა: დენისა:

343. მოსრულ: ვარ: შენად: შეყრამდინ: ვიყავ: ამბვისა: მძებნელი: რა: გნახე: შენგან: საჴმილმან: ბნელსა: მიმატა: მე: ბნელი: ეგე: მეც: ვიცი: მეცა: ვარ: მაგა: ლახვართა: მგებნელი: ბოლოდ: იცოდი: სიკვდილი: ჩემი: გაყრისა: მძებნელი:

344. ამა: დღემან: დამავიწყა: გული: ჩემი: ვინ: დაბინდა: დამიგდია: სამსახური: იგი: იქნას: რაღა: გინდა: იაგუნდი: ეგრეცა: სჯობს: ათასჯერმცა: მინა: მინდა: შენ: გეახლო: სიკვდილამდის: ამის: მეტი: არა: მინდა:

345. ტარიელ: უთხრა: მე: შენი: გული: აწ: მემჴურვალების: მიკვირს: თუ: ნაცვლად: მაგისად: შენ: ჩემი: რა: გევალების: მაგრა: წესია: მიჯნური: მიჯნურსა: შეებრალების: შენ: საყვარელსა: გაგყარო: ესე: რათ: გენაცვალების:

346. წამოსრულხარ: ჩემად: ძებნად: პატრონისა: სამსახურად: ღმერთმან: ქნა: და: გიპოვნივარ: შენცა: ცდილხარ: მამაცურად: მაგრა: ჩემსა: რა: გიამბობს: გამოჭრილვარ: ასრე: თუ: რად: მე: თუ: ვიტყვი: დამწვავს: ცეცხლი: ცხელი: შემიქს: ალად: მურად:

347. ასმათ: უთხრა: ლომო: ცრემლით: მაგა: ცეცხლთა: არ: ეგების: მე: ვითა: ვთქვა: წვევა: თქმისა: რადგან: ეგრე: არ: ეგების: ვხედავ: ესე: ხელი: ვინმე: მოყმე: შენთვის: წაეგების: ცნას: მიზეზი: შენთა: წყლულთა: ქმნას: რა: ღონე: აეგების:

348. მეხვეწებოდა: ლამოდა: ჩემგან: რასამე: სმენასა: ნუ: უყოს: ღ~თნ: გაძლება: მემცა: ვით: მივეც: ენასა: თუ: რას: სცნობს: ვეჭო[ბ]: ამისგან: თქვენსა: რასამე: ლხენასა: არს: უკეთესი: რაცაღა: სწადს: განგებასა: ზენასა:

349. ამას: დაყმუნდა: ტარიელ: დამწუარი: დაალებული: ასმათს: უბრძანა: მას: აქეთ: შენ: ხარ: ჩემთანა: ხლებული: რად: არა: იცი: უწამლო: არს: ლები: ესე: ლებული: კვლა: ესე: ყმა: მწუავს: მტირალი: ცრემლითა: დავალებული:

350. კაცმან: ვით: პოვოს: ღმერთისაგან: რაცა: არ: დანაბადია: მით: გული: ჩემი: საჴმილმან: აწ: ასრე: დანაბა: დია: კვლავ: გზასა: მიკრავს: მიჭირავს: მითქს: ბადე: დანაბადია: აწ: ჴელთა: ნაცულად: ლხინისა: ჩალა: მაქვს: და: ნაბადია:

351. მაგრა: ღმერთმან: მოწყალემან: მით: ცნობითა: ერთი: მზითა: ორი: მისი: მოწყალება: დღესცა: მომცა: ამა: გზითა: პირველ: შეყრის: მოყვარულთა: ჩემით: რათმე: მიზეზითა: კულა: ნუთუმცა: სრულად: დამწუა: ცეცხლთა: ცხელთა: ანაგზითა:

352. მას: დღესა: ლომი: ტარიელ: შვებითა: აივსებოდა: ჴელითა: ჴელსა: მოზიდვენ: ერთმანერთს: ეუბნებოდა: მათთა: შემხედთა: მათთანა: ლალიცა: უმტვერდებოდა: ჰგავს: თუ: მაშრიყი: შუქსა: ჰფენს: მზე: მათთვის: გაივსებოდა:

353. ყმასა: უთხრა: ვინცა: კაცმან: ძმა: ანუ: თუ: დაცა: იდოს: ჴამსო: მისთვის: სიკვდილსა: და: ჭირსა: თავი: არ: დარიდოს: ღმერთმან: ერთი: რად: აცხოვნოს: თუ: მეორე: არ: წაწყმიდოს: შენ: ისმენდი: მე: გიანბობ: რაღა: გინდა: წამეკიდოს: