... (S-5006), XVIII ს.

314. რად: დაბრუნდი: მოახსენა: მითხარ: რაცა: წაგეკიდა: მან: უბრძანა: მონადირე: მეფე: ვინმე: გარდმეკიდა: ჰყუეს: ლაშქარნი: უთვალავნი: ბარგი: მძიმედ: აეკიდა: იგი: მინდორს: ნადირობდა: დაეფანჩვა: მარეკი: და:

315. სევდად: მეცა: კაცთა: ნახვა: ცეცხლი: უფრო: გავიალე: არ: მიუველ: ახლოს: შეყრად: თავი: ჩემი: შევიწყალე: მათგან: მკრთალი: შემოვბრუნდი: ტყესა: შიგან: დავიმალე: თქვა: ნუთუმცა: უკუმრიდა: რა: გათენდეს: წავალ: ხვალე:

316. ქალსა: ცრემლნი: გარდმოსცუივდეს: ასნაკეცნი: ბევრისბევრად: მოახსენა: მჴეცთა: თანა: იარები: მარტო: ტევრად: არას: კაცსა: არ: იახლებ: საუბრად: და: შემაქცევრად: მას: მაგითა: ვერას: არგებ: დღეთა: შენთა: ცუდად: ლევ: რად:

317. ყოვლი: პირი: ქვეყანისა: ერთობ: სრულად: მოგივლია: ერთი: კაცი: შემაქცევლად: შენად: ვითა: დაგელია: გიახლოს: და: არ: გაშმაგდე: თუცა: ჭირი: არ: გაკლია: შენ: მოჰკვდე: და: იგი: წაჴდეს: ესე: შენთვის: რა: მადლია:

318. უბრძანა: დავო: ეგეა: მსგზავსი: შენისა: გულისა: მაგრა: არ: არის: ქვეყანად: წამალი: ამა: წყლულისა: ვის: ძალ: აქუს: პოვნა: კაცისა: თვით: სოფლად: არმოსრულისა: ჩემი: ლხინია: სიკვდილი: გაყრა: ჴორცთა: და: სულისა:

319. ღ~ნ: სხვამცა: ეტლსა: ჩემსა: რადმცა: კაცი: რად: დაბადა: სიახლე: და: საუბარი: თუმცა: მისი: მე: მეწადა: ვინმცა: გასძლნა: ჭირნი: ჩემნი: ანუ: ვინმცა: შეეცადა: შენგან: კიდე: ჴორციელი: დავო: მივის: არასადა:

320. ქალმან: ჰკადრა: არ: გამიწყრე: ვიშიშვი: და: ვიაჯ: დია: რადგან: ღმერთსა: ვაზირობა: შენი: ჩემზედ: მოუგდია: ვერ: დავმალავ: უკეთესი: რაცა: საქმე: გამიცდია: არა: ვარგა: უსაზომო: ზომსა: თავი: გარდგიჴდია:

321. მისი: მძებლენი: იყომცა: ჭკუვითა: მეტის: მეტითა: შენ: კაცთა: ნაცულად: ნადირთა: ახლავ: გულითა: რეტითა: სჯობს: ერთი: კაცი: იახლო: ილხენდე: მისით: ჭვრეტითა: ვით: იადონი: არ: მოჰკვდე: ბულბული: თესლთა: კვნეტითა:

322. ყმამან: უთხრა: რასა: მნუკვი: არა: ვიცი: გამიცხადე: კაცი: ჩემად: სამსახურად: უღმრთოდ: მემცა: ვით: დავბადე: ღმერთსა: ჩემი: უბედობა: უნდა: მემცა: რას: ვეცადე: გაღანამცა: გავნადირდი: თავი: ასრე: გავიჴადე:

323. ქალმან: კვლა: ჰკადრა: გაგსაჯე: მეტითა: შეგონებითა: მაგრა: თუ: კაცი: მოგგვარო: მოგყვეს: თავისა: ნებითა: იგი: გიახლოს: ილხენდე: მისითა: შემეცნებითა: ფიცე: არ: მოჰკლა: არ: იყო: არ: სავნებლისა: ვნებითა:

324. მან: უბრძანა: თუ: მიჩუენებ: ვნახავ: დიდად: გავიხარებ: სიყვარულმან: მისმან: ვისთვის: ხელი: მინდორს: თავსა: ვარებ: არას: ვუზამ: უგემურსა: არათ: ოდენ: გავამწარებ: რაცა: ჩემგან: იამების: ვაამებ: და: შევიყუარებ:

325. ქალი: ადგა: და: წავიდა: მის: ყმისა: მოსაყვანებლად: არ: ეწყინაო: უამბობს: არს: მისად: მაგულვანებლად: ჴელი: მოჰკიდა: მოჰყვანდა: ვით: მთვარე: მოსავანებლად: იგი: რა: ნახა: ტარიელ: თქვა: მზისა: დასაგუანებლად:

326. გამოეგება: ტარიელ: მართებს: ორთავე: მზე: დარად: ანუ: ცით: მთუარე: უღრუბლოდ: შუქთა: მოფენდეს: ქვე: ბარად: რომე: მათთანა: ალვისა: ხეცა: ვარგიყოს: ხედ: არად: გვანდეს: შვიდთავე: მნათობთა: სხვამცა: რისად: ვთქვა: მე: და: რად:

327. მათ: აკოცეს: ერთმანერთსა: უცხოობით: არ: დაჰრიდეს: ვარდსა: ჰჴლეჩდეს: ბაგეთაგან: კბილნი: თეთრნი: გამოსჭუირდეს: ყელი: ყელსა: გადააჭუდეს: ერთმანერთსა: აუტირდეს: ქარვად: შექმნეს: იაგუნდი: მათნი: თუმცა: ლალად: ღირდეს:

328. მობრუნდეს: ყმამან: ავთანდილს: ჴელი: შეუპყრა: ჴელითა: ერთგან: დასხდეს: და: იტირეს: დიდხან: ცრემლითა: ცხელითა: ასმათი: სულსა: უღებდა: სიტყვითა: საკუირველითა: თავთა: ნუ: დაჰჴოცთ: ნუ: ბნელიქთ: მზესა: თქვენითა: ბნელითა:

329. ტარიელის: ვარდი: იყო: დათრთვილული: არ: დაზრული: ყმასა: უთხრა: მესწრაფების: მითხარ: შენი: დაფარული: ვინ: ხარ: ანუ: სით: მოსულხარ: სადაური: სით: მოსრული: მე: სიკუდილსა: აღარ: ვახსოვ: ვარ: მისგანცა: განწირული:

330. ავთანდილ: გასცა: პასუხი: სიტყვები: ლამაზებია: ლომო: და: გმირო: ტარიელ: ვის: თავი: გინაზებია: მე: ვარ: არაბი: არაბეთს: არს: ჩემი: დარბაზებია: მიჯნურობითა: დამწუარვარ: ცეცხლი: უშრეტი: მგზებია:

331. მე: პატრონისა: ჩემისა: ასული: შემყუარებია: თვით: მეფედ: მათად: მას: ხედვენ: მონები: მკლავმაგრებია: თუცა: არ: მიცნობ: გინახავ: თუ: ვით: გიაზრებია: გახსოვსცა: ოდეს: დაჰჴოცენ: მონები: არსაპყრებია:

332. შენ: მინდორს: გნახეთ: გაჭრილი: ჩვენ: ზედა: გარდგეკიდენით: პატრონი: ჩუენი: გაგიწყრა: ჩვენ: ხაფად: წაგეკიდენით: გიჴმეთ: არ: მოხველ: ლაშქარნი: უკანა: გამოგკიდენით: შენ: ველნი: წითლად: შეღებენ: სრულად: სისხლისა: კი: დენით:

333. ყველაკასა: მათრაჴითა: თავი: უჴრმლოდ: გარდაჰკვეთეთ: მეფე: შეჯდა: დაგვეკარგე: კვალი: შენი: ვერ: მოვკვეთეთ: ვითა: ქაჯი: დაგუემალე: მონებიცა: დავაფეთეთ: ამან: უფრო: დაგვაშმაგნა: თავი: სრულად: გავაშეთეთ: