... (S-5006), XVIII ს.

354. ასმათს: უთხრა: მოდი: მოჯე: თანა: წყალი: მოიტანე: დაბნედილსა: მაპკურებდი: გული: მითა: გარდამბანე: მკუდარი: მნახო: დამიტირო: სულთქმა: გაათანისთანე: მე: სამარე: გამითხარე: აქა: მიწა: მიაკუანე:

355. ღილჩაჴსნილი: საამბობლად: დაჯდა: მჴარნი: ამოყარნა: ვითა: მზე: ჯდა: მოღრუბლებით: დიდხან: შუქნი: არ: ადარნა: ვერ: გაახუნა: სასაუბროდ: მან: ბაგენი: გაამყარნა: მერმე: სულთქნა: დაიზახნა: ცრემლნი: ცხელნი: გარდმოყარნა:

356. მოთქვამს: ჰაი: ჰაი: საყვარელო: ჩემო: ჩემთვის: დაკარგულო: იმედო: და: სოცოცხლეო: გონებაო: სულო: გულო: ვინ: მოგკვეთა: არა: ვიცი: ხეო: ედემს: დანერგულო: ცეცხლმან: ცხელმან: ვით: ვერ: დაგწვა: გულო: ასჯერ: დადაგულო:

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო პირველად:

357. ისმენდი: მიეც: გონება: ჩემთა: ამბავთა: სმენასა: საუბართა: და: საქმეთა: ვისთა: ძლივ: ვათქმევ: ენასა: იგი: ვინ: ხელმქმნის: მოველი: მისგან: აროდეს: ლხენასა: ვისგან: შეუცავ: სევდასა: სისხლისა: ცრემლთა: დენასა:

358. ინდოეთს: შვიდთა: მეფეთა: ყოვლი: კაცი: ხართ: მცნობელი: ექვსი: სამეფო: ფარსადანს: ჰქონდა: თვით: იყო: მპყრობელი: უხვი: მდიდარი: უკადრი: მეფეთა: ზედა: მფლობელი: ტანად: ლომი: და: პირად: მზე: ომად: მძლე: რაზმთა: მწყობელი:

359. მამა: ჩემი: ჯდა: მეშვიდე: მეფე: მებრძოლთა: მზარავი: სარიდან: ერქვა: სახელად: მტერთა: სრვად: დაუფარავი: ვერვინ: ჰკადრებდის: წყენასა: ვერ: ცხადი: ვერცა: მპარავი: ნადირობდის: და: იშვებდის: საწუთრო: გაუმწარავი:

360. ხალვა: მოსძულდა: შეექმნა: გულს: კაეშანთა: ჯარები: თქვა: წამიღია: მტერთაგან: ძლევით: ნაპირთა: არები: ყოვლგნით: გამისხსმენ: მორჭმით: ვზი: მაქვ: ზეიმი: და: ზარები: ბრძანა: წავალ: და: მეფესა: ფარსადანს: შევეწყნარები:

361. ფარსადანს: წინა: დაასკვნა: გაგზავნა: მოციქულისა: შესთვალა: შენ: გაქუს: მეფობა: ინდოეთისა: სრულისა: აწ: მე: მწადს: თქვენსა: წინაშე: მეცა: ვცნა: ძალი: გულისა: სახელი: დარჩეს: ჩემისა: ერთგულად: ნამსახურისა:

362. ფარსადან: შექმნა: ზეიმი: ამა: ამბისა: მცნობელმან: შესთვალა: ღმერთსა: მადლობა: შევსწირე: ჴმელთა: მფლობელმან: რადგან: ეგე: ჰქენ: მეფემან: ჩემებრ: ინდოეთს: მჯდომელმან: წამოდი: ასრე: პატივ: გცე: ვითა: მამამან: მშობელმან:

363. ერთი: სამეფო: საკარგყმო: უბოძა: ამილბარობა: თვით: ამირბარსა: ინდოეთს: აქვს: ამირსპასალარობა: მეფე: რა: დაჯდეს: არა: სჭირს: ჴელისა: მიუმცდარობა: სხვად: პატრონია: მართ: ოდენ: არა: აქვს: კეისარობა:

364. თვით: მეფემან: მამაჩემი: დაიჭირა: სწორად: თავსა: თქვა: ჩემებრი: ამირბარი: ნაძლევი: ვარ: ვისცა: ჰყავსა: ლაშქრობდის: და: ნადირობდის: აძლევდიან: მტერნი: ზავსა: მას: არა: ვგავ: ასრე: ვითა: მე: სხვა: კაცი: არა: მგავსა:

365. ძე: არა: ესვა: მეფესა: და: დედოფალსა: მზისა: დარსა: ჭმუნვა: ჰქონდა: ჟამი: იყო: მით: აეხუნეს: სპანი: ზარსა: ვაი: კრულია: დღემცა: იგი: მე: მივეცი: ამილბარსა: მეფემან: თქვა: შვილად: გავზრდი: თვით: ჩემივე: გვარი: არსა:

366. მეფემან: და: დედოფალმან: მიმიყვანეს: შვილად: მათად: საპატრონოდ: მზრდიდეს: სრულთა: ლაშქართა: და: ქვეყანათად: ბრძენთა: მიმცეს: სასწავლელად: ჴელმწიფეთა: ქცევა: ქნათად: მოვიწიფე: დავემსგზავსე: მზესა: თვალად: ლომსა: ნაკვთად:

367. ასმათ: მითხრობდი: რაცა: სცნა: ჩემგან: ამბობა: ცილისა: ხუთისა: წლისა: შევიქენ: მსგავსი: ვარდისა: შლილისა: ჭირად: არ: მიჩნდის: ლომისა: მოკლვა: მართ: ვითა: სილისა: არა: გაოდის: ფარსადანს: მისი: არასუმა: შვილისა:

368. ნადიმსა: შიგან: მოყმენი: სიცილით: მოგეგებნიან: მოასპარეზე: მესროლთა: ღონე: ჩემგანვე: ძებნიან: მებრძოლთა: შიგან: მებრძოლნი: ვერავინ: ვერ: შემებნიან: თვით: შუბოსანი: ჩემებრი: არავინ: არ: ეგებნიან:

369. წიგნი: წიგნსა: ეცემოდა: დედოფალი: ოდეს: შობდა: მოციქული: მოციქულსა: ინდოეთი: სრულად: სცნობდა: მზე: და: მთუარე: განსცხრებოდეს: სიხარულით: ცა: ნათობდა: ყოვლი: არსად: შემოსრული: მხიარული: თამაშობდა:

370. ასმათ: შენცა: ხარ: მოწამე: ჩემისა: ფერმიჴდილისა: მზესა: მე: ვსჯობდი: შვენებით: ვით: ბინდსა: ჟამი: დილისა: იტყოდეს: ჩემი: მნახავნი: მსგავსია: ედემს: ზრდილისა: აწ: მაშინდლისა: ჩემისა: სახე: ვარ: ოდენ: ჩრდილისა:

371. მე: ხუთისა: წლისა: ვიყავ: დაორსულდა: დედოფალი: ესე: რა: თქვა: ყმამან: სულთქნა: ცრემლით: ბრძანა: შობა: ქალი: დაბნედასა: მიეწურა: ასმათ: ასხა: გულსა: წყალი: თქვა: მაშინვე: მზესა: გვანდა: აწ: მედების: ვისგან: ალი:

372. ქება: არ: ითქუმის: ენითა: აწ: ჩემგან: ნაუბარითა: ფარსადან: დაჯდა: ხარებად: ზეიმითა: და: ზარითა: ყოვლგნით: მოვიდეს: მეფენი: ნიჭითა: მრავალგვარითა: საჭურჭლე: გასცეს: აივსნეს: ლაშქარნი: საბოძვარითა: