... (S-5006), XVIII ს.

373. საშობელი: გაიყარა: ზრდა: დაგვიწყეს: მე: და: ქალსა: მართ: მაშინვე: გვანდა: იგი: მზისა: შუქთა: ნასამალსა: უყვარდით: და: სწორად: უჩნდით: მეფესა: და: დედოფალსა: აწ: ვახსენებ: ვისგან: ჩემი: დაუდაგავს: გული: ალსა:

374. ყმა: დაბნდა: რა: სახელისა: ხსენებასა: მიეწურა: ავთანდილსცა: აეტირა: მისმან: ცეცხლმან: გულსა: მურა: ქალმან: სულად: მოაქცია: მკერდსა: წყალი: დააპკურა: თქუა: ისმენდი: მაგრა: ჩემი: სიკვდილისა: დღე: დასტურა:

375. მას: ქალსა: ნესტანდარეჯან: იყო: სახელად: ჴმობილი: შვიდისა: წლისა: შეიქმნა: ქალი: წყნარი: და: ცნობილი: მთვარისა: მსგავსი: მზისაგან: შვენებით: არშეფრობილი: მისსა: ვით: გასძლებს: გაყრასა: გული: ალმასი: წდობილი:

376. იგი: ასრე: მოიწიფა: მე: შემეძლო: შესულა: ომსა: მეფე: ქალსა: ვით: ხედვიდა: მეფობისა: ქნისა: მწთომსა: მამასავე: ჴელთა: მიმცეს: რა: შევიქენ: ამა: ზომსა: ვბურთობდი: და: ვნადირობდი: ვით: კატასა: ვჴოცდი: ლომსა:

377. მეფემან: სახლი: ააგო: შიგან: სამყოფი: ქალისა: ქვად: ფაზარი: სხდა: კუბო: დგა: იაგუნდისა: თუალისა: პირსაა: ბაღჩა: და: საბანლად: სარაჯი: ვარდისწყალისა: იგი: მუნ: იყვის: მედების: ვისგან: საჴმილი: ალისა:

378. დღე: და: ღამე: მუჯამრითა: ეკმევოდის: ალვა: თლილი: ზოგჯერ: კოშკს: ჯდის: ზოგჯერ: ბაღჩას: ჩამოვიდის: რა: დგის: ჩრდილი: დავარ: იყო: და: მეფისა: ქვრივი: ქაჯეთს: გათხოვილი: მას: სიბრძნისა: სასწავლელად: თვით: მეფემან: მისცა: შვილი:

379. სრა: ედგა: მოფარდაგული: ოქსინოთა: და: შარდითა: ვერვინ: ვხედევდით: შეიქმნა: პირითა: მინავარდითა: ასმათ: და: ორნი: მონანი: ჰყვიან: იმღერდის: ნარდითა: მუნ: იზრდებოდის: ტანითა: გაბაონს: განაზარდითა:

380. თხუთმეტისა: წლისა: ვიყავ: მეფე: მზრდიდა: ვითა: შვილსა: დღისით: ვიყავ: მას: წინაშე: გამიშვებდის: არცა: ძილსა: ძალად: ლომსა: თვალად: მზესა: ტანად: ვგვანდი: ედემს: ზრდილსა: სროლასა: და: ასპარეზსა: აქებდიან: ჩემგან: ქნილსა:

381. რა: მინდორს: შვჯდი: ზარითა: ჴმა: იყო: ბუკთა: ცემისა: თანა: მყვის: სპისა: სიმრავლე: მგზავსი: ფუტკრისა: რემისა: ჭურეტად: ქალყმები: დაჯრილნი: დგას: თემისა: და: თემისა: ვინც: მნახვის: ეყვის: ერთ: წლამდის: კვეხა: ნახვისა: ჩემისა:

382. მოსრნის: მხეცნი: და: ნადირნი: ისარმან: ჩემგან: სრეულმან: მერმე: ვიბურთი: მოედანს: მინდორით: შემოქცეულმან: შევიდი: შევქმნი: ნადიმი: ნიადაგ: ლხინსა: ჩვეულმან: აწ: საწუთროსა: გამყარა: პირმან: ბროლ: ბალახშეულმან:

383. მამა: მომიკვდა: მოვიდა: დღე: სიკვდილისა: მისისა: ქნა: გაუცუდდა: ფარსადანს: ნიშატისა: და: ნიშისა: მათ: გაეხარნეს: ვის: ზარი: დალევდის: მისგან: შიშისა: ერთგულთა: შექნეს: ვაება: მტერთა: ხსენება: იშისა:

384. მე: წელიწდამდის: ბნელსა: ვჯე: საწუთროგაცუდებული: დღისით: და: ღამით: ვვაებდი: ვერვისგან: სულდაღებული: გაყვანად: ხასნი: მოვიდეს: მითხრეს: მეფისა: მცნებული: ებრძანა: შვილო: ტარიელ: ნუ: ხარ: შავითა: ღებული:

385. ჩვენ: უფრო: გუტკივის: იგი: ვინ: დაგვაკლდა: სწორად: თავისა: ასი: ებოძა: საჭურჭლე: ებრძანა: აჴდა: შავისა: ბოძება: მისეულისა: სრულისა: საკარგავისა: შენ: გქონდეს: ამირბარობა: ქნა: მისვე: საურავისა:

386. ავენთი: დამწვეს: მამისა: საჴმილთა: დაუშრტელთა: უკანით: გამომიყვანეს: ხასთა: მას: წინამდგომელთა: გამოსლვისათვის: ზეიმი: შექმნეს: ინდოეთს: მფლობელთა: შორს: მომეგებნეს: მაკოცეს: პატივით: ვითა: შობელთა:

387. მათ: საჯდომთა: ახლოს: დამსვეს: პატივმცემდეს: ძისა: დარად: მის: ჴელისა: საურავი: მათ: ორთავე: მითხრეს: წყნარად: ურჩ: ვექმენ: და: მისეულთა: წესთა: ქცევა: მიჩნდა: ზარად: არ: მომეშვნეს: დავმორჩილდი: თაყუანი: ვეც: ამირბარად:

388. თავადობა: ინდოთა: და: მრავალთაცა: მქონდა: სხვათა: ვნაპიროდი: თუ: ვინ: იყვის: მავნებელი: ჩემთა: სპათა: ხალვად: ვჯდი: და: ვიხარებდი: ზამი: შევქნი: მღერას: მათა: სპათა: ვმოსდი: ვნადირობდი: ქება: თქვიან: ჩემთა: ქნათა:

389. ტარიელს: თვალნი: სისიხლისა: ცრემლთაგან: დაღამებიან: თქვა: ნახუისაცა: უღირსსა: ვისგან: საჴმილნი: მდებიან: უმისოდ: ძმანი: რად: მძმობენ: ანუ: რად: დანი: მდებიან: აწყა: ვახსენებ: დღესა: მას: ოდიდგან: ცეცხლი: მდებიან:

ამბავი ტარიელის გამიჯნურებისა პირველ რომე გამიჯნურდა:

390. კვლა: დაიწყო: თქმა: ამბისა: მან: რა: ხანი: მოიტირა: დღესა: ერთსა: მე: და: მეფე: მოვიდოდით: გუენადირა: მიბრძანა: თუ: ქალი: ვნახოთ: ჴელი: ჴელთა: დამიჭირა: მის: ჟამისა: მხსენებელი: მე: სულდგმული: არ: გუიკვირა:

391. ბაღჩა: ვნახე: უტურფესი: ყოვლისავე: სალხინოსა: მფრინველთაგან: ჴმა: ისმოდა: უამესი: სირინოსა: მრავლად: იყო: სარაჯები: ვარდის: წყლისა: აბანოსა: კარსა: ზედა: მოჰფარვიდა: ფარდაგები: ოქსინოსა: