... (S-5006), XVIII ს.

431. ბედითი: ბნედა: სიკვდილი: რა: მიჯნურობა: გგონია: სჯობს: საყუარელსა: უჩუენნე: საქმენი: საგმირონია: ხატაეთს: მყოფნი: ყველანი: ჩუენნი: სახარაჯონია: აწ: მათნი: ჯავრნი: ჩვენზედა: ჩვენგან: არ: დასათმონია:

432. შენგან: ჩემისა: ქმრობისა: წინასაც: ვიყავ: მდომია: მაგრა: აქამდის: საუბრად: კვლავ: ჟამი: არ: მამხდომია: ძოღან: ხელქმნილსა: გიჭურეტდი: კუბოსა: შიგან: მჯდომია: მანდა: ყუელაი: მასმია: რაცა: შენ: გარდაგჴდომია:

433. ამა: ამბისა: მოსმენა: ტარიელს: მიალხინებდა: მას: მოუვიდა: ამბავი: რასაცა: გულით: ინებდა: თვალთა: მტირალი: ჩვეულთა: ცრემლთ: აღარ: დაადინებდა: ცნობა: მიეცა: ჭკვას: მიხუდა: ბაგესა: გააღიმებდა:

434. მართლად: გითხრობ: მომისმინე: ესე: რამცა: მოგახსენე: წა: შეები: ხატაელთა: თავი: კარგად: გამაჩუენე: გიჯობს: ცუდად: ნუღარა: სტირ: ვარდი: კვლამცა: რად: დასტენე: მზემან: მეტი: რაღა: გიყოს: აჰა: ბნელი: გაგითენე:

435. ასმათი: მეუბნებოდა: უშიშრად: არ: მეკრძალოდა: ჩემი: რა: გითხრა: რა: ვიყავ: ლხინი: რად: დამეთვალვოდა: გული: მი: და: მო: მიარდა: ჰკრთებოდა: და: მემალოდა: მით: პირი: ჩემი: გაბროლდა: და: ღაწვი: გამელალვოდა:

წიგნი ტარიელისა საყუარელსა თანა მიწერილი პირველი:

436. თვალთა: დავიდევ: უსტარი: მე: მისგან: მონაწერია: პასუხად: ვსწერდი: მთვარეო: შენმცა: მზე: ვით: მოგერია: მე: ღმერთმან: იგი: ნუ: მამცეს: რაც: არა: შენი: ფერია: სიზმრად: მგონია: დარჩომა: ჩემი: ვერ: დამიჯერია:

437. ასმათს: უთხარ: მე: პასუხსა: ამის: მეტსა: ვერ: მივხუდები: ესე: ჰკადრე: რადგან: მზეო: ნათლად: ამოჰხდები: აჰა: მკუდარი: გამაცოცხლე: ამას: იქით: აღარ: ვბნდები: რასაცაღა: სამსახურსა: ვტყუვი: თუღა: ვერიდები:

438. ასმათ: მითხრა: მე: მიბრძანა: ესე: ვქნათო: ესე: სჯობდეს: ვინცა: გნახოს: ჩემგან: მისსა: საუბარსა: ვერა: სცნობდეს: ჩემად: ნახვად: მოვიდოდეს: შენ: ვითამცა: გაშიკობდეს: დაცა: მვედრა: ამირბარსა: უთხარ: ასრე: ნამუსობდეს:

439. მეკეთა: ესე: თათბირი: სიბრძნე: გულისა: მისისა: მისი: მზესაცა: რიდება: ჰქონდის: ნახვისა: მისისა: მისგან: მომეცა: მოლხენა: არ: საუბრისა: მქისისა: ვისთა: შუქთაგან: უკუნსა: გვანდის: სინათლე: დღისისა:

440. ასმათს: მივართვი: რჩეული: თვალი: ოქროსა: ჯამითა: მან: მითხრა: არა: არ: მინდა: ვარ: გამაძღარი: ამითა: ერთი: აიღო: ბეჭედი: მართ: აწონილი: დრამითა: ესე: კმა: ნიშნად: სავსე: ვარ: სხვა: ჴელის: შესაბამითა:

441. ქალი: ადგა: წამოვიდა: მე: ლახვართა: გულსა: მრიდეს: ლხინმან: ბნელი: განმინათლა: დაშრტეს: ცეცხლნი: რომე: მწვიდეს: შეველ: დავჯე: ნადიმადვე: ჩემნი: სწორნი: სადა: სმიდეს: მხიარულმან: საბოძვარი: გავეც: ზამი: გაადიდეს:

წიგნი ტაერილისა ხატაელთა თანა მიწერილი:

442. კაცი: იჴმო: გასაგზავნლად: ეუბნების: უბრძანებსა: უთხრა: იცნობ: ვინცა: უწინ: ჩვენთვის: ჴრმალნი: მისცნეს: ნებსა: რად: შესცულიან: ჭკუა: ცნობა: ვარდის: ნაცვლად: ძეძუს: რად: ჰკრებსა: ჩვენი: ბაჟი: დაიკიდოს: მოიღებდეს: ჩვენს: წინ: ძღვენსა:

443. გავგზავნე: კაცი: ხატაეთს: და: წიგნი: ჩემაგიერი: მივსწერე: მეფე: ინდოთა: არისმცა: ღმრთულებრ: ძლიერი: მათი: ერთგული: გაძღების: ყოველი: სული: მშიერი: ვინცა: ურჩ: ექმნას: იქმნების: თავისა: არ: მადრიერი:

444. ჩვენნო: ძმანნო: და: პატრონნო: თქვენგან: არ: გავიმწარებით: ესე: რა: ნახოთ: ბრძანება: აქამცა: მოიარებით: თქუენ: თუ: არ: მოხუალთ: ჩვენ: მოვალთ: ზედა: არ: მოგეპარებით: სჯობს: რომე: გუნახნეთ: თავისა: სისხლთა: ნუ: ეზიარებით:

445. კაცნი: გავგზავნენ: მე: გულსა: მამეცა: უფრო: ლხინები: დარბაზს: ვიშვებდი: დამევსო: ცეცხლი: წვად: მოუთმინები: მაშინ: სოფელმან: საწუთრო: მიუხვის: რაცა: ვინები: აწ: ჴელმქმნა: რომე: საახლოდ: მჴეცთაცა: მოვეწყინები:

446. პირველ: გაჭრისა: პირება: მერმე: დასწყნარდეს: ცნობანი: ჩემთა: სწორთაგან: იყვნიან: ჩემს: წინა: ნადიმობანი: მაგრა: დამშლიდეს: ლხინთაგან: სურვილთა: დიადობანი: ზოგჯერ: შემცვიან: სევდათა: ვთქვი: საწუთროს: გმობანი:

447. დღესა: ერთსა: საწოლს: მოვე: მეფისა: სრით: წამოსრული: ვჯე: და: მასვე: ვიგონებდი: არ: მიმეცა: თვალთა: რული: წიგნი: მქონდა: საიმედო: ამად: ვიყავ: მხიარული: კარსა: მცველმან: მონა: უჴმო: უთხრა: რამე: დაფარული:

448. მონააო: ასმათისი: საწოლს: ვუთხარ: შემოყვანა: მოეწერა: გიბრძანებსო: ვისი: მესვა: გულსა: დანა: ლხინმან: ბნელი: განმინათლა: ამიფოლხუდა: ჯაჭუთა: მანა: წაველ: მონა: წავიტანე: რამცა: ვუთხარ: ამისთანა: