... (S-5006), XVIII ს.

412. დღენი: გამოჰჴდა: მე: გული: უფრორე: დამწვეს: კვლავ: ალთა: ვეღარ: ვუჭვრეტდი: ლაშქართა: მინდორს: თამაშად: მავალთა: დარბაზს: ვერ: მიველ: მკურნალთა: დამიწყეს: მოსლვა: მრავალთა: მაშინ: დავიწყე: გარდაჴდა: სოფლისა: ლხინთა: და: ვალთა:

413. მათ: ვერა: მარგეს: მე: გულსა: ბინდი: დამეცა: ბნელისა: სხვამან: ვერავინ: შემატყვა: დება: ცნობისა: ხელისა: სისხლი: დამწამეს: მეფემან: ბრძანა: გახსნევა: ჴელისა: გავიხსენ: ფარვად: თავისა: არვისგან: საეჭველისა:

414. ჴელგაჴსნილი: სევდიანი: საწოლს: ვიყავ: თავისწინა: ჩემი: მონა: შემოვიდა: შევხედე: თუ: თქვას: რა: მინა: მონააო: ასმათისი: შემოყუანა: უთხარ: შინა: გულსა: შინა: დაუზრახე: რა: მპოვაო: ანუ: ვინა:

415. მონამან: წიგნი: მომართვა: მე: წავიკითხე: ნებასა: წიგნსა: შევატეევ: ლამობდა: შეყრისა: მოსწრაფებასა: პასუხად: ვწერდი: ჟამია: მართალ: ხარ: გაკვირვებასა: მოვალ: თუ: მიჴმობ: მე: ნუ: მეჭუ: მოსლვისა: დაზარებასა:

416. გულსა: ვარქვი: თუ: ლახუარნი: ეგრე: ვით: დაგაღონებენ: ამირბარი: ვარ: ჴელმწიფე: სრულად: ინდონი: გმონებებ: აზრად: შეიქმან: საქმესა: ათასჯერ: შეაწონებენ: თუ: შეიგებენ: მე: მათთა: არეთა: არ: მარონებენ:

417. კაცი: მოვიდა: მეფისა: სწადსო: ამბვისა: სმინება: მოყუანა: ვუთხარ: ებრძანა: ქნაცა: სისხლისა: დინება: მე: ვჰკადრე: ჴელი: გავიჴსენ: დამიწყო: მოჯობინება: წინაშე: მოვალ: ამისთვის: კვლა: უფრო: მმართებს: ლხინება:

418. დარბაზს: მიველ: მეფე: ბრძანებს: ამის: მეტსა: ნუ: იქ: აბა: ცხენსა: შემსვა: უკაპარჭო: წელთა: არა: არ: შემაბა: შეჯდა: ქორნი: მოუტივნა: დურაჯები: დაინაბა: მშვილდოსანნი: გასაგანნა: იტყოდიან: შაბაშ: შაბა:

419. შინა: დავსხედით: ნადიმად: მას: დღესა: მინდორს: რებულნი: მომღერალნი: და: მუტრიბნი: არ: იყუნეს: სულდაღებულნი: მეფემან: გასცნა: მრავალი: თვალნი: ღარიბად: ქებულნი: აუვსებელნი: არ: დარჩეს: მას: დღესა: მათნი: ხლებულნი:

420. ვეცდებოდი: არა: მცალდა: სევდისაგან: თავის: კრძალვად: ვიგონებდი: ცეცხლი: უფრო: მედებოდა: გულსა: ალად: ჩემნი: სწორნი: წავიტანენ: ჩემსა: დავჯე: მთქუიან: ალვად: შევქმენ: სმა: და: ნადიმობა: პატიჟთა: და: ჭირთა: მალვად:

421. მოლარემან: შინაურმან: ყურსა: მითხრა: ნაუბარი: ქალი: ვინმე: გიკითხავსო: ინახვისცა: ამირბარი: ზეწარითა: მოუხურავს: პირი: ბრძენთა: საქებარი: ვარქუი: საწოლს: შეიყვანე: ჩემგან: არის: ნაჴმობარი:

422. ავდეგ: მსხდომნი: ნადიმობით: აემზადნეს: ასაყრელად: შარდი: უთხარ: ნუ: ასდგებით: მოვალ: ხანთა: დაუზმელად: გამოველ: და: საწოლს: შეველ: მონა: დადგა: კარსა: მცველად: გული: მივეც: თმობა: ქნათა: აუგისა: საკრძალველად:

423. კარსა: შევდეგ: ქალი: წინა: მომეგება: თაყუანისმცა: მითხრა: მოსლვა: თქვენს: წინაშე: კურთხეულ: არს: რამან: ღირსმცა: გამიკვირდა: მიჯნურისა: თაყუანება: ექნა: ვისმცა: ვთქვი: არ: იცის: აშიკობა: თუმც: იცოდა: წყნარად: ზისმცა:

424. შევე: დავჯე: ტახტსა: ზედა: ქალი: მოდგა: ნოხთა: პირსა: ჩემსა: ახლოს: დასაჯდომად: თავი: მისი: არ: აღირსა: ვარქუი: მანდა: რად: ზი: შენ: თუ: სიყვარული: ჩემი: გჭირსა: მან: პასუხი: არა: მითხრა: ჩემთვის: გვანდა: სიტყუა:ძვირსა:

425. მითხრა: დღე: ეგე: სირცხუილად: მედების: გულსა: ალობა: გგონია: ჩემგან: წინაშე: მაგისთვის: მომავალობა: მაგრა: აწ: მიდებს: იმედსა: შენგან: ცდისაღა: მალობა: ამას: თუ: ვღირს: ვარ: ვერ: ვიტყვი: მაკლია: ღ~თისა: წყალობა:

426. ადგა: მითხრა: თქვენსა: კრძალვასა: ჩემგან: ცნობა: უბნევია: ნუ: მეჭუ: რაცა: პატრონისა: ბრძანებასა: უთქმევია: ეზომ: დიდსა: შემართებად: გულსა: მისსა: უთნევია: ამა: წიგნმან: გაგაგონოს: ჩემთვის: ვისცა: უთქმევია:

427. მიბრძანა: მითხრა: ამბავი: იცოდა: ჩემის: ნებისა: ყურსა: მიამბო: ხაბარი: ჩემისა: გახარებისა: შეგყარნა: ბოლოდ: ვისიცა: შეხედვა: გენატრებისა: წიგნი: მომართვა: გავჰკაზმე: ჴმა: უთხარ: მიბრუნვებისა:

428. გამიკვირდა: შემეზარნეს: ესე: რამან: ათქმევინა: ვინ: მპოვაო: სადაურმან: სადით: მიცნობს: იგ: მე: ვინა: მის: მგონესა: ყოფა: ჩემი: ერთობ: სრულად: დამკარგვინა: ნუ: ყოს: ღ~თნ: მისად: ნაცვლად: მზეცა: მომხვდეს: მინდა: მინა:

წიგნი ნესტან დარეჯანისი საყვარელსა თანა მოწერილი პირველი:

429. წიგნი: ვნავხე: მისი: იყო: ვისი: მდაგავს: ცეცხლი: გულსა: მოეწერა: მზისა: შუქსა: ნუ: დაიჩნევ: ლომო: წყლულსა: მე: შენი: ვარ: ნუ: მოჰკვდები: მაგრა: ბნედა: ცუდად: მძულსა: აწ: ასმათი: მოგახსენებს: ყველაკასა: ჩემგან: თქმულსა:

430. ასმათ: დგას: ჩემთვის: მისისა: წიგნისა: წასაკითხავად: თქვა: ძოღან: შენი: ამბავი: მითხრიან: ვისცა: ვკითხ: ავად: გიბრძანებს: მესმის: მოვლენო: ლაშქარნი: შენად: მკითხავად: ლომსა: მით: მართებს: ვაგლახი: თუ: მისი: თავი: ითხა: ვად: