... (S-5006), XVIII ს.

468. მიბრძანა: ძოღან: გეწყინა: გაშვება: უუბარისა: მზემან: გაყრითა: დაგაჭკნე: ვითა: ყვავილი: ბარისა: დაგჯიდა: დენა: ცრემლისა: ნარგისთათ: ნაგუბარისა: მაგრა: ჴამს: ჩემგან: სირცხვილი: და: რიდი: ამირბარისა:

469. თუცა: მართებს: დედაკაცსა: მამაცისა: დიდი: კრძალვა: მაგრა: მეტი: უარეა: არათქმა: და: ჭირთა: მალვა: მე: თუ: ზეპირ: მიცინია: ქუე: ქუე: მითქვამს: იდუმალ: ვა: ძოღან: ქალი: გამოვგზავნე: ვქენ: მართლისა: შემოთუალვა:

470. ერთმანერთისა: მას: აქათ: რაცა: ორთავე: ვიცითა: აწცა: მიცოდი: საშენოდ: მითვე: პირითა: მტკიცითა: ამას: შევსჯერდი: დიდითა: ზენარითა: და: ფიცითა: გეცრუვო: ღმერთმან: მიწა: მქმნას: ნუმცა: ცხრითავე: ვზი: ცითა:

471. აწ: შეები: ხატაელთა: ილაშქრე: და: ინაპირე: ღმერთმან: ქნას: და: გაგიმარჯუოს: მორჭმულიმცა: ჩემ: კერძ: ირე: მაგრა: რა: ვქნა: კვლაცა: ნახვა: მამხუდებოდეს: შენი: ვირე: გული: მამეც: გაუყრელად: ჩემი: შენთვის: დაიჭირე:

472. მოვახსენე: არ: მეწყალვის: თავი: შენთვის: დასაწველად: მაგრა: რადგან: დამარჩინე: არ: გამოსჩნდი: ჩემად: მკვლელად: შენ: სინათლედ: თვალთა: ჩემთათ: მიჩნდე: მზეებრ: სანახველად: აწ: შევება: ხატაელთა: მუნ: გამოვჩნდე: ლომი: ქველად:

473. აწ: რასაცა: მე: მაღირსებ: ჴორციელი: არვინ: ღირს: ა: მოწყალება: იჩქითია: ღმერთსა: ამად: არ: მკუირსა: შუქნი: შენნი: შემომადგამ: გულსა: ბნელსა: ზედა: მჭვირსა: შენი: ვიყო: სადამდისცა: დამიყოფდეს: მიწა: პირსა:

474. ზედა: წიგნსა: საფიცარსა: შევფიცე: და: შემომფიცა: მისგან: ჩემი: სიყუარული: ამით: უფრო: დაამტკიცა: უშენოსა: მოწონება: ვისიცაო: გულსა: მიცა: ღ~თი: მომკლავს: ამას: იქით: თავსა: ვეტყვი: ამას: ვსწურთიცა:

475. დავჰყავ: ხანი: მას: წინაშე: სიტყვანიცა: ტკბილნი: ვთქუენით: ვჭამეთ: ამო: ხილი: რამე: ერთმანერთსა: ვეუბენით: მერე: ავდექ: წამოსავლად: ტირილით: და: ცრემლთა: დენით: მისთა: შუქთა: შვენებანი: ნათლად: მადგეს: გულსა: ფენით:

476. მეძნელებოდა: სიშორე: მისი: ბროლ: ბალახშ: მინისა: მე: გამიახლდა: სოფელი: მქონდა: სიმრავლე: ლხინისა: ჩემად: ჩნდა: იგი: სინათლე: ეთერით: მზედ: ნაჩინისა: აწ: მიკვირს: მისსა: გამყრელსა: გული: მიც: კლდისა: ტინისა:

477. დილასა: შევჯე: უბრძანე: ჰკარით: ბუკსა: და: ნობასა: სრულთა: სპათასა: ვერ: გითხრობ: არ: შესხდომილად: მზობასა: ლომმან: მივმართე: ხატაეთს: ვერვინ: მიზრაჴავს: ჴრდლობასა: უგზოსა: ვლიდეს: ლაშქარნი: არ: გაივლიდეს: გზობასა:

478. დავაგდე: ზღუარი: ჰინდოთა: მევლო: პაშტაი: ხანია: რამაზის: კაცი: მემთხვია: ხატაელ: ზედა: ხანია: მან: მითხრა: მოციქულობა: გულისა: მოსაფხანია: ჩუენთა: მგელთაცა: დასჭამენ: თქუენნი: ინდოთა: თხანია:

479. მე: შემამძღვნეს: რამაზისგან: ძღვნად: საჭურჭლე: საშინელი: გვითხრეს: გკადრებს: ნუ: ამოგვწყვეტ: არის: შენგან: არსაქნელი: ზენაარი: გამოგვიღე: მით: გვაბია: ყელსა: წნელი: მოურვებლად: მოგახსენნეთ: თავნი: შვილნი: საქონელი:

480. რაცა: შეგცოდეთ: შეგვინდევ: თვით: ჩვენვე: შეგვინანია: თუ: ღმრთულებრ: შეგვიწყალებდეთ: აქა: ნუ: მოვლენ: სპანია: ქუეყანა: ჩუენი: არ: ასწყდეს: რისხვით: არ: დაგვტყდენ: ცანია: შენ: მოგცეთ: ციხე: ქალაქი: მოგყუენ: ცოტანი: ყმანია:

481. გვერდსა: დავისხენ: ვაზირნი: ვიუბნეთ: გავიზრახენით: მითხრეს: თუ: ხარო: ყმაწვილი: ბრძენი: მით: გკადრებთ: გლახ: ენით: არიან: ერთობ: მუხთალნი: ჩუენ: ერთხელ: კვლაცა: ვნახენით: არამცა: მოგკლეს: ღალატად: არამცა: ვივაგლახენით:

482. ჩუენ: ამას: ვარჩევთ: წავიდეთ: კარგითა: მართ: მამაცითა: ლაშქარნი: ახლოს: გუეკიდნენ: სცნობდენ: ამბავსა: კაცითა: გულმართლად: იყვნენ: მიენდევ: აფიცე: ღთითა: და: ცითა: არ: დაგმორჩილდენ: შეჰრისხდი: რისხუითა: კვლა: და: კვლაცითა:

483. მეკეთა: ესე: თათბირი: ვაზირთა: ნავაზირები: შევსთვალე: რამაზ: მეფეო: ვცან: შენი: დანაპირები: სიკუდილსა: გიჯობს: სიცოცხლე: დაგვიდგამს: ვერ: ქვითკირები: ლაშქართა: დავჰყრი: ცოტათა: წამოვალ: შენ: კერძ: ვირები:

484. მათ: ლაშქართაგან: სამასნი: კარგი: მოყმენი: ქუელანი: თანა: წამომყუეს: წაცაველ: დავჰყარენ: სპანი: ყუელანი: დავვედრე: სადა: მე: მევლოს: ვლენით: იგივე: ველანი: ახლოს: მამდევდით: მიშველდით: გიჴმობ: თუ: მინდენ: შველანი:

485. სამ: დღე: ვიარე: მემთხვია: სხვა: კაცი: მისვე: ხანისა: კვლავ: ეძღუნა: უცხო: მრავალი: შესამოსელი: ტანისა: ებრძანა: მწადსო: სიახლე: შენ: ლაღისა: და: ჯანისა: რა: შეგეყარო: მაშინ: სცნა: კულავ: ძღუნობა: ამისთანისა:

486. კვლაცა: ეთქვა: მართალია: ეზომ: ჩემი: მონახსენი: მე: თვით: წინა: მოგეგებვი: მესწრაფების: ნახვა: შენი: მოვახსენე: დია: ღმერთო: ბრძანება: ვქენ: მეცა: თქუენი: ტკბილად: ვნახეთ: ერთმანერთი: ვიყვნეთ: ვითა: მამაძენი:

487. მუნით: წასული: ჩამოვჰჴე: ტევრისა: რასმე: კიდესა: კულავ: მოციქულნი: მოვიდეს: სალამად: არ: დამრიდესა: წინა: ტურფათა: ტაიჭთა: ძღვნად: ჩემთვის: მოზიდვიდესა: შენსა: ნახვასა: მეფენი: თქვეს: მართლად: ინატრიდესა: