... (S-5006), XVIII ს.

449. ბაღჩა: შევვლე: არა: დამხუდა: კაცი: ჩემი: მოუბნარი: ქალი: წინა: მომეგება: მხიარული: მოცინარი: მითხრა: შავად: ამოგიღე: არ: გასვია: გულსა: ნარი: მოდი: ნახე: ვარდი: შენი: უფრჭვნელი: დაუმჭნარი:

450. ამიგდო: ქალმან: ფარდაგი: მძიმე: თავისა: ძალითა: სადა: დგა: კუბო: შემკული: ბალახშითა: და: ლალითა: შიგან: ჯდა: იგი: პირითა: მზისაებრ: ელვა: მკრთალითა: მე: შემომხედნის: ლამაზად: მის: მელნის: ტბითა: თვალითა:

451. დიდხან: ვდეგ: და: არა: მითხრა: სიტყვა: მისსა: მონასურსა: ოდენ: ტკბილად: შემომხედის: ვითამცა: რა: შინაურსა: ასმათ: უჴმო: მოიუბნეს: ქალი: მოდგა: მითხრა: ყურსა: აწ: წადიო: ვერას: გითხრობს: მე: კულავ: მიმცა: ალმან: მურსა:

452. ასმათ: გამომყუა: წამოველ: ფარდაგი: გამოვიარე: ვთქვი: საწუთროო: ვის: წეღან: გული: დარმანთა: მიარე: მაშინ: მოგეცა: იმედი: ლხინი: რად: გამიზიარე: გულმან: გაყრისა: სიძნელე: კვლა: უფრო: დამიტიარე:

453. ასმათ: ლხინსა: მიქადებდა: ჩავიარე: შიგან: ბაღი: მითხრა: ეგრე: წასულისათვის: ნუ: გაჩნია: გულსა: დაღი: სიმძიმილთა: ერდო: დახში: სიხარულით: კარი: აღი: სირცხვილი: აქუს: საუბრისა: მერმე: თავსა: ჰკრძალავს: ლაღი:

454. მე: უთხარ: დაო: შენგან: ვეჭუ: ამა: გულისა: წამალსა: ზენაარ: სულთა: ნუ: გამყრი: ამბითა: შრეტდი: ამ: ალსა: ჩემთანა: წიგნსა: ნუ: გასწყვეტ: შენ: ზედაზედა: მავალსა: თუ: რას: სცნობ: ჩემთვის: არა: ვეჭუ: მე: შენგან: არ: დანამალსა:

455. შევჯე: წამოველ: მდიოდა: ნაკადი: ცრემლთა: მილისა: საწოლს: შემოვე: ხელქმნილსა: ღონე: არ: მქონდა: ძილისა: ბროლი: და: ლალი: შევიქმენ: მე: ულურჯესი: ლილისა: ღამე: მერჩია: მეწადა: არ: გათენება: დილისა:

456. ხატაეთს: მყოფნი: მოვიდეს: მათგან: მოსლვისა: დრონია: სიტყვანი: შემოეთუალნეს: ლაღნი: და: უკადრონია: არც: ვართ: კაცნი: ჯაბანნი: არც: ციხეუმაგრონია: ვინ: არის: თქვენი: ჴელმწიფე: ჩუენზედა: რა: პატრონია:

წიგნი ხატაელთა მეფისა ტარიელისა წინაშე მოწერილი პასუხად:

457. მოეწერა: რამაზ: მეფე: წიგნს: გიწერსა: ტარიელსა: გამიკვირდა: რა: ეწერა: წიგნსა: შენგან: მონაწერსა: რაგვარა: თუ: მანდა: გეჴმე: ვინ: ჰპატრონობ: ბევრსა: ერსა: ამისმეტსა: ნუმცა: ვნახავ: კულაღა: წიგნსა: შენ: მიერსა:

458. უბრძანე: წვევა: ლაშქართა: გავგზავნე: მარზაპანია: იგი: ვარსკვლავთა: ურიცხვი: მოკრბეს: ინდოთა: სპანია: შორით: და: ახლოთ: ყველაი: მართ: ჩემკენ: მონასხპანია: ერთობ: ლაშქრითა: აივსო: მინდორი: კლდე: კაპანია:

459. ფიცხლა: მოვიდეს: არ: ექნათ: მათ: შინა: ხანდაზმულობა: აღლუმი: ვნახე: მეკეთა: ლაშქართა: მოკაზმულობა: სიჩაუქე: და: სიკეთე: კეკლუცად: დარაზმულობა: ტაიჭთა: მათთა: სიკეთე: აბჯართა: ხვარაზმულობა:

460. ავმართე: დროშა: მეფისა: ალმითა: წითელ: შავითა: დილასა: ვბრძანე: გამართვა: ლაშქრითა: უთვალავითა: თავსა: ვტიროდი: ვიტყოდი: ბედითა: მეტად: ავითა: მზე: თუ: არ: ვნახო: არ: ვიცი: ვიარო: ვითა: და: ვითა:

461. შინა: მიველ: დაღრეჯილსა: გულსა: სევდა: მიიეფდა: თვალთათ: ვითა: საგუბარი: ცრემლი: ცხელი: გარდმომჩქეფდა: ბედი: ჩემი: უბედური: ვთქვი: თუ: ჯერცა: ვერ: გამეფდა: ჴელმან: ვარდი: რად: იჴელთა: რადგან: ასრე: ვერ: მოჰკრეფდა:

462. მონა: შემოდგა: მივეცი: საქმესა: გაკვირვებულსა: ასმათის: წიგნი: მამართვა: მე: მეტად: შეჭირვებულსა: ეწერა: გიჴმობს: შენი: მზე: შენ: მისთვის: მოსურვებულსა: მოდი: სჯობს: მანდა: ტირილსა: საქმესა: ბედით: ვნებულსა:

463. მიამა: უფრო: გავხელდი: საქმისა: მიუმხუდარია: მადლი: შევჰკადრე: უფალსა: ვიაჯე: ზეენარია: მზესა: ვეშაპი: შეიპყრობს: მე: მზისად: მსგავსად: ვარია: დავაგდე: სრისა: ალაგი: ბაღისა: ვლაჴე: არია:

464. ვითა: მმართებდა: ეგზომი: რამცა: ვით: გავიხარეო: შეღამდა: წაველ: ბაღისა: მე: კარი: შევიარეო: სად: ასმათ: პირველ: მენახა: მუნვე: ჩნდა: მდგომიარეო: სიცილით: მითხრა: წამოვლე: მოგელის: ლომსა: მთვარეო:

465. შემავლო: სახლი: ნაგები: კეკლუცად: ბანის: ბანითა: გამოჩნდა: მთვარე: ნათლითა: გარე: შუქ: მონავანითა: ფარდაგსა: შიგან: მჯდომარე: შესამოსლითა: მწვანითა: საკვირველი: და: ღარიბი: უცხო: პირითა: ტანითა:

466. შევე: წავდეგ: ნოხთა: პირსა: მე: დამიწყო: ცეცხლმან: შრეტად: გულსა: ბნელი: გამინათლდა: ზედა: ლხინი: ადგა: სვეტად: მას: ბალიში: შემოეგდო: მზისა: შუქსა: სჯობდა: მეტად: ჩემგან: პირსა: იფარვიდა: აიხედის: წამსა: ჭურეტად:

467. უბრძანა: თუ: მოახსენე: ასმათ: დაჯდეს: ამირბარსა: მან: ბალიში: დამართებით: დადვა: მას: მზედ: საქებარსა: დავჯენ: მივსცენ: გულსა: ლხინი: საწუთროსა: დამგმობარსა: მიკვირს: სულნი: რადღა: მიდგან: ვიტყვი: მისგან: ნაუბარსა: