... (S-3077), XVIII ს.

213. აჰა჻ მმოწმობენ჻ ვარსკვლავნი჻ შვიდნივე჻ მემოწმებიან჻ მზე჻ ოტარიდი჻ მუშთარი჻ და჻ ზუალ჻ ჩემთვის჻ ბნდებიან჻ მთვარე჻ ასპიროზ჻ მარიხი჻ მოვლენ჻ და჻ მოწმად჻ მყუებიან჻ მას჻ გააგონენ჻ რანიცა჻ ცეცხლნი჻ უშენოდ჻ მდებიან჻

214. აწ჻ გულსა჻ ეტყვის჻ ვითამცა჻ გდის჻ ცრემლი჻ არ჻ გაგჴმობია჻ რას჻ გარგებს჻ მოკულა჻ თავისა჻ ეშმა჻ ძმად჻ თურე჻ გძმობია჻ მეც჻ ვიცი჻ ჩემსა჻ ჴელქმნილსა჻ თმად჻ ყორნის჻ ბოლო჻ სთმობია჻ მაგრა჻ თუ჻ ჭირსა჻ არ჻ დასთმობ჻ ლხინი჻ რა჻ დასათმობია჻

215. თუ჻ დავრჩეო჻ ესე჻ მიჯობს჻ სიცოცხლისა჻ იტყუის჻ თუსა჻ ნუთუ჻ მომხვდეს჻ ნახვა჻ მზისა჻ ნუ჻ ვიძახი჻ მიწყივ჻ უსა჻ მიიმღერის჻ ჴმასა჻ ტკბილსა჻ არ჻ დასწყუეტდის჻ ცრემლთა჻ რუსა჻ მისსა჻ ჴმასა჻ თანა჻ ჴმაცა჻ ბულბულისა჻ ჰგვანდის჻ ბუსა჻

216. რა჻ ესმოდის჻ მღერა჻ ყმისა჻ სმენად჻ მჴეცნი჻ მოვიდიან჻ მისვე჻ ჴმისა჻ სიტკბოსაგან჻ წყალთა჻ ქუანიც჻ გამოსხდიან჻ ისმენდიან჻ გაჰკვირდიან჻ რა჻ ატირდის჻ ატირდიან჻ იმღერს჻ ლექსთა჻ საბრალოთა჻ ღვარისაებრ჻ ცრემლნი჻ სდიან჻

ავთანდილისაგან ფრიდონისას მისულა჻

217. ყმა჻ მტირალი჻ სამოც჻ ათ჻ დღე჻ ზღვისა჻ პირსა჻ მივა჻ გზასა჻ შორით჻ ნახა჻ მენავენი჻ მოდიოდეს჻ შიგან჻ ზღვასა჻ მოიცადა჻ ჰკითხა჻ ვინ჻ ხართ჻ თქუენ჻ ამისსა჻ გნუკევ჻ თქმასა჻ [ ………………………………………………………………………]

218. აწ჻ ფრიდონ჻ იტყუის჻ სიტყუითა჻ მის჻ ჩემისა჻ ნაუბარითა჻ ორნივე჻ სწორათ჻ მოსთქმიდეს჻ მოთქმითა჻ საქებარითა჻ გულ჻ ამოსკუნილი჻ გულითა჻ ტირან჻ ვერ჻ დამთმობარითა჻ მუნ჻ ვარდსა჻ წყლითა჻ ცრემლითა჻ რწყუენ჻ ტევრთა჻ საგუბარითა჻

219. ლაშქართა჻ შიგან჻ შეიქნა჻ ჴმა჻ ტირილისა჻ დიდისა჻ ზოგთაგან჻ ხოკა჻ პირისა჻ ზოგთაგან჻ მსრევა჻ მიდისა჻ ფრიდონ჻ ტირს჻ მოთქუამს჻ ჴმა჻ მაღლა჻ გაყრილი჻ წლისა჻ შვიდისა჻ უხანობა჻ და჻ სიცრუე჻ ვაი჻ საწუთროსა჻ ფლიდისა჻

220. ფრიდონ჻ მოსთქუამს჻ რა჻ შეგასხათ჻ ვერ჻ საქებო჻ ვერ჻ სათქმელო჻ ჴმელთა჻ მზეო჻ სამყაროსა჻ მზისა჻ ეტლთა჻ გარდამჴმელო჻ მოახლეთა჻ სალხინოვო჻ სიცოცხლეო჻ სულთა჻ მდგმელო჻ ცისა჻ ეტლთა჻ სინათლეო჻ დამწველო჻ და჻ დამანთქმელო჻

221. რა჻ მოგეშორე჻ მას჻ აქათ჻ სიცოცხლე჻ მამძულვებია჻ თუცა჻ შენ჻ ჩემად჻ არა჻ გცალს჻ მე჻ შენთვის჻ მომსურვებია჻ შენ჻ უჩემობა჻ ლხინად჻ გჩანს჻ მე჻ დია჻ მიმჭირვებია჻ ოჴერ჻ სიცოცხლე჻ უშენოდ჻ სოფელი჻ გამარმებია჻

222. ფრიდონ჻ თქუა჻ ესე჻ სიტყუანი჻ მოთქმითა჻ შვენიარითა჻ [...]ული჻ დაიღეს჻ დადუმდეს჻ მივლენ჻ არ჻ თურმე჻ მღერითა჻ ავთანდილ჻ მჭურეტთა჻ აშვენებს჻ ტურფითა჻ რამე჻ ფერითა჻ მელნისა჻ ტბათა჻ მიჯარვით჻ ჰბურავს჻ გიშრისა჻ ჭერითა჻

223. ქალაქს჻ შევიდეს჻ მუნ჻ დახუდა჻ სრა჻ მოკაზმული჻ სრულითა჻ საჴელმწიფოთა჻ ყოველთა჻ გასაგებითა჻ სრულითა჻ მონანი჻ ტურფად჻ მოსილნი჻ წესითა჻ იყუნეს჻ სრულითა჻ შეჰფრფინვიდიან჻ ავთანდილს჻ გულითა჻ სულწასრულითა჻

224. შევიდეს჻ და჻ დიდი჻ შექმნეს჻ ჯალაბობა჻ არ჻ ხალვათი჻ იქით჻ აქათ჻ დიდებულნი჻ წარიგებით჻ ათჯერ჻ ათი჻ თვით჻ ორნივე჻ ერთათ჻ დასხდეს჻ ვითა჻ ვინ჻ თქუას჻ ქება჻ მათი჻ ბროლ჻ ბალახშსა჻ აშვენებდა჻ ზოგან჻ მინა჻ ზოგან჻ სათი჻

225. დასხდეს჻ შეიქნა჻ პურობა჻ გაამრავლებდეს჻ მახალსა჻ უმასპინძლებდეს჻ ავთანდილს჻ ვითა჻ მზახალი჻ მზახალსა჻ მოიღებდიან჻ ჭურჭელსა჻ ტურფასა჻ ახალ჻ ახალსა჻ მაგრამ჻ მის჻ ყმისა჻ მჭურეტელთა჻ გული჻ მიეცა჻ გლახ჻ ალსა჻

226. მას჻ დღე჻ სვეს჻ ჭამეს჻ გარდახდა჻ ნადიმი჻ მსმელთა჻ ჯარისა჻ გათენდა჻ ბანეს჻ ავთანდილ჻ რიცხვი჻ ძეს჻ მუნ჻ ატლასისა჻ შესამოსელი჻ შემოსეს჻ დრაკნისა჻ ბევრ჻ ათასისა჻ შეარტყეს჻ წელთა჻ სარტყელი჻ დაუდებელი჻ ფასისა჻

227. ყმამან჻ დაყუნა჻ დღენი჻ რამე჻ თუმც჻ ყოვნასა჻ ვერა჻ სთმობდა჻ ფრიდონთანა჻ ნადირობას჻ გავიდის჻ და჻ თამაშობდა჻ სწორად჻ ჰჴოცდა჻ შორს჻ და჻ ახლოს჻ თურას჻ ჴელსა჻ მიუპყროდა჻ მისი჻ სროლა჻ მშვილდოსანსა჻ ყუელაკასა჻ აწბილობდა჻

228. ჩაიცვა჻ ტანსა჻ აბჯარი჻ ქცევითა჻ ვეფხებრ჻ მკრჩხალითა჻ მას჻ ჴელთა჻ კეტი჻ რკინის჻ ჰქონდა჻ ჴელითა჻ ცალითა჻ ნავითას჻ ნავსა჻ გულითა჻ წადგა჻ შიშ჻ შეუვალითა჻ ვითა჻ მჭურეტელნი჻ ჭურეტითა჻ მტერნი჻ დაჴოცა჻ ჴმალითა჻

229. კიოდეს჻ იგი჻ ლაშქარნი჻ ჴმა჻ მათი჻ არ჻ გაწყდებოდა჻ აძგერეს჻ ძელი჻ რომელსა჻ ზედა჻ საჴნისი჻ ჰგებოდა჻ ყმა჻ ნავის჻ თავსა჻ უშიშრად჻ ქვე჻ დგა჻ არ჻ თურე჻ ჰკრთებოდა჻ კეტი჻ ჰკრა჻ ძელი჻ მოსტეხა჻ სხვით჻ არათ჻ არ჻ მოსტყდებოდა჻

230. მათ჻ ლაშქართა჻ გულ჻ უშიშრად჻ ასრე჻ ჰჴოცდა჻ ვითა჻ თხასა჻ ზოგი჻ ნავსა჻ შეანარცხის჻ ზოგსა჻ ჰყრიდა჻ შიგან჻ ზღვასა჻ ერთმანერთსა჻ შემორტყოცის჻ რვა჻ ცხრასა჻ და჻ ცხრა჻ ჰკრის჻ რვასა჻ დამამული჻ მკუდართა჻ შუა჻ იმალვიან჻ მალვენ჻ ჴმალსა჻

231. გაუმარჯუდა჻ ომი჻ მათი჻ ვითა჻ სწადდა჻ მისსა჻ გულსა჻ ზოგთა჻ ჰკადრეს჻ ზენაარი჻ ნუ჻ დაგუჴოცო჻ შენსა჻ რჯულსა჻ არ჻ დაჴოცა჻ დაიმონა჻ დარჩომოდა჻ რაცა჻ წყლულსა჻ მართლად჻ იტყუის჻ მოციქული჻ შიში჻ შეიქმს჻ სიყუარულსა჻