... (S-3077), XVIII ს.

197. თინათინს჻ ჰკადრა჻ შერმადინ჻ ნათელსა჻ მას჻ უღამოსა჻ ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ გკადრებს჻ ამბავსა჻ ამოსა჻ იგი჻ მით჻ აკრთთობს჻ ელვასა჻ მზისაცა჻ უთამამოსა჻ მას჻ საბოძვარი჻ უბოძა჻ მისი჻ ყუელაი჻ დამოსა჻

198. მეფე჻ შეჯდა჻ გაემართა჻ ყმასა჻ მუნით჻ მამავალსა჻ იგი჻ პირმზე჻ მეფისაგან჻ ივალებდა჻ ვითა჻ ვალსა჻ მიეგება჻ მოეგება჻ მხიარული჻ გულ჻ მჴურვალსა჻ დიდებულთა჻ ჯარისაგან჻ ზოგნი჻ გვანდა჻ ვითა჻ მთურალსა჻

199. ყმა჻ ეტყუის჻ ვის჻ აქუს჻ მინდობა჻ კაცისა჻ მომცქაფავისა჻ მან჻ ჩემთვის჻ დაწვა჻ თავისა჻ დადვა჻ არ჻ დასაწვავისა჻ დრო჻ დამიც჻ ჩემგან჻ მისულისა჻ მითქუამს჻ დადება჻ თავისა჻ მზე჻ შემიფიცავს჻ თავისა჻ ჩემგან჻ მზედ჻ სახედავისა჻

200. ჴამს჻ მოყუარე჻ მოყურისათვის჻ თავი჻ ჭირსა჻ არ჻ დამრიდად჻ თვით჻ გულისა჻ სიყვარული჻ გამავალი჻ გზად჻ და჻ ჴიდად჻ კულა჻ მიჯნურსა჻ მიჯნურისა჻ ჭირი჻ უჩნდეს჻ ჭირად჻ დიდად჻ აჰა჻ მაქუსმცა჻ უმისოსა჻ ლხინი჻ არმად჻ თავი჻ ფლიდად჻

201. მზე჻ ეტყუის჻ მამხუდა჻ ყოველი჻ ჩემი჻ წადილი჻ გულისა჻ პირველ჻ შენ჻ მოხველ჻ მშვიდობით჻ პოვნელი჻ დაკარგულისა჻ მერმე჻ ზდა჻ სიყუარულისა჻ გაქუს჻ ჩემგან჻ დანერგულისა჻ ვპოვე჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდის჻ დადაგულისა჻

202. საწუთრო჻ კაცსა჻ ყოველსა჻ ვითა჻ ტაროსი჻ უხუდების჻ ზოგჯერ჻ მზეა჻ და჻ ოდეს჻ მე჻ ცა჻ რისხვით჻ მოუქუხდების჻ აქამდის჻ ჭირნი჻ ჩემზედა჻ აწ჻ ასე჻ ლხინი჻ უხუდების჻ რადგან჻ შვება჻ აქუს჻ სოფელსა჻ კაცი჻ რად჻ შეუწუხდების჻

203. შენ჻ არ჻ გატეხა჻ კარგი჻ გჭირს჻ ზეენარისა჻ ფიცისა჻ ჴამს჻ გასრულება჻ მოყურისა჻ სიყუარულისა჻ მტკიცისა჻ ძებნა჻ წამლისა჻ მისისა჻ და჻ ცოდნა჻ ჴამს჻ უვიცისა჻ ჩემი჻ თქუა჻ რა჻ ვქნა჻ ბნელ჻ ქნილმან჻ მზე჻ მიმეფაროს჻ მეცისა჻

204. ყმამან჻ ჰკადრა჻ სიახლითა჻ შევრთე჻ ჭირი჻ შვიდსა჻ მერვა჻ ცუდი჻ არის჻ დამძრალისა჻ გასათბობლად჻ წყლისა჻ ბერვა჻ ცუდი჻ არის჻ სიყუარული჻ ქუეით჻ კოცნა჻ მზისა჻ წვერვა჻ [...]჻ ერთხლ჻ ვაი჻ თუ჻ მოგშორდე჻ ათასჯერვა჻

205. თუმცა჻ გავიჭრა჻ გაჭრილსა჻ სად჻ გლახ჻ დამწვავს჻ სამალი჻ გული჻ ძეს჻ საგნად჻ ისრისად჻ მესურისა჻ საკუდავად჻ სამალი჻ დრო჻ სიცოცხლისა჻ ჩემისად჻ დღესით჻ ჩანს჻ ნაასამალი჻ მალვა჻ მწადს჻ მაგრამ჻ გარდამჴდა჻ ჟამი჻ პატიჟთა჻ სამალი჻

206. მესმა჻ თქუენი჻ ნაუბარი჻ გავიგონე჻ რაცა჻ ჰბრძანე჻ ვარდსა჻ ქაცვი჻ მოაპოვნებს჻ ეკალთამცა჻ არ჻ ვეფხანე჻ მაგრამ჻ მზეო჻ ჩემთვის჻ მზესა჻ თავი჻ სრულად჻ დავაგვანე჻ სიცოცხლისა჻ საიმედოდ჻ ნიშანი჻ რამ჻ წამატანე჻

207. ყმა჻ ტკბილი჻ და჻ ტკბილ჻ ქართული჻ სიკეთისა჻ ჴელსა჻ მჴდელი჻ ამაზედა჻ ეუბნების჻ ვით჻ გამზრდელსა჻ ამამზრდელი჻ ქალმან჻ მისცა჻ მარგალიტნი჻ სრულ჻ ქნა჻ მისი჻ საწადელი჻ ღმერთმან჻ ქნას჻ და჻ გაუსრულდეს჻ ლხინი჻ ესე჻ აწინდელი჻

208. რა჻ სჯობს჻ რომ჻ კაცმან჻ გიშერი჻ ბროლ჻ ლალსა჻ თანა჻ ახოსა჻ ანუ჻ ბაღს჻ ალვა჻ საროსა჻ ახლოს჻ რგოს჻ მორწყოს჻ ახოსა჻ მისსა჻ მჭურეტელსა჻ ალხინოს჻ ვერ჻ მჭურეტსა჻ ავაგლახოსა჻ ვაი჻ მოყუარისა჻ გაყრილსა჻ ახიო჻ ეყოს჻ ახოსა჻

ამას მესისხლეთა ეტლად იტყუიან჻

209. მოდი჻ მარიხო჻ უწყალოდ჻ დამჭერ჻ ლახურითა჻ შენითა჻ მემცა჻ მღებე჻ და჻ შემსვარე჻ წითლად჻ სისხლისა჻ დენითა჻ მას჻ უთხრენ჻ ჩემნი჻ პატიჟნი჻ მას჻ გააგონენ჻ ენითა჻ როგორ჻ გავსრულვარ჻ შენ჻ იცი჻ გულია჻ აღარას჻ ლხენითა჻

ამას მკურნალთა ეტლად იტყუიან჻

210. მოდი჻ ასპიროზ჻ მაგრერა჻ მან჻ დამწვა჻ ცეცხლთა჻ დაგითა჻ ვინ჻ მარგალიტსა჻ გარეშე჻ მოსცავს჻ ძოწისა჻ ბაგითა჻ შენ჻ დააშვენებ჻ კეკლუცთა჻ დაშვენებით჻ მაგითა჻ ვისმე჻ ჩემებრსა჻ დააგდებ჻ გაჰჴდია჻ ცნობითა჻ შმაგითა჻

ამას მწიგნობართა ეტლად იტყვიან჻

211. ოტარიდო჻ შენგან჻ კიდე჻ არვის჻ მიგავს჻ საქმე჻ სხვასა჻ მზე჻ მაბრუნვებს჻ არ჻ გამიშვებს჻ შემიყრის჻ და჻ მიმცემ჻ წვასა჻ დაჯე჻ წერად჻ ჭირთა჻ ჩემთა჻ მელნად჻ მოგცემ჻ ცრემლთა჻ ტბასა჻ კალმად჻ გიკუეთ჻ გაწლობილსა჻ ტანსა჻ წურილსა჻ ვით჻ ლერწამსა჻

ამას მოწყალეთა და სნეულთა ეტლად იტყუიან჻

212. მო჻ მთვარეო჻ შემიბრალე჻ ვილევი჻ და჻ შენებრ჻ ვჭკმლდები჻ მზე჻ გამავსებს჻ მზევე჻ გამლევს჻ ზოგჯერ჻ ვსჭკნდები჻ ზოგჯერ჻ ვმჭლდები჻ მას჻ უამბე჻ სჯანი჻ ჩემნი჻ რა჻ მჭირს჻ ანუ჻ როგორ჻ ვბნდები჻ მიდი჻ უთხარ჻ ნუ჻ გასწირავ჻ მისი჻ ვარ჻ და჻ მისთვის჻ ვკვდები჻