... (S-3077), XVIII ს.

177. ჩუენ჻ გავგზავნნეთ჻ მენავენი჻ რომელთაცა჻ კულა჻ უვლია჻ მოგვინახონ჻ იგი჻ მთვარე჻ ვისთვის჻ ჭირი჻ არ჻ გვაკლია჻ მუნამდისცა჻ მოიჭირვე჻ გონებამან჻ არ჻ დაგლია჻ ყუელა჻ ჭირი჻ არ჻ ეგების჻ თუმცა჻ ლხინმან჻ არ჻ დასძლია჻

178. კაცნი჻ იჴმენ჻ მასვე჻ წამსა჻ ესე჻ საქმე჻ დავიურვეთ჻ უბრძანეთ჻ თუ჻ ნავებითა჻ წადით჻ ზღვა჻ ზღვა჻ მოიცურვეთ჻ მოგვინახეთ჻ საყუარელი჻ მისსა჻ მისთვის჻ მოასურვეთ჻ თავსა჻ ჭირი჻ უათასეთ჻ რამც჻ უმშვიდეთ჻ რამცა჻ ურვეთ჻

179. აჩინა჻ კაცნი჻ სადაცა჻ სადგურნი჻ ნავთა჻ სჩენოდეს჻ უბრძანა჻ ძებნეთ჻ ყოველგან჻ რაცა჻ ვის჻ მისი჻ გსმენოდეს჻ მოლოდნა჻ მიჩნდა჻ სალხინოდ჻ პატიჟნი჻ რომე჻ მლხენოდეს჻ უმისოდ჻ ლხინი჻ მინახავს჻ ამა჻ დღისათვის჻ მრცხვენოდეს჻

180. ფრიდონ჻ დამჯდომი჻ დამიდგა჻ ადგილსა჻ საბატონოსა჻ მითხრა჻ თუ჻ მცდარვარ჻ აქამდის჻ ვერ჻ მივხუდი჻ გასაგონოსა჻ ხარ჻ დიდი჻ მეფე჻ ჰინდოთა჻ რა჻ ვინ჻ ვით჻ მოგაწონოსა჻ ვინ჻ არის჻ კაცი჻ რომელმან჻ თავი჻ არ჻ დაგამონოსა჻

181. რას჻ ვაგრძელებდე჻ მოვიდეს჻ ყოლგნით჻ ამბვისა჻ მძებნელნი჻ ცუდი჻ და჻ ცუდთა჻ ადგილთა჻ თავისა჻ დამაშრობელნი჻ ვერა჻ ვერ჻ ეცნათ჻ ვერ჻ იყუნეს჻ ვერას჻ ამბვისა჻ მცნობელნი჻ მე჻ უფრო჻ მდინდეს჻ თვალთაგან჻ კულავ჻ ცრემლი჻ შეუშრობელნი჻

182. ვთქუათ჻ რა჻ მქონდა჻ სახლსა჻ ჩემსა჻ სპათა჻ ვსჭურეტ჻ და჻ ვსვამ჻ იგია჻ მე჻ ვიშოებ჻ და჻ ისი჻ ტყუედ჻ ძღვათა჻ შიგან჻ წამიგია჻ კლდისაგანცა჻ უმაგრესსა჻ ესე჻ ვითა჻ გამიგია჻ ჴმალსა჻ ჴელსა჻ ვეღარას჻ ვჴდი჻ ცუდად჻ შიგა჻ რას჻ მიგია჻

183. ვეღარ჻ გავგზავნე჻ სიტყუანი჻ მესმნეს჻ მონათა჻ ჩემთანი჻ მაგრა჻ დავყარე჻ არენი჻ მე჻ კაცრიელად჻ თემთანი჻ სახლად჻ სამყოფი჻ მიმაჩნდეს჻ თხათა჻ და჻ მათ჻ ირემთანი჻ გავიჭერ჻ სრულად჻ დავტკეპნე჻ ქვე჻ მინდორნი჻ და჻ ზემთანი჻

184. ესე჻ ქვაბნი჻ უკაცურნი჻ ვჰპოვე჻ დევთა჻ შეეკაფნეს჻ შემოვები჻ ამოვწყვიტე჻ ყოლა჻ ვერას჻ ვერ჻ მეჴაფნეს჻ მათ჻ მონანი჻ დამიჴოცნეს჻ ჯაჭუნი჻ ავად჻ მოექაფნეს჻ საწუთრომან჻ დამაღრიჯა჻ ცქაფნი჻ მისნი჻ კულა჻ მეცქაფნეს჻

185. დევთა჻ ძახილი჻ ყუირილი჻ ზეცამდი჻ გაიცდებოდა჻ მათის჻ ლახტისა჻ ცემითა჻ ქუეყანა჻ დაიქცეოდა჻ ასნი჻ ერთპირად჻ მებრძოდეს჻ მაგრა჻ ვით჻ მამერეოდა჻ მზე჻ დააბნელეს჻ მტვერითა჻ ალვის჻ ხე჻ შეირხეოდა჻

186. უფროსი჻ რაზმი჻ დავფრიწე჻ შევლეწე჻ ქუაბთა჻ კარები჻ დიდი჻ რამ჻ დევი჻ მამიჴდა჻ მას჻ ჴელთა჻ ჰქონდა჻ ფარები჻ რქასა჻ ვსტაცე჻ და჻ ვითრიე჻ დღე჻ დაუყენე჻ მწარები჻ ხანჯლითა჻ ღვიძლი჻ გაუპე჻ რუდ჻ გაზდის჻ სისხლის჻ ღვარები჻

187. დაღამდა჻ ომი჻ დასწყნარდა჻ გუბათსა჻ დაჯდა჻ მთვარეო჻ დაჴოცილითა჻ დევითა჻ აივსო჻ იგი჻ არეო჻ მე჻ და჻ ასმათი჻ მარტონი჻ ჩავყრიდით჻ კლდეთა჻ არეო჻ ესე჻ ყუელაი჻ ასეა჻ სულო჻ ამოდი჻ ბარეო჻

188. აჰა჻ ძმაო჻ მაშინდიდგან჻ აქა჻ ვარდა჻ აქა჻ ვჰკუდები჻ ხელი჻ მინდორს჻ გავიჭრები჻ ზოგჯერ჻ ვსტირ჻ და჻ ზოგჯერ჻ ვბნდები჻ ესე჻ ქალი჻ არ჻ დამაგდებს჻ –არს჻ მისთვისვე჻ ცეცხლ჻ ნადები჻ ჩემად჻ ღონედ჻ სიკუდილისა჻ მეტსა჻ არას჻ არ჻ ვეცდები჻

189. რომე჻ ვეფხი჻ შვენიარი჻ სახედ჻ მისად჻ დამისახავს჻ ამად჻ მიყუარს჻ ტყავი჻ მისი჻ კაბად჻ ჩემად჻ მომინახავს჻ ესე჻ ქალი჻ შემიკერავს჻ ზოგჯერ჻ სულთქვამს჻ ზოგჯერ჻ ახავს჻ რადგან჻ თავი჻ არ჻ მამიკლავს჻ ჴმალი჻ ცუდად჻ მამიმახავს჻

190. მისსა჻ ვერ჻ იტყუის჻ ქებასა჻ ყოველი჻ ბრძენთა჻ ენები჻ მას჻ დაკარგულსა჻ ვიგონებ჻ მე჻ სიცოცხლისა჻ მთმენები჻ მას჻ აქათ჻ ვახლავ჻ ნადირთა჻ თავსა჻ მათებრვე჻ მხსენები჻ სხვად჻ არას჻ ვიაჯ჻ მღთისაგან჻ ვარ჻ სიკუდილისა჻ მქენები჻

191. მივიდეს჻ სადა჻ საყოფად჻ სახლი჻ დგა჻ მუნ჻ გებული჻ მოვიდა჻ ნახვად჻ ყოველი჻ მის჻ ქალაქისა჻ კრებული჻ მაშინვე჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ მორჭმით჻ ლაღი჻ შვებული჻ ენა჻ მის჻ დღისა჻ შვებასა჻ ყოლ჻ ვერ჻ იტყუის჻ კლებული჻

192. შერმადინს჻ უთხრა჻ უამბო჻ ყოუელაი჻ მისგან჻ ნახული჻ ანუ჻ ვინ჻ ჰპოვა჻ იგი჻ ყმა჻ მისგანვე჻ მზედ჻ დასახული჻ ავთანდილს჻ ცრემლი჻ უყოფდა჻ უბნობდა჻ თვალ჻ დაფახული჻ უმისოდ჻ მყოფსა჻ სწორად჻ მჩანს჻ ჩემთვის჻ დარბაზი჻ დახული჻

193. მუნ჻ ამბავი჻ შინაური჻ ყუელა჻ კაი჻ მოახსენა჻ შენი჻ წასულა჻ არვინ჻ იცის჻ რაცა჻ მითხარ჻ აგრე჻ ვქენა჻ მას჻ დღეს჻ მუნით჻ არ჻ წავიდა჻ ინადიმა჻ განისვენა჻ ცისკრად჻ შეჯდა჻ გაემართა჻ დღე჻ რა჻ მზემან჻ გაათენა჻

194. არცაღა჻ დაჯდა჻ ნადიმად჻ არცა჻ ქნა჻ კულა჻ ხალვათისა჻ შერმადინ჻ მახარობელი჻ წავა჻ მისულისა჻ მათისა჻ ფიცხლავ჻ წავიდა჻ სავალი჻ სამ჻ დღე჻ ვლო჻ დღისა჻ ათისა჻ მას჻ ლომსა჻ ნახვა჻ უხარის჻ მის჻ მზისა჻ მეკამათისა჻

195. შესთავლა჻ მეფე჻ უკადრი჻ ხარმცა჻ მორჭმით჻ და჻ დიდებით჻ ამა჻ საქმესა჻ ვიკადრებ჻ შიშით჻ კრძალვით჻ და჻ რიდობით჻ მის჻ ყმასა჻ ვერას჻ ვერ჻ მცნობი჻ უჴმობდი჻ თავსა჻ ფლიდებით჻ აწ჻ ვსცან჻ და჻ გაცნევ჻ ყოველსა჻ მოვალ჻ შვებით჻ და჻ მშვიდებით჻

196. როსტევან჻ მეფე჻ უკადრი჻ მორჭმული჻ შეუპოველი჻ შერმადინ჻ მოციქულობა჻ თვით჻ მოახსენა჻ ყოველი჻ ავთანდილ჻ მოვა჻ წინაშე჻ მის჻ ყმისა჻ ვისმე჻ მპოველი჻ ბრძანა჻ ვსცან჻ ჩემი჻ მღთისაგან჻ სააჯო჻ და჻ სათხოველი჻