... (H-757), 1671 წ.

395. მოვიხედე჻ მომეწია჻ რა჻ პატრონი჻ შენი჻ ვნახე ჴელმწიფობით჻ შემებრალნეს჻ ამად჻ ჴელი჻ არ჻ შევახე თუალთა჻ წინა჻ გამოვექეც჻ მეტი჻ არა჻ შეუზრახე ჩემი჻ ცხენი჻ უჩინოსა჻ ჰგავს჻ და჻ სხუასა჻ რასმც჻ ვასახე

396. კაცმან჻ ვერ჻ ასწრას჻ თუალისა჻ დაფახვა჻ დაწამწამება მას჻ გავექცევი჻ ვისგანცა჻ ჩემი჻ არას჻ ვსცნა჻ ამება მათ჻ თურქთა჻ მიღმა჻ გამეგო჻ მე჻ არას჻ არ჻ შეწამება ავად჻ ჰშვენოდა჻ მორევნა჻ და჻ ჩემი჻ დათამამება

397. აწ჻ ვაშად჻ მოხუე჻ მეამა჻ ნახვა჻ შენისა჻ პირისა ტანად჻ სარო჻ და჻ პირად჻ მზე჻ მამაცად჻ მზგავსი჻ გმირისა მაგრა჻ გარჯილხარ჻ არა჻ ხარ჻ გარდაუჴდელი჻ ჭირისა ძნელია჻ პოვნა჻ კაცისა჻ ღთივ჻ ზეცით჻ განაწირისა

398. ავთანდილ჻ უთხრა჻ ვით჻ მაქებ჻ საქები჻ ბრძენთა჻ ენისა მაგისად჻ ნაცვლად჻ რამც჻ ვიყავ჻ ღირსი჻ ქებისა჻ თქვენისა სახე჻ ხარ჻ მზისა჻ ერთისა჻ ზეცით჻ მნათისა჻ ზენისა რადგან჻ ვერ჻ შეგცულის჻ პატიჟი჻ ეგზომთა჻ ცრემლთა჻ დენისა

399. მოსრულ჻ ვარ჻ შენად჻ შეყრამდინ჻ ვიყავ჻ ამბვისა჻ მძებნელი რა჻ გნახე჻ შენგან჻ საჴუმილმან჻ ბნელსა჻ მიმატა჻ მე჻ ბნელი ეგე჻ მეც჻ ვიცი჻ მეცა჻ ვარ჻ მაგა჻ ლახუართა჻ მგებნელი ბოლოდ჻ იცოდი჻ სიკვდილი჻ ჩემგან჻ გაყრის჻ ა჻ მცებნელი

400. ამა჻ დღემან჻ დამავიწყა჻ გული჻ ჩემი჻ ვინ჻ დაბინდა დამიგდია჻ სამსახური჻ იგი჻ იქნას჻ რაღა჻ გინდა იაგუნდი჻ ეგრეცა჻ სჯობს჻ ათასჯერმცა჻ მინა჻ მინდა შენ჻ გეახლო჻ სიკვდილამდის჻ ამის჻ მეტი჻ არა჻ მინდა

401. ტარიელ჻ უთხრა჻ მე჻ შენი჻ გული჻ აწ჻ მემჴურვალების მიკვირს჻ თუ჻ ნაცვლად჻ მაგისად჻ შენ჻ ჩემი჻ რა჻ გევალების მაგრა჻ წესია჻ მიჯნური჻ მიჯნურსა჻ შეებრალების შენ჻ საყვარელსა჻ გაგყარო჻ ესე჻ რათ჻ გენაცვალების

402. წამოსრულხარ჻ ჩემად჻ ძებნად჻ პატრონისა჻ სამსახურად ღმერთმან჻ ქნა჻ და჻ გიპოვნივარ჻ შენცა჻ ცდილხარ჻ მამაცურად მაგრა჻ ჩემსა჻ რა჻ გიამბობს჻ გამოჭრილვარ჻ ასრე჻ თუ჻ რად მე჻ თუ჻ ვიტყვი჻ დამწუავს჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ შემიქს჻ ალად჻ მურად

403. ასმათ჻ უთხრა჻ ლომო჻ ცრემლით჻ მაგა჻ ცეცხლთა჻ არ჻ ეგების მე჻ ვითა჻ ვთქვა჻ წუევა჻ თქმისა჻ რათგან჻ ეგრე჻ არ჻ ეგების ვხედავ჻ ესე჻ ხელი჻ ვინმე჻ მოყმე჻ შენთუის჻ წაეგების ცნას჻ მიზეზი჻ შენთა჻ წყლულთა჻ ქმნას჻ რა჻ ღონე჻ აეგების

404. მეხვეწებოდა჻ ლამოდა჻ ჩემგან჻ რასამე჻ სმენასა ნუ჻ უყოს჻ ღმერთმან჻ გაძლება჻ მემცა჻ ვით჻ მივეც჻ ენასა თუ჻ რას჻ სცნობს჻ ვეჭო[ბ]჻ ამისგან჻ თქვენსა჻ რასამე჻ ლხენასა არს჻ უკეთესი჻ რაცაღა჻ სწადს჻ განგებასა჻ ზენასა

405. ამას჻ დაყმუნდა჻ ტარიელ჻ დამწუარი჻ დაალებული ასმათს჻ უბრძანა჻ მას჻ აქათ჻ შენ჻ ხარ჻ ჩემთანა჻ ხლებული რად჻ არა჻ იცი჻ უწამლო჻ არს჻ ლები჻ ესე჻ ლებული კვლა჻ ესე჻ ყმა჻ მწუავს჻ მტირალი჻ ცრემლითა჻ დავალებული

406. კაცმან჻ ვით჻ პოვოს჻ ღმერთისაგან჻ რაცა჻ არ჻ დანაბადია მით჻ გული჻ ჩემი჻ სახმილმან჻ აწ჻ ასრე჻ დანაბა჻ დია კვლა჻ გზასა჻ მიკრავს჻ მიჭირავს჻ მითქს჻ ბადე჻ დანაბადია აწ჻ ჴელთა჻ ნაცულად჻ ლხინისა჻ ჩალა჻ მაქვს჻ და჻ ნაბადია

407. მაგრა჻ ღმერთმან჻ მოწყალემან჻ მით჻ ცნობითა჻ ერთი჻ მზითა ორი჻ მისი჻ მოწყალება჻ დღესცა჻ მომცა჻ ამა჻ გზითა პირველ჻ შეჰყრის჻ მოყვარულთა჻ ჩემით჻ რათმე჻ მიზეზითა კვლა჻ ნუთუმცა჻ სრულად჻ დამწუა჻ ცეცხლთა჻ ცხელთა჻ ანაგზითა

408. მას჻ დღესა჻ ლომი჻ ტარიელ჻ შუებითა჻ აივსებოდა ჴელითა჻ ჴელსა჻ მოზიდვენ჻ ერთმანერთს჻ ეუბნებოდა მათთა჻ შემხედთა჻ მათთანა჻ ლალიცა჻ უმტუერდებოდა ჰგავს჻ თუ჻ მაშრიყი჻ შუქსა჻ ჰფენს჻ მზე჻ მათთვის჻ გაივსებოდა

409. ყმასა჻ უთხრა჻ ვინცა჻ კაცმან჻ ძმა჻ ანუ჻ თუ჻ დაცა჻ იდოს ჴამსო჻ მისთუის჻ სიკვდილსა჻ და჻ ჭირსა჻ თავი჻ არ჻ დარიდოს ღმერთმან჻ ერთი჻ რად჻ აცხოვნოს჻ თუ჻ მეორე჻ არ჻ წაწყმიდოს შენ჻ ისმენდი჻ მე჻ გიანბობ჻ რაღა჻ გინდა჻ წამეკიდოს

410. ასმათს჻ უთხრა჻ მოდი჻ მოჯე჻ თანა჻ წყალი჻ მოიტანე დაბნედილსა჻ მაპკურებდი჻ გული჻ მითა჻ გარდამბანე მკვდარი჻ მნახო჻ დამიტირო჻ სულთქმა჻ გაათანისთანე მე჻ სამარე჻ გამითხარე჻ აქა჻ მიწა჻ მიაკუანე

411. ღილჩაჴსნილი჻ საამბობლად჻ დაჯდა჻ მჴარნი჻ ამოყარნა ვითა჻ მზე჻ ჯდა჻ მოღრუბლებით჻ დიდხან჻ შუქნი჻ არ჻ ადარნა ვერ჻ გაახვნა჻ სასაუბროდ჻ მან჻ ბაგენი჻ გაამყარნა მერმე჻ სულთქნა჻ დაიზახნა჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ გარდმოყარნა

412. მოთქვამს჻ ჰაი჻ ჰაი჻ საყვარელო჻ ჩემო჻ ჩემთუინ჻ დაკარგულო იმედო჻ და჻ სოცოცხლეო჻ გონებაო჻ სულო჻ გულო ვინ჻ მოგკვეთა჻ არა჻ ვიცი჻ ხეო჻ ედემს჻ დანერგულო ცეცხლმან჻ ცხელმან჻ ვით჻ ვერ჻ დაგწუა჻ გულო჻ ასჯერ჻ დადაგულო

ტარიელისაგან თავისი ამბვის მბობა ოდეს ავთანდილს უამბო჻

413. ისმენდი჻ მიეც჻ გონება჻ ჩემთა჻ ამბავთა჻ სმენასა საუბართა჻ და჻ საქმეთა჻ ვისთა჻ ძლივ჻ ვათქმევ჻ ენასა იგი჻ ვინ჻ ხელმქმნის჻ მოველი჻ მისგან჻ აროდეს჻ ლხენასა ვისგან჻ შეუცავ჻ სევდასა჻ სისხლისა჻ ღუართა჻ დენასა