... (H-757), 1671 წ.

355. იმა჻ მოყმისა჻ ამბავი჻ არსად჻ არა჻ იპოვების თუით჻ თუ჻ არ჻ გითხრობს჻ არ჻ ითქმის჻ არ჻ ვისგან჻ დაიჯერების მოილოდინე჻ მოვიდეს჻ რაზომცა჻ დაგეყოვნების დადუმდი჻ ვარდსა჻ ნუ჻ აზრობ჻ ცრემლითა჻ ნუ჻ ითოვნების

356. ყმამან჻ უთხრა჻ ვარდო჻ დაჭნი჻ დრო჻ მოვიდა჻ შენის჻ ზრვისა ერთმანერთსა჻ მოეხუივნეს჻ ცრემლით჻ ჰკოცნენ჻ სახეპირსა ასმათ჻ ტირის჻ სისხლის჻ ცრემლსა჻ ტევრი჻ შექმნა჻ ნათხზის჻ თმისა იგი჻ ტირან჻ სოფლისათუის჻ და჻ სოფელი჻ მათთვის჻ ტირსა

357. გითხრა჻ თუ჻ ცოდნა჻ გწადიან჻ ჩვენისა჻ შენ჻ სახელისა ტარიელ჻ არის჻ სახელი჻ იმა჻ მოყმისა჻ ხელისა მე჻ ასმათ჻ მქვიან჻ რომელსა჻ წუა჻ მაქვს჻ ცეცხლისა჻ ცხელისა სულთქმა჻ სულთქმისა჻ ბევრისა჻ მაშა჻ თუ჻ არ჻ ერთხელისა

358. ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ გითხრობ჻ მე჻ სიტყუასა჻ ამისთანსა ისი჻ მინდორს჻ არონინებს჻ ტანსა჻ მყერთა჻ მემაჯანსა ვსჭამ჻ გლახ჻ მარტო჻ ნადირისა჻ მისგან჻ ჴორცსა჻ მონატანსა აწვე჻ მოვა჻ არა჻ ვიცი჻ თუ჻ დაჰყოვნის჻ დიდსა჻ ხანსა

359. ამას჻ გვედრებ჻ მოიცადო჻ თავი჻ სხვაგან჻ არსად჻ არო რა჻ მოვიდეს჻ შევეხვეწო჻ ნუ჻ თუ჻ ვით჻ რა჻ მოვაგვარო ერთმანერთსა჻ შეგამეცნე჻ თავი჻ შენი჻ შევაყუარო თუით჻ გიანბნანოს჻ საქმე჻ მისი჻ საყვარელსა჻ გაახარო

360. ტირს჻ ვაიმე჻ საყვარელო჻ წახუელ჻ რასმე჻ ქვეყანასა თავი჻ შენად჻ საძებარად჻ შევაცურვე჻ შიგან჻ ზღუასა მოვეშორვე჻ გამზრდელთ჻ და჻ სწორნი჻ ჩემნი჻ ვაგლახვასა ანუ჻ მოვჰკვდე჻ ანუ჻ დავრჩე჻ მოველოდდე჻ ნეტარ჻ რასა

361. უთხრა჻ დავო჻ ღმერთმან჻ შეზღოს჻ საიქიოს჻ მისაგები ღმერთსა჻ სწადდეს჻ ჩემი჻ ლხინი჻ ასრე჻ ამად჻ არ჻ ვიწვები ჩემთა჻ ცეცხლთა჻ დავსებასა჻ სხუასა჻ ვისმცა჻ ვეხვეწები თუ჻ მიბრძანებს჻ ჩემებრ჻ ხელსა჻ განაღამცა჻ ვიახლები

362. ქალი჻ ჰკადრებს჻ საუბართა჻ იგი჻ მოყმე჻ ატირდების ვაგლახ჻ მეო჻ საყვარელო჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მოედების჻ ვინ჻ შეიპყრა჻ გული჻ ჩემი჻ შენგან჻ კიდე჻ ვის჻ ჴელთდების ოდის჻ მამცეს჻ კაცსა჻ ხლებად჻ აქათ჻ ასრე჻ მემტერების

363. ქალსა჻ ყმამან჻ მოუსმინა჻ დაჰმორჩილდა჻ დართო჻ ნება ამა჻ ზედან჻ მოიხედნეს჻ ჴევით჻ ესმა჻ ჩხაპუნება მთუარე჻ წყალსა჻ გამოსრული჻ ვნახე჻ შუქთა჻ მოფინება უკურიდეს჻ აღარა჻ ქნეს჻ მუნ჻ ხანისა჻ დაყოვნება

364. ქალმან჻ უთხრა჻ ყმაო჻ ღმერთმან჻ მოგცა჻ ჟამად჻ რაცა჻ გინა მაგრა჻ თავი჻ უჩინო჻ ჰქმენ჻ დამალული჻ იყავ჻ შინა იმა჻ ყმისა჻ მეუნებლე჻ ჴორციელი჻ არავინა თუ჻ ვითა჻ რა჻ მოვაგვარო჻ შენი჻ ნახვა჻ არ჻ ეწყინა

365. ავთანდილ჻ ქვაბსა჻ დამალა჻ ქალმან჻ დამალვით჻ მალითა იგი჻ ყმა჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ ჰშვენოდა჻ კაპარჭჴრმალითა ატირდეს჻ მაღლად჻ ცრემლითა჻ ზღუათაცა჻ შესამალითა჻ ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭვრეტდა჻ ჭურეტითა჻ იდუმალითა

366. ამარტის჻ ფერად჻ შეცვალა჻ ბროლი჻ ცრემლისა჻ ბანამან დიდხან჻ იტირეს჻ ყმამან჻ და჻ მან჻ ქალმან჻ შაოსანამან შეჴსნა჻ შეიღო჻ აბჯარი჻ ცხენიცა჻ შეიყუანა჻ მან დადუმდეს჻ ცრემლნი჻ მოჰკვეთნა჻ შავმან჻ გიშრისა჻ დანამან

367. ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭვრეტდა჻ ტყვე჻ საკნით჻ ნააზატები მან჻ ქალმან჻ ქუეშე჻ დაუგო჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ნატები მას჻ ზედა჻ დაჯდა჻ იგი჻ ყმა჻ სულთქვამს჻ ჭირმონამატები სისხლისა჻ ცრემლსა჻ გაეწნა჻ შუა჻ გიშრისა჻ სატები

368. მან჻ ქალმან჻ ჴელყო჻ კვესითა჻ გზება჻ ცეცხლისა჻ ნელისა ეგონა჻ ჭამა჻ ხორცისა჻ შემწვრისა჻ შეუქნელისა მიუპყრა჻ ერთი჻ აჰჴლიჩა჻ ქნაა჻ საქმისა჻ ძნელისა ძალი჻ არ჻ ჰქონდა჻ დაუწყო჻ გამოყრა჻ უცოხნელისა

369. ცოტად჻ მიწვა჻ მიიძინა჻ თუცა჻ ყოლა჻ ვერა჻ მეტი შეკრთა჻ დიდნი჻ დაიზახნა჻ წამოვარდა჻ ვითა჻ რეტი იზახდის჻ და჻ წამწამ჻ იკრის჻ გულსა჻ ლოდი჻ თავსა჻ კეტი ცალკერძ჻ ზის჻ და჻ პირსა჻ იხოკს჻ ქალი჻ მისი჻ შენამჭურეტი

370. რად჻ დაბრუნდი჻ მოახსენა჻ მითხარ჻ რაცა჻ წაგეკიდა მან჻ უბრძანა჻ მონადირე჻ მეფე჻ ვინმე჻ გარდმეკიდა ჰყვეს჻ ლაშქარნი჻ უთვალავნი჻ ბარგი჻ მძიმედ჻ აეკიდა იგი჻ მინდორს჻ ნადირობდა჻ დაეფანჩვა჻ მარეკი჻ და

371. სევდად჻ მეცა჻ კაცთა჻ ნახვა჻ ცეცხლი჻ უფრო჻ გავიალე არ჻ მივეო჻ ახლოს჻ შეყრად჻ თავი჻ ჩემი჻ შევიწყალე მათგან჻ მკრთალი჻ შემოვბრუნდი჻ ტყესა჻ შიგან჻ დავიმალე თქუა჻ ნუთუმცა჻ უკუმრიდა჻ რა჻ გათენდეს჻ წავალ჻ ხვალე

372. ქალსა჻ ცრემლნი჻ გარდმოსცუივდეს჻ ასნაკეცნი჻ ბევრისბევრად მოახსენა჻ მჴეცთა჻ თანა჻ იარები჻ მარტო჻ ტევრად არას჻ კაცსა჻ არ჻ იახლებ჻ საუბრად჻ და჻ შემაქცევრად მას჻ მაგითა჻ ვერას჻ არგებ჻ დღეთა჻ შენთა჻ ცუდად჻ ლევ჻ რად

373. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ ერთობ჻ სრულად჻ მოგივლია ერთი჻ კაცი჻ შემაქცევლად჻ შენად჻ ვითა჻ დაგელია გიახლოს჻ და჻ არ჻ გაშმაგდე჻ თუცა჻ ჭირი჻ არ჻ გაკლია შენ჻ მოჰკვდე჻ და჻ იგი჻ წაჴდეს჻ ესე჻ შენთუის჻ რა჻ მადლია

374. უბრძანა჻ დავო჻ ეგეა჻ მსგავსი჻ შენისა჻ გულისა მაგრა჻ არ჻ არის჻ ქვეყანად჻ წამალი჻ ამა჻ წყლულისა ვის჻ ძალუც჻ პოვნა჻ კაცისა჻ თვით჻ სოფლად჻ არმოსრულისა ჩემი჻ ლხინია჻ სიკვდილი჻ გაყრა჻ ჴორცთა჻ და჻ სულისა