... (H-757), 1671 წ.

414. ჰინდოეთს჻ შუიდთა჻ მეფეთა჻ ყოვლი჻ კაცი჻ ხართ჻ მცნობელი ექვსი჻ სამეფო჻ ფარსადანს჻ ჰქონდა჻ თუით჻ იყო჻ მპყრობელი უხვი჻ მდიდარი჻ უკადრი჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი ტანად჻ ლომი჻ და჻ პირად჻ მზე჻ ომად჻ მძლე჻ რაზმთა჻ მწყობელი

415. მამა჻ ჩემი჻ ჯდა჻ მეშვიდე჻ მეფე჻ მებრძოლთა჻ მზარავი სარიდან჻ ერქვა჻ სახელად჻ მტერთა჻ სრვად჻ დაუფარავი ვერვინ჻ ჰკადრებდის჻ წყენასა჻ ვერ჻ ცხადი჻ ვერცა჻ მპარავი ნადირობდის჻ და჻ იშვებდის჻ საწუთროგაუმწარავი

416. ხალვა჻ მოსძულდა჻ შეექმნა჻ გულს჻ კაეშანთა჻ ჯარები თქვა჻ წამიღია჻ მტერთაგან჻ ძლევით჻ ნაპირთა჻ არები ყოვლგნით჻ გამისხმან჻ მორჭუმით჻ ვზი჻ მაქვ჻ ზეიმი჻ და჻ ზარები ბრძანა჻ წავალ჻ და჻ მეფესა჻ ფარსადანს჻ შევეწყნარები

417. ფარსადანს჻ წინა჻ დაასკვნა჻ გაგზავნა჻ მოციქულისა შესთუალა჻ შენ჻ გაქვს჻ მეფობა჻ ჰინდოეთისა჻ სრულისა აწ჻ მე჻ მწადს჻ თქვენსა჻ წინაშე჻ მეცა჻ ვცნა჻ ძალი჻ გულისა სახელი჻ დარჩეს჻ ჩემისა჻ ერთგულად჻ ნამსახურისა

418. ფარსადან჻ შექმნა჻ ზეიმი჻ ამა჻ ამბისა჻ მცნობელმან შესთუალა჻ ღმერთსა჻ მადლობა჻ შევსწირე჻ ჴმელთა჻ მფლობელმან რადგან჻ ეგე჻ ჰქენ჻ მეფემან჻ ჩემებრ჻ ჰინდოეთს჻ მჯდომელმან჻ აწ჻ მოდი჻ ასრე჻ პატივ჻ გცე჻ ვითა჻ მამამან჻ მშობელმან

419. მოვიდა჻ კაცი჻ მეფისა჻ იგი჻ დღე჻ ღამე჻ იაროს სარიდან჻ ჰკადრა჻ მეფემან჻ დავედრე჻ წამოიაროს თუ჻ ვინმე჻ ჰყვანდეს჻ მოსარჩლე჻ ვარგულად჻ გაეზიაროს სხუად჻ კიდე჻ ნუ჻ დაიყოვნის჻ ფიცხლად჻ უდგმულოდ჻ იაროს

420. ერთი჻ სამეფო჻ საკარგყმო჻ უბოძა჻ ამილბარობა თვით჻ ამირბარსა჻ ჰინდოეთს჻ აქვს჻ ამირსპასალარობა მეფე჻ რა჻ დაჯდეს჻ არა჻ სჭირს჻ ჴელისა჻ მიუმცდარობა სხუად჻ პატრონია჻ მართ჻ ოდენ჻ არა჻ აქვს჻ კეისარობა

421. თუით჻ მეფემან჻ მამაჩემი჻ დაიჭირა჻ სწორად჻ თავსა თქვა჻ ჩემებრი჻ ამირბარი჻ ნაძლევი჻ ვარ჻ ვისცა჻ ჰყავსა ლაშქრობდის჻ და჻ ნადირობდის჻ აძლევდიან჻ მტერნი჻ ზავსა მას჻ არა჻ ვჰგავ჻ ასრე჻ ვითა჻ მე჻ სხუა჻ კაცი჻ არა჻ მგავსა

422. მეფემ჻ უძღუნა჻ მრავალი჻ ოქრო჻ და჻ საჭურჭლენია კვლა჻ სხუაგნით჻ ნიბათნობათი჻ თეთრი჻ ქორი჻ და჻ ცხენია რად჻ მწყალობ჻ ლომო჻ ფარსადან჻ რაცა჻ მაქვ჻ ყუელა჻ შენია შენ჻ გმორჩილობენ჻ მნათობნი჻ მათ჻ ვარდი჻ კრიფონ჻ შენ჻ ია

423. ვინადიროთ჻ მხიარულთა჻ მშვილდისრითა჻ მოვსრათ჻ ველი ტახტი჻ დადგით჻ მაღრიბული჻ ჩემგან჻ მოსვლად჻ ნურას჻ მელი ჩარყაფების჻ ორხაოთა჻ გააკეთეთ჻ ზოგან჻ ჴელი ედემისა჻ მსგავსად჻ ჰკაზმეთ჻ გაახარეთ჻ ჩუენი჻ მზრდელი

424. მუნ჻ მეფესა჻ მოეკაზმეს჻ სახლი჻ ამო჻ სიტურფითა თუალ჻ გუარი჻ მოაფრქვივეს჻ მუშაკსა჻ ჰფენენ჻ სუმბულთა ასრე჻ ტურფად჻ მოუკაზმეს჻ ჴელმწიფესა჻ მართებს჻ ვითა მისი჻ ფერი჻ სურნელება჻ ჴამს჻ აღიძრას჻ სამოთხისა

425. თუ჻ რა჻ სადა჻ საჴელმწიფო჻ შესაქცევი჻ პოვეს჻ სათა შესხდეს჻ თანა჻ წაიტანეს჻ ზოგნი჻ ძებნად჻ არნეს჻ სხუათა მას჻ დღე჻ სროლა჻ მათი჻ იყო჻ შეყრილობა჻ კაცი჻ სპათა მისნი჻ მჭურეტნი჻ გაეკვირნეს჻ მისთა჻ ეგზომ჻ ქცევაზმათა

426. დღესა჻ ერთსა჻ ავაზათა჻ შეექცეს჻ და჻ ამოსწყვიდეს მეორესა჻ შავარდნითა჻ და჻ ქორითა჻ ინადირეს მესამესა჻ დღესა჻ შესხდეს჻ ავაზებსა჻ მოასხმიდეს ვინცა჻ ნახეს჻ ქება჻ ჰკადრეს჻ არ჻ აიგდეს჻ არ჻ იკილთეს

427. კვირას჻ ერთსა჻ ინადირეს჻ რაცა჻ პოვეს჻ ჯარი჻ ჰჴოცდეს სტუმარი჻ და჻ ჴელმწიფენი჻ ისრიან჻ და჻ ამოდ჻ ჰმჴოცდეს ლაღობითა჻ ნადირობდეს჻ მჴეცთა჻ ჰჴოცდეს჻ ორმოც჻ ოცდეს ნაძლევითა჻ ავს჻ ისპასა჻ იმათსიგან჻ ამოჰჴოცდეს

428. რა჻ გათავდა჻ ნადირობა჻ წამოვიდეს჻ მხიარული ჩამოჰხდეს჻ და჻ ჭამად჻ დასხდეს჻ მეფეს჻ მიაჩს჻ ტახტი჻ სრული კაცის჻ თუალმან჻ რამცა჻ ნახა჻ სხუა჻ მისებრი჻ მოკაზმული აჰა჻ ძმაო჻ მაშინდიდგან჻ მე჻ მაქვს჻ ჩემი჻ გული჻ წყლული

429. გარდიჴადეს჻ ნადიმობავით჻ გასმია჻ ჴელმწიფესა ილხენდეს჻ და჻ თამაშობდეს჻ შესაფერად჻ ქცევაზნისა ლალი჻ მრთელი჻ იაგუნდი჻ ფანტვა჻ იყო჻ გუირგუინისა მე჻ სად჻ ღირსვარ჻ მისთა჻ თქუმათა჻ მძებნელი჻ ვარ჻ იმა჻ გზისა

430. მეფემ჻ უძღვნა჻ მამაჩემსა჻ უსაზომო჻ საბოძვრითა დიდრუანი჻ ტაბაკები჻ სავსე჻ თვალთაგუარითა უბრძანებდა჻ სარდან჻ შვილო჻ მით჻ ამოთა჻ საუბრითა თავსა჻ ხურვენ჻ უცხოს჻ რასემეს჻ მუშაკთა჻ და჻ ამბარითა

431. ლხინობდეს჻ და჻ თამაშოობდეს჻ გამოვიდეს჻ ღამედღნი ღ~თისა჻ იყო჻ ბრძანებანი჻ საწუთროსა჻ კარის჻ მღენი დაორსულდა჻ დედაჩემი჻ მოდგედ჻ სრასა჻ ძღუნის჻ მომღენი ღონე჻ მქონდეს჻ არ჻ მინდოდა჻ თქმა჻ ამბავთა჻ ეგრე჻ შენი

432. კრულმც჻ არს჻ ჩემი჻ დაბადება჻ ჴელმწიფესა჻ აცნობესა჻ ვაჟი჻ მიხუდა჻ ამილბარსა჻ დედოფალსა჻ შეჰკადრესა ლხინი჻ მოგუცა჻ შემოქმედმან჻ ნუ჻ მოვიწყენთ჻ ეგრე჻ თქვესა ილხენდეს჻ და჻ თამაშობდეს჻ შეჭირვება჻ დაჰკარგესა

433. ამის჻ მეტსა჻ ვეღარ჻ უძლებ჻ ასმათ჻ გკადროს჻ რაცა჻ ვქენა ადგა჻ ასმათ჻ დაუწყნარდა჻ ყველა჻ წურილად჻ მოახსენა მე჻ სოფელსა჻ აღარ჻ უნდი჻ მით჻ საქმითა჻ შევიგენა ესე჻ თქვა჻ და჻ ყმამან჻ სულთქნა჻ კვლა჻ დაუწყო჻ ცრემლმან჻ დენა