... (H-757), 1671 წ.

375. ღმერთმან჻ სხუაცა჻ ეტლსა჻ ჩემსა჻ რადმცა჻ კაცი჻ რად჻ დაბადა სიახლე჻ და჻ საუბარი჻ თუმცა჻ მისი჻ მე჻ მეწადა ვინმცა჻ გასძლნა჻ ჭირნი჻ ჩემნი჻ ანუ჻ ვინმცა჻ შეეცადა შენგან჻ კიდე჻ ჴორციელი჻ დავო჻ მივის჻ არასადა

376. ქალმან჻ ჰკადრა჻ არ჻ გამიწყრე჻ ვიშიშვი჻ და჻ ვიაჯ჻ დია რათგან჻ ღმერთსა჻ ვაზირობა჻ შენი჻ ჩემზედ჻ მოუგდია ვერ჻ დავმალავ჻ უკეთესი჻ რაცა჻ საქმე჻ გამიცდია არა჻ ვარგა჻ უსაზომო჻ ზომსა჻ თავი჻ გარდგიჴდია

377. მისი჻ მძებლენი჻ იყომცა჻ ჭკუვითა჻ მეტის჻ მეტითა შენ჻ კაცთა჻ ნაცვლად჻ ნადირთა჻ ახლავ჻ გულითა჻ რეტითა სჯობს჻ ერთი჻ კაცი჻ იახლო჻ ილხენდე჻ მისით჻ ჭურეტითა ვით჻ იადონი჻ არ჻ მოჰკვდე჻ ბულბული჻ თესლთა჻ კვნეტითა

378. ყმამან჻ უთხრა჻ რას჻ მენუკვი჻ არა჻ ვიცი჻ გამიცხადე კაცი჻ ჩემად჻ სამსახურად჻ უღმრთოდ჻ მემცა჻ ვით჻ დავბადე ღმერთსა჻ ჩემი჻ უბედობა჻ უნდა჻ მემცა჻ რას჻ ვეცადე განაღამცა჻ გავნადირდი჻ თავი჻ ასრე჻ გავიჴადე

379. ქალმან჻ კვლა჻ ჰკადრა჻ გაგსაჯე჻ მეტითა჻ შეგონებითა მაგრა჻ თუ჻ კაცი჻ მოგგვარო჻ მოგყვეს჻ თავისა჻ ნებითა იგი჻ გიახლოს჻ ილხენდე჻ მისითა჻ შემეცნებითა ფიცე჻ არ჻ მოჰკლა჻ არ჻ იყო჻ არ჻ სავნებლისა჻ ვნებითა

380. მან჻ უბრძანა჻ თუ჻ მიჩუენებ჻ ვნახავ჻ დიდად჻ გავიხარებ სიყვარულმან჻ მისმან჻ ვისთუის჻ ხელი჻ მინდორს჻ თავსა჻ ვარებ არას჻ ვუზამ჻ უგემურსა჻ არა჻ ოდეს჻ გავამწარებ რაცა჻ ჩემგან჻ ეამების჻ ვაამებ჻ და჻ შევიყუარებ

381. ქალი჻ ადგა჻ და჻ წავიდა჻ მის჻ ყმისა჻ მოსაყუანებლად არ჻ ეწყინაო჻ უამბობს჻ არს჻ მისად჻ მაგულვანებლად ჴელი჻ მოჰკიდა჻ მოჰყვანდა჻ ვით჻ მთუარე჻ მოსავანებლად იგი჻ რა჻ ნახა჻ ტარიელ჻ თქვა჻ მზისა჻ დასაგუანებლად

382. გამოეგება჻ ტარიელ჻ მართებს჻ ორთავე჻ მზე჻ დარად ანუ჻ ცით჻ მთუარე჻ უღრუბლოდ჻ შუქთა჻ მოჰფენდეს჻ ქვე჻ ბარად რომე჻ მათთანა჻ ალვისა჻ ხეცა჻ ვარგიყოს჻ ხედ჻ არად ჰგუანდეს჻ შვიდთავე჻ მნათობთა჻ სხუადმცა჻ რისად჻ ვთქვა჻ მე჻ და჻ რად

383. მათ჻ აკოცეს჻ ერთმანერთსა჻ უცხოობით჻ არ჻ დაჰრიდეს ვარდსა჻ ჰჴლეჩდეს჻ ბაგეთაგან჻ კბილნი჻ თეთრნი჻ გამოსჭუირდეს ყელი჻ ყელსა჻ გადააჭუდეს჻ ერთმანერთსა჻ აუტირდეს ქარვად჻ შექმნეს჻ იაგუნდნი჻ მათნი჻ თუმცა჻ ლალად჻ ღირდეს

384. მობრუნდეს჻ ყმამან჻ ავთანდილს჻ ჴელი჻ შეუპყრა჻ ჴელითა ერთგან჻ დასხდეს჻ და჻ იტირეს჻ დიდხან჻ ცრემლითა჻ ცხელითა ასმათი჻ სულსა჻ უღებდა჻ სიტყუითა჻ საკუირველითა თავთა჻ ნუ჻ დაჰჴოცთ჻ ნუ჻ ბნელიქთ჻ მზესა჻ თქვენითა჻ ბნელითა

385. ტარიელის჻ ვარდი჻ იყო჻ დათრთვილული჻ არდაზრული ყმასა჻ უთხრა჻ მესწრაფების჻ მითხარ჻ შენი჻ დაფარული ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ სით჻ მოსულხარ჻ სადაური჻ სით჻ მოსრული მე჻ სიკვდილსა჻ აღარ჻ ვახსოვ჻ ვარ჻ მისგანცა჻ განწირული

386. ავთანდილ჻ გასცა჻ პასუხი჻ სიტყვები჻ ლამაზებია ლომო჻ და჻ გმირო჻ ტარიელ჻ ვის჻ თავი჻ გინაზებია მე჻ ვარ჻ არაბი჻ არაბეთს჻ არს჻ ჩემი჻ დარბაზებია მიჯნურობითა჻ დამწუარვარ჻ ცეცხლი჻ უშრეტი჻ მგზებია

387. მე჻ პატრონისა჻ ჩემისა჻ ასული჻ შემყუარებია თუით჻ მეფედ჻ მათად჻ მას჻ ხედვენ჻ მონები჻ მკლავმაგრებია თუცა჻ არ჻ მიცნობ჻ გინახავ჻ თუ჻ ვით჻ გიაზრებია გახსოვსცა჻ ოდეს჻ დაჰჴოცენ჻ მონები჻ არსაპყრებია

388. შენ჻ მინდორს჻ გნახეთ჻ გაჭრილი჻ ჩუენ჻ ზედა჻ გარდგეკიდენით პატრონი჻ ჩემი჻ გაგიწყრა჻ ჩვენ჻ ხაფად჻ წაგეკიდენით გიჴმეთ჻ არ჻ მოხველ჻ ლაშქარნი჻ უკანა჻ გამოგკიდენით შენ჻ ველნი჻ წითლად჻ შეღებენ჻ სრულად჻ სისხლისა჻ კი჻ დენით

389. ყველაკასა჻ მათრაჴითა჻ თავი჻ უჴრმლოდ჻ გარდაჰკვეთეთ მეფე჻ შეჯდა჻ დაგუეკარგე჻ კვალი჻ შენი჻ ვერ჻ მოვკვეთეთ ვითა჻ ქაჯი჻ დაგუემალე჻ მონებიცა჻ დავაფეთეთ ამან჻ უფრო჻ დაგუაშმაგნა჻ თავი჻ სრულად჻ გავაშეთეთ

390. ჭმუნვა჻ შეექმნა჻ თქვენც჻ იცით჻ ჴელმწიფე჻ ნებიერია მოგნახეს჻ გძებნეს჻ ყოველგან჻ მათ჻ რუკა჻ დაუწერია ვერ჻ ნახეს჻ შენი჻ ნახული჻ ვერცა჻ ყმა჻ ვერცა჻ ბერია აწ჻ გამომგზავნა჻ რომელსა჻ ვერ჻ მზე჻ ჰგავს჻ ვერ჻ ეთერია

391. მიბრძანა჻ მიცან჻ ამბავი჻ მის჻ მზისა჻ წარჴდომილისა მაშინ჻ ვარ჻ მქმნელი჻ საქმისა჻ მის჻ შენგან჻ მონდომილისა სამ჻ წლამდის჻ მითხრა჻ დადენა჻ უმისოდ჻ ცრემლთა჻ მილისა არ჻ გიკვირს჻ გავსძელ჻ ვერჭურეტა჻ მისისა჻ მე჻ ღიმილისა

392. აქანამდის჻ მნახავიცა჻ კაცი჻ შენი჻ არ჻ მენახა ქურდნი჻ ვნახენ჻ რომე჻ თქუენთვის჻ სიტყვა჻ რამე჻ გაემკვახა მათრაჴითა჻ ჩამოგეგდო჻ ერთი჻ მკვდართა჻ დაგესახა მათ჻ მასწავლეს჻ ძმა჻ რომელთა჻ სულმობრძავი჻ სამე჻ გლახა

393. ტარიელსცა჻ აეჴსენა჻ ომი჻ მათი჻ მაშინდელი იტყვის჻ მახსოვს჻ ეგე჻ საქმე჻ თუცა჻ არის჻ ადრინდელი ერთგან჻ გნახენ჻ ნადირობას჻ შენ჻ და჻ შენი჻ მე჻ გამზრდელი მით჻ ვტიროდი჻ მომეგონა჻ მე჻ გლახ჻ ჩემი჻ წარმწყმედელი

394. რას჻ მაქნევდით჻ რა჻ გინდოდა჻ ერთმანერთსა჻ რათა჻ ვჰგუანდით თქუენ჻ მორჭმულნი჻ სთამაშობდით჻ ჩვენ჻ მტირალნი჻ ღაწუსა჻ ვბანდით რა჻ მონანი჻ შესაპყრობლად჻ მომწიენით჻ გაგულვანდით აწ჻ ვეჭუ჻ რომე჻ ჩემად჻ ნაცვლად჻ თანა჻ მკვდართა჻ მიიტანდით