... (H-757), 1671 წ.

434. ძე჻ არა჻ ესვა჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა჻ მზისა჻ დარსა ჭმუნვა჻ ჰქონდა჻ ჟამი჻ იყო჻ მით჻ აეხუნეს჻ სპანი჻ ზარსა ვაი჻ კრულია჻ დღემცა჻ იგი჻ მე჻ მივეცი჻ ამილბარსა მეფემან჻ თქვა჻ შვილად჻ გავზრდი჻ თვით჻ ჩემივე჻ გუარი჻ არსა

435. მეფემან჻ და჻ დედოფალმან჻ მიმიყვანეს჻ შვილად჻ მათად საპატრონოდ჻ მზრდიდეს჻ სრულთა჻ ლაშქართა჻ და჻ ქვეყანათად ბრძენთა჻ მიმცეს჻ სასწავლელად჻ ჴელმწიფეთა჻ ქცევაქნათად მოვიწიფე჻ დავემსგავსე჻ მზესა჻ თვალად჻ ლომსა჻ ნაკვთად

436. ასმათ჻ მითხრობდი჻ რაცა჻ სცნა჻ ჩემგან჻ ამბობა჻ ცილისა ხუთისა჻ წლისა჻ შევიქენ჻ მსგავსი჻ ვარდისა჻ შლილისა ჭირად჻ არ჻ მიჩნდის჻ ლომისა჻ მოკლვა჻ მართ჻ ვითა჻ სილისა არა჻ ჰგავიდოდის჻ ფარსადანს჻ მისი჻ არასუმა჻ შვილისა

437. ნადიმსა჻ შიგან჻ მოყმენი჻ სიცილით჻ მოგეგებნიან მოასპარეზე჻ მესროლთა჻ ღონე჻ ჩემგანვე჻ ძებნიან მებრძოლთა჻ შიგან჻ მებრძოლნი჻ ვერავინ჻ ვერ჻ შემებნიან თუით჻ შუბოსანი჻ ჩემებრი჻ არავინ჻ არ჻ ეგებნიან

438. მე჻ ხუთისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ დაორსულდა჻ დედოფალი ესე჻ რა჻ თქვა჻ ყმამან჻ სულთქნა჻ ცრემლით჻ ბრძანა჻ შობა჻ ქალი დაბნედასა჻ მიეწურა჻ ასმათ჻ ასხა჻ გულსა჻ წყალი თქვა჻ მაშინვე჻ მზესა჻ ჰგუანდა჻ აწ჻ მედების჻ ვისგან჻ ალი

439. წიგნი჻ წიგნსა჻ ეცემოდა჻ დედოფალი჻ ოდეს჻ შობდა მოციქული჻ მოციქულსა჻ ჰინდოეთი჻ სრულად჻ სცნობდა მზე჻ და჻ მთუარე჻ განსცხრებოდეს჻ სიხარულით჻ ცა჻ ნათობდა ყოვლი჻ არსად჻ შემოსრული჻ მხიარული჻ თამაშობდა

440. ასმათ჻ შენცა჻ ხარ჻ მოწამე჻ ჩემისა჻ ფერმიხდილისა მზესა჻ მე჻ ვსჯობდი჻ შუენებით჻ ვით჻ ბინდსა჻ ჟამი჻ დილისა იტყოდეს჻ ჩემი჻ მნახავნი჻ მსგავსია჻ ედემს჻ ზრდილისა აწ჻ მაშინდლისა჻ ჩემისა჻ სახე჻ ვარ჻ ოდენ჻ ჩრდილისა

441. ქება჻ არ჻ ითქუმის჻ ენითა჻ აწ჻ ჩემგან჻ ნაუბარითა ფარსადან჻ დაჯდა჻ ხარებად჻ ზეიმითა჻ და჻ ზარითა ყოვლგნით჻ მოვიდეს჻ მეფენი჻ ნიჭითა჻ მრავალგუარითა საჭურჭლე჻ გასცეს჻ აივსნეს჻ ლაშქარნი჻ საბოძვარითა

442. საშობელი჻ გაიყარა჻ ზრდა჻ დაგუიწყეს჻ მე჻ და჻ ქალსა მართ჻ მაშინვე჻ ჰგვანდა჻ იგი჻ მზისა჻ შუქთა჻ ნასამალსა უყვარდით჻ და჻ სწორად჻ უჩნდით჻ მეფესა჻ და჻ დედოფალსა აწ჻ ვახსენებ჻ ვისგან჻ ჩემი჻ დაუდაგავს჻ გული჻ ალსა

443. ყმა჻ დაბნდა჻ რა჻ სახელისა჻ ხსენებასა჻ მიეწურა ავთანდილსცა჻ აეტირა჻ მისმან჻ ცეცხლმან჻ გულსა჻ ჰმურა ქალმან჻ სულად჻ მოაქცია჻ მკერდსა჻ წყალი჻ დააპკურა თქვა჻ ისმენდი჻ მაგრა჻ ჩემი჻ სიკვდილისა჻ დღე჻ დასტურა

444. მას჻ ქალსა჻ ნესტანდარეჯან჻ იყო჻ სახელად჻ ჴმობილი შვიდისა჻ წლისა჻ შეიქმნა჻ ქალი჻ წყნარი჻ და჻ ცნობილი მთუარისა჻ მსგავსიმზისაგან჻ შვენებით჻ არშეფრობილი მისსა჻ ვით჻ გასძლებს჻ გაყრასა჻ გული჻ ალმასი჻ წდობილი

445. იგი჻ ასრე჻ მოიწიფა჻ მე჻ შემეძლო჻ შესულა჻ ომსა მეფე჻ ქალსა჻ ვით჻ ხედვიდა჻ მეფობისა჻ ქნისა჻ მწთომსა მამასავე჻ ჴელთა჻ მიმცეს჻ რა჻ შევიქენ჻ ამა჻ ზომსა ვბურთობდი჻ და჻ ვნადირობდი჻ ვით჻ კატასა჻ ვჴოცდი჻ ლომსა

446. მეფემან჻ სახლი჻ ააგო჻ შიგან჻ სამყოფი჻ ქალისა ქვად჻ ფაზარი჻ სხდა჻ კუბო჻ დგა჻ იაგუნდისა჻ თუალისა პირსაა჻ ბაღჩა჻ და჻ საბანლად჻ სარაჯი჻ ვარდისწყალისა იგი჻ მუნ჻ იყვის჻ მედების჻ ვისგან჻ საჴუმილი჻ ალისა

447. დღე჻ და჻ ღამე჻ მუჯამრითა჻ ეკმევოდის჻ ალვა჻ თლილი ზოგჯერ჻ კოშკს჻ ჯდის჻ ზოგჯერ჻ ბაღჩას჻ ჩამოვიდის჻ რა჻ დგის჻ ჩრდილი დავარ჻ იყო჻ და჻ მეფისა჻ ქვრივი჻ ქაჯეთს჻ გათხოვილი და჻ მას჻ სიბრძნისა჻ სასწავლელად჻ თვით჻ მეფემან჻ მისცა჻ შვილი

448. სრა჻ ედგა჻ მოფარდაგული჻ ოქსინოთა჻ და჻ შარდითა ვერვინ჻ ვხედევდით჻ შეიქმნა჻ პირითა჻ მინავარდითა ასმათ჻ და჻ ორნი჻ მონანი჻ ჰყვიან჻ იმღერდის჻ ნარდითა მუნ჻ იზრდებოდის჻ ტანითა჻ გაბაონს჻ განაზარდითა

449. თხუთმეტისა჻ წლისა჻ ვიყავ჻ მეფე჻ მზრდიდა჻ ვითა჻ შვილსა დღისით჻ ვიყუი჻ მას჻ წინაშე჻ გამიშვებდის჻ არცა჻ ძილსა ძალად჻ ლომსა჻ თვალად჻ მზესა჻ ტანად჻ ვგუანდი჻ ედემს჻ ზრდილსა სროლასა჻ და჻ ასპარეზსა჻ აქებდიან჻ ჩემგან჻ ქნილსა

450. რა჻ მინდორს჻ შვჯდი჻ ზარითა჻ ჴმა჻ იყო჻ ბუკთა჻ ცემისა თანა჻ მყვის჻ სპისა჻ სიმრავლე჻ მსგავსი჻ ფუტკრისა჻ რემისა ჭურეტად჻ ქალყმები჻ დაჯრილა჻ დგას჻ თემისა჻ და჻ თემისა ვინ჻ მნახის჻ ეყვის჻ ერთ჻ წლამდის჻ კვეხა჻ ნახუისა჻ ჩემისა

451. მოსრნის჻ მხეცნი჻ და჻ ნადირნი჻ ისარმან჻ ჩემგან჻ სრეულმან მერმე჻ ვიბურთი჻ მოედანს჻ მინდორით჻ შემოქცეულმან შევიდი჻ შევქმნი჻ ნადიმი჻ ნიადაგ჻ ლხინსა჻ ჩვეულმან აწ჻ საწუთროსა჻ გამყარა჻ პირმან჻ ბროლბალახშეულმან

452. მამა჻ მომიკვდა჻ მოვიდა჻ დღე჻ სიკვდილისა჻ მისისა ქნა჻ გაუცუდდა჻ ფარსადანს჻ ნიშატისა჻ და჻ ნიშისა მათ჻ გაეხარნეს჻ ვის჻ ზარი჻ დალევდის჻ მისგან჻ შიშისა ერთგულთა჻ შექნეს჻ ვაება჻ მტერთა჻ ხსენება჻ იშისა

453. მე჻ წელიწდამდის჻ ბნელსა჻ ვჯე჻ საწუთროგაცუდებული დღისით჻ და჻ ღამით჻ ვვაებდი჻ ვერვისგან჻ სულდაღებული გაყვანად჻ ხასნი჻ მოვიდეს჻ მითხრეს჻ მეფისა჻ მცნებული ებრძანა჻ შვილო჻ ტარიელ჻ ნუ჻ ხარ჻ შავითა჻ ღებული