... (S-3077), XVIII ს.

წამოსულა ინდოეთს ხორაზმის შვილი საქორწილოთ჻

139. ხორაზმით჻ გამოემართა჻ რეოზან჻ შვილის჻ თავნი[...]჻ მენავეთაცა჻ უბძანეს჻ მოჰკაზმეთ჻ ყოლგნით჻ ნავნი[...]჻ მთავრე჻ კირჩხიბსა჻ ზედაჯდეს჻ ჩააწყუეთ჻ ბარგიანი[...]჻ მათსა჻ ქებასა჻ ვინ჻ დასწერს჻ ენამ჻ იკრძალოს჻ თავნიდა[...]჻

140. მოვიდა჻ კაცი჻ სასიძო჻ მოვალო჻ მოსულა჻ გვახარ[...]჻ მაგრამ჻ თუ჻ ღმერთი჻ რას჻ უზამს჻ არა჻ იცოდა჻ გლახ჻ არა჻ მეფესა჻ მიხუდა჻ სიამე჻ არ჻ სიტყუა჻ ივა჻ გლახ჻ არა჻ მიბრძანა჻ ახლოს჻ მიმისვა჻ მოდიო჻ თავი჻ დახ჻ არა჻

141. მიბრძანე჻ ჩემთვის჻ ესე჻ დღე჻ ლხინი჻ და჻ სიხარულია჻ გარდავიჴადო჻ ქორწილი჻ ჴამს჻ ვითრა჻ დარიულია჻ კაცი჻ გავგზავნოთ჻ მოვიღოთ჻ ყოვლგნით჻ საჭურჭლე჻ სრულია჻ უხვად჻ გავსცემდეთ჻ ვავსებდეთ჻ სძუნწე჻ უმეცრულია჻

142. მე჻ გავგზავნე჻ ყუელგან჻ კაცნი჻ საჭურჭლეთა჻ წამამხმელნი჻ სასიძოცა჻ მოგვივიდა჻ იყუნეს჻ ხანსა჻ არ჻ დამზმელნი჻ შიგნით჻ ჩუენნი჻ გაეგებნეს჻ გარეთ჻ მოდგეს჻ ხვარაზმელნი჻ მათ჻ ლაშქართა჻ ერთგან჻ მყოფთა჻ ვერ჻ იტევდენ჻ ვერცა჻ ველნი჻

143. მეფემან჻ ბრძანა჻ მოჰკაზმეთ჻ კარვითა჻ მოედანია჻ გამოისვენოს჻ სიძემან჻ დაჰყოს჻ ცოტაი჻ ხანია჻ მუნ჻ მისად჻ ნახვად჻ გავიდენ჻ უშენოდ჻ სპანი჻ სხვანია჻ შენ჻ აქა჻ ნახენ჻ კმარიან჻ აქა჻ ნახვისად჻ ყმანია჻

144. მოედანს჻ დავდგი჻ კარვები჻ წითლისა჻ ატლასებისა჻ მოვიდა჻ სიძე჻ გარდმოჴდა჻ დღე჻ გვანდა჻ არ჻ აღუსებისა჻ შეიქმნა჻ გასულა჻ შიგნითა჻ ჯარია჻ მუნ჻ ხასებისა჻ დაიწყეს჻ დგომა჻ ლაშქართა჻ თემ჻ თემად჻ დასდასებისა჻

145. მე჻ დავშუერი჻ ვითა჻ წესია჻ საურავ჻ გარდაჴდილისა჻ შინა჻ წამოველ჻ მაშურალსა჻ ქნა჻ მამდომოდა჻ ძილისა჻ მონა჻ მოვიდა჻ მამართვა჻ წიგნი჻ ასმათის჻ ტკბილისა჻ ადრე჻ მოდიო჻ გიბრძანებს჻ მზგავსი჻ ალვისა჻ ზრდილისა჻

146. ცხენისაგან჻ არ჻ გარდმოვჴე჻ წაველ჻ ფიცხლად჻ დავმორჩილდი჻ ქალი჻ დამხუდა჻ ნატირები჻ ვჰკითხე჻ ცრემლსა჻ რასა჻ მილდი჻ მითხრა჻ შენსა჻ შესწრობილსა჻ ტირილსამცა჻ ვით჻ ავსცილდი჻ გაუწყუეტლად჻ ვით჻ გამართლო჻ რაგვარამცა჻ გავაქილდი჻

147. შევედით჻ ვნახეთ჻ ბალიშსა჻ ზედა჻ წარბ჻ შერჭმით჻ მჯდომარე჻ მზე჻ ვეღარას჻ იქს჻ მისმეტსა჻ მას჻ გაენათლა჻ რომ჻ არე჻ წავდეგ჻ მიბრძანა჻ რასა჻ დგა჻ დღე჻ მიჩანს჻ წინ჻ საომარე჻ ანუ჻ გამწირე჻ მიტყუე჻ და჻ კვლავცა჻ მამიცთომარე჻

148. მე჻ მეწყინა჻ აღარა჻ ვთქუი჻ ფიცხლავ჻ გარე჻ შემოვბრუნდი჻ უკუვყივლე჻ არ჻ მინდოდეს჻ აწ჻ გამოჩნდეს჻ ვისცა჻ უნდი჻ ქალი჻ ომსა჻ რაგვარა჻ მწევს჻ აგრე჻ ვითა჻ დავძაბუნდი჻ შინა჻ მოველ჻ მოკულა჻ მისი჻ დავაპირე჻ არ჻ დავყმუნდი჻

149. ასსა჻ უბრძანე჻ მონასა჻ საომრად჻ დაემზადენით჻ შევსხედით჻ გავლეთ჻ ქალაქი჻ არავის჻ გავეცხადენით჻ კარავსა჻ შეველ჻ იგი჻ ყმა჻ ვითა჻ წვა჻ ზარმაც჻ თქმადენით჻ უსისხლო჻ მოველ჻ მოვჰკალი჻ იგი჻ ყმა჻ თუცა჻ ჴმად჻ სისხლისა჻ დენით჻

150. კარვის჻ კალთა჻ ჩახლათული჻ ჩავჭერ჻ გავაქარაბაკე჻ ყმასა჻ ფერჴთა჻ მოვეკიდე჻ თავი჻ სვეტსა჻ შეუტაკე჻ წინა჻ მწოლთა჻ დაიზახნეს჻ გლოვა჻ შექნეს჻ საარაკე჻ ცხენსა჻ შევჯე჻ წამოცაველ჻ ჯაჭვი჻ მეცვა჻ საკურტაკე჻

151. ჴმა჻ დამივარდა჻ შეიქნა჻ ძახილი჻ მოსაწევარი჻ წამოველ჻ წევნა჻ დამიწყეს჻ დავჰჴოცენ჻ ჩემი჻ მდევარი჻ ქალაქი჻ მქონდა჻ მაგარი჻ მტერთაგან჻ მოურევარი჻ მუნ჻ შიგან჻ შეველ჻ მშვიდობით჻ ამოდ჻ იგივე჻ მევარი჻

152. კაცი჻ გავგზავნენ჻ ვაცნობე჻ ყუელგან჻ ლაშქარსა჻ ყუელასა჻ აქა჻ მომართეთ჻ ვინცაღა჻ ჩემსა჻ იქმოდეთ჻ შველასა჻ არ჻ გაწყდა჻ მოსულა჻ მდევართა჻ ღამესა჻ დია჻ ბნელასა჻ ჩემი჻ რა჻ სცნიან჻ სცვიდიან჻ თავებსა჻ მათსა჻ მრთელასა჻

153. ცისკრად჻ ავდეგ჻ შევეკაზმე჻ რა჻ გათენდა჻ ღამე჻ დილად჻ ვნახე჻ სამნი჻ დიდებულნი჻ მეფისაგან჻ მოგზავნილად჻ ებრძანა჻ თუ჻ ღმერთმან჻ იცის჻ გამეზარდე჻ ვითა჻ შვილად჻ ჩემი჻ ასრე჻ რად჻ შესცვალე჻ სიხარული჻ სიმძიმილად჻

154. ხვარაზმშას჻ სისხლი჻ უბრალო჻ სახლად჻ რად჻ დამადებინე჻ თუ჻ ჩემი჻ ქალი჻ გინდოდა჻ რათ჻ არა჻ შემაგებინე჻ მე჻ ბერსა჻ შენსა჻ გამზრდელსა჻ სიცოცხლე჻ მაარმებინე჻ დღედ჻ სიკუდილამდის჻ შენიცა჻ თავი჻ არ჻ მაახლებინე჻

155. მე჻ შეუთვალე჻ მეფეო჻ ვარ჻ უმაგრესი჻ რვალისა჻ თუარა჻ რად჻ მიშლის჻ სიკუდილსა჻ ცეცხლი჻ სირცხვილთა჻ ალისა჻ მაგრა჻ თვით჻ იცით჻ ჴელმწიფე჻ ჴამს჻ მქნელი჻ სამართალისა჻ მე჻ თქუენმან჻ მზემან჻ მაშოროს჻ ნდომა჻ თქუენისა჻ ქალისა჻

156. იცით჻ ინდოთა჻ სამეფო჻ რაზომი჻ სრა჻ საჯდომია–჻ ერთიღა჻ მე჻ ვარ჻ მემკვიდრე჻ ყუელაი჻ თქუენ჻ მოგხდომია჻ ამოსწყდა჻ მათი჻ ყუელაი჻ მამული჻ თქუენ჻ დაგრჩომია჻ დღესამდის჻ ტახტი჻ უჩემო჻ არავის჻ არ჻ მონდომია჻

157. არ჻ გათნევ჻ თქუენმან჻ კეთილმან჻ აწ჻ ეგე჻ არ჻ მართალია჻ ღმერთმან჻ არ჻ მოგცა჻ ყმაშვილი჻ გიზის჻ ერთაი჻ ქალია჻ ხვარაზმშა჻ დასვა჻ ჴელმწიფედ჻ დამრჩების჻ რა჻ ნაცვალია჻ სხვა჻ მეფე჻ დაჯდეს჻ ინდოეთს჻ მერტყას჻ მე჻ ჩემი჻ ჴმალია჻