... (S-3077), XVIII ს.

158. შენი჻ ქალი჻ არად჻ მინდა჻ გაათხოვე჻ გამარიდე჻ ინდოეთი჻ ჩემი჻ არის჻ არვის჻ მივსცემ჻ ჩემგან჻ კიდე჻ ვინცა჻ ჩემსა჻ დამეცილოს჻ მისით჻ მასცა჻ ამოვფხურიდე჻ სხვად჻ მეშველსა჻ გარეგანსა჻ მასმკალ჻ ვისცა჻ ვინატრიდე჻ ამბვის ცნობა ტარიელისაგან ნესტან დარეჯანის დაკარგვისა჻

159. ესე჻ კაცნი჻ გამეგზავნნეს჻ გონებასა჻ [...]გე჻ რომე჻ მისი჻ ვერა჻ მეცნა჻ ამას჻ ურო჻ დავედაგე჻ მას჻ ზღუდესა჻ გარდავადეგ჻ მინდორთავე჻ რომე჻ ვაგე჻ [................]შინელი჻ თუმცა჻ თავი჻ ვერ჻ წავაგე჻

160. გამოჩნდეს჻ ორნი჻ ქვეითნი჻ მე჻ მივეგებე჻ წინარე჻ ქალი჻ ჰყუანდა჻ ერთს჻ მონასა჻ ვსცანმცა჻ მოღმა჻ თუ჻ ვინარე჻ თავ჻ გაგლეჯილი჻ ასმათი჻ პირს჻ სისხლი჻ ჩამამდინარე჻ აღარ჻ მიყივლა჻ ღიმილით჻ აღარცაღა჻ გამიცინარე჻

161. იგი჻ ვნახე჻ დავებნივე჻ გონებანი჻ გამიშმაგნა჻ შორით჻ ვუხმე჻ «რაშიგან჻ ვართ჻ ანუ჻ ცეცხლმან჻ რათ჻ დაგუდაგნა»჻ მან჻ საბრალოდ჻ შემამტირნა჻ ძლივ჻ სიტყუანი჻ გამოაგნა჻ მითხრა჻ ღმერთმან჻ სიმგურგულე჻ ცისა჻ ჩუენთვის჻ რისხვით჻ წამოგრაგნა჻

162. ახლოს჻ მიველ჻ კულავცა჻ ვკითხე჻ «რაშიგანვართ჻ თქუი჻ მართალი჻ კულავ჻ საბრალოდ჻ ამიტირდა჻ კულავც჻ მოედვა჻ ამით჻ ალი჻ დიდხან჻ სიტყუა჻ ვერა჻ მითხრა჻ მისთა჻ ჭირთა჻ ნაათალი჻ მკერდსა჻ წითლად჻ უღებვიდა჻ სისხლი჻ ღაწუთა჻ ნაწუეთალი჻

163. მერმე჻ მითხრა჻ «მოგახსენებ჻ ესე჻ რადმცა჻ დაგიმალე჻ მაგრა჻ ვითა჻ გაგახარე჻ შენცა჻ აგრე჻ შემიწყალე჻ ნუ჻ მაცოცხლებ჻ ნუ჻ დამარჩენ჻ შემიხუეწე჻ შემიბრალე჻ დამხსენ჻ ჩემსა჻ საწუთროსა჻ ღმერთსა჻ შენსა჻ მიავალე»჻

164. მიამბო჻ «ოდეს჻ სასიძო჻ მოკალ჻ და჻ ჴმა჻ დაგივარდა჻ მეფესა჻ ესმა჻ აიჭრა჻ მართ჻ მისგან჻ გასატკივარდა჻ შენ჻ დაგიძახა჻ «მიჴმეთო»჻ ჴმა჻ მაღლად჻ გასმა჻ ყივარდა჻ მოგანახვინა჻ ვერ჻ გპოვეს჻ მით჻ მეფე჻[ ...]

165. [……………………………………………..] […………………………………………………] [……………………………………………….] დღე჻ სიკუდილამდის჻ სიცოცხლე჻ შენ჻ ჩემი჻ დაგემონების჻

166. მივედით჻ მისსა჻ ქალაქსა჻ ტურფასა჻ მაგრა჻ ცოტასა჻ გამოეგებნეს჻ ლაშქარნი჻ ისხემდეს჻ მისთვის჻ ოტასა჻ პირსა჻ იხოკდეს჻ გაჰყრიდეს჻ ნახოკსა჻ ვითა჻ ნაფოტასა჻ ეხვეოდიან჻ ჰკოცნიდეს჻ ჴრმალსა჻ და჻ სალტე჻ კოტასა჻

167. [...]ლა჻ მოვეწონე჻ ვეტურფე჻ მე჻ მისი჻ გარდნაკიდარი჻ შემასხმიდიან჻ ქებასა჻ მზეო჻ შენ჻ ...მთვის჻ იდარი჻ მივედით჻ ვნახეთ჻ ქალაქი჻ მისი჻ ტურფა჻ და჻ მდიდარი჻ ყუელასა჻ ტანსა჻ ემოსა჻ ზარქაში჻ განაზიდარი჻

შველა ტარიელისაგან ფრიდონისა჻

168. მო჻ სჯობდა჻ ომი჻ შეეძლო჻ ჴმარება჻ ცხენ჻ აბჯარისა჻ დაჰკაზმეთ჻ ნავი჻ კატარღა჻ და჻ რიცხვი჻ სპათა჻ ჯარისა჻ კაცი჻ ჴამს჻ მათად჻ მაქებრად჻ ღონებაც჻ იაჯარისა჻ აწ჻ გითხრა჻ ომი჻ მოყმისა჻ მებრძოლთა჻ დამსაჯარისა჻

169. მათი჻ მესმა჻ დააპირეს჻ მუზარადთა჻ ჩამოხურვა჻ წავი჻ წინა჻ მამეგება჻ არვიც჻ იყო჻ შვიდი჻ თუ჻ რვა჻ ფიცხლავ჻ ზედა჻ შევეჯ[...]ე჻ მათ჻ დაიწყეს჻ ამოდ჻ ცურვა჻ ქუსლი჻ შევეც჻ დაუქცივე჻ მათ჻ შეექმნათ჻ დია჻ ცურვა჻

170. კულა჻ მიველ჻ სხვასა჻ მოვკიდე჻ ჴელი჻ ნავისა჻ ბაგესა჻ ზღვასა჻ დავანთქენ჻ დავჰჴოცე჻ ომიმცა჻ რაღა჻ აგესა჻ ზოგნინი჻ გაიქცნეს჻ მიმართეს჻ მათ჻ მათსა჻ საქულბაგესა჻ ვინცა჻ მიჭურეტდეს჻ უკვირდა჻ მაქებდეს჻ არ჻ მაძაგესა჻

171. ზღვა჻ გავიარეთ჻ გავედით჻ შემოგვიტიეს჻ ცხენია჻ კულა჻ შევიბენით჻ შეიქნა჻ ომისა჻ სიმარცხენია჻ მუნ჻ მამეწონა჻ ფრიდონის჻ სიქუელე჻ სიფიცხენია჻ იბრძვის჻ ლომი჻ და჻ პირად჻ მზე჻ იგი჻ ალვისაც჻ ხენია჻

172. თვით჻ ორნივე჻ ბიძის჻ ძენი჻ მისნი჻ ჴმლითა჻ ჩამოყარნა჻ ჴელი჻ ჴმლითა჻ დაეკუეთნეს჻ იგი჻ ასრე჻ ასაპყარნა჻ მოიტანა჻ მჴარ჻ დაკრულნი჻ ერთმან჻ ორნი჻ არ჻ დაყარნა჻ მათნი჻ ყმანი჻ აამტირნა჻ თვისნი჻ ყმანი჻ ამაყარნა჻

173. წამოვედით჻ ნატირებნი჻ სრას჻ დავსხედით჻ თავის჻ წინა჻ ფრიდონს჻ უთხარ჻ ჩემი჻ შემწე჻ შენგან჻ კიდევ჻ არავინა჻ ვითა჻ ღმერთმან჻ შენი჻ მზგავსი჻ სოფლად჻ არა჻ მოავლინა჻ მაშა჻ რადგან჻ შეგემცნიე჻ ამისმეტი჻ რაღა჻ მინა჻

174. არვინ჻ გესვა჻ მოყუარე჻ ჟამი჻ თუ჻ მამხუდეს჻ ჟამისად჻ ენა჻ გონება჻ მაჴმარე჻ გამოსარჩევლად჻ ამისად჻ რა჻ მოვაგვარო჻ რა჻ მიჯობს჻ სალხელნად჻ ჩემად჻ და჻ მისად჻ თუ჻ ვერას჻ ვარგებ჻ ვიქნები჻ ვერ჻ დამყოვნელი჻ წამისად჻

175. მან჻ მითხრა჻ ბედი჻ მღთისაგან჻ მიჯობღა჻ ამას჻ რომელი჻ მოსულხარ჻ ჩემად჻ წყალობად჻ მეფე჻ ინდოეთს჻ მჯდომელი჻ მემცა჻ რად჻ ვიყავ჻ ამისთვის჻ მადლისა჻ რასმე჻ მნდომელი჻ ერთი჻ ვარ჻ მონა჻ მონებად჻ წინაშე჻ თქუენსა჻ მდგომელი჻

176. ესე჻ ქალაქი჻ გზა჻ არის჻ ნავთა჻ ყოველგნით჻ მავალთა჻ შემამკრებელთა჻ ამბავთა჻ უცხოთა჻ რათმე჻ მავალთა჻ აქა჻ მოგესმის჻ წამალი჻ შენ჻ რომე჻ ცეცხლი჻ გწუავს჻ ალთა჻ ნუთუ჻ ქნას჻ ღმერთმან჻ გარდასულა჻ ამაგად჻ ჭირთა჻ მავალთა჻