... (S-3077), XVIII ს.

119. [......................................................................................................] [......................................................................................................] ყოლე჻ სიტყუა჻ არ჻ მამიგო჻ ოდენ჻ ცრემლთა჻ გარდმოსწვიმდა჻ ამით჻ უფრო჻ დამაწყლულა჻ არა჻ წყლულთა჻ მიაქიმდა჻

120. ჩემი჻ ერთნი჻ გონებანი჻ მეტად჻ შორად჻ გამიკიდნა჻ შინა჻ კოშკად჻ შემიყუანა჻ ფარდაგსაცა჻ ამიზიდნა჻ შეველ჻ ვნახე჻ იგი჻ მთვარე჻ ჭირმან჻ ყოვლმან჻ უკუემრიდნა჻ გულსა჻ შუქი჻ შემამადგა჻ მაგრა჻ გული჻ არ჻ დამიდნა჻

121. იყო჻ არნათლად჻ ნათელი჻ ფარდაგსა჻ შემამდგომელი჻ ებურა჻ მოშლით჻ პიროქრო჻ მე჻ მივეც჻ რიდე჻ რომელი჻ მითვე჻ მწვანითა჻ უებრო჻ მიწოლით჻ ტახტსა჻ მჯდომელი჻ ცრემლისა჻ ღვარსა჻ მოეცვა჻ პირი჻ ელვათა჻ მკრთომელი჻

122. ქუე჻ წვა჻ ვით჻ კლდისა჻ ნაპირსა჻ ვეფხი჻ პირ჻ გამეხებული჻ არცა჻ მზე჻ ჰგუანდა჻ არც჻ მთვარე჻ ხე჻ ალვა჻ ედემს჻ ხებული჻ ასმათმან჻ დამსვა჻ შორს჻ გვარად჻ გულსა჻ მე჻ ლახვარ჻ ხებული჻ მერმე჻ წამოჯდა჻ წარბ჻ შეკურით჻ გამწყრალი჻ გარისხებული჻

123. მიბრძანა჻ მიკუირს჻ რად჻ მოხველ჻ მშლელი჻ პირისა჻ მტკიცისა჻ გამწირვალი჻ და჻ მუხთალი჻ შენ჻ გამტეხელი჻ ფიცისა჻ მაგრამ჻ ნაცვალსა჻ პატიჟსა჻ მიგცემსო჻ ზენა჻ მი჻ ცისა჻ ვკადრე჻ რა჻ კადრო჻ პასუხი჻ მის჻ ჩემგან჻ მეუვიცისა჻

124. ვთქუი჻ პასუხსა჻ ვერას჻ კადრებ჻ თუ჻ არა჻ ვსცნობ჻ მე჻ მართალსა჻ რა჻ შეგცოდე჻ რა჻ მიქმნია჻ უცნობოსა჻ ფერ჻ ნამკრთალსა჻ კულავცა჻ მითხრა჻ რას჻ გეუბნო჻ მტყუანსა჻ და჻ შენ჻ მუხთალსა჻ დიაცურად჻ რად჻ მოვღორდი჻ მე჻ დაუწვავ჻ ამით჻ ალსა჻

125. შენ჻ არ჻ იცი჻ ხვარაზმშისა჻ საქმროდ჻ ჩემად჻ მოყუანება჻ შენ჻ ჯდომილხარ჻ სავაზიროდ჻ შენი჻ რთულა჻ ამას჻ ნება჻ შენ჻ გასტეხე჻ ფიცი჻ ჩემი჻ სიმტკიცე჻ და჻ იგი჻ მცნება჻ ღმერთმან჻ ქნა჻ და჻ დაგირჩინა჻ ცუდად჻ შენი჻ ჴელოვნება჻

126. გახსოვს჻ ოდეს჻ ჰაი჻ ზმიდი჻ ცრემლნი჻ შენი჻ ველთა჻ ბანდეს჻ მკურნალნი჻ და჻ დასტაქარნი჻ წამალთაყე჻ მოგიტანდეს჻ მამაცისა჻ სიცრუესა჻ სახელნიცა჻ რამცა჻ ჰგვანდეს჻ რადგან჻ დამთმე჻ მეცა჻ დაგთმობ჻ ვინც჻ ვინ჻ უფრო჻ დაზიანდეს჻

127. ამას჻ ვბრძანებ჻ ვინცა჻ გინდა჻ ეპატრონოს჻ ინდოეთსა჻ ეგრეც჻ მე჻ მაქვს჻ პატრონობად჻ უცხოს჻ ვლიდენ჻ თუნდა჻ გზედსა჻ ეგრე჻ აგრე჻ არ჻ იქნების჻ წამამცდარხარ჻ მოსაცედსა჻ აზრნი჻ შენი჻ შენვე჻ გგვანან჻ მტყუანსა჻ და჻ შენ჻ აგეთსა჻

128. ცოცხალ჻ ვიყო჻ შენ჻ ინდოეთს჻ ღმერთო჻ ხანი჻ ვერა჻ დაჰყო჻ თუ჻ ეცადო჻ დაყოფასა჻ ჴორცთა჻ შენთა჻ სული჻ გაჰყო჻ სხვა჻ ჩემებრივ჻ ვერა჻ ჰპოვო჻ ცათამდისცა჻ ჴელი჻ აჰყო჻ ესე჻ სიტყუა჻ დაასრულა჻ ყმა჻ ატირდა჻ სულთქმნა჻ აჰყო჻

129. თქუა჻ რა჻ მესმა჻ ესე჻ მისგან჻ მეიმედა჻ მეტის჻ მეტად჻ კულა჻ მიეცა჻ თვალთა჻ ძალი჻ მის჻ ნათლისა჻ ეგრე჻ ჭურეტად჻ თუ჻ სასიძო჻ არ჻ მოუშვა჻ ვაი჻ თუ჻ საქმე჻ გაგვიმწარდეს჻ შენ჻ და჻ ისი჻ წაიკიდნეს჻ ინდოეთი჻ გარდაჰქარდეს჻

130. კულა჻ თუ჻ სიძე჻ შემოუშვათ჻ მე჻ შემირთოს჻ იყოს჻ ასდენ჻ ერთმანერთსა჻ გავეყარნეთ჻ მოწეულნი჻ გაგვიფლასდენ჻ მათ჻ მორჭმულთა჻ მოივლინონ჻ ჩუენ჻ პატიჟნი჻ გაგვიასდენ჻ ესე჻ ამბვად჻ არ჻ ეგების჻ რომე჻ სპარსნი჻ გაგვიხასდენ჻

131. მე჻ ვკადრე჻ ღმერთმან჻ აშოროს჻ მის჻ ყმისა჻ შენი჻ ქმარობა჻ რა჻ შემოვიდენ჻ ინდოეთს჻ შევიგნე჻ მათი჻ გმირობა჻ უჩვენო჻ ჩემი჻ ძალ჻ გული჻ და჻ ჩემი჻ მეომარობა჻ ასრე჻ დავჴოცნე჻ შეეძლოს჻ აღარა჻ არ჻ საჴმარობა჻

132. მიბრძანა჻ თუ჻ ჴამს჻ დიაცი჻ დიაცურად჻ სიტყუა჻ დედლად჻ დიდსა჻ სისხლსა჻ ვერ჻ შეგაქნევ჻ ვერ჻ ვიქმნები჻ შუა჻ კედლად჻ რა჻ მოვიდეს჻ სიძე჻ მოკლა჻ მისთა჻ სპათა჻ აუწყუეტლად჻ ქნას჻ მართლისა჻ სამართალი჻ ხესა჻ შეიქს჻ ჴმელსა჻ ნედლად჻

133. ასრე჻ ქენ჻ ჩემო჻ ლომო჻ და჻ მჯობო჻ ყოველთა჻ გმირთაო჻ მიპარვით჻ მოჰკალ჻ სასიძო჻ ლაშქართა჻ ნუ჻ მოიორთაო჻ მისთა჻ სპათაცა჻ ნუ჻ დაჰჴოც჻ ზროხათა჻ ვითა჻ ვირთაო჻ დიადი჻ სისხლი჻ უბრალოდ჻ კაცმანმცა჻ ვით჻ იტვირთაო჻

134. იგი჻ რა჻ მოკლა჻ ეუბნა჻ პატრონსა჻ ჩემსა჻ მამასა჻ ჰკადრე჻ თუ჻ სპათა჻ ვერა჻ ვიქ჻ ინდოეთისა჻ ჭამასა჻ ჩემია჻ მკუიდრი჻ მამული჻ არ჻ მივსცემ჻ არცა჻ დრამასა჻ არ჻ დამეხსნები჻ გაგიჴდი჻ ქალაქსა჻ ვითა჻ ტრამასა჻

135. ჩემი჻ ყუელა჻ ნურა჻ გინდა჻ სიყუარული჻ ნურცა჻ ნდომა჻ ამით჻ უფრო჻ მოგეცემის჻ სამართლისა჻ შენ჻ მოხდომა჻ ქნას჻ მეფემან჻ ყელ჻ მოტეხით჻ შემოხვეწა჻ შემოკდომა჻ ჴელთა჻ მოგცემს჻ თავსა჻ ჩემსა჻ შეგვფეროდეს჻ ერთგან჻ სხდომა჻

136. ესე჻ მეტად჻ მამეწონა჻ თათბირი჻ და჻ გამორჩევა჻ ჩემთა჻ მტერთა჻ დავაქადე჻ დასაჴოცლად჻ ჴმალთა჻ ქნევა჻ მერმე჻ ავდეგ჻ წამოსავლად჻ მან჻ დამიწყო჻ ქუევე჻ წვევა჻ მწადდა჻ მაგრამ჻ ვერ჻ შევმართე჻ შეჭიდება჻ შემოხვევა჻

137. ხანი჻ დავჰყავ჻ გავეყარე჻ მაგრა჻ გავჴე჻ ვითმცა჻ ხელი჻ ასმათ჻ წინა჻ წამამიძღვა჻ ჩამდიოდა჻ ცრემლი჻ ცხელი჻ ჭირი჻ ბევრჯველ჻ ვიათასე჻ ლხინი჻ ჩემი჻ ვიერთხელი჻ მერმე჻ წასლვა჻ არ჻ მეწადა჻ ამად჻ მივალ჻ არ჻ ფიცხელი჻

138. გარე჻ ვაქცივე჻ ასმათი჻ მუნ჻ ჩემი჻ ჩამოყოლილი჻ ღამით჻ უჭურეტდი჻ ვარსკულავთა჻ მე჻ საწოლს჻ ვერ჻ დაწოლილი჻ გულსა჻ დამეო჻ წამწამი჻ შავთა჻ ნარგიზთა჻ სროლილი჻ მისმან჻ შუქმან჻ დამალურჯა჻ დამალება჻ დამდვა჻ წყლული჻