... (S-3077), XVIII ს.

100. მე჻ უთხარ჻ დაო჻ შენგან჻ ვეჭუ჻ ამა჻ გულისა჻ წამალსა჻ ზენაარ჻ სულთა჻ ნუ჻ გამყრი჻ ამბავთა჻ შრეტდი჻ ამ჻ ალსა჻ ჩემთანა჻ წიგნსა჻ ნუ჻ გასწყვეტ჻ შენ჻ ზედიზედა჻ მავალსა჻ თუ჻ არ჻ სცნობ჻ ჩემთვის჻ არა჻ ვეჭუ჻ მე჻ შენგან჻ არდანამალსა჻

101. შევჯე჻ წამოველ჻ მდიოდა჻ ნაკადი჻ ცრემლთა჻ მილისა჻ საწოლს჻ შემოველ჻ ჴელქმნილსა჻ ღონე჻ არ჻ მქონდა჻ ძილისა჻ ბროლი჻ და჻ ლალი჻ შევიქენ჻ მე჻ ულურჯესი჻ ლილისა჻ ღამე჻ მერჩივნა჻ მეწადა჻ არ჻ გათენება჻ დილისა჻

102. ხატაეთს჻ მყოფნი჻ მოვიდეს჻ მათი჻ მოსულისა჻ დრონია჻ სიტყუანი჻ შემოეთვალეს჻ ლაღი჻ და჻ უკარონია჻ არცა჻ ვართ჻ კაცნი჻ ჯაბანი჻ არცა჻ ციხე჻ უმაგრონია჻ ვინ჻ არის჻ თქუენი჻ ჴელმწიფე჻ ჩუენზედა჻ რა჻ პატრონია჻

წიგნი ხატაეთს მეფისა ტრიელს წინაშე჻

103. მოეწერა჻ რამაზ჻ მეფე჻ წიგნსა჻ გიწერ჻ ტარიელსა჻ გამიკუირდა჻ რა჻ ეწერა჻ წიგნსა჻ შენგან჻ მონაწერსა჻ რაგვარა჻ თუ჻ მანდა჻ გეჴმე჻ ვინ჻ პატრონობ჻ ბევრსა჻ ერსა჻ ამისმეტსა჻ ნუმცა჻ ვნახავ჻ კულავღა჻ წიგნსა჻ შენ჻ მიერსა჻

104. უბრძანე჻ წვევა჻ ლაშქრისა჻ გავგზავნე჻ მარაზ჻ პანია჻ იგი჻ მარსკულავთა჻ ურიცხვი჻ მოჰკრეფს჻ ჰინდოთა჻ სპანია჻ შორით჻ და჻ ახლოთ჻ ყოველი჻ მართ჻ ჩუენვე჻ მონასხანია჻ ერთობ჻ ლაშქრითა჻ აივსო჻ მინდორი჻ კლდე჻ კაპანია჻

105. ფიცხლა჻ მოვიდეს჻ არ჻ ექნა჻ მათ჻ შინა჻ ხანდაზმულობა჻ აღლუმი჻ ვნახე჻ მეკეთა჻ ლაშქრისა჻ მოკაზმულობა჻ სიჩაუქე჻ და჻ სიკეთე჻ კეკლუცად჻ დარაზმულობა჻ ტაიჭთა჻ მათთა჻ სიკეთე჻ აბჯრისა჻ ხვარაზმულობა჻

106. ავმართე჻ დროშა჻ მეფისა჻ ალმითა჻ წითელ჻ შავითა჻ დილასა჻ ვბრძანე჻ გამართვა჻ ლაშქრითა჻ უთვალავითა჻ თავსა჻ ვტიროდი჻ ვიტყოდი჻ ბედითა჻ მეტად჻ ავითა჻ მზე჻ თუ჻ არ჻ ვნახო჻ არ჻ ვიცი჻ ვიარო჻ ვითა჻ და჻ ვითა჻

107. შინა჻ მოველ჻ დაღრეჯილსა჻ გულსა჻ სევდა჻ მიიეფდა჻ თვალთა჻ ვითა჻ საგუბარი჻ ცხელი჻ ცრემლი჻ გარდმამჩქეფდა჻ ბედი჻ ჩემი჻ უბედური჻ ვთქუი჻ თუ჻ ჯერცა჻ ვერ჻ გამეფდა჻ ჴელმან჻ ვარდი჻ რად჻ იჴელთა჻ რადგან჻ ასრე჻ ვერ჻ დაჰკრეფდა჻

108. მონა჻ შემოდგა჻ მივეცი჻ საქმესა჻ გაკუირვებულსა჻ ასმათის჻ წიგნი჻ მამართვა჻ მე჻ მეტად჻ შეჭირვებულსა჻ ეწერა჻ გიჴმობს჻ შენი჻ მზე჻ მისთვის჻ მოსურვებულსა჻ მოდი჻ სჯობს჻ მანდა჻ ტირილსა჻ საქმესა჻ ბედით჻ ვებულსა჻

109. შიგან჻ ასრე჻ გავერივე჻ გნოლის჻ ჯოგსა჻ ვითა჻ ქორი჻ კაცი჻ კაცსა჻ შემოვრტყოციე჻ ცხენ჻ კაცისა჻ დავდგი჻ გორი჻ კაცი჻ ჩემგან჻ განარტყოცი჻ ბრუნავს჻ ვითა჻ ტანა჻ ჯორი჻ ერთობ჻ სრულად჻ ამოვსწყუიტე჻ წინა჻ კერძი჻ რაზმი჻ ორი჻

110. ერთობილნი჻ მამეხვივნეს჻ მგრგულივ჻ შეიქნა჻ ომი჻ დიდ[...] ვჰკრი჻ რასაცა჻ ვერ჻ დამიდგნის჻ სისხლსა჻ მჩქეფსა჻ ამოვღურიდ[...] ცხენსა჻ კაცი჻ გაკვეთილი჻ მანდიკურად჻ გარდა჻ ვკიდ[...] სითაც჻ ვიყუი჻ გამექციან჻ მათ჻ შექმნიან჻ ჩემი჻ რიდ[...]

111. საღამოჟამ჻ დამიძახა჻ ქედით჻ მათმან჻ დარაჯამან჻ ნუღარ჻ ვდგვრათ჻ წავედითო჻ კულავ჻ მოგუწყუიდნა჻ რისხვით჻ ცამა[...] მოვა჻ მტუერი჻ საშინელი჻ შეგვაშინა჻ ამად჻ ამან჻ ნუთუ჻ სრულად჻ ამოგვწყუიდნეს჻ უთვალავმან჻ ბევრმან჻ სპამა[...]

112. ჩემნი჻ ლაშქარნი჻ რომელნი჻ წამამეტანეს჻ მეარ[...] რა჻ ეცნა჻ წამოსულიყუნეს჻ ღამე჻ წართვითა჻ ეარა჻ ვერ჻ დამიტევდა჻ მინდორი჻ და჻ არე჻ მთათა჻ ეარა჻ გამოჩნდეს჻ სცემდეს჻ ტაბლაკსა჻ ბუკთა჻ ჴმა჻ გაიზეარა჻

113. იგი჻ ნახეს჻ გასაქცევლად჻ გაემართნეს჻ შევიკივლენით჻ ველნი჻ ჩვენგან჻ ნაომარნი჻ ომითავე჻ გარდავლენით჻ რამაზ჻ მეფე჻ ჩამოვაგდე჻ ერთმანერთსა჻ გავეჴლ0ენით჻ მისნი჻ სპანი჻ ყუელაკანი჻ დავიპყრენით჻ არ჻ მოვკვლენით჻

114. უკანანიცა჻ ლაშქარნი჻ მოესწრნეს჻ მათ჻ გაქცეულთა჻ დაუწყეს჻ პყრობა჻ ჩამოყრა჻ შეშინებულთა჻ ძლეულთა჻ ძილისა჻ მიხუდა჻ ნაცვალი჻ ძილ჻ მკრთლათა჻ ღამე჻ თეულთა჻ ტყუეთა჻ მთელთაცა჻ არ჻ აკლდა჻ კუნესა჻ მართ჻ ვითა჻ სნეულთა჻

115. მას჻ ადგილსა჻ ნაომარსა჻ გარდავჴედით჻ მოსვენებად჻ ჴელსა჻ ჴლმითა჻ დავიკოდდი჻ წყლულად჻ მიჩნდა჻ არ჻ დაღებად჻ ჩემნი჻ სპანი჻ მოვიდიან჻ საჭურეტლად჻ ჩემად჻ ქებად჻ ვერ჻ იტყუიან჻ ვერ჻ მიმხვდარნი჻ ქებასაცა჻ მოხსენებად჻

116. ერთსა჻ კაცსა჻ ეყოფოდეს჻ დიდებანი჻ რამე჻ მჭირდეს჻ ზაოგნი჻ შორით჻ დამლოციან჻ ზოგნი჻ კოცნად჻ გამამპირდეს჻ რომელთაცა჻ გავეზარდე჻ დიდებულნი჻ ამიტირდეს჻ [...] ჴმალთა჻ განაკუეთი჻ ნახეს჻ მეტად჻ გაუკუირდეს჻

117. გავგზავნენ჻ ყუელგან჻ ლაშქარნი჻ ალაფი჻ ავაღებინე჻ ერთობ჻ სავსენი჻ მოვიდნეს჻ თავიცა჻ ვალაღებინე჻ სისხლის჻ მებრძოლთა჻ ჩემთასა჻ მინდორი჻ შევაღებინე჻ არ჻ ვბრძოლე჻ კარი჻ ქალაქთა჻ უომრად჻ გავაღებინე჻

118. რამაზს჻ ვარქუი჻ შემიგნია჻ საქმე჻ შენი჻ სამუხთალე჻ აწ჻ ეგრეცა჻ შეპყრობილმან჻ თავი჻ გამოიმართალე჻ სიმაგრეთა჻ ნუ჻ ამაგრებ჻ ყუელა჻ ჴელთა჻ მამათვალე჻ თვარა჻ შენი჻ შეცოდება჻ მემცა჻ ზედა჻ რად჻ წავსთვალე჻