... (Q-779), XVIII ს.

158. ქალმან჻ ჰკადრა჻ არ჻ გამიწყრე჻ ვიშიშვი჻ და჻ ვიაჯ჻ დია რათგან჻ ღ~თსა჻ ვაზირობა჻ შენი჻ ჩემზედ჻ მოუგდია ვერ჻ დავმალავ჻ უკეთესი჻ რაცა჻ საქმე჻ გამიცდია არა჻ ვარგა჻ უსაზომო჻ ზომსა჻ თავი჻ გარდგიჴდია

159. მისი჻ მძებლენი჻ იყომცა჻ ჭკუვითა჻ მეტის჻ მეტითა შენ჻ კაცთა჻ ნაცვლად჻ ნადირთა჻ ახლავ჻ გულითა჻ რეტითა სჯობს჻ ერთი჻ კაცი჻ იახლო჻ ილხენდე჻ მისით჻ ჭურეტითა ვით჻ იადონი჻ არ჻ მოჰკუდე჻ ბულბული჻ თესლთა჻ კუნეტითა

160. ყმამან჻ უთხრა჻ რას჻ მენუკვი჻ არა჻ ვიცი჻ გამიცხადე კაცი჻ ჩემად჻ სამსახურად჻ უღმრთოდ჻ მემცა჻ ვით჻ დავბადე ღ~თსა჻ ჩემი჻ უბედობა჻ უნდა჻ მემცა჻ რას჻ ვეცადე განაღამცა჻ გავნადირდი჻ თავი჻ ასრე჻ გავიჴადე

161. ქალმან჻ კულა჻ ჰკადრა჻ გაგსაჯე჻ მეტითა჻ შეგონებითა მაგრა჻ თუ჻ კაცი჻ მოგგვარო჻ მოგყუეს჻ თავისა჻ ნებითა იგი჻ გიახლოს჻ ილხენდე჻ მისითა჻ შემეცნებითა ფიცე჻ არ჻ მოჰკლა჻ არ჻ იყო჻ არ჻ სავნებლისა჻ ვნებითა

162. მან჻ უბრძანა჻ თუ჻ მიჩუენებ჻ ვნახავ჻ დიდად჻ გავიხარებ სიყვარულმან჻ მისმან჻ ვისთუის჻ ხელი჻ მინდორს჻ თავსა჻ ვარებ არას უზამ჻ უგემურსა჻ არა჻ ოდეს჻ გავამწარებ რაცა჻ ჩემგან჻ ეამების჻ ვაამებ჻ და჻ შევიყუარებ

163. ქალი჻ ადგა჻ და჻ წავიდა჻ მის჻ ყმისა჻ მოსაყუანებლად არ჻ ეწყინაო჻ უამბობს჻ არს჻ მისად჻ მაგულვანებლად ჴელი჻ მოჰკიდა჻ მოჰყვანდა჻ ვით჻ მთუარე჻ მოსავანებლად იგი჻ რა჻ ნახა჻ ტარიელ჻ თქუა჻ მზისა჻ დასაგუანებლად

164. გამოეგება჻ ტარიელ჻ მართებს჻ ორთავე჻ მზე჻ დარად ანუ჻ ცით჻ მთუარე჻ უღრუბლოდ჻ შუქთა჻ მოჰფენდეს჻ ქვე჻ ბარად რომე჻ მათთანა჻ ალვისა჻ ხეცა჻ ვარგიყოს჻ ხედ჻ არად ჰგუანდეს჻ შვიდთავე჻ მნათობთა჻ სხუადმცა჻ რისა჻ ვთქუი მე჻ და჻ რად

165. მათ჻ აკოცეს჻ ერთმანერთსა჻ უცხოობით჻ არ჻ დარიდეს ვარდსა჻ ჰჴლეჩდეს჻ ბაგეთაგან჻ კბილნი჻ თეთრნი჻ გამოსჭუირდეს ყელი჻ ყელსა჻ გადააჭუდეს჻ ერთმანერთსა჻ აუტირდეს ქარვად჻ შექმნეს჻ იაგუნდნი჻ მათნი჻ თუმცა჻ ლალად჻ ღირდეს

166. მობრუნდეს჻ ყმამან჻ ავთანდილს჻ ჴელი჻ შეუპყრა჻ ჴელითა ერთგან჻ დასხდეს჻ და჻ იტირეს჻ დიდხან჻ ცრემლითა჻ ცხელითა ასმათი჻ სულსა჻ უღებდა჻ სიტყუითა჻ საკუირველითა თავთა჻ ნუ჻ დაჰჴოცთ჻ ნუ჻ ბნელიქთ჻ მზესა჻ თქუენითა჻ ბნელითა

167. ტარიელის჻ ვარდი჻ იყო჻ დათრთვილული჻ არდაზრული ყმასა჻ უთხრა჻ მესწრაფების჻ მითხარ჻ შენი჻ დაფარული ვინ჻ ხარ჻ ანუ჻ სით჻ მოსულხარ჻ სადაური჻ სით჻ მოსრული მე჻ სიკუდილსა჻ აღარ჻ ვახსოვ჻ ვარ჻ მისგანცა჻ განწირული

168. ავთანდილ჻ გასცა჻ პასუხი჻ სიტყუები჻ ლამაზებია ლომო჻ და჻ გმირო჻ ტარიელ჻ ვის჻ თავი჻ გინაზებია მე჻ ვარ჻ არაბი჻ არაბეთს჻ არს჻ ჩემი჻ დარბაზებია მიჯნურობითა჻ დამწვარვარ჻ ცეცხლი჻ უშრეტი჻ მგზებია

169. მე჻ პატრონისა჻ ჩემისა჻ ასული჻ შემყუარებია თუით჻ მეფედ჻ მათად჻ მას჻ ხედვენ჻ მონები჻ მკლავმაგრებია თუცა჻ არ჻ მიცნობ჻ გინახავ჻ თუ჻ ვით჻ გიაზრებია გაჴსოვსცა჻ ოდეს჻ დაჰჴოცენ჻ მონები჻ არსაპყრებია

170. შენ჻ მინდორს჻ გნახეთ჻ გაჭრილი჻ ჩუენ჻ ზედა჻ გარდგეკიდენით პატრონი჻ ჩემი჻ გაგიწყრა჻ ჩვენ჻ ხაფად჻ წაგეკიდენით გიჴმეთ჻ არ჻ მოხველ჻ ლაშქარნი჻ უკანა჻ გამოგკიდენით შენ჻ ველნი჻ წითლად჻ შეღებენ჻ სრულად჻ სისხლისა჻ კი჻ დენით

171. ყუელაკასა჻ მათრაჴითა჻ თავი჻ უჴრმლოდ჻ გარდაჰკვეთეთ მეფე჻ შეჯდა჻ დაგუეკარგე჻ კუალი჻ შენი჻ ვერ჻ მოვკვეთეთ ვითა჻ ქაჯი჻ დაგუემალე჻ მონებიცა჻ დავაფეთეთ ამან჻ უფრო჻ დაგუაშმაგნა჻ თავი჻ სრულად჻ გავაშეთეთ

172. ჭმუნვა჻ შეექმნა჻ თქვენც჻ იცით჻ ჴელმწიფე჻ ნებიერია მოგნახეს჻ გძებნეს჻ ყოველგან჻ მათ჻ რუკა჻ დაუწერია ვერ჻ ნახეს჻ შენი჻ ნახული჻ ვერცა჻ ყმა჻ ვერცა჻ ბერია აწ჻ გამომგზავნა჻ რომელსა჻ ვერ჻ მზე჻ ჰგავს჻ ვერ჻ ეთერია

173. მიბრძანა჻ მიცან჻ ამბავი჻ მის჻ მზისა჻ წარჴდომილისა მაშინ჻ ვარ჻ მქმნელი჻ საქმისა჻ მის჻ შენგან჻ მონდომილისა სამ჻ წლამდის჻ მითხრა჻ დადენა჻ უმისოდ჻ ცრემლთა჻ მილისა არ჻ გიკუირს჻ გავსძელ჻ ვერჭურეტა჻ მისისა჻ მე჻ ღიმილისა

174. აქანამდის჻ მნახავიცა჻ კაცი჻ შენი჻ არ჻ მენახა ქურდნი჻ ვნახენ჻ რომე჻ თქუენთვის჻ სიტყუა჻ რამე჻ გაემკვახა მათრაჴითა჻ ჩამოგეგდო჻ ერთი჻ მკუდართა჻ დაგესახა მათ჻ მასწავლეს჻ ძმა჻ რომელთა჻ სულმობრძავი჻ სამე჻ გლახ჻ ა

175. ტარიელსცა჻ აეჴსენა჻ ომი჻ მათი჻ მაშინდელი იტყუის჻ მახსოვს჻ ეგე჻ საქმე჻ თუცა჻ არის჻ ადრინდელი ერთგან჻ გნახენ჻ ნადირობას჻ შენ჻ და჻ შენი჻ მე჻ გამზრდელი მით჻ ვტიროდი჻ მომეგონა჻ მე჻ გლახ჻ ჩემი჻ წარმწყმედელი

176. რას჻ მაქნევდით჻ რა჻ გინდოდა჻ ერთმანერთსა჻ რათა჻ ვჰგუანდით თქუენ჻ მორჭმულნი჻ სთამაშობდით჻ ჩუენ჻ მტირალნი჻ ღაწუსა჻ ვბანდით რა჻ მონანი჻ შესაპყრობლად჻ მომწიენით჻ გაგულვანდით აწ჻ ვეჭუ რომე჻ ჩემად჻ ნაცულად჻ თანა჻ მკუდართა჻ მიიტანდით

177. მოვიხედე჻ მომეწია჻ რა჻ პატრონი჻ შენი჻ ვნახე ჴელმწიფობით჻ შემებრალნეს჻ ამად჻ ჴელი჻ არ჻ შევახე თუალთა჻ წინა჻ გამოვექეც჻ მეტი჻ არა჻ შეუზრახე ჩემი჻ ცხენი჻ უჩინოსა჻ ჰგავს჻ და჻ სხუასა჻ რასმც჻ ვასახე