... (Q-779), XVIII ს.

119. უთხრა჻ ვიცი჻ აღარ჻ ვარგხარ჻ შენ჻ აწ჻ ჩემად჻ დასანდობლად გაგარისხე჻ დარჩომილვარ჻ ღარიბად჻ და჻ ამად჻ ობლად აწ჻ ეგრეცა჻ თავი჻ ჩემი჻ დამიც჻ შენთუის჻ დასანდობლად ამად჻ რომე჻ შეცოდება჻ შვიდგზის჻ თქმულა჻ შესანდობლად

120. თავი჻ ჩემი჻ სამსახურად჻ თუცა჻ ავად჻ მოგაწონე მიჯნურისა჻ შებრალება჻ ჴამს჻ ესეცა჻ გაიგონე სხუაგნით჻ ყოვლგნით჻ უღონო჻ ვარ჻ არვინ჻ არის჻ ჩემი჻ ღონე სულთა჻ მოგცემ჻ გულისათუის჻ სხუა჻ მეტიმცა჻ რა჻ გამონე

121. რა჻ ქალსა჻ მიხუდა჻ ყმისაგან჻ მიჯნურობისა჻ ხსენება გულამოჴუინჩუით჻ დაიწყო჻ ასკეცად჻ ცრემლთა჻ დინება კულა჻ გაამაღლა჻ ზახილით჻ ტირილი჻ არ჻ გაცინება ავთანდილს჻ ღ~თნ჻ წადილი჻ მისცა჻ გულისა჻ ლხინება

122. იტყუის჻ თუ჻ ამა჻ სიტყუითა჻ მას჻ ფერი჻ შეეცვალების ვისთუის მე჻ ჴელი჻ უცილოდ჻ მას჻ ცრემლი჻ ემალმალების კულა჻ უთხრა჻ დაო჻ მიჯნური჻ მტერთაცა჻ შეებრალების ესეცა჻ იცი჻ სიკვდილსა჻ თუით჻ ეძებს჻ არ჻ ეკრძალების

123. ვარ჻ მიჯნური჻ ხელი჻ ვინმე჻ გაუწყვედლად჻ სულთა჻ დგმისად ჩემმან჻ მზემან჻ გამომგზავნა჻ საძებარად჻ იმა჻ ყმისად ღრუბელიცა჻ ვერ჻ მიხუდების჻ მე჻ მისრულვარ჻ სადა჻ მისად გული჻ თქუენი჻ მიპოვნია჻ მისი჻ შენდა჻ შენი჻ მისად

124. მისი჻ სახე჻ გულსა჻ ჩემსა჻ ხატად჻ ასრე჻ გამოვხატე მისთუის჻ ხელმან჻ გამოჭრილმან჻ ლხინი჻ ჩემი჻ ვაალქატე ორისაგან჻ ერთი჻ მიყავ჻ ტყუედ მქენ჻ ანუ჻ მააზატე ან჻ მაცოცხლე჻ ანუ჻ მომკალ჻ ჭირი჻ ჭირსა჻ მომიმატე

125. ქალმან჻ უთხრა჻ ყმასა჻ სიტყუა჻ პირველისა჻ უამესი ეგე჻ სიტყუა჻ მოიგონე჻ დია჻ რამე჻ უკეთესი წეღან჻ საქმე჻ მტერობისა჻ გულსა჻ ჩემსა჻ შთამოსთესი აწ჻ მოყუარე჻ გიპოვნივარ჻ დისაგანცა჻ უფრო჻ დესი

126. რაცაღა჻ ხარ჻ ვერ჻ მაცთუნვებ჻ გარდაიქცევი჻ ჴმელთა჻ ქველად დაკარგულნი჻ ვინმე჻ სადით჻ ვიარები჻ მარტო჻ ველად მე჻ ვისთვისმე჻ ნაცვლად჻ ღმერთმან჻ მიმცა჻ ცეცხლთა჻ დასაწყეველად მალედ჻ მომკალ჻ დამჴსენ჻ წუასა჻ მიმეც჻ მჴეცთა჻ შესაჭმელად

127. ჩემსა჻ თავსა჻ მიჯნურობა჻ მართალია჻ არ჻ ნაჭორად ჩემი჻ ვერა჻ ვერ჻ მოგკიდე჻ მეუბნები჻ მრუდსა჻ სწორად ვინცა჻ აქა჻ გამომგზავნა჻ არვინ჻ მიჩს჻ მისად჻ სწორად მისგან჻ კიდე჻ სხუა჻ მნათობი჻ შევაწონე჻ ერთ჻ დრამ჻ ორად

128. გამოჭრილვარ჻ ვიარები჻ დამწუავს჻ ცეცხლთა჻ საჴუმილია჻ ამა჻ ყმისა჻ მიზეზითა჻ სრულ჻ ჴმელეთი჻ მომივლია ჭირთა჻ ნაცვლად჻ შენ჻ გიპოვე჻ თუ჻ არ჻ მეტყუი჻ ცრემლს჻ მილია თქუენად჻ ძებნად჻ მოვიძულვე჻ სახლი჻ კარი჻ ზღუდე჻ ვლია

129. თუ჻ შენ჻ გწადდეს჻ ჩემი჻ შეყრა჻ იგი჻ გეტყვის჻ არას჻ არა მაგრა჻ ჩემი჻ ყოფა჻ ღმერთმან჻ ვიცი჻ ბოლოდ჻ დამამწარა შენგან჻ კიდე჻ არვინ჻ მივის჻ თავი჻ ჩემი჻ მოგაბარა იტყუის჻ მივხუდი჻ ჩემსა჻ ლხინსა჻ მე჻ არ჻ ღირს჻ ვარ჻ მიწა჻ არა

130. მაშა჻ რადგან჻ მიჯნურობა჻ შენად჻ ღონედ჻ მოიგონე არ჻ ეგების჻ ამას჻ იქით჻ თუმცა჻ თავი჻ არ჻ გამონე არ჻ შენ჻ მოგეც჻ თავი჻ ჩემი჻ დაგაბნიე჻ დაგაღონე შენთუის჻ მოვკუდე჻ ამისებრი჻ მემცა჻ საქმე჻ რა჻ ვიღონე

131. მე჻ მისითა჻ მიზეზითა჻ არ჻ მინახავს჻ დღე჻ ნათელი მუნით჻ ვზივარ჻ დევთა჻ ქუაბსა჻ ვდუღ჻ და჻ მამდის჻ ცხელი჻ ცრემლი მიწას჻ ვლაჴავ჻ თუ჻ ზე჻ ვჰფრინავ჻ არა჻ ვიცი჻ მე჻ მართალი ღ~თნ჻ მომკლას჻ ან჻ მილხინოს჻ დიდ჻ არს჻ მისი჻ სამართალი

132. აწ჻ რაცა჻ გითხრა჻ თუ჻ ამა჻ საქმესა჻ დამმორჩილდები რასაცა჻ ეძებ჻ მიხუდები჻ უცილოდ჻ არ჻ ასცილდები თუ჻ არ჻ მომისმენ჻ ვერ჻ ჰპოვებ჻ რაზომმცა჻ ცრემლსა჻ ჰმილდები მოგხვდების჻ მდურვა჻ სოფლისა჻ მოჰკუდები჻ გაცასწბილდები

არაკი ავთანდილისა ასმათს რომე უბრძანა მაშინ თუითან჻

133. ყმამან჻ უთხრა჻ ეგე჻ საქმე჻ ამას჻ ჰგავსო჻ არა჻ სხუასა ორნი჻ კაცნი჻ მოდიოდეს჻ სადაური჻ სადმე჻ გზასა უკანამან჻ წინა჻ ნახა჻ ჩავარდნილი჻ შიგან჻ ჭასა ზედ჻ მიადგა჻ ჩაჰყიოდა჻ ტირს჻ იზახის჻ ვაგლახვასა

134. ეგრე჻ უთხრა჻ ამხანაგო჻ იყავ჻ მანდა჻ მომიცადე წავალ჻ თოკთა჻ მოსახუმელად჻ მწადსო჻ თუმცა჻ ამოგზიდე მას჻ ქუეშეთსა჻ გაეცინნეს჻ გაუკვირდა჻ მეტად჻ კიდე შემოჰყივლა჻ არ჻ გელოდე჻ სად჻ გაგექცე჻ სად჻ წავიდე

135. აწ჻ დაო჻ შენსა჻ ჴელისაა჻ ჩემი჻ საბელი჻ ყელისა სხუად჻ უღონოა჻ უშენოდ჻ ჩემგან჻ აბყრობა჻ ჴელისა რასაცა჻ მიზამ჻ შენ჻ იცი჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ლხენისა თუარა჻ ვისმც჻ ექნა჻ გუარლითა჻ შეკვრა჻ თავისა჻ მრთელისა

136. ქალმან჻ უთხრა჻ მომეწონა჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი ხარ჻ უცილოდ჻ კარგი჻ ვინმე჻ მოყმე჻ ბრძენთა჻ საქებარი ხარ჻ ვინათგან჻ აქანამდის჻ მაგა჻ ჭირთა჻ დამთმობარი რაცა჻ გითხრა჻ მომისმინე჻ გიპოვნია჻ საძებარი

137. იმა჻ მოყმისა჻ ამბავი჻ არსად჻ არა჻ იპოვების თუით჻ თუ჻ არ჻ გითხრობს჻ არ჻ ითქუმის჻ არ჻ ვისგან჻ დაიჯერების მოილოდინე჻ მოვიდეს჻ რაზომცა჻ დაგეყოვნების დადუმდი჻ ვარდსა჻ ნუ჻ აზრობ჻ ცრემლითა჻ ნუ჻ ითოვნების