... (Q-779), XVIII ს.

79. ვითა჻ მე჻ მივხუდი჻ წადილსა჻ ჩემის჻ გულისა჻ ნებასა აგრემცა჻ ღმერთი჻ ნურას჻ იქს჻ ძმისა჻ თქუენისა჻ ვნებასა უჩუენა჻ მისი჻ სადგომი჻ მიდითო჻ ნებანებასა ჩრდილსა჻ გარდასვით჻ მაშურალნი჻ მიეცით჻ მოსვენებასა

80. ესე჻ უთხრა჻ და჻ წავიდა჻ ცხენი჻ გაქუსლა჻ დეზითა ვითა჻ გავაზი჻ გაფრინდა჻ არ჻ გაშვებული჻ ხეზითა ან჻ მთუარე჻ მზისა჻ შემყრელი჻ მზე჻ სინათლითა჻ ზეზითა დაივსო჻ ცეცხლი჻ შემწველი჻ მისითა჻ მან჻ მიზეზითა

81. მიეწურა჻ იგონებდა჻ ახლოს჻ შეყრა჻ ვითა჻ აგოს საუბარმან჻ უმეცარმან჻ შმაგი჻ უფრო჻ გააშმაგოს ჴამს჻ თუ჻ კაცმან჻ გონიერმან჻ ძნელი჻ საქმე჻ გამოაგოს არ჻ სიწყნარე჻ გონებისა჻ მოიძულოს჻ მოიძაგოს

82. რადგან჻ ისი჻ არის჻ რადმე჻ უცნობოდ჻ და჻ ისრე჻ რეტად რომე჻ კაცსა჻ არ჻ მიუშვებს჻ საუბრად჻ და჻ მისად჻ ჭურეტად მივეწევი჻ შევიყრებით჻ ერთმანერთის჻ ცემაჟლეტად ანუ჻ მოვჰკლავ჻ ანუ჻ მომკლავ჻ დაიმალვის჻ მეტისმეტად

83. აწ჻ იმა჻ ყმისა჻ საკრავად჻ ჴრმალსაცა჻ ვით჻ მიჰყევ჻ ნები არ჻ მოვჰკლავ჻ არცა჻ მოვჰკვდები჻ არ჻ ვავნებ჻ არცა჻ ვევნები შორით჻ თვალითა჻ მივსწურავ჻ უკანა჻ დავედევნები჻ იარეს჻ გავლეს჻ მრავალი჻ მინდორი჻ შამბნარჴევნები

84. გარდაჴდა჻ და჻ თაყვანის჻ სცა჻ ახსენა჻ ღ~თისა჻ სახენი შენ჻ გმონებს჻ ყოვლი჻ ქუეყანა჻ ყოველნი჻ მონა჻ სახენი შენგან჻ მიხუდების჻ წადილსა჻ უღონო჻ მოვაგლახენი ავთანდილ჻ გეძებ჻ სიცოცხლე჻ შენთუის჻ ლახუართა჻ ვახენი჻

85. ავთანდილ჻ იტყვის ეზომნი჻ ჭირნიმცა჻ რად჻ ვაცუდენი რაცაღა჻ არის჻ არ჻ არის჻ თუმცა჻ არ჻ ედგნეს჻ ბუდენი სადაცა჻ მივა჻ მივიდეს჻ რამცა჻ მოვლიდეს჻ ზღუდენი მუნაღა჻ ვძებნნე჻ ღონენი჻ ჩემნი჻ არ჻ დასამრუდენი

86. წინაუკანა჻ იარეს჻ ორნი჻ დღენი჻ და჻ ღამენი დღისით჻ და჻ ღამით჻ მაშურალნი჻ არ჻ საჭამადთა჻ მჭამენი არსადა჻ ხანი჻ არ჻ დაყუეს჻ ერთნი჻ თუალისა჻ წამენი მათ჻ თუალთა჻ ცრემლნი჻ სდიოდეს჻ მინდორთა჻ მოსალამენი

87. დღისით჻ ვლეს჻ და჻ საღამოჟამ჻ გამოუჩნდეს჻ დიდნი჻ კლდენი კლდეთა჻ შიგან჻ ქუაბნი჻ იყუნეს჻ პირსა჻ წყალი჻ ჩანადენი წყლისა჻ პირსა჻ არ჻ ითქმოდა჻ შამბი჻ იყო჻ თუ჻ რასდენი ხე჻ დიდრუან჻ თვალუცდომი჻ მაღლა჻ კლდემდის჻ ანაყრდენი

88. დადგა჻ უჭვრეტს჻ ალვის჻ შტოსა჻ ანძრევს჻ გარე჻ ჰქონდა჻ ყელსა ავთანდილს჻ ჰკუირს჻ ეგრე჻ ვითა჻ გაანათებს჻ მზეებრ჻ ველსა პირად჻ მზესა჻ გულად჻ ლომსა჻ ტანად჻ შეჰგავ სარო჻ მზრდელსა მოიგონებს჻ გულამოსკუნით჻ მასვე჻ მისსა჻ საგონელსა

89. მან჻ ყმამან჻ ქვაბსა჻ მიმართა჻ განვლნა჻ წყალნი჻ და჻ კლდენია ავთანდილ჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ მონახნა჻ დიდნი჻ ხენია მას჻ ზედა჻ ჭურეტად჻ გავიდა჻ ძირსა჻ დააბა჻ ცხენია მუნით჻ უჭურეტდა჻ იგი჻ ყმა჻ მივა჻ ცრემლმინადენია

90. რა჻ ტყენი჻ გავლნა჻ მან჻ ყმამან჻ მოსილმან჻ ვეფხის჻ ტყავითა ქუაბისა჻ კარსა჻ გამოდგა჻ ქალი჻ ჯუბითა჻ შავითა ატირდა჻ მაღლად჻ ცრემლითა჻ ზღუათაცა჻ შესართავითა იგი჻ ყმა჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ ყელსა჻ მოეჭდო჻ მკლავითა

91. ყმამან჻ უთხრა჻ დავო჻ ასმათ჻ ჴიდნი჻ ზღუასა჻ ჩაგვიცვივდეს ვეღარ჻ მივხუდით჻ ჟამიერად჻ ჩვენ჻ ვისიცა჻ ცეცხლნი჻ გვწუიდეს ესე჻ თქვა჻ და჻ მკერდსა჻ ჴელნი჻ იკრნა჻ ცრემლნი჻ გარდმოსცვივდეს ქალი჻ შებნდა჻ მოეხუია჻ ერთმანერთსა჻ სისხლით჻ სწუიმდეს

92. იგი჻ ტევრი჻ გაეჴშირა჻ დანაგლეჯსა჻ მათსა჻ თმასა ერთმანერთსა჻ ეხვეოდეს჻ ყმა჻ ქალსა჻ და჻ ქალი჻ ყმასა იზახდიან჻ მოთქმიდიან჻ ჴმას სცემდიან჻ კლდენი჻ ჴმასა ავთანდილ჻ სჭურეტს჻ გაკუირვებით჻ მათსა჻ ეგრე჻ ქცევაზმასა

93. სული჻ დაიღო჻ მან჻ ქალმან჻ დასთმო჻ გულისა჻ წყლულობა ქუაბს჻ შეიყვანა჻ ტაიჭი჻ მოჰჴადა჻ აკაზმულობა მას჻ ყმასა჻ შეჰჴსნა჻ შეიღო჻ აბჯრისა჻ წელმორტყმულობა შინა჻ შევიდეს჻ მას჻ დღესა჻ გარდაოდა჻ გამოსრულობა

94. ავთანდილს჻ უკუირს჻ ამბავი჻ ისი჻ თუ჻ ვცნაო჻ მე჻ რითა გათენდა჻ ქალი჻ გამოდგა჻ მოსილი჻ მითვე჻ ფერითა შავსა჻ აუდვა჻ ლაგამი჻ სწმენდდა჻ რიდისა჻ წვერითა შეჰკაზმა჻ მოაქუს჻ აბჯარი჻ წყნარად჻ არ჻ რამე჻ ჩხერითა

95. მის჻ მოყმისა჻ წესი჻ იყო჻ მეტსა჻ თურე჻ არას჻ ვეჯდა ქალი჻ ტირს჻ და჻ მკერდსა჻ იცემს჻ თმისა჻ ტევრსა჻ გაიგლეჯდა ერთმანერთსა჻ მოეხუივნეს჻ აკოცა჻ და჻ ცხენსა჻ შეჯდა ასმათ჻ ისრე჻ დაღრეჯილი჻ კულა჻ უფრორე჻ დაიღრეჯდა

96. ავთანდილ჻ ახლოს჻ კულა჻ ნახა჻ სახე჻ მისივე჻ კაცისა ულვაშაშლილი჻ წუერგამო჻ ნუ჻ თუ჻ მზეაო჻ თქუა჻ ცისა ეყნოსა჻ სული჻ ალვისა჻ ქართაგან჻ მონატაცისა ასრე჻ უჩს჻ მოკლვა჻ ლომისა჻ მართ჻ ვითა჻ ლომსა჻ ვაცისა

97. მასვე჻ გზასა჻ წამოვიდა჻ რომე჻ გუშინ჻ შეეარა შამბი჻ გავლო჻ გაეშორა჻ თავი჻ მინდორს჻ გააგარა ავთანდილ჻ სჭურეტს჻ გაკვირვებით჻ მალვით჻ ხესა჻ მოეფარა თქუა჻ თუ჻ ღ~თნ჻ ესე჻ საქმე჻ მეტად჻ კარგად჻ მომიგვარა

98. ავთანდილ჻ თქუა ჟამად჻ ვპოვე჻ ვრბოდი჻ ვისთუის჻ სურვილითა მისგან჻ კიდე჻ მომსახურე჻ ვნახო჻ ჰყვანდეს჻ ნუთუ჻ ვითა ნუთუ჻ რასაც჻ მოველოდდე჻ მითხრას჻ ამან჻ მე჻ ამბავთა თუარა჻ მე჻ ვარ჻ იგი჻ ლომი჻ რომე჻ მჴეცთა჻ მოვსრავ჻ ჴრმლითა