... (Q-779), XVIII ს.

138. ყმამან჻ უთხრა჻ ვარდო჻ დაჭნი჻ დრო჻ მოვიდა჻ შენის჻ ზრვისა ერთმანერთსა჻ მოეხუივნეს჻ ცრემლით჻ ჰკოცნენ჻ სახეპირსა ასმათ჻ ტირის჻ სისხლის჻ ცრემლსა჻ ტევრი჻ შექმნა჻ ნათხზის჻ თმისა იგი჻ ტირან჻ სოფლისათუის჻ და჻ სოფელი჻ მათთვის჻ ტირსა

139. გითხრა჻ თუ჻ ცოდნა჻ გწადიან჻ ჩვენისა჻ შენ჻ სახელისა ტარიელ჻ არის჻ სახელი჻ იმა჻ მოყმისა჻ ხელისა მე჻ ასმათ჻ მქვიან჻ რომელსა჻ წუა჻ მაქუს჻ ცეცხლისა჻ ცხელისა სულთქმა჻ სულთქმისა჻ ბევრისა჻ მაშა჻ თუ჻ არ჻ ერთხელისა

140. ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ გითხრობ჻ მე჻ სიტყუასა჻ ამისთანსა ისი჻ მინდორს჻ არონინებს჻ ტანსა჻ მტერთა჻ მემაჯანსა ვსჭამ჻ გლახ჻ მარტო჻ ნადირისა჻ მისგან჻ ჴორცსა჻ მონატანსა აწვე჻ მოვა჻ არა჻ ვიცი჻ თუ჻ დაჰყოვნის჻ დიდსა჻ ხანსა

141. ამას჻ გვედრებ჻ მოიცადო჻ თავი჻ სხვაგან჻ არსად჻ არო რა჻ მოვიდეს჻ შევეხვეწო჻ ნუ჻ თუ჻ ვით჻ რა჻ მოვაგვარო ერთმანერთსა჻ შეგამეცნე჻ თავი჻ შენი჻ შევაყუარო თუით჻ გიანბნანოს჻ საქმე჻ მისი჻ საყუარელსა჻ გაახარო

142. ტირს჻ ვაიმე჻ საყუარელო჻ წახუელ჻ რასმე჻ ქუეყანასა თავი჻ შენად჻ საძებარად჻ შევაცურვე჻ შიგან჻ ზღუასა მოვეშორვე჻ გამზრდელთ჻ და჻ სწორნი჻ ჩემნი჻ ვაგლახვასა ანუ჻ მოვჰკუდე჻ ანუ჻ დავრჩე჻ მოველოდდე჻ ნეტარ჻ რასა

143. უთხრა჻ დავო჻ ღ~თნ჻ შეგზღოს჻ საიქიოს჻ მისაგები ღ~თსა჻ სწადდეს჻ ჩემი჻ ლხინი჻ ასრე჻ ამად჻ არ჻ ვიწვები ჩემთა჻ ცეცხლთა჻ დავსებასა჻ სხუასა჻ ვისმცა჻ ვეხვეწები თუ჻ მიბრძანებს჻ ჩემებრ჻ ხელსა჻ განაღამცა჻ ვიახლები

144. ქალი჻ ჰკადრებს჻ საუბართა჻ იგი჻ მოყმე჻ ატირდების ვაგლახ჻ მეო჻ საყუარელო჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მოედების჻ ვინ჻ შეიპყრა჻ გული჻ ჩემი჻ შენგან჻ კიდე჻ ვის჻ ჴელთდების ოდის჻ მამცეს჻ კაცსა჻ ხლებად჻ აქათ჻ ასრე჻ მემტერების

145. ქალსა჻ ყმამან჻ მოუსმინა჻ დაჰმორჩილდა჻ დართო჻ ნება ამა჻ ზედან჻ მოიხედნეს჻ ჴევით჻ ესმა჻ ჩხაპუნება მთუარე჻ წყალსა჻ გამოსრული჻ ვნახე჻ შუქთა჻ მოფინება უკურიდეს჻ აღარა჻ ქნეს჻ მუნ჻ ხანისა჻ დაყოვნება

146. ქალმან჻ უთხრა჻ ყმაო჻ ღ~თნ჻ მოგცა჻ ჟამად჻ რაცა჻ გინა მაგრა჻ თავი჻ უჩინო჻ ჰქმენ჻ დამალული჻ იყავ჻ შინა იმა჻ ყმისა჻ მეუნებლე჻ ჴორციელი჻ არავინა თუ჻ ვითა჻ რა჻ მოვაგუარო჻ შენი჻ ნახვა჻ არ჻ ეწყინა

147. ავთანდილ჻ ქუაბსა჻ დამალა჻ ქალმან჻ დამალვით჻ მალითა იგი჻ ყმა჻ ცხენსა჻ გარდაჴდა჻ ჰშვენოდა჻ კაპარჭჴრმალითა ატირდეს჻ მაღლად჻ ცრემლითა჻ ზღუათაცა჻ შესამალითა჻ ავთანდილ჻ სარკუმლით჻ უჭურეტდა჻ ჭურეტითა჻ იდუმალითა

148. ამარტის჻ ფერად჻ შეცვალა჻ ბროლი჻ ცრემლისა჻ ბანამან დიდხან჻ იტირეს჻ ყმამან჻ და჻ მან჻ ქალმან჻ შაოსანამან შეჴსნა჻ შეიღო჻ აბჯარი჻ ცხენიცა჻ შეიყუანა჻ მან დადუმდეს჻ ცრემლნი჻ მოჰკუეთნა჻ შავმან჻ გიშრისა჻ დანამან

149. ავთანდილ჻ სარკუმლით჻ უჭურეტდა჻ ტყვე჻ საკნით჻ ნააზატები მან჻ ქალმან჻ ქუეშე჻ დაუგო჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ნატები მას჻ ზედა჻ დაჯდა჻ იგი჻ ყმა჻ სულთქვამს჻ ჭირმონამატები სისხლისა჻ ცრემლსა჻ გაეწნა჻ შუა჻ გიშრისა჻ სატები

150. მან჻ ქალმან჻ ჴელყო჻ კუესითა჻ გზება჻ ცეცხლისა჻ ნელისა ეგონა჻ ჭამა჻ ჴორცისა჻ შემწვრისა჻ შეუქნელისა მიუპყრა჻ ერთი჻ აჰჴლიჩა჻ ქნაა჻ საქმისა჻ ძნელისა ძალი჻ არ჻ ჰქონდა჻ დაუწყო჻ გამოყრა჻ უცოხნელისა

151. ცოტად჻ მიწვა჻ მიიძინა჻ თუცა჻ ყოლა჻ ვერა჻ მეტი შეკრთა჻ დიდნი჻ დაიზახნა჻ წამოვარდა ვითა჻ რეტი იზახდის჻ და჻ წამწამ჻ იკრის჻ გულსა჻ ლოდი჻ თავსა჻ კეტი ცალკერძ჻ ზის჻ და჻ პირსა჻ იხოკს჻ ქალი჻ მისი჻ შენამჭურეტი

152. რად჻ დაბრუნდი჻ მოაჴსენა჻ მითხარ჻ რაცა჻ წაგეკიდა მან჻ უბრძანა჻ მონადირე჻ მეფე჻ ვინმე჻ გარდმეკიდა ჰყუეს჻ ლაშქარნი჻ უთვალავნი჻ ბარგი჻ მძიმედ჻ აეკიდა იგი჻ მინდორს჻ ნადირობდა჻ დაეფანჩვა჻ მარეკი჻ და

153. სევდად჻ მეცა჻ კაცთა჻ ნახვა჻ ცეცხლი჻ უფრო჻ გავიალე არ჻ მივეო჻ ახლოს჻ შეყრად჻ თავი჻ ჩემი჻ შევიწყალე მათგან჻ მკრთალი჻ შემოვბრუნდი჻ ტყესა჻ შიგან჻ დავიმალე თქუა჻ ნუთუმცა჻ უკუმრიდა჻ რა჻ გათენდეს჻ წავალ჻ ხვალე

154. ქალსა჻ ცრემლნი჻ გარდმოსცუივდეს჻ ასნაკეცნი჻ ბევრისბევრად მოაჴსენა჻ მჴეცთა჻ თანა჻ იარები჻ მარტო჻ ტევრად არას჻ კაცსა჻ არ჻ იახლებ჻ საუბრად჻ და჻ შემაქცევრად მას჻ მაგითა჻ ვერას჻ არგებ჻ დღეთა჻ შენთა჻ ცუდად჻ ლევ჻ რად

155. ყოვლი჻ პირი჻ ქუეყანისა჻ ერთობ჻ სრულად჻ მოგივლია ერთი჻ კაცი჻ შემაქცევლად჻ შენად჻ ვითა჻ დაგელია გიახლოს჻ და჻ არ჻ გაშმაგდე჻ თუცა჻ ჭირი჻ არ჻ გაკლია შენ჻ მოჰკუდე჻ და჻ იგი჻ წაჴდეს჻ ესე჻ შენთუის჻ რა჻ მადლია

156. უბრძანა჻ დავო჻ ეგეა჻ მსგავსი჻ შენისა჻ გულისა მაგრა჻ არ჻ არის჻ ქუეყანად჻ წამალი჻ ამა჻ წყლულისა ვის჻ ძალუც჻ პოვნა჻ კაცისა჻ თუით჻ სოფლად჻ არმოსრულისა ჩემი჻ ლხინია჻ სიკუდილი჻ გაყრა჻ ჴორცთა჻ და჻ სულისა

157. ღმერთმან჻ სხუაცა჻ ეტლსა჻ ჩემსა჻ რადმცა჻ კაცი჻ რად჻ დაბადა სიახლე჻ და჻ საუბარი჻ თუმცა჻ მისი჻ მე჻ მეწადა ვინმცა჻ გასძლნა჻ ჭირნი჻ ჩემნი჻ ანუ჻ ვინმცა჻ შეეცადა შენგან჻ კიდე჻ ჴორციელი჻ დავო჻ მივის჻ არასადა