... (Q-779), XVIII ს.

99. აწ჻ ამას჻ ჩემთუის჻ ღმრთისაგან჻ სხუა჻ საქმე჻ რა჻ ვამჯობინო ქალი჻ შევიპყრა჻ მის჻ ყმისა჻ ამბავი჻ ვაამბობინო ჩემიცა჻ ვუთხრა჻ ყუელაი჻ მართალი჻ გავაბჭობინო მას჻ ყმასა჻ ჴრმალი჻ არა჻ ვჰკრა჻ არც჻ მას჻ დავისობინო

100. ჩამოვიდა჻ ცხენი჻ ახსნა჻ მისგან჻ ხესა჻ შემობმული ზედა჻ შეჯდა჻ გაემართა჻ ქუაბი჻ დახუდა჻ კარგახმული მუნით჻ ქალი჻ გამოიჭრა჻ გულმდუღარე჻ ცრემლდასხმული ეგონა჻ თუ჻ დაბრუნდაო჻ პირი჻ ვარდი჻ ბროლბაკმული

101. ვერ჻ იცნა჻ სახე჻ არ჻ ჰგუანდა჻ მისი჻ მის჻ ყმისა჻ სახესა ფიცხლა჻ გაიქცა჻ მიმართა჻ ზახილით჻ კლდესა჻ და჻ ხესა ყმა჻ გარდაიჭრა჻ დააბა჻ ვითა჻ კაკაბი჻ მახესა ჴმას჻ სცემდეს჻ კლდენი჻ ქალისა჻ ზახილსა჻ მუნ჻ ერთსახესა

102. მას჻ ყმასა჻ თავი჻ არ჻ მისცა჻ ჭურეტადცა჻ ებილწებოდა ვითა჻ კაკაბი჻ არწივსა჻ ქვეშე჻ მი჻ და჻ მო჻ წრწებოდა ტარიელს჻ ვისმე჻ უზახდა჻ მწედ჻ თუცა჻ არ჻ ემწებოდა ავთანდილ჻ მუჴლთა჻ უყრიდა჻ თითითა჻ ეხვეწებოდა

103. ქალი჻ კიოდა჻ ტირილით჻ ჴმასა჻ მოსცემდეს჻ მთა჻ ვითა უზახის჻ ლომო ტარიელ჻ არ჻ იყო჻ ამად჻ ზავითა ავთანდილ჻ ეტყუის჻ ნუ჻ შმაგობ჻ ნუ჻ ხარ჻ ცნობითა჻ ავითა ღარიბი჻ უადგილოსა჻ მოველ჻ მართ჻ ოდენ჻ თავითა

104. ეტყოდა჻ სულე჻ რამც჻ გიყავ჻ კაცი჻ ვარ჻ ადამიანი უფეროქმნილნი჻ მინახვან჻ ვარდნი჻ და჻ ისი჻ იანი მისი჻ რა მითხარ჻ ვინ჻ არის჻ ტანსარო჻ პირბაკმიანი სხუად჻ არას჻ გიზამ჻ ნუ჻ გეშის჻ ნუ჻ ჰყივი჻ აგრე჻ ჴმიანი

105. ქალი჻ ეტყოდა჻ ტირილით჻ სარჩელი჻ უგავს჻ ბრჭობასა თუ჻ არ჻ შმაგი჻ ხარ჻ დამეჴსენ჻ შმაგი჻ ხარ჻ მოდი჻ ცნობასა აწ჻ მეტად჻ ძნელსა჻ საქმესა჻ მნუკევ჻ ადვილად჻ თხრობასა ცუდად჻ ნუ჻ სცთები჻ ნუ჻ ელი჻ მაგა჻ ამბვისა჻ მბობასა

106. კულა჻ ეტყვის჻ ყმაო჻ რა჻ გინდა჻ ანუ მე჻ ნუკვი჻ მე჻ რასა მაგა჻ საქმისა჻ ვერა჻ იქს჻ ვერცა჻ კალამი჻ წერასა შენ჻ ერთხელ჻ იტყუი჻ მითხარო჻ მე჻ ასჯერ჻ გეტყვი჻ ვერასა ვითა჻ სიცილი჻ ტირილსა჻ მიჯობს჻ ვაგლახი჻ მღერასა

107. ყმა჻ ეტყუის჻ ხედავ჻ სისხლისა჻ თუალთა჻ მდის჻ ცრემლთა჻ წყალები დრო჻ გამიგრძელდა჻ მიმჭირდა჻ მაჩნია჻ მით჻ აწყა჻ ლები ვიცი჻ არ჻ მომკლავ჻ ღარიბი჻ ღარიბსა჻ შეგეწყალები მაგა჻ ამბვითა჻ დამივსე჻ ცეცხლისა჻ მე჻ აწყ჻ ალები

108. ქალო჻ არ჻ იცი჻ სით჻ მოვალ჻ რა჻ ჭირნი჻ მომითმენიან ოდითგან჻ ვეძებ჻ ამბავთა჻ ესე჻ არვისგან჻ მსმენიან შენ჻ მიპოვნიხარ჻ სიტყუანი჻ ჩემნი჻ რაზომცა჻ გწყენიან ვერ჻ დაგეხსნები჻ მიანბე჻ ჩემგან჻ ნუღარა჻ გრცხუენიან

109. ქალმან჻ უთხრა჻ რას჻ შეგესწარ჻ მე჻ ვინ჻ ვარ჻ და჻ ანუ჻ შენო მზე჻ არ჻ მახლავს჻ შეგეტყვების჻ თურთვილო჻ ასრე჻ მით჻ მაწყენო გრძელი჻ სიტყუა჻ საწყინოა჻ ასრე჻ მოკლედ჻ მოგახსენო ვერასათვის჻ ვერ჻ გიანბობ჻ რაცა჻ გინდა჻ იგი჻ ქენო

110. კულაცა჻ ჰკითხა჻ ზენარობით჻ მიუყარნა჻ მუხლნი჻ წინა მაგრა჻ ვერა჻ ვერ჻ დაჰყარა჻ მუდარობა჻ მოეწყინა პირსა჻ ზედა჻ გაგულისდა჻ თუალთა჻ სისხლი჻ მოედინა ადგა჻ თმითა჻ წამოზიდნა჻ ყელსა჻ დანა჻ დააბრჯინა

111. ეგრე჻ უთხრა჻ მე჻ ეზომი჻ ჯავრი჻ ვითა჻ შეგარჩინო რაგუარა჻ თუ჻ ამატირო჻ ცრემლი჻ ცუდად჻ დამადინო გიჯობს჻ მითხრა჻ ამის჻ მეტი჻ მართ჻ აღარა჻ არ჻ გაწყინო თუარა჻ ღმერთმან჻ მტერი჻ ჩემი჻ მოკლას჻ ვითა჻ მოგაკვდინო

112. ქალმან჻ უთხრა჻ ეგე჻ ღონე჻ მოიგონე჻ მატად჻ ავი თუ჻ არ჻ მომკლავ჻ არ჻ მოვკუდები჻ მრთელი჻ ვარ჻ და჻ მოუკლავი რად჻ რა჻ გითხრა჻ სადამდისცა჻ ვიყო჻ ჭირთა჻ უნახავი კულავ თუ჻ მომკლავ჻ სასაუბროდ჻ აღარ჻ მედგას჻ ზედა჻ თავი

113. უთხრა჻ თულომო჻ ავთანდილ჻ შეიქენ჻ ელვაკრთომითა თუ჻ მომკლავ჻ დამჴსნი჻ სოფელსა჻ ეგ჻ მიჯობს჻ ბევრის჻ ზომათა არ჻ ვიცი჻ ფიფქო჻ მით჻ მაწყენ჻ მიპოვე჻ მზე჻ წაჴდომითა შენებრი჻ კაცი჻ ჩემს჻ მეტსა჻ ვერვი჻ უდარებს჻ ომითა

114. კულა჻ ეტყვის჻ ყმაო჻ რად჻ მპოვე჻ ვინ჻ მეუბნები჻ მე჻ ვინო ეგე჻ ამბავი჻ ცოცხალსა჻ ენითა჻ ვერ჻ მათქმევინო მე჻ თავი჻ ჩემი჻ ნებითა჻ ჩემითა჻ მოგაკლევინო ვითა჻ უსტარი჻ ბედითი჻ ადვილად჻ დაგახევინო

115. ჩემი჻ სიკუდილი჻ შენ჻ ჩემად჻ პატიჟად჻ ნურად჻ გგონია მით჻ რომე჻ დამჴსნი჻ ტირილსა჻ შემშრების჻ ცრემლთა჻ ფონია ჩალად჻ მჩანს჻ ყოვლი჻ სოფელი჻ მისთუისვე჻ შემიწონია ვერ჻ გიცნობ჻ ვინ჻ ხარ჻ ვის჻ გითხრა჻ სიტყუანი჻ მისანდონია

116. ყმამან჻ თქუა჻ თუ჻ არ჻ ეგების჻ აწ჻ ამისი჻ ასრე჻ თქუმევა სხუასა჻ რასმე჻ მოვიგონებ჻ სჯობს჻ საქმისა჻ გამორჩევა გაუშვა჻ და჻ ცალკე჻ დაჯდა჻ ტირს჻ დაუწყო჻ ცრემლთა჻ ფრქვევა ქალსა჻ უთხრა჻ გაგარისხე჻ აწ჻ ესე჻ თქუი ვით჻ დავრჩე჻ ვა

117. ქალი჻ დაუჯდა჻ კუშტგვარად჻ ქუშობს჻ ჯერთ჻ არ჻ დამტკბარია ავთანდილ჻ ქუე჻ ზის჻ ტირილად჻ აღარას჻ მოუბარია ვარდისა჻ ბაღსა჻ მოჰგუბდა჻ ცრემლისა჻ საგუბარია კულა჻ იქით჻ ქალი჻ ატირდა჻ მისთვის჻ გულნალმობარია

118. ყმა჻ მტირალი჻ შეებრალა჻ ამად჻ ცრემლნი჻ ცხელნი჻ ღუარნა მაგრა჻ უჯდა჻ უცხოს჻ უცხო჻ არ჻ ბაგენი჻ აუბარნა ყმამან჻ ცნა჻ თუ჻ გონებანი჻ ჩქარნი჻ ჩემთუის჻ დააწყნარნა ცრემლდენილი჻ შეეხუეწა჻ ადგა჻ მუხლნი჻ მიუყარნა