... (Q-779), XVIII ს.

39. საყუარელი჻ მოეგონის჻ გაუახლდის჻ ცეცხლი჻ ალთა ჰე჻ სოფელო჻ შეგებრალე჻ ნუ჻ სჯი჻ ბედსა჻ შესაწყალთა შემოქმედო჻ მიმაბრუნვე჻ რომელი჻ სცნობ჻ იდუმალთა ესე჻ თქუა჻ და჻ სისხლის჻ ცრემლი჻ გამოსეტყვა჻ მელნის჻ თუალთა

40. ვარდი჻ მის჻ მზისა჻ გაყრილი჻ უფრო჻ და჻ უფრო჻ ჭკნებოდა გულსა჻ უთხრის჻ თუ჻ დასთმეო჻ ამად჻ არ჻ დია჻ ბნდებოდა უცხო჻ უცხოთა჻ ადგილთა჻ საძებრად჻ იარებოდა მგზავრთა჻ ჰკითხევდის჻ ამბავთა჻ მათ჻ თანა჻ ემოყვრებოდა

41. იგი჻ პირად჻ მზისა჻ მგზავსი჻ ერთობ჻ მოვლის჻ სრულად჻ ჴმელთა ქუეყანათა჻ უნახავთა჻ ოჴერთა჻ და჻ კაცრიელთა არ჻ დააგდებს჻ უნახავად჻ წყალთ჻ კლდეთა჻ ტყეთა჻ ველთა მაღრიბს჻ ჰკითხავს჻ მაშრიყელთა჻ ჰრომს ჩინელთა჻ მაჩინელთა

42. მუნ჻ ეძებს჻ ცრემლი჻ მტირალსა჻ სდის჻ ზღვათა჻ შესართავისად უჩნდის჻ ქვეყანა჻ თახთად჻ და჻ მკლავი჻ სადებლად჻ თავისად თქუის჻ საყუარელო჻ მოგშორდი჻ გული჻ შენ჻ დაგრჩა჻ ავისად შენთუის჻ სიკუდილი჻ მეყოფის჻ ლხინად჻ ჩემისა჻ თავისად

43. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ მოვლო჻ სრულად჻ მოიარა ასრე჻ რომე჻ ცასა჻ ქვეშე჻ არ჻ დაურჩა჻ არ჻ იარა მაგრა჻ იგი჻ მის჻ ამბისა჻ მსმენელსაცა჻ ვერ჻ მიმხუდარა ამას჻ შიგან჻ წელიწადი჻ სამი჻ სამ჻ თუედ჻ მიიყა

44. [....................................]უგემურსა჻ მეტად჻ მქისსა [.................................................]჻ შვილსა჻ ადამისსა [..........................................................................]ისსა [.................................................................................]

45. მას჻ მიხუდა჻ წევრი჻ სადგურად჻ მაღლისა჻ მთისა჻ დიდისა გამოჩნდა჻ მუნით჻ მინდორი჻ სავალი჻ დღისა჻ შუიდისა მის჻ მთისა჻ ძირსა჻ წყალი჻ დის჻ არად჻ სანდომი჻ ჴიდისა ორგნითვე჻ ტყესა჻ შეეკრა჻ ნაპირი჻ წყლისა჻ კიდისა

46. ზედ჻ წაადგა჻ შეექცევის჻ დროთა჻ დღეთა჻ ანგარიშობს თუენი჻ ესხნეს჻ ორანიღა჻ ამად჻ სულთქვამს჻ არა჻ იშობს ვაი჻ თუ჻ საქმე჻ გამიმჟღავნდეს჻ კულა ამისთუს჻ გულმოშიშობს჻ ავსა჻ კარგად჻ ვერვინ჻ შესცულის჻ თავსა჻ ახლად჻ ვერვინ჻ იშობს

47. საგონებელი჻ შეექმნა჻ დადგა჻ საქმისა჻ რჩეველად თქუა჻ თუ჻ დავბრუნდე჻ ეზომი჻ ხანი჻ რად჻ დავჰყავ჻ მე჻ ველად ჩემსა჻ რა჻ ვჰკადრო჻ მნათობსა჻ ვიყავ჻ რად჻ დღეთა჻ მლეველად მისი჻ ვერა჻ ვცნა჻ ჭორადცა჻ ვარ჻ ვისთა჻ გზათა჻ მკვლეველად

48. თუ჻ არ჻ დავბრუნდე჻ საძებრად჻ დავჰყუნე჻ სხუანიცა჻ ხანანი რომელსა჻ ვეძებ჻ ვერა჻ ვსცნნე[჻ .....................................................] დრო჻ გარდაუწყდეს჻ [...................................................................] [.........................................................................................................]

49. უამბოს჻ ჩემი჻ სიკუდილი჻ თუით჻ ჩემგან჻ დავედრებული მათ჻ შექნან჻ გლოვატირილი჻ ქნან჻ საქმე჻ გამწარებული მერმე჻ მივიდე჻ ცოცოხალი჻ სადმე჻ სხუაგან჻ მე჻ რებული ამას჻ იგონებს჻ ტირილით჻ გონებაშეიწრებული

50. იტყვის჻ ღ~თო჻ სამართალნი჻ შენნი჻ ჩემთვის჻ რად჻ ამრუდენ მე჻ ეზომნი჻ სიარულნი჻ კიდე჻ რად჻ გლახ჻ გამიცუდენ გულით჻ ჩემით჻ სიხარულნი჻ აჰფხურენ჻ ჭირნი჻ დაუბუდენ დღეთა჻ ჩემთა჻ ცრემლნი჻ ჩემნი჻ ვერათოდეს჻ დავიყუდენ

51. კულაცა჻ იტყვის჻ დათმობა჻ სჯობს჻ და჻ თავსავე჻ ეუბნების დღეთა჻ მეტად჻ ნუ჻ მოჰკუდები჻ გული჻ ჩემი჻ ნუ჻ დადნების უღმრთოდ჻ ვერას჻ ვერ჻ მოვაწევ჻ ცრემლი჻ ცუდად჻ მედინების განგებასა჻ ვერვინ჻ შესცულის჻ არსაქმნელი჻ არ჻ იქმნების

52. თავს჻ უთხრა჻ მოჰკვე჻ გიჯობს჻ სიცოცხლე჻ აუგიანსა მიხუალ჻ დაგხუდების჻ თინათინ჻ ანათებს჻ დღესა჻ მზიანსა გკითხოს჻ მის჻ მზისა჻ ანბავი჻ რა჻ გმართებს჻ ვაგლახიანსა იგონებს჻ წამწამ჻ მიჰყუების჻ ტყის჻ პირსა჻ შამბნარწყლიანსა

53. ყოვლნი჻ არსნი჻ ცათ჻ ქუეშეთნი჻ ერთობ჻ სრულად჻ მომივლიან მაგრა჻ საქმე჻ მის჻ კაცისა჻ ვერა჻ სადა჻ შემიგნიან უღონიოდ჻ მართალ჻ იყუნეს჻ რომელთაცა჻ ქაჯად჻ თქუიან აწ჻ ტირილი჻ არას჻ მარგებს჻ ცუდად჻ ცრემლნი჻ რასა჻ მდიან

54. მთით჻ ჩამოვიდა჻ ავთანდილ჻ გავლო჻ წყალი჻ და჻ ტყენია მინდორს჻ აცორვებს჻ ტაიჭსა჻ შეჟღრენით჻ მონაწყენია გასცუდებოდეს჻ მკლავნი჻ და჻ მისნი჻ სიამაყენია ბროლისა჻ ველსა჻ სტურფობდეს჻ გიშრისა჻ მუნ჻ საყენია

55. მობრუნება჻ დააპირა჻ სულთქნა჻ მერმე჻ ივაგლახა მას჻ მინდორსა჻ დაემართა჻ გზა჻ თუალითა჻ გამოსახა თუესა჻ ერთსა჻ სულიერი჻ კაცი჻ არსად჻ არ჻ ენახა მჴეცნი჻ იყვნეს჻ საშინელნი჻ მაგრა჻ არა჻ შეუზახა

56. მათ჻ მინდორთა჻ შუაშიგა჻ ამოსული჻ ქედი჻ არი გაფიცხდა჻ და჻ ზედ჻ წაადგა჻ მოიმარჯვა჻ საომარი ჩემი჻ ბრძოლა჻ ვისმცა჻ ეძლოს჻ შევჰკრა჻ ერთგან჻ მთა჻ და჻ ბარი დავჰკოდნე჻ და჻ ჩამოვჰყარნე჻ წავიყუანო჻ პატიმარი

57. თუცა჻ მჴეცქმნილი჻ ავთანდილ჻ გულამოსკვნით჻ და჻ კვნესითა ეგრეცა჻ ჭამა჻ მოუნდის჻ ადამის჻ ტომთა჻ წესითა ისრითა჻ მოკლის჻ ნადირი჻ როსტომის჻ მკლავუგრძესითა შამბისა჻ პირსა჻ გარდაჴდა჻ ცეცხლი჻ დააგზო჻ კვესითა

58. ცხენსა჻ მისცა჻ საძოვარი჻ ვირე჻ მწუადი჻ შეიწოდეს ექუსნი჻ რამე჻ ცხენოსანნი჻ ნახა჻ მისკენ჻ მოვიდოდეს თქუა჻ თუ჻ ჰგუანან჻ მეკობრეთა჻ თვარა჻ კარგი჻ რამც჻ იცოდეს აქა჻ კაცი჻ ჴორციელი჻ კულა჻ ყოფილა჻ არაოდეს