... (Q-779), XVIII ს.

59. ჩუენ჻ ასრე჻ მყოფნი჻ არ჻ ვარგვართ჻ რა჻ გუნახვენ჻ ვემაჯანებით შეირტყა჻ წელთა჻ აბჯარი჻ შეჯდა჻ ტანითა჻ ჯანებით მზად჻ აქუს჻ მშვილდი჻ და჻ ისარი჻ ჴრმალი჻ მოიმარჯა჻ ნებით მისმან჻ მებრძოლმან჻ ყუელამან჻ გაყრამცა჻ იაჯა჻ ნებით

60. ჴელთა჻ ჰქონდა჻ ისარმშვილდი჻ მათკენ჻ მივა჻ მხიარული ორთა჻ კაცთა჻ წუეროსანთა჻ ყმა჻ მოჰყუანდა჻ უწვერული თავსა჻ იყო჻ დაკოდილი჻ შეებნიდა჻ სისხლსა჻ გული ტიროდეს჻ და჻ იჭირვოდეს჻ ცოტა჻ ედგა჻ მას჻ გლახ჻ სული

61. უყივლა჻ თუ჻ ძმანო჻ ვინ჻ ხართ჻ მეკობრეთა჻ დაგამსგავსენ მათ჻ მიუგეს჻ დაგუიწყნარდი჻ გვიშველე჻ რა჻ ცეცხლნი჻ ავსენ ვერა჻ გუარგო჻ მოგუიმატენ჻ ჭირნი჻ ჭირთა჻ მოგუისავსენ სატირელნი჻ მოგუიტირენ჻ ღაწვნი჻ შენცა჻ დაიმხასენ

62. ავთანდილ჻ მიდგა჻ ეუბნა჻ მათ჻ კაცთა჻ გულმდუღარეთა მათ჻ უთხრეს჻ მათი჻ ამბავი჻ ტირილით჻ მოუბარეთა ჩუენ჻ ვართო჻ ძმანი჻ სამნივე჻ მით჻ ვიდენთ჻ ცრემლთა჻ მწარეთა დია჻ გუაქვს჻ ციხექალაქი჻ ხათაეთს჻ არემარეთა

63. კარგი჻ გუესმა჻ სანადირო჻ ნადირობას჻ წამოვედით გუყუეს჻ ლაშქარნი჻ უთუალავნი჻ წყლისა჻ პირსა჻ გარდაჴედით სანადირო჻ მოგუეწონა჻ თუესა჻ ერთსა჻ არ჻ წავედით ვჰჴოცეთ჻ მჴეცსა უზომოსა მინდორით჻ და჻ მთით჻ და჻ ქედით

64. ჩუენ჻ სამთა჻ ძმათა჻ ჩუენთანა჻ მესროლნი჻ დავაწბილენით მით჻ ერთმანერთსა჻ სამნივე჻ ჩუენ჻ კიდე჻ დავეცილენით მე჻ უკეთ჻ მოვჰკლავ჻ მე჻ გჯობო჻ სიტყუანი჻ ვავაქილენით ვერ჻ გავაჩინეთ჻ მართალი჻ ვისარჩლეთ჻ ვითაკილენით

65. დღეს჻ ავჰყარენით჻ ლაშქარნი჻ სავსენი჻ ირმის჻ ტყავითა ვჰთქუით჻ გავაჩინოთ჻ მართალი჻ ვინ჻ ვსჯობთ჻ თავისა჻ მკლავითა თავსა჻ ვიხალნეთ჻ მარტონი჻ დავდგეთ჻ მართ჻ ოდენ჻ თავითა თუით჻ დანახულსა჻ მოვჰკულიდეთ჻ ნუ჻ ვისრვით჻ დამნახავითა

66. ჩუენ჻ ვიახლენით჻ სამთავე჻ სამნივე჻ მეაბჯრენია ლაშქართა჻ წასულა჻ უბრძანეთ჻ მით჻ არას჻ მოაზრენია მოვინადირეთ჻ მინდორი჻ ისი჻ ტყენი჻ და჻ ღრენია დავჰხოცეთ჻ მხეცი჻ მფრინველი჻ რაცა჻ ზე჻ გარდაგუფრენია

67. ანასდად჻ მოყმე჻ გამოჩნდა჻ კუშტი჻ პირგამქუშავია ზედა჻ ჯდა჻ შავსა჻ ტაიჭსა჻ მერანი჻ რამე჻ შავია თავსა჻ და჻ ტანსა჻ ემოსა჻ გარეთმა჻ ვეფხის჻ ტყავია ჯერთ მისი჻ მსგავსი჻ ჰშუენება჻ კაცთაგან჻ უნახავია

68. რა჻ მათ჻ კაცთა჻ ესე჻ სიტყუა჻ თქვეს჻ ავთანდილ჻ ვაგლახ჻ ვება მოეგონა჻ მისი჻ მზე჻ და჻ მეფესთანა჻ მისი჻ შვება ჰე჻ მოგშორდი჻ ჩემო჻ მზეო჻ მომხუდეს჻ შენი჻ თუ჻ შოვება იყოს჻ ჩემთა჻ ჭირთა჻ ნაცულად჻ ნეტარ჻ მე჻ და჻ იშოვება

69. უჭვრიტეთ჻ მისთა჻ ელვათა჻ შუქნი჻ ძლივ჻ გავიცადენით ვჰთქუით჻ თუ჻ მზეაო჻ ქუეყნად჻ ნუ჻ ვეუბნებით჻ ცად჻ ენით მისი჻ მოგუინდა჻ შეპყრობა჻ ვჰკადრეთ჻ და჻ შევეცადენით ასრე჻ სულთქმით჻ და჻ ვაებით჻ მით჻ ვართ჻ ცრემლისა჻ ცადენით

70. მე჻ უხუცესმან჻ უმცროსთა჻ კაცი჻ დავსთხოვე჻ ქენებით ჩემმა჻ შედეგმან჻ ტაიჭი჻ მისი჻ თუით჻ აქო჻ ხსენებით ამან჻ მართ჻ ოდენ჻ მორევა჻ გუითხრა჻ უალლეთ჻ ჩუენებით მივმართეთ჻ იგი჻ აგრევე჻ წყნარად჻ მივა჻ და჻ შუენებით

71. ჩუენ჻ მისითა჻ მიზეზითა჻ აწ჻ ვართ჻ ლომო჻ შეჭირვებით჻ ცაცა჻ მისად჻ არა჻ ჰკუირან჻ მივიდოდა჻ თავის჻ ნებით჻ შესაპყრობლად჻ ჴელი჻ ვჰკადრე჻ მაგრა჻ მეტად჻ შეზარებით ასრე჻ მწარედ჻ მათრაჴითა჻ ჩამოგუფრიწა჻ არ჻ ჴრმალ჻ ხლებით

72. ბროლმან჻ ლალსა჻ გარეულმან჻ ვარდნი჻ თხელნი჻ ანატიფნა იგი჻ ტკბილნი჻ გონებანი჻ ჩუენთუის჻ მეტად჻ გაამყიფნა არ჻ აგუიხუნა჻ არცა჻ დაგუსხნა჻ ყოლა჻ არად჻ ამოგუკრიფნა მისნი჻ მკუახედ჻ მოუბარნი჻ მათრაჴითა჻ შეგუამწიფნა

73. უმცროსსა჻ ძმასა჻ მივეცით჻ უფროსთა჻ დავეზიდენით ჴელი჻ მოჰკიდა჻ დადეგო჻ ესეცა჻ ჰკადრა჻ კიდ჻ ენით მან჻ ჴრმალსა჻ ჴელი჻ არ჻ მიჰყო჻ ჩუენ჻ ამად჻ დავერიდენით თავსა჻ გარდაჰკრა჻ მათრაჴი჻ ვნახეთ჻ სისხლისა჻ კი჻ დენით

74. ჩუენი჻ ძმა჻ გლახ჻ დაკოდილი჻ მასვე჻ წამსა჻ ჩამოვარდა მისმან჻ შიშმან჻ დაგუაწყნარნა჻ იგი჻ ყოლა჻ არ჻ აჩქარდა მასმცა჻ მიღმა჻ რაღა჻ ვჰკადრეთ჻ ვისგან჻ ყოფა჻ გაგუიმწარდა ვჰთქუით჻ თუ჻ უჴრმლოდ჻ მოგუერია჻ ცრმალთა჻ გაგყრის჻ ფარდაფარ჻ და

75. მით჻ ერთითა჻ მათრაჴითა჻ თავი჻ ასრე჻ გარდაჰფრიწა ვითა჻ მკუდარი჻ უსულო჻ ქმნა჻ ვითა჻ მიწა჻ დაამიწა მისი჻ რასმე჻ მკადრებელი჻ მოამდაბლა჻ აამიწა თუალთა჻ წინა჻ წაგვივიდა჻ ლაღი჻ კუშტი჻ ამაყი჻ წა

76. აღარ჻ დაბრუნდა჻ წავიდა჻ წყნარად჻ და჻ აუჩქარებლად აგერა჻ მივა჻ ნახეო჻ იგი჻ მზეებრ჻ და჻ მთუარებლად შორს჻ უჩუენებდეს჻ ავთანდილს჻ მტირალნი჻ გაუხარებლად ოდენ჻ ჩნდა჻ შავი჻ ტაიჭი჻ მისი჻ მის჻ მზისა჻ მარებლად

77. აჰა჻ მიჰხუდა჻ ავთანდილსა჻ ღაწვთა჻ ცრემლით჻ არ჻ დათოვნა რადგან჻ ცუდად჻ არ჻ წაუჴდა჻ მას჻ ეზომი჻ გარეთ჻ ყოვნა კაცსა჻ მიხუდეს჻ საწადელი჻ რას჻ ეძებდეს჻ უნდა჻ პოვნა მაშინ჻ მისგან჻ აღარა჻ ჴამს჻ გარდასრულთა჻ ჭირთა჻ ხსოვნა

78. უთხრა჻ თუძმანო჻ ვარ჻ ვინმე჻ ღარიბი჻ უადგილოსა მე჻ იმა჻ ყმისა჻ საძებრად჻ მოვჰშორდი჻ საგაზრდილოსა აწ჻ თქუენგან჻ მივხუდი჻ საქმესა჻ ყოლა჻ არსაადვილოსა ღმერთიმცა჻ ნურას჻ ნუღარ჻ იქს჻ თქუენსა჻ დასაღრეჯილოსა