... (H-2610), XVIII ს.

160. ფათერაკი჻ სწორად჻ მოჰკლავს჻ ერთი჻ იყოს჻ თუნდა჻ ასი჻ მარტოვობა჻ ვერას჻ მიზამს჻ მცავს჻ თუ჻ ცისა჻ დასთა჻ დასი჻ აქა჻ სამწელ჻ არ჻ მოვიდე჻ მაშინ჻ გმართებს჻ გლოვა჻ ფლასი჻ წიგნსა჻ მოგცემ჻ გმორჩილობდენ჻ ვინცა჻ იყოს჻ ჩემი჻ ხასი჻

აქა წიგნი ავთანდილისა თავის ყმათთანა჻

161. დაწერა჻ თუ჻ ჩემო჻ ყმანო჻ გამზრდელნო჻ და჻ ზოგნო჻ ზრდილნო჻ ერთგულნო჻ და჻ მისანდონო჻ ამას჻ ზედა჻ გამოცდილნო჻ თქვენ჻ ჩემისა჻ საწადლისა჻ მიდგომილნო჻ ვითა჻ ჩრდილნო჻ წიგნი჻ ჩემი჻ მოისმინეთ჻ ყოვლნო჻ ერთგან჻ შემოყრილნო჻

162. მიწაცა჻ თქuენი჻ ავთანდილ჻ ისმინეთ჻ გიწერ჻ მერასა჻ თვითვიქ჻ ჴელითა჻ ჩემითა჻ ამა჻ წიგნისა჻ წერასა჻ ცოტასა჻ ხანსა჻ ვარჩივე჻ გაჭრა჻ სმასა჻ და჻ მღერასა჻ პურად჻ და჻ საჭმლად჻ მივენდე჻ ჩემსა჻ მშვილდსა჻ და჻ ცერასა჻

163. საქმე჻ რამე჻ მიც჻ თავისა჻ ზესამე჻ გარდსახვეწელი჻ დავჰყო჻ მარტო჻ და჻ ღარიბად჻ ესე჻ წლეული჻ მე჻ წელი჻ გემუდარები჻ ამისთვის჻ ვარ჻ თქუენი჻ შემამხვეწელი჻ მე჻ დამახვედროთ჻ სამეფო჻ მტერთაგან჻ დაულეწელი჻

164. მე჻ შერმადინ჻ დამიგდია჻ ჩემად჻ ნაცულად჻ პატრონობდეს჻ სიკუდილსა჻ და჻ სიცოცხლესა჻ სადამდისინ჻ ჩემსას჻ სცნობდეს჻ ყოვლთა჻ მზეებრ჻ მოგეფინოს჻ ვარდსა჻ ზვრიდეს჻ არ჻ აჭკნობდეს჻ შემცოდესა჻ ყუელაკასა჻ ვითა჻ ცვინსა჻ დაადნობდეს჻

165. თქუენცა჻ იცით჻ გამიზდია჻ ვითა჻ ძმა჻ და჻ ვითა჻ შვილი჻ ამას჻ ასრე჻ მორჩილობდით჻ არის჻ ვითამც჻ ავთანდილი჻ ბუკსა჻ იკრას჻ აქნევინეთ჻ ყოვლი჻ საქმე჻ ჩემგან჻ ქნილი჻ მე჻ თუ჻ დრომდის჻ არ჻ მოვიდე჻ გლოვა჻ გმართებს჻ არსიცილი჻

166. ესე჻ წიგნი჻ დაასრულა჻ წყლიანმან჻ და჻ სიტყვანაზმა჻ წელთა჻ ოქრო჻ შემოირტყა჻ საღარიბოდ჻ შეეკაზმა჻ ბრძანა჻ მინდორს჻ შევჯდებიო჻ ლაშქარიცა჻ დაერაზმა჻ მასვე჻ წამსა჻ წამოვიდა჻ შინა჻ ხანი჻ არა჻ დაზმა჻

167. ბრძანა჻ წადით჻ ყუელაკაი჻ აქა჻ მომჴრედ჻ არვინ჻ მინა჻ მონებიცა჻ მოიშორვა჻ თავი჻ გაითავისწინა჻ მარტო჻ გარე჻ შემობრუნდა჻ შამბი჻ შიგან჻ გაირბინა჻ მიწყივ჻ მისად჻ საგონებლად჻ მისი჻ მკულელი჻ თინათინა჻

168. იგი჻ ველი჻ გაირბინა჻ ლაშქართავე჻ გაეკიდა჻ ვინცა჻ ნახა჻ სულიერმან჻ ანუ჻ ვინმცა჻ გაეკიდა჻ ვის჻ მახვილი჻ ვერას჻ ავნებს჻ იმას჻ მკულელი჻ გაეკიდა჻ მისი჻ ტვირთი჻ კაეშნისა჻ ტვირთად჻ ვარგა჻ აეკიდა჻

169. რა჻ ლაშქართა჻ ინადირეს჻ და჻ პატრონი჻ მოითვალეს჻ იგი჻ პირმზე჻ ვერა჻ ჰპოვეს჻ პირი჻ მათი჻ აფერმკრთალეს჻ მათსა჻ დიდსა჻ სიხარულსა჻ სამძიმარი჻ ანაცვალეს჻ ყუელგან჻ რბოდენ჻ საძებნელად჻ ვინცა჻ იყო჻ უცხენმალეს჻

170. ღმერთი჻ ლომო჻ შენად჻ ნაცულად჻ სხვასა჻ ვისმცა჻ დანერგვიდეს჻ დარბოდეს჻ და჻ სხვაგნით჻ სხვათა჻ მოამბეთა჻ მოასხმიდეს჻ ვეღარა჻ სცნეს჻ მისი჻ საქმე჻ გაიარა჻ აქეთ჻ კიდეს჻ მისნი჻ სპანი჻ გულმოკლულნი჻ ცხელსა჻ ცრემლსა჻ გარდმოღურიდეს჻

171. შერმადინ჻ ერთად჻ შეყარნა჻ ხასნი჻ და჻ დიდებულები჻ უჩვენა჻ იგი჻ უსტარი჻ ამბავი჻ მისგან჻ თქმულები჻ რა჻ მოისმინეს჻ ყუელაი჻ დარჩეს჻ გულდანაწყლულები჻ თავსა჻ იცემდეს჻ არ჻ იყო჻ გული჻ უცრემლო჻ ულები჻

172. შერმადინ჻ უთხრა჻ მართლ჻ ხართ჻ თუ჻ ცრემლით჻ თვალთათ჻ დამილდეთ჻ მაგრამ჻ გიჯობს჻ რომე჻ მისსა჻ ბრძანებასა჻ დავმორჩილდეთ჻ არა჻ გავრყუნათ჻ სამსახური჻ მას჻ წინაშე჻ არ჻ დავსწბილდეთ჻ ცხადათ჻ გიჩნდეს჻ სიხარული჻ სამძიმარსა჻ გარდავსცილდეთ჻

173. ყოვლთა჻ ჰკადრეს჻ თუცა჻ ყოფა჻ ჩუენ჻ უმისოდ჻ გვეარმისცა჻ უშენოსა჻ საჯდომი჻ და჻ ტახტი჻ მისი჻ ვისმცა჻ მისცა჻ განაღამცა჻ გმორჩილობდეთ჻ თუ჻ გვიბრძანო჻ რაცა჻ ვისცა჻ იგი჻ მონა჻ აპატრონეს჻ ყუელაკამან჻ თაყვანის჻ სცა჻ ავთანდილისაგან ტარიელის ძებნად წასლვა჻

174. ამ჻ საქმესა჻ მემოწმების჻ დეონოსე჻ ბრძენი჻ ეზროს჻ საბრალოა჻ ოდეს჻ ვარდი჻ დაეთრთვილოს჻ დაცაეზროს჻ ვის჻ ბალახში჻ არა჻ ჰგვანდეს჻ და჻ ლერწამი჻ ტანად჻ ეზროს჻ იგი჻ სადმე჻ გაღარიბდეს჻ სამყოფთაგან჻ იაბეზროს჻

175. მივიდოდა჻ მიუბნობდა჻ პირსა჻ მზესა჻ ანათებდა჻ თინათინის჻ გონება჻ ჰკლავს჻ სხვთა჻ შუქთა჻ დაავსებდა჻ მიტირის჻ და჻ ღმერთსა჻ ჰმადლობს჻ შემხედველთა჻ ადუღებდა჻ იტყუის჻ ნახეთ჻ ეს჻ სოფელი჻ ბედსა჻ ჩემსა჻ მიჩვენებდა჻

176. ავთანდილ჻ იგი჻ მინდორი჻ ოთხა჻ ჴმით჻ გარდაიარა჻ დააგდო჻ ზღვარი჻ არაბთა჻ სხვათ჻ მზღვართა჻ არე჻ იარა჻ მაგრა჻ მის჻ მზისა჻ გაყრამან჻ სიცოცხლე჻ გაუზიარა჻ თქვა჻ თუ჻ მე჻ მასმცა჻ ვეახლე჻ აწ჻ ცხელსა჻ ცრემლსა჻ ვღვრი჻ არა჻

177. ახალმან჻ ფიფქმან჻ დათოა჻ ვარდი჻ დათრთვილა჻ დანასა჻ მოუნდის჻ გულსა჻ დაცემა჻ ზოგჯერ჻ მიჰმართის჻ დანასა჻ თქვის჻ ჭირი჻ ჩემი჻ სოფელმან჻ ოთხმოცდაათი჻ ანასა჻ მოვშორდი჻ ლხინსა჻ ყველასა჻ ჩანგსა჻ ბარბითსა჻ და჻ ნასა჻

178. მოეგონის჻ მისი჻ მკვლელი჻ შეეყარის჻ ხორცთა჻ თრთოლა჻ დახვდის჻ მხეცი჻ ფიცხლად჻ მოკლის჻ არ჻ შეზარდის჻ მათგან჻ ყოლა჻ შენგან჻ კიდე჻ მზეო჻ ჩემი჻ შეუძლია჻ ვისმცა჻ ბრძოლა჻ მოგძულდი჻ და჻ გამომაგდე჻ ოხრად჻ დამრჩეს჻ სპათა჻ ყოლა჻