... (H-2610), XVIII ს.

179. საყვარელი჻ მოეგონის჻ გაუახლდის჻ ცეცხლი჻ ალთა჻ ჰე჻ სოფელო჻ შეგებრალე჻ ნუ჻ სჯი჻ ბედსა჻ შესაწყალთა჻ შემოქმედო჻ მიმაბრუნვე჻ რომელი჻ სცნობ჻ იდუმალთა ესე჻ თქვა჻ და჻ სისხლის჻ ცრემლი჻ გამოსეტყვა჻ მელნის჻ თვალთა჻

180. ვარდი჻ მის჻ მზისა჻ გაყრილი჻ უფრო჻ და჻ უფრო჻ ჭნებოდა჻ გულსა჻ უთხრის჻ თუ჻ დასთმეო჻ ამად჻ არ჻ დია჻ ბნდებოდა჻ უცხო჻ უცხოთა჻ ადგილთა჻ საძებრად჻ იარებოდა჻ მგზავრთა჻ ჰკითხევდის჻ ამბავთა჻ მათ჻ თანა჻ ემოყვრებოდა჻

181. იგი჻ პირად჻ მზისა჻ მსგავსი჻ ერთობ჻ მოვლის჻ სრულად჻ ხმელთა჻ ქვეყანათა჻ უნახავთა჻ ოხერთა჻ და჻ კაცრიელთა჻ არ჻ დააგდებს჻ უნახავად჻ წყალთ჻ კლდეთა჻ ტყეთა჻ ველთა჻ მაღრიბს჻ ჰკითხავს჻ მაშრიყელთა჻ ჰრომს჻ ჩინეთტა჻ მაჩინელთა჻

182. მუნ჻ ეძებს჻ ცრემლი჻ მტირალსა჻ სდის჻ ზღვათა჻ შესართავისად჻ უჩნდის჻ ქვეყანა჻ ტახტად჻ და჻ მკლავი჻ სადებლად჻ თავისად჻ თქვის჻ საყვარელო჻ მოგშორდი჻ გული჻ შენ჻ დაგრჩა჻ ა჻ ვისად჻ შენთვის჻ სიკვდილი჻ მეყოფის჻ ლხინად჻ ჩემისა჻ თავისად჻

183. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ მოვლო჻ სრულად჻ მოიარა჻ ასრე჻ რომე჻ ცასა჻ ქვეშე჻ არ჻ დაურჩა჻ არ჻ იარა჻ მაგრა჻ იგი჻ მის჻ ამბისა჻ მსმენელსაცა჻ ვერ჻ მიმხვდარა჻ ამაშიგან჻ წელიწადი჻ სამი჻ სამ჻ თვედ჻ მიიყა჻

184. მიხვდა჻ რასმე჻ ქვეყანასა჻ უგემურსა჻ მეტად჻ მქისსა჻ თვე჻ ერთ჻ კაცსა჻ ვერა჻ ნახავს჻ ვერას჻ შვილსა჻ ადამისსა჻ იგი჻ ჭირი჻ არ჻ უნახავს჻ არ჻ რამინს჻ და჻ არცა჻ ვისსა჻ დღე჻ და჻ ღამე჻ იგონებდა჻ საყვარელსა჻ მასვე჻ მისსა჻

185. მას჻ მიხვდა჻ წევრი჻ სადგურად჻ მაღლისა჻ მთისა჻ დიდისა჻ გამოჩნდა჻ მუნით჻ მინდორი჻ სავალი჻ დღისა჻ შვიდისა჻ მის჻ მთისა჻ ძირსა჻ წყალი჻ დის჻ არად჻ სანდომი჻ ხიდისა჻ ორგნითვე჻ ტყესა჻ შეეკრა჻ ნაპირი჻ წყლისა჻ კიდისა჻

186. ზედ჻ წაადგა჻ შეექცევის჻ დროთა჻ დღეთა჻ ანგარიშობს჻ თვენი჻ ესხნეს჻ ორანიღა჻ ამად჻ სულთქვამს჻ ამად჻ იშობს჻ ვა჻ თუ჻ საქმე჻ გამიმჟღავნდეს჻ კვლავ჻ ამისთვის჻ გულმოშიშობს჻ ავსა჻ კარგად჻ ვერვინ჻ შესცვლის჻ თავსა჻ ახლად჻ ვერვინ჻ იშობს჻

187. საგონებელი჻ შეექმნა჻ დადგა჻ საქმისა჻ მრჩეველად჻ თქვა჻ თუ჻ დავბრუნდე჻ ეზომი჻ ხანი჻ რად჻ დავჰყავ჻ მე჻ ველად჻ ჩემსა჻ რა჻ ვჰკადრო჻ მნათობსა჻ ვიყავ჻ რად჻ დღეთა჻ მლეველად჻ მისი჻ ვერა჻ ვსცნა჻ ჭორადცა჻ ვარ჻ ვისთა჻ გზათა჻ მკვლეველად჻

188. თუ჻ არ჻ დავბრუნდე჻ საძებრად჻ დავჰყვნე჻ სხვანიცა჻ ხანანი჻ რომელსა჻ ვეძებ჻ ვერა჻ ვსცნნე჻ ამბავნი჻ მე჻ მისთანანი჻ დრო჻ გარდაუწყდეს჻ შერმადინს჻ მიხვდა჻ ღაწვისა჻ ბანანი჻ მივიდეს჻ ჰკადროს჻ მეფესა჻ საქმენი჻ დასაგვანანი჻

189. უამბოს჻ ჩემი჻ სიკვდილი჻ თვით჻ ჩემგან჻ დავედრებული჻ მათ჻ შექნან჻ გლოვატირილი჻ ქნან჻ საქმე჻ გამწარებული჻ მერმე჻ მივიდე჻ ცოცოხალი჻ სადმე჻ სხვაგან჻ მე჻ რებული჻ ამას჻ იგონებს჻ ტირილით჻ გონებაშეიწრებული჻

190. იტყვის჻ ღმერთო჻ სამართალნი჻ შენნი჻ ჩემთვის჻ რად჻ ამრუდენ჻ მე჻ ეზომნი჻ სიარულნი჻ კიდე჻ რად჻ გლახ჻ გამიცუდენ჻ გულით჻ ჩემით჻ სიხარულნი჻ აღჰფხვრენ჻ ჭირნი჻ დაუბუდენ჻ დღეთა჻ ჩემთა჻ ცრემლნი჻ ჩემნი჻ ვერათოდეს჻ დავიყუდენ჻

191. კვლაცა჻ იტყვის჻ დათმობა჻ სჯობს჻ და჻ თავსავე჻ ეუბნების჻ დღეთა჻ მეტად჻ ნუ჻ მოჰკვდები჻ გული჻ ჩემი჻ ნუ჻ დადნების჻ უღმრთოდ჻ ვერას჻ ვერ჻ მოვაწევ჻ ცრემლი჻ ცუდად჻ მედინების჻ განგებასა჻ ვერვინ჻ შესცვლის჻ არსაქმნელი჻ არ჻ იქმნების჻

192. თავს჻ უთხრა჻ მოჰკვე჻ გიჯობს჻ სიცოცხლეს჻ აუგიანსა჻ მიხვალ჻ დაგხვდების჻ თინათინ჻ ანათებს჻ დღესა჻ მზიანსა჻ გკითხოს჻ მის჻ მზისა჻ ანბავი჻ რა჻ გმართებს჻ ვაგლახიანსა჻ იგონებს჻ წამწამ჻ მიჰყვების჻ ტყის჻ პირსა჻ შამბნარწყლიანსა჻

193. ყოვლნი჻ არსნი჻ ცათ჻ ქვეშეთნი჻ ერთობ჻ სრულად჻ მომივლიან჻ მაგრა჻ საქმე჻ მის჻ კაცისა჻ ვერა჻ სადა჻ შემიგნიან჻ უღონიოდ჻ მართალ჻ იყვნეს჻ რომელთაცა჻ ქაჯად჻ თქვიან჻ აწ჻ ტირილი჻ არას჻ მარგებს჻ ცუდად჻ ცრემლნი჻ რასა჻ მდიან჻

194. მთით჻ ჩამოვიდა჻ ავთანდილ჻ გავლო჻ წყალი჻ და჻ ტყენია჻ მინდორს჻ აცორვებს჻ ტაიჭსა჻ შეჟღრენით჻ მონაწყენია჻ გასცუდებოდეს჻ მკლავნი჻ და჻ მისნი჻ სიამაყენია჻ ბროლისა჻ ველსა჻ სტურფობდეს჻ გიშრისა჻ მუნ჻ საყენია჻

195. მობრუნება჻ დააპირა჻ სულთქნა჻ მერმე჻ ივაგლახა჻ მას჻ მინდორსა჻ დაემართა჻ გზა჻ თვალითა჻ გამოსახა჻ თვესა჻ ერთსა჻ სულიერი჻ კაცი჻ არსად჻ არ჻ ენახა჻ მხეცნი჻ იყვნეს჻ საშინელნი჻ მაგრა჻ არა჻ შეუზახა჻

196. მათ჻ მინდორთა჻ შუაშიგა჻ ამოსული჻ ქედი჻ არი჻ გაფიცხდა჻ და჻ ზედ჻ წაადგა჻ მოიმარჯვა჻ საომარი჻ ჩემი჻ ბრძოლა჻ ვისმცა჻ ეძლოს჻ შევჰკრა჻ ერთგან჻ მთა჻ და჻ ბარი჻ დავჰკოდნე჻ და჻ ჩამოვჰყარნე჻ წავიყვანო჻ პატიმარი჻

197. თუცა჻ მჴეცქმნილი჻ ავთანდილ჻ გულამოსკვნით჻ და჻ კვნესითა჻ ეგრეცა჻ ჭამა჻ მოუნდის჻ ადამის჻ ტომთა჻ წესითა჻ ისრითა჻ მოკლის჻ ნადირი჻ როსტომის჻ მკლავუგრძესითა჻ შამბისა჻ პირსა჻ გარდახდა჻ ცეცხლი჻ დააგზო჻ კვესითა჻

198. ცხენსა჻ მისცა჻ საძოვარი჻ ვირე჻ მწვადი჻ შეიწოდეს჻ ექუსნი჻ რამე჻ ცხენოსანნი჻ ნახა჻ მისკენ჻ მოვიდოდეს჻ თქვა჻ თუ჻ ჰგვანან჻ მეკობრეთა჻ თვარა჻ კარგი჻ რამც჻ იცოდეს჻ აქა჻ კაცი჻ ხორციელი჻ კვლა჻ ყოფილა჻ არაოდეს჻