... (H-2610), XVIII ს.

199. ჩვენ჻ ასრე჻ მყოფნი჻ არ჻ ვარგვართ჻ რა჻ გვნახვენ჻ ვემაჯანებით჻ შეირტყა჻ წელთა჻ აბჯარი჻ შეჯდა჻ ტანითა჻ ჯანებით჻ მზად჻ აქვს჻ მშვილდი჻ და჻ ისარი჻ ხრმალი჻ მოიმარჯა჻ ნებით჻ მისმან჻ მებრძოლმან჻ ყველამან჻ გაყრამცა჻ იაჯა჻ ნებით჻

200. ჴელთა჻ ჰქონდა჻ ისარ჻ მშვილდი჻ მათკენ჻ მივა჻ მხიარული჻ ორთა჻ კაცთა჻ წვეროსანთა჻ ყმა჻ მოჰყვანდა჻ უწვერული჻ თავსა჻ იყო჻ დაკოდილი჻ შეებნიდა჻ სისხლსა჻ გული჻ ტიროდეს჻ და჻ იჭირვოდეს჻ ცოტა჻ ედგა჻ მას჻ გლახ჻ სული჻

201. უყივლა჻ თუ჻ ძმანო჻ ვინ჻ ხართ჻ მეკობრეთა჻ დაგამსგავსენ჻ მათ჻ მიუგეს჻ დაგვიწყნარდი჻ გვიშველე჻ რა჻ ცეცხლნი჻ ავსენ჻ ვერა჻ გვარგო჻ მოგვიმატენ჻ ჭირნი჻ ჭირთა჻ მოგვისავსე჻ სატირელნი჻ მოგვიტირენ჻ ღაწვნი჻ შენცა჻ დაიმხავსენ჻

202. ავთანდილ჻ მიდგა჻ ეუბნა჻ მათ჻ კაცთა჻ გულმდუღარეთა჻ მათ჻ უთხრეს჻ მათი჻ ამბავი჻ ტირილით჻ მოუბარეთა჻ ჩვენ჻ ვართო჻ ძმანი჻ სამნივე჻ მით჻ ვიდენთ჻ ცრემლთა჻ მწარეთა჻ დია჻ გვაქვს჻ ციხექალაქი჻ ხათაეთს჻ არემარეთა჻

203. კარგი჻ გვესმა჻ სანადირო჻ ნადირობას჻ წამოვედით჻ გვყვეს჻ ლაშქარნი჻ უთვალავნი჻ წყლისა჻ პირსა჻ გარდავხედით჻ სანადირო჻ მოგვეწონა჻ თვესა჻ ერთსა჻ არ჻ წავედით჻ ვხოცეთ჻ მხეცი჻ უსაზომო჻ მინდორით჻ და჻ მთით჻ და჻ ქედით჻

204. ჩვენ჻ სამთა჻ ძმათა჻ ჩვენთანა჻ მესროლნი჻ დავაწბილენით჻ მით჻ ერთმანერთსა჻ სამნივე჻ ჩვენ჻ კიდე჻ დავეცილენით჻ «მე჻ უკეთ჻ მოვჰკლავ჻ მე჻ გჯობო»჻ სიტყვანი჻ ვავაქილენით჻ ვერ჻ გავაჩინეთ჻ მართალი჻ ვისარჩლეთ჻ ვითაკილენით჻

205. დღეს჻ ავჰყარენით჻ ლაშქარნი჻ სავსენი჻ ირმის჻ ტყავითა჻ ვჰთქვით჻ «გავაჩინოთ჻ მართალი჻ ვინ჻ ვსჯობთ჻ თავისა჻ მკლავითა჻ თავსა჻ ვეხალნეთ჻ მარტონი჻ დავდგეთ჻ მართ჻ ოდენ჻ თავითა჻ თვით჻ დანახულსა჻ მოვჰკლვიდეთ჻ ნუ჻ ვესრვით჻ დამნახავითა჻

206. ჩვენ჻ ვიახელნით჻ სამთავე჻ სამნივე჻ მეაბჯრენია჻ ლაშქართა჻ წასლვა჻ უბრძანეთ჻ მით჻ არას჻ მოაზრენია჻ მოვინადირეთ჻ მინდორი჻ ისი჻ ტყენი჻ და჻ ღრენია჻ დავჰხოცეთ჻ მხეცი჻ მფრინველი჻ რაცა჻ ზე჻ გარდაგვფრენია჻

207. ანასდად჻ მოყმე჻ გამოჩნდა჻ კუშტი჻ პირგამქუშავია჻ ზედა჻ ჯდა჻ შავსა჻ ტაიჭსა჻ მერანი჻ რამე჻ შავია჻ თავსა჻ და჻ ტანსა჻ ემოსა჻ გარეთმა჻ ვეფხის჻ ტყავია჻ ჯერ჻ მისი჻ მსგავსი჻ ჰშვენება჻ კაცთაგან჻ უნახავია჻

208. რა჻ მათ჻ კაცთა჻ ესე჻ სიტყვა჻ თქვეს჻ ავთანდილ჻ ვაგლახ჻ ვება჻ მოეგონა჻ მისი჻ მზე჻ და჻ მეფესთანა჻ მისი჻ შვება჻ ჰე჻ მოგშორდი჻ ჩემო჻ მზეო჻ მომხვდეს჻ შენი჻ თუ჻ შოვება჻ იყოს჻ ჩემთა჻ ჭირთა჻ ნაცვლად჻ ნეტარ჻ მე჻ და჻ იშო჻ ვება჻

209. უჭვრიტეთ჻ მისთა჻ ელვათა჻ შუქნი჻ ძლივ჻ გავიცადენით჻ ვჰთქვით჻ თუ჻ «მზეაო჻ ქვეყნად჻ ნუ჻ ვეუბნებით჻ ცად჻ ენით»჻ მისი჻ მოგვინდა჻ შეპყრობა჻ ვჰკადრეთ჻ და჻ შევეცადენით჻ ასრე჻ სულთქმით჻ და჻ ვაებით჻ მით჻ ვართ჻ ცრემლისა჻ დადენით჻

210. მე჻ უხუცესმან჻ უმცროსთა჻ კაცი჻ დავსთხოვე჻ ქენებით჻ ჩემმა჻ შედეგმან჻ ტაიჭი჻ მისი჻ თვით჻ აქო჻ ხსენებით჻ ამან჻ მართ჻ ოდენ჻ მორევა჻ გვითხრა჻ უალლეთ჻ ჩვენებით჻ მივმართეთ჻ იგი჻ აგრევე჻ წყნარად჻ მივა჻ და჻ შვენებით჻

211. ჩვენ჻ მისითა჻ მიზეზითა჻ აწ჻ ვართ჻ ლომო჻ შეჭირვებით჻ ცაცა჻ მისად჻ არა჻ ჰკვირან჻ მივიდოდა჻ თავის჻ ნებით჻ შესაპყრობლად჻ ხელი჻ ვჰკადრე჻ მაგრა჻ მეტად჻ შეზარებით჻ ასრე჻ მწარედ჻ მათრახითა჻ ჩამოგვფრიწა჻ არ჻ ხრმალ჻ ხლებით჻

212. ბროლმან჻ ლალსა჻ გარეულმან჻ ვარდნი჻ თხელნი჻ ანატიფნა჻ იგი჻ ტკბილნი჻ გონებანი჻ ჩვენთვის჻ მეტად჻ გაამყიფნა჻ არ჻ აგვიხვნა჻ არცა჻ დაგვსხნა჻ ყოლა჻ არად჻ ამოგვკრიფნა჻ მისნი჻ მკვახედ჻ მოუბარნი჻ მათრახითა჻ შეგვამწიფნა჻

213. უმცროსსა჻ ძმასა჻ მივეცით჻ უფროსსა჻ დავეზიდენით჻ ხელი჻ მოჰკიდა჻ «დადეგო»჻ ესეცა჻ ჰკადრა჻ კიდ჻ ენით჻ მან჻ ხრმალსა჻ ხელი჻ არ჻ მიჰყო჻ ჩვენ჻ ამად჻ დავერიდენით჻ თავსა჻ გარდაჰკრა჻ მათრახი჻ ვნახეთ჻ სისხლისა჻ კი჻ დენით჻

214. ჩენი჻ ძმა჻ გლახ჻ დაკოდილი჻ მასვე჻ წამსა჻ ჩამოვარდა჻ მისმან჻ შიშმან჻ დაგვაწყნარნა჻ იგი჻ ყოლა჻ არ჻ აჩქარდა჻ მასმცა჻ მიღმა჻ რაღა჻ ვჰკადრეთ჻ ვისმან჻ ყოფა჻ გაგვიმწარდა჻ ვთქვით჻ თუ჻ უხრმლოდ჻ მოგვერია჻ ცრმალთა჻ გაგყრის჻ ფარდა჻ ფარ჻ და჻

215. მით჻ ერთითა჻ მათრახითა჻ თავი჻ ასრე჻ გარდაჰფრიწა჻ ვითა჻ მკუდარი჻ უსულო჻ ქმნა჻ ვითა჻ მიწა჻ დაამიწა჻ მისი჻ რასმე჻ მკადრებელი჻ მოამდაბლა჻ აამიწა჻ თვალთა჻ წინა჻ წაგვივიდა჻ ლაღი჻ კუშტი჻ ამაყი჻ წა჻

216. აღარ჻ დაბრუნდა჻ წავიდა჻ წყნარად჻ და჻ აუჩქარებლად჻ აგერა჻ მივა჻ ნახეო჻ იგი჻ მზეებრ჻ და჻ მთვარებლად჻ შორს჻ უჩვენებდეს჻ ავთანდილს჻ მტირალნი჻ გაუხარებლად჻ ოდენ჻ ჩნდა჻ შავი჻ ტაიჭი჻ მისი჻ მის჻ მზისა჻ მარებლად჻

217. აჰა჻ მიხუდა჻ ავთანდილსა჻ ღაწვთა჻ ცრემლით჻ არ჻ დათოვნა჻ რადგან჻ ცუდად჻ არ჻ წაუხდა჻ მას჻ ეზომი჻ გარეთ჻ ყოვნა჻ კაცსა჻ მიხუდეს჻ საწადელი჻ რას჻ ეძებდეს჻ უნდა჻ პოვნა჻ მაშინ჻ მისგან჻ აღარა჻ ჴამს჻ გარდასრულთა჻ ჭირთა჻ ხსოვნა჻

218. უთხრა჻ თუძმანო჻ ვარ჻ ვინმე჻ ღარიბი჻ უადგილოსა჻ მე჻ იმა჻ ყმისა჻ საძებრად჻ მოვჰშორდი჻ საგაზრდილოსა჻ აწ჻ თქუენგან჻ მივხვდი჻ საქმესა჻ ყოლა჻ არ჻ საადვილოსა჻ ღმერთიმცა჻ ნურას჻ ნუღარ჻ იქს჻ თქვენსა჻ დასაღრეჯილოსა჻