... (H-2610), XVIII ს.

140. გამოემართა჻ ავთანდილ჻ მოყმე჻ მხნე჻ ლაღად჻ მავალი჻ ოც჻ დღე჻ იარა჻ ღამესა჻ დღე჻ ზედა჻ წართო჻ მრავალი჻ იგია჻ ლხინი჻ სოფლისა჻ იგია჻ ნივთი჻ და჻ ვალი჻ არ჻ მისცილდები჻ თინათინ჻ მისი჻ მას჻ მისგან჻ სწვავალი჻

141. რა჻ მოვიდა჻ სიხარული჻ შიგან჻ გაჰჴდა჻ სამეფოსა჻ მოეგებნეს჻ დიდებულნი჻ ძღვენსა჻ სძღუნიდეს჻ იეფოსა჻ იგი჻ პირმზე჻ არ჻ მოსცდების჻ სიარულსა჻ სასწრაფოსა჻ მიხუდენ჻ მყოფნი჻ მას჻ წინაშე჻ სიხარულსა჻ სადაფოსა჻

142. ქალაქი჻ ჰქონდა჻ მაგარი჻ საზაროდ჻ სანაპიროსა჻ გარე჻ კლდე჻ იყო჻ გიანბობ჻ ზღუდესა჻ უქვიტკიროსა჻ ყმამან჻ მუნ჻ დაყო჻ სამი჻ დღე჻ უცხოსა჻ სანადიროსა჻ გაზრდილი჻ მისი჻ შერმადინ჻ დაისვა჻ სავაზიროსა჻

143. ესეა჻ მონა჻ შერმადინ჻ ზემორცა჻ სახელდებული჻ თანა჻ შეზდილი჻ ერდგული჻ და჻ მისთვის჻ თავდადებული჻ მან჻ არ჻ იცოდა჻ აქამდის჻ მის჻ ყმისა჻ ცეცხლი჻ დებული჻ აწ჻ გაუცხადა჻ სიტყუები჻ მის჻ მზისა჻ იმედებული჻

144. უბრძანა჻ აჰა჻ შერმადინ჻ ამად჻ მე჻ შენგან჻ მრცხვენიან჻ ჩემი჻ საქმენი჻ ყოველნი჻ გიცნიან჻ გაგივლენიან჻ მაგრამ჻ არ჻ იცი჻ აქამდინ჻ რანიცა჻ ცრემლი჻ მდენიან჻ მე჻ ვისგან჻ მქონდეს჻ პატიჟნი჻ აწ჻ მასვე჻ მოულხენიან჻

145. მოუკლავარ჻ თინათინის჻ სურვილსა჻ და჻ სიყუარულსა჻ ცხელი჻ ცრემლი჻ ასოვლებდის჻ ნარგისთაგან჻ ვარდსა჻ ზრულსა჻ ვერ჻ ვაჩენდი჻ აქანამდის჻ ჭირსა჻ ჩემგან჻ დაფარულსა჻ აწ჻ მიბრძანა჻ საიმედო჻ ამად჻ მხედავ჻ მხიარულსა჻

146. მიბრძანა჻ "მიცან჻ ამბავი჻ მის჻ ყმისა჻ დაკარგულისა჻ მოხვიდე჻ სრულვქნა჻ მაშინღა჻ შენი჻ წადილი჻ გულისა჻ ქმარი჻ არ჻ მინდა჻ უშენო჻ მამხუდეს჻ ხისაცა჻ რგულისა»჻ მამცა჻ წამალი჻ გულისა჻ აქამდის჻ დადაგულისა჻

147. ავთანდილ჻ ეტყუის჻ შერმადინს჻ ლაღი჻ და჻ შეუპოველი჻ თინათინ჻ მითხრა჻ იმედი჻ პოვნასა჻ ზეცით჻ მოველი჻ მისიმცა჻ შოვნა჻ ვის჻ ძალუც჻ დაფასდეს჻ მოუქსოველი჻ ფიცი჻ აქუს჻ ვერ჻ გამიცრუებს჻ მოწმად჻ მყავს჻ არსი჻ ყოველი჻

148. პირველ჻ ყმავარ჻ წასულა჻ მინდა჻ პატრონისა჻ სამსახურად჻ ჴამს჻ მეფეთა჻ ერდგულობა჻ ყოფა჻ გუმართებს჻ ყმასა჻ ყმურად჻ მერმე჻ ცეცხლი჻ დაუვსია჻ აღარა჻ მწვავს჻ გულსა჻ მურად჻ ჴამს჻ თუ჻ კაცი჻ არ჻ შეუდრკეს჻ ჭირს჻ მიხუდეს჻ მამაცურად჻

149. ვართ჻ უმოყუარულნი჻ მედაშენ჻ ყოველთა჻ პატრონყმათასა჻ ამისთვის჻ გნუკავ჻ სმენასა჻ შენ჻ ამა჻ ჩემთა჻ ჴმათასა჻ ჩემ჻ წილ჻ დაგაგდებ჻ პატრონად჻ თავადად჻ სხვათასა჻ სპათასა჻ ამა჻ საქმესა჻ ვერა჻ ვიქ჻ მე჻ განდობასა჻ სხვათასა჻

150. ლაშქართა჻ და჻ დიდებულთა჻ ალაშქრებდი჻ ნაპირობდი჻ დარბაზს჻ კაცსა჻ გაგზავნიდი჻ და჻ ამბავსა჻ მათსა჻ სცნობდი჻ წიგნსა჻ სწერდი჻ ჩემმაგიერ჻ უფასოსა჻ ძღვენსა჻ სძღვნობდი჻ აქა჻ სადმე჻ არყოფნასა჻ ჩემსა჻ მათმცა჻ რად჻ აგრძნობდი჻

151. ლაშქრობა჻ და჻ ნადირობა჻ შენი჻ ჩემსა჻ დაამგზავსე჻ აქათ჻ სამწელ჻ მამიცადე჻ ხვაშიადი჻ შემინახე჻ მე჻ კულავ჻ თუმცა჻ შემოვბრუნდე჻ ალვა჻ ჩემი჻ არდაჭკნახე჻ არ჻ მოვბრუნდე჻ მამიგლოვე჻ მიტირე჻ და჻ მივაგლახე჻

152. მაშინღა჻ ჰკადრე჻ მეფესა჻ არ჻ საქმე჻ სასურვალია჻ აცნობე჻ ჩემი჻ სიკუდილი჻ იყავ჻ მართ჻ ვითა჻ მთურალია჻ მიხუდათქო჻ საქმე჻ რომელი჻ ყოვლთათვის჻ გარდუვალია჻ გლახაკთა჻ მიეც჻ საჭურჭლე჻ ოქრო჻ ვერცხლი჻ და჻ თვალია჻

153. მაშინ჻ უფრო჻ მამეჴმარე჻ ამისგანცა჻ უფრო჻ მჴედრე჻ ნუთუ჻ ადრე჻ დამივიწყო჻ მახსენებდი჻ ზედაზედრე჻ მეტად჻ კარგად჻ დამიურვე჻ სული჻ ჩემი჻ შეივედრე჻ ზრდანი჻ ჩემნი჻ მოიგონენ჻ გული჻ შენი჻ მოიმდედრე჻

154. რა჻ მონამან჻ მოისმინა჻ გაუკვირდა჻ შეეზარა჻ თვალთა჻ ვითა჻ მარგალიტი჻ ცხელი჻ ცრემლი჻ გარდმოყარა჻ მოახსენა჻ უშენომან჻ გულმან჻ რამცა჻ გაიხარა჻ ვიცი჻ რომე჻ არ჻ დასდგები჻ მაგას჻ გელი჻ ამად჻ არა჻

155. განღა჻ ქნას჻ ლომმან჻ იმედი჻ დაგედვას჻ რაცა჻ მზისადა჻ მეფისა჻ ცამდი჻ მაღლისა჻ მზისა჻ და჻ უფრო჻ მზისადა჻ უთქუენოდ჻ მყოფი჻ არ჻ ვარგვარ჻ არცა჻ თუ჻ აქა჻ ვზი჻ სადა჻ მარტოსა჻ თავი჻ რად჻ დაგიც჻ საკლავად჻ მაგა჻ გზისადა჻

156. ჩემად჻ ნაცულად჻ დაგაგდებო჻ ესე჻ სიტყუა჻ რად჻ მიბრძანე჻ როგორა჻ ვჰქნა჻ პატრონობა჻ რამც჻ გიფერე჻ რამც჻ გიგვანე჻ შენ჻ მარტოსა჻ გიგონებდე჻ მემცა჻ მიწა჻ ვივაკვანე჻ სჯობს჻ ორნივე჻ გავიპარნეთ჻ წამოგყუები჻ წამიტანე჻

157. ყმამან჻ უთხრა჻ მამისმინე჻ მართლად჻ გეტყვი჻ არა჻ ჭრელად჻ რა჻ მიჯნური჻ ველად჻ რბოდეს჻ მარტო჻ უნდა჻ გასაჭრელად჻ მარგალიტი჻ არვის჻ მიხუდეს჻ უსასყიდლო჻ უვაჭრელად჻ კაცი჻ ცრუ჻ და჻ მოღალატე჻ ჴამს჻ ლახურითა჻ დასაჭრელად჻

158. მისი჻ ცეცხლი჻ გულსა჻ ჩემსა჻ მომდებია჻ დამდებია჻ მას჻ ერთსაცა჻ ვერ჻ გაუტეხ჻ რაცა჻ მიიმედებია჻ შენგან჻ კიდე჻ არვინ჻ მივის჻ ძმანი჻ არცა჻ მედებია჻ იმოქმედე჻ დღეთა჻ შენთა჻ რაცა჻ გიმოქმედებია჻

159. ვისმცა჻ უთხარ჻ ხვაშიადი჻ შენგან჻ კიდე჻ არვინ჻ ვარგა჻ უშენოსა჻ პატრონობა჻ ვის჻ მივანდო჻ ვინ჻ ქნას჻ კარგა჻ სანაპირო჻ გაამაგრე჻ მტერმან჻ ახლოს჻ ვერ჻ იბარგა჻ კულავ჻ ნუთუმცა჻ შემოვიქცე჻ ღმერთმან჻ სრულად჻ არ჻ დამკარგა჻