... (H-2610), XVIII ს.

278. ამის჻ მეტსა჻ ვერას჻ გითხრობ჻ მე჻ სიტყვასა჻ ამისთანსა჻ ისი჻ მინდორს჻ არონინებს჻ ტანსა჻ მჭევრსა჻ მემაჯანსა჻ ვსჭამ჻ გლახ჻ მარტო჻ ნადირისა჻ მისგან჻ ხორცსა჻ მონატანსა჻ აწვე჻ მოვა჻ არა჻ ვიცი჻ თუ჻ დაჰყოვნის჻ დიდსა჻ ხანსა჻

279. ამას჻ გვედრებ჻ მოიცადო჻ თავი჻ სხვაგან჻ არსად჻ არო჻ რა჻ მოვიდეს჻ შევეხვეწო჻ ნუ჻ თუ჻ ვით჻ რა჻ მოვაგვარო჻ ერთმანერთსა჻ შეგამეცნე჻ თავი჻ შენი჻ შევაყვარო჻ თვით჻ გიანბოს჻ საქმე჻ მისი჻ საყვარელსა჻ გაახარო჻

280. ტირს჻ ვაიმე჻ საყვარელო჻ წახველ჻ რასმე჻ ქვეყანასა჻ თავი჻ შენად჻ საძებარად჻ შევაცურვე჻ შიგან჻ ზღვასა჻ მოვეშორვე჻ გამზრდელთ჻ და჻ სწორნი჻ ჩემნი჻ ვაგლახ჻ ვასა჻ ანუ჻ მოვჰკვდე჻ ანუ჻ დავრჩე჻ მოველოდდე჻ ნეტარ჻ რასა჻

281. უთხრა჻ დავო჻ ღმერთმან჻ შეზღოს჻ საიქიოს჻ მისგები჻ ღმერთსა჻ სწადდეს჻ ჩემი჻ ლხინი჻ ასრე჻ ამად჻ არ჻ ვიწვები჻ ჩემთა჻ ცეცხლთა჻ დავსებასა჻ სხვასა჻ ვისმცა჻ ვეხვეწები჻ თუ჻ მიბრძანებს჻ ჩემებრ჻ ხელსა჻ განაღამცა჻ ვიახლები჻

282. ქალი჻ ჰკადრებს჻ საუბართა჻ იგი჻ მოყმე჻ ატირდების჻ ვაგლახ჻ მეო჻ საყვარელო჻ ცეცხლი჻ ცხელი჻ მოედების჻ ვინ჻ შეიპყრა჻ გული჻ ჩემი჻ შენგან჻ კიდე჻ ვის჻ ხელთდების჻ ოდის჻ მამცეს჻ კაცსა჻ ხლებად჻ აქათ჻ ასრე჻ მემტერების჻

283. ქალსა჻ ყმამან჻ მოუსმინა჻ დაჰმორჩილდა჻ დართო჻ ნება჻ ამა჻ ზედან჻ მოიხედნეს჻ ხევით჻ ესმა჻ ჩხაპუნება჻ მთვარე჻ წყალსა჻ გამოსრული჻ ნახეს჻ შუქთა჻ მოფინება჻ უკურიდეს჻ აღარა჻ ქნეს჻ მუნ჻ ხანისა჻ დაყოვნება჻

284. ქალმან჻ უთხრა჻ ყმაო჻ ღმერთმან჻ მოგცა჻ ჟამად჻ რაცა჻ გინა჻ მაგრა჻ თავი჻ უჩინო჻ ჰქმენ჻ დამალული჻ იყავ჻ შინა჻ იმა჻ ყმისა჻ მეუნებლე჻ ხორციელი჻ არავინა჻ თუ჻ ვითა჻ რა჻ მოვაგვარო჻ შენი჻ ნახვა჻ არ჻ ეწყინა჻

285. ავთანდილ჻ ქვაბსა჻ დამალა჻ ქალმან჻ დამალვით჻ მალითა჻ იგი჻ ყმა჻ ცხენსა჻ გარდახდა჻ ჰშვენოდა჻ კაპარჭხრმალითა჻ ატირდეს჻ მაღლად჻ ცრემლითა჻ ზღვათაცა჻ შესამალითა჻ ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭვრეტდა჻ ჭვრეტითა჻ იდუმალითა჻

286. ამარტის჻ ფერად჻ შეცვალა჻ ბროლი჻ ცრემლისა჻ ბანამან჻ დიდხან჻ იტირეს჻ ყმამან჻ და჻ მან჻ ქალმან჻ შაოსანამან჻ შეხსნა჻ შეიღო჻ აბჯარი჻ ცხენიცა჻ შეიყვანა჻ მან჻ დადუმდეს჻ ცრემლნი჻ მოჰკვეთნა჻ შავმან჻ გიშრისა჻ დანამან჻

287. ავთანდილ჻ სარკმლით჻ უჭვრეტდა჻ ტყვე჻ საკნით჻ ნააზატები჻ მან჻ ქალმან჻ ქვეშე჻ დაუგო჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ნატები჻ მას჻ ზედა჻ დაჯდა჻ იგი჻ ყმა჻ სულთქვამს჻ ჭირმონამატები჻ სისხლისა჻ ცრემლსა჻ გაეწნა჻ შუა჻ გიშრისა჻ სატები჻

288. მან჻ ქალმან჻ ხელყო჻ კვესითა჻ გზება჻ ცეცხლისა჻ ნელისა჻ ეგონა჻ ჭამა჻ ხორცისა჻ შემწვრისა჻ შეუქნელისა჻ მიუპყრა჻ ერთი჻ აჴლიჩა჻ ქნაა჻ საქმისა჻ ძნელისა჻ ძალი჻ არ჻ ჰქონდა჻ დაუწყო჻ გამოყრა჻ უცოხნელისა჻

289. ცოტად჻ მიწვა჻ მიიძინა჻ თუცა჻ ყოლე჻ ვერა჻ მეტი჻ შეკრთა჻ დიდნი჻ დაიზახნა჻ წამოიჭრა჻ ვითა჻ რეტი჻ იზახდის჻ და჻ წამწამ჻ იკრის჻ გულსა჻ ლოდი჻ თავსა჻ კეტი჻ ცალკერძ჻ ზის჻ და჻ პირსა჻ იხოკს჻ ქალი჻ მისი჻ შენამჭვრეტი჻

290. რად჻ დაბრუნდი჻ მოახსენა჻ მითხარ჻ რაცა჻ წაგეკიდა჻ მან჻ უბრძანა჻ მონადირე჻ მეფე჻ ვინმე჻ გარდმეკიდა჻ ჰყვეს჻ ლაშქარნი჻ უთვალავნი჻ ბარგი჻ მძიმედ჻ აეკიდა჻ იგი჻ მინდორს჻ ნადირობდა჻ დაეფანჩვა჻ მარეკი჻ და჻

291. სევდად჻ მეცა჻ კაცთა჻ ნახვა჻ ცეცხლი჻ უფრო჻ გავიალე჻ არ჻ მიუვე჻ ახლოს჻ შეყრად჻ თავი჻ ჩემი჻ შევიწყალე჻ მათგან჻ მკრთალი჻ შემოვბრუნდი჻ ტყესა჻ შიგან჻ დავიმალე჻ თქვა჻ ნუთუმცა჻ უკუმრიდა჻ რა჻ გათენდეს჻ წავალ჻ ხვალე჻

292. ქალსა჻ ცრემლნი჻ გარდმოსცვივდეს჻ ასნაკეცნი჻ ბევრისბევრად჻ მოახსენა჻ მხეცთა჻ თანა჻ იარები჻ მარტო჻ ტევრად჻ არას჻ კაცსა჻ არ჻ იახლებ჻ საუბრად჻ და჻ შემაქცევრად჻ მას჻ მაგითა჻ ვერას჻ არგებ჻ დღეთა჻ შენთა჻ ცუდად჻ ლევ჻ რად჻

293. ყოვლი჻ პირი჻ ქვეყანისა჻ ერთობ჻ სრულად჻ მოგივლია჻ ერთი჻ კაცი჻ შემაქცევლად჻ შენად჻ ვითა჻ დაგელია჻ გიახლოს჻ და჻ არ჻ გაშმაგდე჻ თუცა჻ ჭირი჻ არ჻ გაკლია჻ შენ჻ მოჰკვდე჻ და჻ იგი჻ წახდეს჻ ესე჻ შენთვის჻ რა჻ მადლია჻

294. უბრძანა჻ დავო჻ ეგეა჻ მსგავსი჻ შენისა჻ გულისა჻ მაგრა჻ არ჻ არის჻ ქვეყანად჻ წამალი჻ ამა჻ წყლულისა჻ ვის჻ ძალუც჻ პოვნა჻ კაცისა჻ თვით჻ სოფლად჻ არ჻ მოსრულისა჻ ჩემი჻ ლხინია჻ სიკვდილი჻ გაყრა჻ ხორცთა჻ და჻ სულისა჻

295. ღმერთმან჻ სხვაცა჻ ეტლსა჻ ჩემსა჻ რადმცა჻ კაცი჻ რად჻ დაბადა჻ სიახლე჻ და჻ საუბარი჻ თუმცა჻ მისი჻ მე჻ მეწადა჻ ვინმცა჻ გასძლნა჻ ჭირნი჻ ჩემნი჻ ანუ჻ ვინმცა჻ შეეცადა჻ შენგან჻ კიდე჻ ხორციელი჻ დავო჻ მივის჻ არასადა჻

296. ქალმან჻ ჰკადრა჻ არ჻ გამიწყრე჻ ვიშიშვი჻ და჻ ვიაჯ჻ დია჻ რათგან჻ ღმერთსა჻ ვაზირობა჻ შენი჻ ჩემზედ჻ მოუგდია჻ ვერ჻ დავმალავ჻ უკეთესი჻ რაცა჻ საქმე჻ გამიცდია჻ არა჻ ვარგა჻ უსაზომო჻ ზომსა჻ თავი჻ გარდგიხდია჻

297. მისი჻ მძებლენი჻ იყომცა჻ ჭკუვითა჻ მეტის჻ მეტითა჻ შენ჻ კაცთა჻ ნაცვლად჻ ნადირთა჻ ახლავ჻ გულითა჻ რეტითა჻ სჯობს჻ ერთი჻ კაცი჻ იახლო჻ ილხენდე჻ მისით჻ ჭვრეტითა჻ ვით჻ იადონი჻ არ჻ მოჰკვდე჻ ბულბული჻ თესლთა჻ კვნეტითა჻