... (H-2610), XVIII ს.

60. ნახეს჻ უცხო჻ მოყმე჻ ვინმე჻ ჯდა჻ მტირალი჻ წყლისა჻ პირსა჻ შავი჻ ცხენი჻ სადავითა჻ ჰყუანდა჻ ლომსა჻ ვითა჻ გმირსა჻ ხშირად჻ ესხა჻ მარგალიტი჻ ლაგამ჻ აბჯარ჻ უნაგირსა჻ ცრემლსა჻ ვარდი჻ დაეთრთვილა჻ გულსა჻ მდუღრად჻ ანატირსა჻

61. მას჻ ტანსა჻ კაბა჻ ემოსა჻ გარე჻ თმა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ვეფხის჻ ტყავისა჻ ქუდივე჻ იყო჻ სარქმელი჻ თავისა჻ ჴელთა჻ ნაჭედი჻ მათრაჴი჻ ჰქონდა჻ უმსხოსი჻ მკლავისა჻ ნახეს჻ და჻ ნახვა჻ მოუნდა჻ უცხოსა჻ სანახავისა჻

62. როსტენ჻ მონა჻ გაუგზავნა჻ ნახე჻ ვინ჻ ზის჻ წყლისა჻ პირსა჻ ხელსა჻ ვისმე჻ დავაგზავსე჻ მით჻ საწუთრო჻ არა჻ ჰკვირსა჻ შემოჰყრია჻ კაეშანი჻ მიცემულა჻ ძნელსა჻ ჭირსა჻ მოახსენე჻ სოფლის჻ მზესა჻ ტკბილად჻ ჰკითხე჻ რასთვის჻ ტირსა

63. მეფემან჻ ბრძაბა჻ ვინარის჻ უცხო჻ პირად჻ და჻ ტანადო჻ უბრძანა჻ ერთსა჻ მონასა჻ წადი჻ ფიცხლათ჻ და჻ ჯანადო჻ გიბრძანებს჻ უთხარ჻ ვერ჻ გიცნობ჻ ჩემთა჻ ლაშქართა჻ თანადო჻ ვინცა჻ ხარ჻ მოდი჻ წინაშე჻ მოდი჻ წინაშე჻ შენ჻ ჩემგან჻ მონა჻ ყუანადო჻

64. მოახსენა჻ მეფე჻ გიჴმობს჻ დაიმდაბლოს჻ იმან჻ სული჻ თავმან჻ ჩემმან჻ მე჻ მას჻ მივსცე჻ რაცა჻ უნდა჻ ჩემეული჻ ბძანბასა჻ დამორჩილდეს჻ ამად჻ ნუაქუს჻ გული჻ წყლული჻ ვითვიხო჻ და჻ შევიყუარო჻ გაუნათლო჻ წყლული჻ გული჻

65. მოვიდა჻ მონა჻ საუბრად჻ მის჻ ყმისა჻ გულს჻ მდუღარისად჻ თავ჻ ჩამოგდებით჻ მტირლისა჻ არ჻ ჭურეტით჻ მოლიზღარისად჻ მუნვე჻ წვიმს჻ წვიმა჻ ბროლისა჻ ჰგია჻ გიშრისა჻ ღარისად჻ ახლოს჻ მივიდა჻ მოსცალდა჻ სიტყუისა჻ თქმა჻ აღარ჻ არისად჻

66. ვერა჻ ჰკადრა჻ საუბარი჻ მონა჻ მეტად჻ შეუზარდა჻ დიდხანს჻ უჭურეტს჻ გაკვირვებით჻ თუცა჻ გული჻ გაუმაგრდა჻ მოახსენა჻ გიბრძანებსო჻ ახლოს჻ მიდგა჻ დაუწყნარდა჻ იგი჻ ტირს჻ და჻ არა჻ ესმის჻ მისგან჻ გაუუმეცარდა჻

67. მის჻ მონისა჻ არა჻ ესმის჻ სიტყუა჻ არცა჻ საუბარი჻ მათ჻ ლაშქართა჻ ზახილითა჻ იყო჻ ერთობ჻ უგრძნობარი჻ უცხოდ჻ რასმე჻ ამოსკუნიდა჻ გული჻ ცეცხლთა჻ ნადებარი჻ ცრემლსა჻ სისხლი჻ ერეოდა჻ გაზდის჻ ვითა჻ ნაგუბარი჻

68. სხვაგან჻ ქნის჻ მისი჻ გონება჻ მისმან჻ თავისა჻ წონამან჻ ესე჻ მეფისა჻ ბრძანება჻ ერთხელ჻ კულავ჻ ჰკადრა჻ მონამან჻ არცა჻ დააგდო჻ ტირილი჻ არცარა჻ გაიგონამან჻ არცა჻ გაჴლიჩნა჻ ბაგენი჻ თავი჻ ვარდისა჻ კონამან჻

69. რა჻ პასუხი჻ არა჻ გასცა჻ მონა჻ გარე჻ შემობრუნდა჻ როსტენს჻ ჰკადრა჻ შემიგნია჻ იმას჻ თქუენი჻ არა჻ უნდა჻ თვალნი჻ მზეებრ჻ გამირეტდეს჻ გული჻ მეტად჻ შემიწუხდა჻ ვერ჻ ვასმინე჻ საუბარი჻ მით჻ დავჰყოვნე჻ ხანი჻ მუნ჻ და჻

70. მეფე჻ გაჰკვირდა჻ გაცასწყრა჻ გული჻ უც჻ მისთვის჻ მწყრომარე჻ გაგზავნა჻ მონა჻ თორმეტი჻ მისი჻ წინაშე჻ მდგომარე჻ უბძანა჻ ჴელთა჻ აიღეთ჻ აბჯარი჻ თქუენ჻ საომარე჻ მიდით჻ და჻ აქა჻ მამგვარეთ჻ ვინ჻ არის჻ იქა჻ მჯდომარე჻

71. მონანი჻ მიდგეს჻ მივიდეს჻ გაჴდა჻ აბჯართა჻ ჩხარია჻ მაშინღა჻ შეჰკრთა჻ იგი჻ ყმა჻ ტირს჻ მეტად჻ გულ჻ მდუღარია჻ თვალნი჻ მოავლნო჻ ყოველგნით჻ ნახა჻ ლაშქართა჻ ჯარია჻ ერთხელ჻ ესე჻ თქვა჻ ვაიო჻ სხვად჻ არად჻ მოუბარია჻

72. თვალთა჻ ჴელი჻ უკუივლო჻ ცხელნი჻ ცრემლნ჻ მოიწურნა჻ ჴმალ჻ კაპარჭი჻ მოიმარჯვა჻ მკლავნი჻ გაიმამაცურნა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ მონათამცა჻ საუბარი჻ რად჻ იყურნა჻ სხვასა჻ მჴარსა჻ გაემართა჻ მათი჻ ჭირნი჻ რა჻ განჰკურნა჻

73. მონათა჻ ჴელი჻ გამართეს჻ მის჻ ყმისა჻ შესაპყრობელად჻ მან჻ გლახ჻ იგინი჻ დაჴოცა჻ მტერთაცა჻ საწყალობელად჻ ზოგსა჻ გარდაჰკრა჻ მათრაჴი჻ მკერდამდის჻ გასაპობელად჻ ჰკრა჻ ერთმანერთსა჻ დაჴოცა჻ თავის჻ ჴელ჻ აუპყრობელად჻

74. მეფე჻ გაწყრა჻ გაგულიზდა჻ მონანიცა჻ შეუზახნა჻ მან჻ მდევართა჻ მიწევნამდის჻ არ჻ უჭურიტა჻ არცა჻ ნახნა჻ რაზომნიცა჻ მიეწივნენ჻ ყუელა჻ მკუდართა჻ დაასახნა჻ კაცი჻ კაცსა჻ შემოსტყორცა჻ როსტენ჻ ამად჻ ივაგლახნა჻

75. შესხდენ჻ მეფე჻ და჻ ავთანდილ჻ მის჻ ყმისა჻ მისაწეველად჻ იგი჻ ლაღი჻ და჻ უკადრი჻ მივა჻ ტანისა჻ მრხეველად჻ ტაიჭი჻ მიუქრს჻ მერანი჻ მიეფინების჻ მზე჻ ველად჻ შეიგნა჻ მისულა჻ მეფისა჻ მისად჻ უკანა჻ მდეველად჻

76. რა჻ სცნა჻ მეფე჻ მოვიდაო჻ ჰკრა჻ მათრაჴი჻ მისსა჻ ცხენსა჻ მასვე჻ წამსა჻ დაიკარგა჻ არ჻ უნახავს჻ თვალსა჻ ჩვენსა჻ ჰგვანდა჻ ქვესკნელს჻ ჩანაძრომსა჻ ანუ჻ ზეცას჻ ანაფრენსა჻ ეძებდეს჻ და჻ ვერა჻ ჰპოვეს჻ კუალსა჻ მისგან჻ წანარბენსა჻

77. კვალი჻ ძებნეს჻ და჻ უკვირდათ჻ ვერ჻ პოვნა჻ ნაკვალევისა჻ ეგრე჻ კუალ჻ წმიდად჻ წაჴდომა჻ კაცისა჻ ანუ჻ დევისა჻ ლაშქარნი჻ მკუდართა჻ ტიროდეს჻ სწრაფა჻ აქუთ჻ წყლულთა჻ ხვევისა჻ მეფემან჻ ბრძანა჻ ვნახეო჻ მიზეზი჻ ლხინთა჻ ლევისა჻

78. ბრძანა჻ ღმერთსა჻ მოეწყინა჻ აქანამდის჻ ჩემი჻ შვება჻ ამად჻ მიყო჻ სიამისა჻ სიმწარითა჻ დანაღულება჻ სიკუდილამდის჻ დამაწყლულა჻ ვერვის჻ ძალუც჻ განკურნება჻ მასვე჻ მადლი჻ ესე჻ იყო჻ წადილი჻ და჻ მისი჻ ნება჻

79. ესე჻ თქუა჻ და჻ შემობრუნდა჻ დაღრეჯილი჻ წამოვიდა჻ არცა჻ ჰკრაღა჻ ასპარეზსა჻ ვამე჻ ვასა჻ მოურთვიდა჻ ყუელაკაი჻ მოიშალა჻ სადაც჻ ვინმე჻ მჴეცსა჻ სვრიდა჻ ზოგთა჻ თქუეს჻ თუ჻ მართლია჻ ზოგნი჻ ღმერთო჻ უზრახვიდა჻