... (H-2610), XVIII ს.

100. არას჻ გარგებს჻ სამძიმარი჻ უსარგებლოდ჻ ცრემლსა჻ ღურიდეთ჻ თუ჻ გავიჭრათ჻ საძებნელად჻ მოვიაროთ჻ კიდიტ჻ კიდე჻ სჯობს჻ რომ჻ მასვე჻ შემოქმედსა჻ ვეაჯნეთ჻ და჻ დავმორჩილდეთ჻ კლიტე჻ გავხსნათ჻ მეჯლიშისა჻ ლხინი჻ ლხინზედ჻ ჩამოვჰკიდეთ჻

101. მოასხნეს჻ კაცნი჻ გაგზავნეს჻ ოთხთავე჻ ცისა჻ კიდეთა჻ უბრძანეს჻ წადით჻ პატიჟთა჻ თავიმცა჻ რად჻ დარიდეთა჻ მონახეთ჻ ძებნეთ჻ იგი჻ ყმა჻ სხვად჻ ნურად჻ მოიცლიდეთა჻ მისწერეთ჻ წიგნი჻ სადაცა჻ ვერ჻ მისწვდეთ჻ ვერ჻ მიხვიდეთა჻

102. კაცნი჻ წავიდეს჻ იარეს჻ მათ჻ ერთი჻ წელიწადია჻ მონახეს჻ ძებნეს჻ იგი჻ ყმა჻ იკითხეს჻ კულა჻ და჻ კულადია჻ [...]ა჻ თუ჻ ნახეს჻ ჻ ნახული჻ ღმრთისაგან჻ დანაბადია჻ ცუდად჻ მაშვრალნი჻ მოვიდეს჻ მათსავე჻ გულსა჻ ზადია჻

103. მონათა჻ ჰკადრეს჻ მეფეო჻ ჩვენ჻ Ãმელნი჻ მოვიარენით჻ მაგრა჻ ვერპოვეთ჻ იგი჻ ყმა჻ მით჻ ვერა჻ გავიხარენით჻ მისა჻ მნახავსა჻ სულდგმულსა჻ კაცსა჻ ვერ჻ შევეყარენით჻ ჩვენ჻ ვერა჻ გარგეთ჻ საქმენი჻ სხვანი჻ რამ჻ მოიგვარენით჻

104. მეფე჻ ბძანებს჻ მართალიყო჻ ასული჻ და჻ ჩემი჻ ძეო჻ ვნახე჻ ვინმე჻ ეშმაკისა჻ სიცრუე჻ და჻ სიბილწეო჻ ჩემად჻ მტერად჻ გარდმოსული჻ ჩამოსული჻ ზეცითზეო჻ გამიშვია჻ შეჭირვება჻ არა჻ მგამა჻ ყოლემეო჻

105. ესე჻ თქუა჻ და჻ სიხარულით჻ თამაშობა჻ ადიადა჻ მგოსანი჻ და჻ მოშაითნი჻ უჴმეს჻ ჰპოვეს჻ რაცა჻ სადა჻ უხვად჻ გასცა჻ საბოძვარი჻ ყუელა჻ დარბაზს჻ შემოხადა჻ მისი჻ მსგავსი჻ სიუხვითა჻ ღმერთმან჻ სხვამცა჻ რა჻ დაბადა჻

106. მეფე჻ ადგა჻ მუჴლ჻ მოყრილმან჻ შემოქმედსა჻ თაყუანი჻ სცა჻ მრავალ჻ გვარი჻ სასმელები჻ მეღვინეთა჻ ჴელთა჻ მისცა჻ მეუფესა჻ ვადიდებდეთ჻ დაგვაჯეროს჻ რაცა჻ ვისცა჻ ამად჻ არას჻ ვეაჯები჻ შეგვაცილოს჻ სხვასა჻ ვისცა჻

107. ავთანდილ჻ ჯდა჻ მარტო჻ საწოლს჻ ეცვა჻ ოდენ჻ მართ჻ პერანგი჻ იმღერდა჻ და჻ იხარებდა჻ წინა჻ ედგა჻ ერთი჻ ჩანგი჻ შემოვიდა჻ მას჻ წინაშე჻ თინათინის჻ მონა჻ ზანგი჻ მოახსენა჻ გიბძანებსო჻ ტანი჻ ალვა჻ პირი჻ მანგი჻

108. ავთანდილს჻ მიხვდა჻ მოსმენა჻ საქმისა჻ სანატრელისა჻ ადგა჻ და჻ კაბა჻ ჩაიცვა჻ მჯობი჻ ყოვლისა჻ ჭრელისა჻ უხარის჻ ნახვა჻ ვარდისა჻ არ჻ ერდგან჻ შეუყრელისა჻ ამაოა჻ ჭვრეტა჻ ტურფისა჻ სიახლე჻ საყვარელისა჻

109. ავთანდილ჻ ლაღი჻ უკადრი჻ მივა჻ არვისგან჻ რცხვენოდა჻ მას჻ ნახავს჻ ვისთა჻ ვამთაგან჻ ცრემლი჻ მრავალჯერ჻ სდენოდა჻ იგი჻ უებრო჻ ქუშად჻ ჯდა჻ ელვისა჻ მზგავსად჻ შვენოდა჻ მთვარესა჻ მისთა჻ შუქთაგან჻ უკუნი჻ გარდაჰფენოდა჻

110. გაცრცვლისა჻ ტანსა჻ ემოსნეს჻ ყარყუმნი჻ უსაპირონი჻ ებურნეს჻ მოშლით჻ რიდენი჻ ფასისა჻ თქმად჻ საჭირონი჻ შვენოდეს჻ შავნი჻ წამწამნი჻ გულისა჻ გასაგმირონი჻ მას჻ თეთრსა჻ ყელსა჻ ეხვივნეს჻ გრძლად჻ თმანი჻ არ჻ უხშირონი჻

111. დაღრეჯით჻ იყო჻ მჯდომარე჻ ძოწეულითა჻ რიდითა჻ ავთანდილს჻ უთხრა჻ დაჯდომა჻ წყნარად჻ ცნობითა჻ მშვიდითა჻ მონამან჻ სელი჻ დაუდგნა჻ დაჯდა჻ კრძალვით჻ და჻ რიდითა჻ პირის჻ პირ჻ პირსა჻ უჭვრეტდა჻ სავსე჻ ლხინითა჻ დიდითა჻

112. ქალმან჻ ჰკადრა჻ ზარი჻ მლევს჻ მე჻ ამისისა჻ თხრობისა჻ მწადდა჻ არა჻ თქმა჻ რომლისა჻ ღონე჻ არამაქუს჻ თმობისა჻ მაგრამ჻ იციმცა჻ მიზეზი჻ შენისა჻ აქა჻ ჴმობისა჻ რად჻ ვზი჻ ქუშად჻ და჻ დაღრეჯით჻ ასრე჻ მიჴდილი჻ ცნობისა჻

113. ყმამან჻ ჰკადრა჻ საზაროსა჻ ჩემგან჻ თქმაღა჻ ვით჻ იქნების჻ მზესა჻ მთვარე჻ შეეყაროს჻ დაილევის჻ დაცაჭნების჻ აზრად჻ აღარ჻ არადა჻ მცალს჻ თავი჻ ჩემი჻ მეგონების჻ თქუენვე჻ ბრძანეთ჻ რაცა჻ გიმძიმს჻ ანუ჻ რამცა჻ გეკურნების჻

114. ქალმან჻ უთხრა჻ საუბარი჻ კეკლუც჻ სიტყვა჻ არ჻ დუხჭირად჻ იტყუის჻ თუმცა჻ აქანამდის჻ ჩემგან჻ შორსხარ჻ დანამჭირად჻ გიკუირს჻ მოგხუდა჻ წამის჻ ყოფად჻ საქმე჻ შენგან჻ შენაჭირად჻ მაგრა჻ გითხრობ჻ პირველ჻ ხვალმე჻ სენი჻ მემჭირს჻ რაცა჻ ჭირად჻

115. გახსოვს჻ ოდეს჻ შენდა჻ როსტენს჻ მინდორს჻ მჴეცნი჻ დაგეჴოცა჻ ყმა჻ გენახათ჻ უცხო჻ ვინმე჻ რომე჻ ცრემლი჻ მოეჴოცა჻ მასუკანით჻ გონებამან჻ მისმან჻ ასრე჻ დამამჴოცა჻ შენ჻ გენუკვი჻ მონახვასა჻ კიდით჻ კიდე჻ მოლაჴოცა჻

116. აქანამდის჻ საუბარსა჻ თუცა჻ ვერას჻ ვერ჻ გეტყვია჻ მაგრამ჻ შორით჻ სიყუარული჻ შენგან჻ ჩემი჻ შემიტყვია჻ ვიცი჻ რომე჻ გაუწყუეტლად჻ თვალთა჻ ცრემლი჻ გისეტყუია჻ შეუპყრიხარ჻ სიყუარულსა჻ გული჻ შენი჻ დაუტყუია჻

117. ქალმან჻ უთხრა჻ რადცა჻ მინდი჻ არ჻ ეგების჻ არა჻ მბობა჻ პირველ჻ დაგდებ჻ სამსახურსა჻ გაგიჩნდების჻ ჯომარდობა჻ ნამუსი჻ და჻ ჭკვუა჻ სიბრძნე჻ ვნახო჻ შენი჻ ნაზარდობა჻ შეჰმობრუნდე჻ ედემს჻ მგზავსად჻ აგიყუავდეს჻ შენ჻ ვარდობა჻

118. ასრე჻ გითხრობ჻ სამსახური჻ ჩემი჻ გმართებს჻ ამა჻ ორად჻ პირველ჻ ყმა჻ ხარ჻ ჴორციელი჻ არავინ჻ გვყავს჻ შენად჻ სწორად჻ მერმე჻ ჩემი჻ მიჯნურიხარ჻ მართალია჻ არნაჭორად჻ წადა჻ იგი჻ მოყმე჻ ძებნე჻ ახლოს჻ იყოს჻ თუნდა჻ შორად჻

119. იგი჻ კაცი჻ შვენიერი჻ ჴმელთა჻ იყოს჻ გნუკავ჻ პოვნად჻ კიდით჻ კიდე჻ მოიარე჻ ამა჻ ყურად჻ შეუპოვნად჻ მზისა჻ შუქი჻ მოგეფინოს჻ ვერ჻ ვინ჻ ჴელყოს჻ დასათოვნად჻ სცნა჻ მის჻ ყმისა჻ ყოფა჻ სადმე჻ ფიცხლავ჻ მოდი჻ დაუყოვნად჻