... (H-2610), XVIII ს.

259. უთხრა჻ ვიცი჻ აღარ჻ ვარგხარ჻ შენ჻ აწ჻ ჩემად჻ დასადობლად჻ გაგარისხე჻ დაგრჩომივარ჻ ღარიბად჻ და჻ ამად჻ ობლად჻ აწ჻ ეგრეცა჻ თავი჻ ჩემი჻ დამიც჻ შენთვის჻ დასანდობლად჻ ამად჻ რომე჻ შეცოდება჻ შვიდგზის჻ თქმულა჻ შესანდობლად჻

260. თავი჻ ჩემი჻ სამსახურად჻ თუცა჻ ავად჻ მოგაწონე჻ მიჯნურისა჻ შებრალება჻ ხამს჻ ესეცა჻ გაიგონე჻ სხვაგნით჻ ყოვლგნით჻ უღონო჻ ვარ჻ არვინ჻ არის჻ ჩემი჻ ღონე჻ სულთა჻ მოგცემ჻ გულისათვის჻ სხვა჻ მეტიმცა჻ რა჻ გამონე჻

261. რა჻ ქალსა჻ მიხვდა჻ ყმისაგან჻ მიჯნურობისა჻ ხსენება჻ გულამოხვინჩვით჻ დაიწყო჻ ასკეცად჻ ცრემლთა჻ დინება჻ კვლა჻ გაამაღლა჻ ზახილით჻ ტირილი჻ არ჻ გაცინება჻ ავთანდილს჻ ღმერთმან჻ წადილი჻ მისცა჻ გულისა჻ ლხინება჻

262. იტყვის჻ თუ჻ ამა჻ სიტყვითა჻ მას჻ ფერი჻ შეეცვალების჻ ვისთვისმე჻ ცხელი჻ უცილოდ჻ მას჻ ცრემლი჻ ემალმალების჻ კვლა჻ უთხრა჻ დაო჻ მიჯნური჻ მტერთაცა჻ შეებრალების჻ ესეცა჻ იცი჻ სიკვდილსა჻ თვით჻ ეძებს჻ არ჻ ეკრძალების჻

263. ვარ჻ მიჯნური჻ ხელი჻ ვინმე჻ გაუწყვედლად჻ სულთა჻ დგმისად჻ ჩემმან჻ მზემან჻ გამომგზავნა჻ საძებარად჻ იმა჻ ყმისად჻ ღრუბელიცა჻ ვერ჻ მიხვდების჻ მე჻ მისრულვარ჻ სადა჻ მი჻ სად჻ გული჻ თქვენი჻ მიპოვნია჻ მისი჻ შენდა჻ შენი჻ მისად჻

264. მისი჻ სახე჻ გულსა჻ ჩემსა჻ ხატად჻ ასრე჻ გამოვხატე჻ მისთვის჻ ხელმან჻ გამოჭრილმან჻ ლხინი჻ ჩემი჻ ვაალქატე჻ ორისაგან჻ ერთი჻ მიყავ჻ ტყვე჻ მქმენ჻ ანუ჻ მააზატე჻ ან჻ მაცოცხლე჻ ანუ჻ მომკალ჻ ჭირი჻ ჭირსა჻ მომიმატე჻

265. ქალმან჻ უთხრა჻ ყმასა჻ სიტყვა჻ პირველისა჻ უამესი჻ ეგე჻ სიტყვა჻ მოიგონე჻ დია჻ რამე჻ უკეთესი჻ წეღან჻ საქმე჻ მტერობისა჻ გულსა჻ ჩემსა჻ შთამოსთესი჻ აწ჻ მოყვარე჻ გიპოვნივარ჻ დისაგანცა჻ უფრო჻ დესი჻

266. ჩემსა჻ თავსა჻ მიჯნურობა჻ მართალია჻ არ჻ ნაჭორად჻ ჩემი჻ ვერა჻ ვერ჻ მოგკიდე჻ მეუბნები჻ მრუდსა჻ სწორად჻ ვინცა჻ აქა჻ გამომგზავნა჻ არვინ჻ მიჩს჻ მისად჻ სწორად჻ მისგან჻ კიდე჻ სხვა჻ მნათობი჻ შევაწონე჻ ერთ჻ დრამ჻ ორად჻

267. გამოჭრილვარ჻ ვიარები჻ დამწვავს჻ ცეცხლთა჻ სახმილია჻ ამა჻ ყმისა჻ მიზეზითა჻ სრულ჻ ხმელეთი჻ მომივლია჻ ჭირთა჻ ნაცვლად჻ შენ჻ გიპოვე჻ თუ჻ არ჻ მეტყვი჻ ცრემლს჻ მილია჻ თქვენად჻ ძებნად჻ მოვიძულვე჻ სახლი჻ კარი჻ ზღუდე჻ ვლია჻

268. თუ჻ შენ჻ გწადდეს჻ ჩემი჻ შეყრა჻ იგი჻ გეტყვის჻ არას჻ არა჻ მაგრა჻ ჩემი჻ ყოფა჻ ღმერთმან჻ ვიცი჻ ბოლოდ჻ დამამწარა჻ შენგან჻ კიდე჻ არვინ჻ მივის჻ თავ჻ იჩემი჻ მოგაბარა჻ იტყვის჻ მივხვდი჻ ჩემსა჻ ლხინსა჻ მე჻ არ჻ ღირს჻ ვარ჻ მიწა჻ არა჻

269. მაშა჻ რათგან჻ მიჯნურობა჻ შენად჻ ღონედ჻ მოიგონე჻ არ჻ ეგების჻ ამას჻ იქით჻ თუმცა჻ თავი჻ არ჻ გამონე჻ არ჻ შენ჻ მოგეც჻ თავი჻ ჩემი჻ დაგაბნიე჻ დაგაღონე჻ შენთვის჻ მოვკვდე჻ ამისებრი჻ მემცა჻ საქმე჻ რა჻ ვიღონე჻

270. მე჻ მისითა჻ მიზეზითა჻ არ჻ მინახავს჻ დღე჻ ნათელი჻ მუნით჻ ვზივარ჻ დევთა჻ ქვაბსა჻ ვდუღ჻ და჻ მომდის჻ ცხელი჻ ცრემლი჻ მიწას჻ ვლახავ჻ თუ჻ ზე჻ ვჰფრინავ჻ არა჻ ვიცი჻ მე჻ მართალი჻ ღმერთმან჻ მომკლას჻ ან჻ მილხინოს჻ დიდ჻ არს჻ მისი჻ სამართალი჻

271. აწ჻ რაცა჻ გითხრა჻ თუ჻ ამა჻ საქმესა჻ დამმორჩილდები჻ რასაცა჻ ეძებ჻ მიხვდები჻ უცილოდ჻ არ჻ ასცილდები჻ თუ჻ არ჻ მომისმენ჻ ვერ჻ ჰპოვებ჻ რაზომმცა჻ ცრემლსა჻ ჰმილდები჻ მოგხვდების჻ მდურვა჻ სოფლისა჻ მოჰკვდები჻ გაცასწბილდები჻

ამბავი ავთანდილისა ასმათს რომე ეუბნების თავიანთ ქვაბში჻

272. ყმამან჻ უთხრა჻ ეგე჻ საქმე჻ ამას჻ ჰგავსო჻ არა჻ სხვასა჻ ორნი჻ კაცნი჻ მოდიოდეს჻ სადაურნი჻ სადმე჻ გზასა჻ უკანამან჻ წინა჻ ნახა჻ ჩავარდნილი჻ შიგან჻ ჭასა჻ ზედ჻ მიადგა჻ ჩაჰყიოდა჻ ტირს჻ იძახის჻ ვაგლახვასა჻

273. ეგრე჻ უთხრა჻ ამხანაგო჻ იყავ჻ მანდა჻ მომიცადე჻ წავალ჻ თოკთა჻ მოსახმელად჻ მწადსო჻ თუმცა჻ ამოგზიდე჻ მას჻ ქვეშეთსა჻ გაეცინნეს჻ გაუკვირდა჻ მეტად჻ კიდე჻ შემოჰყივლა჻ არ჻ გელოდე჻ სად჻ გაგექცე჻ სად჻ წავიდე჻

274. აწ჻ დაო჻ შენთა჻ ხელისაა჻ ჩემი჻ საბელი჻ ყელისა჻ სხვად჻ უღონოა჻ უშენოდ჻ ჩემგან჻ აბყრობა჻ ხელისა჻ რასაცა჻ მიზამ჻ შენ჻ იცი჻ შენ჻ ხარ჻ წამალი჻ ლხენისა჻ თვარა჻ ვისმც჻ ექნა჻ გვარლითა჻ შეკვრა჻ თავისა჻ მრთელისა჻

275. ქალმან჻ უთხრა჻ მომეწონა჻ ყმაო჻ შენი჻ ნაუბარი჻ ხარ჻ უცილოდ჻ კარგი჻ ვინმე჻ მოყმე჻ ბრძენთა჻ საქებარი჻ ხარ჻ ვინათგან჻ აქანამდის჻ მაგა჻ ჭირთა჻ დამთმობარი჻ რაცა჻ გითხრა჻ მომისმინე჻ გიპოვნია჻ საძებარი჻

276. იმა჻ მოყმისა჻ ამბავი჻ არსად჻ არა჻ იპოვების჻ თვით჻ თუ჻ არ჻ გითხრობს჻ არ჻ ითქმის჻ არ჻ ვისგან჻ დაიჯერების჻ მოილოდინე჻ მოვიდეს჻ რაზომცა჻ დაგეყოვნების჻ დადუმდი჻ ვარდსა჻ ნუ჻ აზრობ჻ ცრემლითა჻ ნუ჻ ითოვნების჻

277. ყმამან჻ თქუა჻ ვარდო჻ დაჭნი჻ დრო჻ მოვიდა჻ შენის჻ ზრვისა჻ ერთმანერთსა჻ მოეხვივნეს჻ ცრემლით჻ ჰკოცნნ჻ სახე჻ პირსა჻ ასმათ჻ ტირის჻ სისხლის჻ ცრემლსა჻ ტევრი჻ შექმნა჻ ნათხზის჻ თმისა჻ იგი჻ ტრტან჻ სოფლისათვის჻ და჻ სოფელი჻ მათთვის჻ ტირსა჻