... (H-2610), XVIII ს.

80. მეფე჻ საწოლს჻ შემოვიდა჻ სევდიანი჻ დაღრეჯილი჻ მისგან჻ კიდე჻ არვინ჻ შეჰყუა჻ ავთანდილ჻ უჩნს჻ ვითა჻ შვილი჻ ყუელაკაი჻ გაიყარა჻ ჯალაბი჻ ჩანს჻ არ჻ დაჯრილი჻ გაბედითდა჻ სიხარული჻ ჩაღანა჻ და჻ ჩანგი჻ ტკბილი჻

81. თინათინს჻ ესმა჻ ეგეთი჻ მამისა჻ დაღრეჯილობა჻ ადგა჻ და჻ კარსა჻ მივიდა჻ ჰქონდა჻ მზისაცა჻ ცილობა჻ მოლარე჻ იჴმო჻ უბრძანა჻ ძილია჻ თუ჻ ღვიძილობა჻ მან჻ მოახსენა჻ დაღრეჯთ჻ ზის჻ სჭირსო჻ ფერ჻ შეცვლილობა჻

82. ერთიღა჻ ახლავს჻ ავთანდილ჻ წინაშე჻ უზის჻ სკამითა჻ უცხო჻ ყმა჻ ვინმე჻ უნახავს჻ ასრე჻ დაღრეჯით჻ ამითა჻ თინათინ჻ ბრძანა჻ აწ჻ წავალ჻ შესულა჻ ჴამს჻ ჩემგან჻ ჟამითა჻ მიკითხოს჻ ჰკადრე჻ იყოთქო჻ აქა჻ ერთისა჻ წამითა჻

83. ავთანდილცა჻ შეუზარდა჻ და჻ თხრობასა჻ დაუპირდა჻ ნუ჻ იჭირვით჻ მოგახსენებ჻ ჴელმწიფესა჻ გაუკვირდა჻ მუხთალია჻ ეს჻ სოფელი჻ შურს჻ და჻ ლხინი჻ დაგვიძვირდა჻ მისსა჻ მზესა჻ შეუთვალა჻ ჴელმწიფესა჻ რაცა჻ სჭირდა჻

84. ხანი჻ გამოჰჴდა჻ იკითხა჻ ნეტარ჻ რასაიქს჻ ქალიო჻ ჩემი჻ ლხინი჻ და჻ ჯავარი჻ ჩემი჻ სოფლისა჻ წყალიო჻ მოლარე჻ ჰკადრებს჻ მოვიდა჻ აწეღა჻ ფერ჻ ნამკრთალიო჻ დაღრეჯით჻ გიცნა჻ მიბრუნდა჻ წინაშე჻ მამავალიო჻

85. უბრძანა჻ თუ჻ წადი჻ უჴმე჻ უმისობა჻ ვით჻ გავსძლეო჻ მოახსენე჻ რათ჻ დაბრუნდი჻ შენ჻ მამისა჻ სინათლეო჻ მოდი჻ ჭმუნვა჻ გამიქარვე჻ გულსა჻ წყლულსა჻ მეწამლეო჻ გითხრა჻ ჩემი჻ სამიზეზო჻ მეთუ჻ ლხინსა჻ რათავლეო჻

86. თინათინ჻ ადგა჻ მოვიდა჻ მიჰყუა჻ მამისა჻ ნებასა჻ უგავს჻ პირისა჻ სინათლე჻ მთვარისა჻ მოვანებასა჻ მამამან჻ გვერცა჻ დაისვა჻ აკოცა჻ ნება჻ ნებასა჻ უბრძანა჻ მახლავ჻ რადარა჻ რად჻ მელი჻ მოყვანებასა჻

87. ქალმან჻ ჰკადრა჻ ჴელმწიფეო჻ დაღრეჯილსა჻ ვინცა჻ გცნობდეს჻ ვინმცა჻ გნახა჻ კადნიერად჻ რაზომ჻ გინდა჻ ამაყობდეს჻ თქუენი჻ აგრე჻ დაღრეჯანი჻ მნათობთაცა჻ დაამჴობდეს჻ კაცმან჻ საქმე჻ მოიგვაროს჻ ვეჭუ჻ ჭმუნვასა჻ ესე჻ სჯობდეს჻

88. იგი჻ პირმზე჻ ეუბნების჻ ვერვინ჻ ნახა჻ ნაუბარი჻ მიცემულხარ჻ ჭირსა჻ რასმე჻ ცრემლსა჻ აფრქვევ჻ გულმდუღარი჻ ზოგჯერ჻ შეთათ჻ გაიძახი჻ ჰგავს჻ ატყივნებს჻ ცეცხლა჻ ქარი჻ მეჯლიშითა჻ გავიხაროთ჻ ესე჻ სევდა჻ რა჻ მეარი჻

89. უბრძანა჻ შვილო჻ რაზომცა჻ მჭირს჻ საქმე჻ სავაგლახია჻ შენი჻ ჭურეტა჻ და჻ სიახლე჻ ლხინადვე჻ დამისახია჻ მამქარვებელი჻ სევდისა჻ ხართ჻ ვითა჻ მუფარახია჻ ვეჭუ჻ რასცნა჻ შენცა჻ მამართლო჻ ჩემი჻ სულთქმა჻ და჻ ახია჻

90. უცხოსა჻ და჻ საკუირველსა჻ ყრმასა჻ რასმე჻ გარდვეკიდე჻ მისმან჻ შუქმან჻ გაანათლა჻ სამყარო჻ და჻ ჴმელთა჻ კიდე჻ რა჻ უმძიმდა჻ არ჻ ვიცოდი჻ ან჻ ტიროდა჻ ვისთვის჻ კიდე჻ ჩემად჻ ნახვად჻ არ჻ მოვიდა჻ გავგულისდი჻ წავეკიდე჻

91. მე჻ რა჻ მნახა჻ ცხენსა჻ შეჯდა჻ თვალთა჻ ცრემლი჻ მოიჴოცნა჻ შესაპყრობლად჻ შევუზახენ჻ სპანი჻ სრულად჻ დამიჴოცნა჻ ვითა჻ ეშმა჻ დაიკარგა჻ არ჻ კაცურად჻ გარდამკოცნა჻ ჯერეთაცა჻ ეს჻ არვიცი჻ ცხადი჻ იყო჻ თუ჻ მეოცნა჻

92. აწ჻ ესე჻ მიკვირს჻ რაიყო჻ ანუ჻ რავნახე჻ დარული჻ მან჻ დამიჴოცა჻ ლაშქარი჻ ადინა჻ სისხლი჻ ღვარული჻ კაცთა჻ ჴორცთაგან჻ ვითა჻ ითქმის჻ ასრე჻ თვალთაგან჻ ფარული჻ უცილოდ჻ ღმერთსა჻ მოვსძულდი჻ აქამდის჻ მე჻ მხიარული჻

93. ტკბილნი჻ მისნი჻ წყალობანი჻ ბოლოდ჻ ასრე჻ გამემწარნეს჻ დამავიწყდა჻ რაცა჻ დღენი჻ მხიარულსა჻ წამეარნეს჻ ყოვლმან჻ პირმან჻ ვაგლახ჻ მიყოს჻ ვეღარამან჻ მინეტარნეს჻ სადამდისცა჻ დღენი჻ მესხნენ჻ ვეღარამან჻ გამახარნეს჻

94. ქალმან჻ ჰკადრა჻ მოგახსენებ჻ მე჻ სიტყვსა჻ დანაყბედსა჻ ჰე჻ მეფეო჻ რად჻ ემდურვი჻ ანუ჻ ღმერთსა჻ ანუ჻ ბედსა჻ რად჻ დასწამებ჻ სიმწარესა჻ ყოველთათვის჻ ტკბილად჻ მჴედსა჻ ბოროტიმცა჻ რად჻ შეექმნა჻ კეთილისა჻ შემოქმედსა჻

95. მაგას჻ ნუ჻ ბრძანებ჻ მეფეო჻ ეგე჻ კულავ჻ ბედნიერია჻ ყოვლი჻ ქუეყანა჻ შეიპყარ჻ ფერჴთ჻ ქვეშე჻ მონამტვერია჻ მოგჩვენებია჻ გრძნეულად჻ მუხთ ლი჻ შენი჻ მტერია჻ ეგე჻ არა჻ ჴამს჻ სიტყუასა჻ გკადრებ჻ და჻ დამიჯერია჻

96. თუ჻ ცუდი჻ ვინმე჻ გინახავს჻ მაცდური჻ ანუ჻ ქაჯია჻ ამისთვის჻ მეფე჻ რად჻ სჭმუნავ჻ რად჻ თავი჻ გაგისაჯია჻ სიტკბოსა჻ ნაცულად჻ ღვთისაგან჻ სიმწარე჻ რად჻ გიაჯია჻ მასვე჻ ევედრე჻ მოასხი჻ ყოვლი჻ მუყორი჻ და჻ აჯია჻

97. იგი჻ პირმზე჻ მოახსენებს჻ მაგად჻ ნურა჻ გენაღულების჻ კაცი჻ იყო჻ ჴორციელი჻ მოვნახოთ჻ და჻ გამოჩნდების჻ ნურა჻ გიმძიმს჻ თვარემ჻ შენი჻ სამძიმარი჻ მე჻ მამხუდების჻ რად჻ დააჭკნობ჻ ყაყაჩოსა჻ უშენობა჻ არ჻ შვენდების჻

98. მე჻ ამას჻ ვარჩევ჻ მეფე჻ ხარ჻ მეფეთა჻ ზედა჻ მფლობელი჻ შორას჻ არის჻ თქუენი჻ სამზღვარი჻ ბრძანება჻ მიუთხრობელი჻ გაგზავნე჻ კაცი჻ ყოველგან჻ მისთა჻ ამბავთა჻ მცნობელი჻ ადრე჻ სცნობთ჻ არის჻ იგი჻ ყმა჻ შობილი჻ თუ჻ უშობელი჻

99. თუ჻ ყოფილა჻ ჴორციელი჻ იგი჻ მოყმე჻ ჴმელთა჻ მვლელად჻ მას჻ ნახევდა჻ სხვაცა჻ ვინმე჻ გამოჩნდების჻ მასწავლებლად჻ თვარა჻ ეშმა჻ გჩვენებია჻ ლხინთა჻ შენთა჻ შემვცულელ჻ მშლელად჻ სევდისაგან჻ მოიცალე჻ რად჻ შექნილხარ჻ მოუცლელად჻